Saturday, June 28, 2014

3 ფოტო სავარჯიშო - როგორ შევზღუდოთ საკუთარი თავი და გავიზარდოთ როგორც ფოტოგრაფები


დღევანდელი ციფრული კამერები არის თანამედროვე ტექნოლოგიის საოცრებები. 

ისინი  საშუალებას აძლევენ ყველაზე გამოუცდელ ფოტოგრაფებსაც კი მიაღწიონ ფოტოხელოვნების იმ მდგომარეობას, რომელიც ათეული წლების წინ ხელმისაწვდომი მხოლოდ სუპერ კომპიუტერებისა და კვლევითი ინსტიტუტებისათვის იყო. იმ ფასების წყალობით, რომლებიც მუდმივად დაბლა და დაბლა ჩამოდის და საუკეთესოდ აღჭურვილი კამერებით, ფოტოგრაფიამ ყველგან შეაღწია. ყველას აქვს კამერა და შეუძლია ფოტოების გადაღება. თუმცა ზოგჯერ, თუ გსურთ განვითარდეთ როგორც ფოტოგრაფი, უმჯობესია არ გამოიყენოთ ყველაფერი რისი საშუალებაც აქვს თანამედროვე ფოტოკამრებს, არამედ პირიქით, დაუწესოთ თქვენ თავს ერთგვარი შეზღუდვებიც. ამ შეზღუდვების ფარგლებში, თქვენ ხშირად აღმოაჩენთ ახალ ფოტოგრაფიულ შესაძლებლობებს, რომელთა შესახებ არასოდეს გიფიქრიათ.


 1. შეზღუდეთ ფოტოების რაოდენობა

მეხსიერების ბარათები ძალიან იაფია. ამის გამო ხშირად ვყიდულობთ ყველაზე დიდ ბარათებს, რომლებიც ათასობით სურათს იტევს. მათი მეშვეობით მშვიდად ვართ გადაღებისას. მაგრამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ფოტოგრაფებმა დაიწყეს გადაღებების დროს ფოტოების რაოდენობის შემცირება. ადრე თითოეულ ფირს შეეძლო დაეტია მხოლოდ 36 კადრი, მათი ფასი კი ძალიან ძვირი იყო დღევანდელ სტანდარტებთან შედარებით. წარმოიდგინეთ, იხდით ათ ლარს მეხსიერების ბარათში, რომელსაც მხოლოდ მცირე რაოდენობის ფოტოების დატევა შეუძლია და თან ის ერთჯერადია! მიუხედავად ამისა,  ჩვენს წინამორბედებს შეეძლოთ გადაეღოთ საოცარი ფოტოები ასეთი ლიმიტის ფარგლებში. ეს შენც შეგიძლია!
 შემდეგში, როცა თქვენ გახვალთ გადასაღებად, დაუწესეთ თქვენ თავს ლიმიტი. აიღეთ კონკრეტული რიცხვი და მხოლოდ იმდენი ფოტო გადაიღეთ. საქმის კეთებისას თქვენ გახდებით უფრო მეტად მიზანდასახული და დაფიქრებული თუ რა გადაიღოთ. ნაცვლად იმისა რომ უბრალოდ „აჩხაკუნოთ“ და გადაიღოთ ასი ფოტო ეხლა და ამოარჩიოთ ერთი მოგვიანებით. აიღეთ უფრო მეტად ფრთხილი და ყურადღებიანი მიდგომა, რათა ნამდვილად შეისწავლოთ თქვენი გადასაღები ობიექტი და იპოვოთ საუკეთესო კადრი მისი მოზომილი დადგეგმვის მეშვეობით.
 პირველ ჯერზე შეიძლება იმედგაცრუებულიც აღმოჩნდეთ, მაგრამ სულ მალე აღმოაჩენთ, რომ თქვენ ანვითარებთ უფრო ინტიმურ ურთიერთობებს და ხედვებს გადასაღები საგნების, განათების, კომპოზიციისა და სხვა ფოტოგრაფიული ელემენტების მიმართებაში. შეზღუდოთ თავი რამოდენიმე ფოტოსურათით, დაგეხმარებათ გათვალოთ თვითოეული ფოტოსურათი და მიიღოთ მაღალი ხარისხი - მაღალი რაოდენობის ნაცვლად.
 2. შეზღუდეთ ფოკუსური მანძილი

