Monday, July 21, 2014

როგორ გადავიღოთ ჭექა–ქუხილი






ელვა ბუნების ერთ–ერთი ყველაზე გამოუცნობი და მოულოდნელი მოვლენაა.  მისი ამ ხასიათის გამო ის ფოტოგრაფებისათვის ნამდვილი თავსატეხია. ალბათ ყველა ჩვენთაგანს უნახავს ჭექა–ქუხილის ფოტოები და გაოცებულა – კი მაგრამ როგორ ახერხებენ ფოტოგრაფები ელვის ფოტოზე ასახვას. ეს თქვენც შეგიძლიათ. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები მოგცემთ საშუალებას შემდეგ ჯერზე, როცა ჭექა–ქუხილში მოხვდებით, ფირზე აღბეჭდოთ ის.

1        გამოიყენეთ მყარი ზედაპირი – გარდა შტატივისა, ასეთ შემთხვევებში ნებისმიერი მყარი ზედაპირი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კამერის მდგრადობა.

2        ხანგრძლივად გახსნილი ჩამკეტი – ვინაიდან ელვა არაპროგნოზირებადია, წარმოუდგენლად რთულია მოასწროთ ჩამკეტზე დაჭერა როცა მას დაინახავთ. ასეთი შემთხვევებისათვის არის რამოდენიმე ძვირადღირებული ხელსაწყო, რომლებიც გაუწყებენ თუ როდის უნდა გაიელვოს, მაგრამ არ მგონია ასეთ ძვირადღირებულ ხელსაწყოებში თანხა დახარჯოთ. ასეთ შემთხვევაში 30 წამიანი ჩამკეტის დაყოვნება იქნება საუკეთესო გამოსავალი, ასევე კარგია ”Bulb” რეჟიმი.

3      დაუმიზნეთ მაღლა – თითქმის ყველა ელვა რასაც თქვენ დაინახავთ იქნება ცაში.
ნათელია, რომ თქვენი ხედვის არეალი განლაგებული იქნება ჩვეულებრივზე უფრო მაღლა. ამიტომ უფრო ხშირად იყურეთ მაღლა და შეეცადეთ კამერაც უფრო მაღლა დაუმიზნოთ.

4      მოაქციეთ კადრში რაიმე საინტერესო – მიუხედავდ იმისა, რომ თქვენი გადასაღები ობიექტები განლაგებული იქნება ცაზე, არ დაივიწყოთ შემოიყვანოთ რაიმე საინტერესო საგანი ფოტოსურათში რაც მოგცემთ რელევანტურობას და პერსპექტივის შეგრძნებას. ამისათვის შენობები საუკეთესო ვარიანტია,თუმცა მოსინჯეთ ნებისმიერი რამ რაც მოგცემთ საშუალებას გვაჩვენოთ რა სიგრძისა და მასშტაბისაა ჭექა–ქუხილი.


5    მენუალ ფოკუსი – უმჯობესია თუ მენუალ ფოკუსით იმუშავებთ. თქვენ მუშაობა მოგიწევთ ღამით (ძირითადად) ძლიერი სიბნელის ფონზე. ნაცვლად იმის, რომ ანდოთ თქვენს კამერას ყოველი გადაღებისას ინადიროს წყვდიადში რაიმეს ფოკუსირებაზე, თავად გაასწორეთ ფოკუსი ცაზე და ასე დატოვეთ.

6
.    მენუალ ჩამკეტი/აპერტურა – როგორც მეორე რჩევისას ავღნიშნეთ, თუ თქვენს კამერას აქვს უნარი თავად აირჩიოთ ჩამკეტის სიჩქარე, აიღეთ ხანგრძლივი ჩამკეტის სიჩქარე და მაქსიმალურად ფართო აპერტურა. მოქმედება მოხდება თქვენგან შორს, ასე რომ ფართო აპერტურა და ზედაპირული ფოკუსური სიღრმე არ იქნება პრობლემა (მითუმეტეს თუ გაქვთ ძალიან ახლო მდგომი ობიექტები, რომლებსაც ითვალისწინებთ ფოტოში).

7       მოაგროვეთ ერთად – თუ გაქვთ საშუალება კამერა არ გაატოკოთ, გადაიღეთ ბევრი ელვის კადრი და შემდეგ ფოტო პროგრამების გამოყენებით თავი მოუყარეთ მათ ერთ ფოტოში. უფრო ხშირად თქვენ ხელთ გექნებათ არაეფექტური ფოტოები სადაც მხოლოდ ერთი ელვაა. ასეთი ფოტოების ერთ ფოტოდ გადაქცევა კი უფრო შთამბეჭდავ ეფექტს შექმნის.
        იყავით მომთმენი – ეს არის წარმატების მისაღწევად უდიდესი და აუცილებელი თვისება. კარგად გაეცანით თქვენს ტექნიკას და მის თვისებებს, რათა ჭექა–ქუხილისას არ გაგიჭირდეთ მისი მომზადება. შემდეგ კი მოემზადეთ შოუს გადასაღებად. შესაძლოა ბევრჯერ გამოტოვოთ ელვის მომენტი, მაგრამ ამის გამო ხელს ნუ ჩაინევთ, იყავით მომთმენი.


ჭექა–ქუხილის გადაღება შეიძლება გამოდგეს ძალიან სახალისო მაგრამ ის მოითხოვს დიდ პრაქტიკას, რათა მიაღწიოთ სიზუსტეს. მიყევით ზემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს და მალე  ელვის საუკეთესო ფოტოებს გადაიღებთ