ზუმ ლინზები არის საოცრებები. ისინი გვაძლევენ საშუალებას მივიდეთ ახლოს ან მოცემული სცენის ფართო კუთხე  ავიღოთ. წარმოიდგინეთ არ გქონდეთ საშუალება მოზუმოთ ან პირიქით! თქვენ მოგიწევთ ფიზიკურად გადაადგილდეთ რათა ახლოს მიხვიდეთ საგანთან რომელსაც იღებთ, რასაც დღესდღეობით ხალხი არაა მიჩვეული. თუმცა, ფოკუსური მანძილის შეზღუდვით აღმოაჩენთ ახალ შესაძლებლობებს.

როცა თავს უფელებას აძლევ ისარგებლო მხოლოდ ერთი ფოკუსური მანძილით, ის გაიძულებთ შეხედოთ სამყაროს განსხვავებული პერსპექტივით  და დაინახოთ სურათის ახალი შესაძლებლობები. ავიღოთ ასეთი მაგალითი: თქვენ ხართ გასული პარკში თქვენ ბავშვებთან ერთად. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ  გადგეთ განზე და მოზუმოთ ისინი, სცადეთ ჩაკეტოთ თქვენი ლინზა ერთ ფოკუსურ სიგრძეზე (მაგალითად 24მმ ან 35მმ) და ფიზიკური გადაადგილების საშუალებით მიუახლოვდით მათ. სულ მალე აღმოაჩენთ ახალ პერსპექტივებს, რომელთაც ვერ ხედავდით, რადგან დამოკიდებული იყავით მოზუმვაზე.  ან თუ  გიყვართ ლანდშაფტების ან არქიტექტურის გადაღება ფართო კუთხით (18მმ), ეცადეთ დააყენოთ ფოკუსური მანძილი 55 მმ-ზე და ნახეთ რა მოხდება.
სინამდვილე ისაა, რომ სურათები რომლებსაც თქვენ გადაიღებთ იქნება აბსოლუტურად განსხვავებული ძველი ფოტოებისგან, მაგრამ თქვენ დაინახავთ სამყაროს ახალი პერსპექტივით და იპოვით განსხვავებული ფოტოგრაფიული შესაძლებლობების ყველა სახეობას, რომლებიც აქამდე არ გაგიანალიზებიათ. თუ ცდუნებამ შემოგიტიათ ამოაძრაოთ თქვენ ზუმი, არ დანებდეთ - იმოძრავეთ თავად თქვენ. ეძებეთ გზა, იპოვოთ საუკეთესო კადრები ამ ლიმიტირებული გარემოპირობების შესაბამისად.


ცხადია ფოკუსური მანძილის ლიმიტირებისათვის საუკეთესოა თუ თქვენ შეიძენთ პრაიმ ლინზას. ამას მე დაბეჯითებით გირჩევთ. მისი საშუალებით თქვენ არამარტო ისწავლით თქვენი შესაძლებლობების გაუმჯობესებას, არამედ მიიღებთ დამატებით მოგებასაც გაცილებით ფართო დიაფრაგმის სახით, რაც თავის მხრივ ნიშნავს უკეთეს ფოტოებს დაბალი განათებისას და ასევე ლამაზ ბლარ ფონებს.

 3. შეზღუდეთ თქვენი გადასაღები ობიექტი.

რა იდეა დევს ამ სიტყვებში? იმის ნაცვლად რომ გადავიღოთ რამოდენიმე საგანი (მაგალითად ხეები), ავიღოთ და ფოკუსირება მოვახდინოთ ერთ-ერთ მათგანზე. შევისწავლოთ ის ყველა შესაძლო კუთხიდან და ვიპოვოთ გზები მისი საუკეთესო პოზიციის დაფიქსირებისათვის, რომელიც დაკვირვების გარეშე არც ჩანდა. სცადეთ დაბრუნდეთ დღის სხვადასხვა მონაკვეთებში, ან წელიწადის სხვადასხვა დროს და ნახეთ როგორ შეიცვალა ის. თქვენ შეიძლება გადაიღოთ ასი ან ათასი მოსაწყენი სურათი, მაგრამ შეიძლება გადაღება დაასრულოთ ძვირფასი ფოტოებით, რომლებსაც მანამდე ვერც კი წარმოიდგენდით თუ გადაიღებდით.

 შეზღუდოთ თქვენი თავი  ფოტოგრაფიული შესაძლებლობებისგან - თავიდან შეიძლება  გიჟურ იდეად ჩანდეს. თუმცა თუ ცდით, აღმოაჩენთ რომ მცირე შეზღუდვების დამატება დაგეხმარებათ იპოვოთ ახალი გზები და  საინტერესო ფოტო შესაძლებლობები, რაც აქამდე  ჩაკეტილი და მიუწვდომელი იყო.
ავტორი: Simon Ringsmuth
წყარო: http://digital-photography-school.com/three-exercises-to-limit-yourself-and-grow-as-a-photographer/

თარგმნა გიორგი ბეჟანიშვილმა



Saturday, June 21, 2014

კომუნიკაცია - რა არის შენი სათქმელი?


 თარგმნა გიორგი ბეჟანიშვილმა
 ჩამოაყალიბოთ და შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა კლიენტებთან, იქნებიან ისინი  უბრალო ფოტოების მსურველები, ბიზნესმენები თუ ჟურნალის რედაქტორები, არის უმთავრესი აქტიური ფოტოგრაფის მომავალი წარმატებისათვის. აქტიური იმიტომ ვახსენე, რომ თუ თქვენ არ იქნებით აქტიური კომუნიკატორი თქვენს კლიენტებთან და არ შექმნით საუკეთესო ატმოსფეროს მათთვის, დღევანდელ ციფრული სამყაროს ორომტრიალში ვერ გაიმარჯვებთ და სავარაუდოდ დარჩებით უმუშევარი.
ეს ეხება ყველას, ვისაც აქვს კამერა და ამოძრავებს სურვილი, გახდეს პროფესიონალი ფოტოგრაფი. იმისათვის, რომ კისერი არ მოიტეხოთ ამ რთულ კონკურენტუნარიან ბაზარზე, საკმარისი არაა მხოლოდ ცოდნა, უნარები და სურვილი.  ქვემოთ, ჩვენ განვიხილავთ რამოდენიმე სიტუაციას, თუ როგორ უნდა იურთიერთოთ კლიენტებთან.

მოყევი რას აკეთებ

ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  კომუნიკაციის ფორმა თქვენი ბიზნესისათვის. როცა შეგიძლიათ აუხსნათ სხვებს თუ რას აკეთებთ თქვენ, თუ როგორია თქვენი უნიკალური ხედვა და რა გამოგარჩევთ როგორც ფოტოგრაფს კონკურენტებისაგან, მეტ სიმაღლეს შემატებს თქვენს იმიჯს. ეს არის თქვენი ბრენდი. თუ თქვენ ამბობბთ - „ვიღებ კარგ ფოტოებს და ამიტომ უნდა ამირჩიოთ მე“, ეს ნიშნავს, რომ დროა დაჯდეთ და დაფიქრდეთ მართლაც და რას ამბობთ თქვენი ფოტოგრაფიით. კითხეთ საკუთარ თავს, რას გადმოსცემთ თქვენი მუშაობით? დროთა განმავლობაში მე ჩამოვიყალიბე ხედვა ყოველდღიური ცხოვრების სტილის ფოტოგრაფირებისათვის. ვაჩვენებ ხალხს, ვინც გულწლფელად არის მხიარული და ბედნიერი. სწორედ ამ ხაზის მეშვეობით ვურთიერთობ ჩემს კლიენტებთან. გადასცე კლიენტებს ის, რაც გაქცევს შენ უნიკალურს როგორც ფოტოგრაფს, არის აუცილებებლი.

ისაუბრე, იმაზე რაც გინდა რომ სხვებმა გააკეთონ

თუ თქვენ მუშაობთ ხალხთან, შეეცადეთ გადასცეთ მათ თქვენი ხედვა,გაუზიაროთ იდეები და ჩაითრიოთ  თქვენს მუშაობაში.  ეს არის წარმატებული ურთიერთობის შემდეგი ფორმა. მნიშვნელობა არ აქვს იღებთ ახლადდაქორწინებულ წყვილს თუ ოჯახს, აჩვენეთ მათ სად და რა პოზა მიიღონ. თუ მოდელთან მუშაობთ, შეეცადეთ გამოიტანოთ მისგან სწორი ემოცია. შეეცადეთ, გამოსცადოთ თქვენი თავი ამ კუთხით მეგობრებთან ან ოჯახს წევრებთან. იყავით ყურადღებით და სერიოზულად მოეკიდეთ ამ თემას. დარწმუნდით, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ თავდაჯერებულები და ააწყოთ საუბარი გადაღების პროცესში. გაიმეორეთ ეს მანამ, სანამ არ დარწმუნდებით თქვენს შესაძლებლობებში, რომ შეგიძლიათ ასევე ლაღად იურთიერთოთ სრულიად უცხო პიროვნებებთან, რათა მიიღოთ მათგან ის რაც თქვენ საქმიანობას სჭირდება.

მნიშვნელოვანი ელემენტები

ზოგჯერ თქვენს ნაცვლად თქვენი ბრენდი საუბრობს. ის შეიძლება მოიცავდეს ვებ გვერდს, ბლოგს, ფეისბუქის გვერდს, სარეკლამო მასალებს და ა.შ. რა არის შენი სათქმელი? მოდის თუ არა ის შესაბამისობაში შენს ბრენდთან და შენი ფოტოგრაფიის მესიჯთან? იმუშავე იმით, რაც გაგაგჩნია და დარწმუნდი რომ ყველა შენი ქმედება კავშირშია შენი, როგორც ფოტოგრაფის მესიჯებთან.

მე აღმოვაჩინე, რომ ასეთ მარტივ საშუალებებს ხშირად დიდი ჯილდო მოაქვს. თითქმის ყველა ფოტოსესიის შემდეგ მე ვაგზავნი სამადლობელ წერილს ჩემს კლიენტებთან. ესაა მცირე რაღაც, რაც ითხოვს მინიმალურ დროს და სახსრებს, სამაგიეროდ ნამდვილად დიდ ემოციებს აღძრავს. ამით მე მათ ვეუბნები, რომ ვაფასებ მათ და მათ საქმიანობას, რაც სამყაროს და ჩვენს მომავალ ურთიერთობას სულ სხვანაირს ხდის. ამით თქვენ ხალხს თავს დაამახსოვრებთ და სავარაუდოდ მომავალშიც, როცა ფოტოგრაფი დაჭირდებათ, პირველს თქვენ დაგიძახებენ. ასევე ურჩევენ თქვენ სერვისს მეგობრებს და ახლობლებს.

 გაიარე დამატებითი კილომეტრები

საბოლოოდ თქვენი ქმედებები და გამოცდილება რაც თქვენ კლიენტთან ერთად შექმენით,  ხმამაღლა ისაუბრებს თქვენზე. არავითარი გაპრიალება და ბრჭყვიალა ზედაპირები ვერ უშველის თქვენს მიერ გაფუჭებულ საქმეებს. კითხეთ თავს, ჩადეთ თუ არა 100 პროცენტი თქვენს საქმეში, კონკრეტულ ფოტოსესიაში, კონკრეტულ ფოტოში? თქვენი სიბეჯითის წყალობით თქვენ არამხოლოდ მაშინ ჯილდოვდებით, როცა საქმიანობთ. არამედ მაშინაც, როცა ისვენებთ. ის სწორ მესიჯს ავრცელებს თქვენზე, როგორც პროფესიონალ ფოტოგრაფზე. ძალა დაატანეთ საკუთარ თავს, რათა იყოთ უკეთესი კომუნიკატორი და ფოტოგრაფი. გაითვალისწინეთ რჩევები და შეასრულეთ ისინი.
და ბოლოს გახსოვდეთ -  ისტორიული ნაბიჯები მჯდომარე პოზაში არ იქმნება .

ავტორი: Matt Dutile

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...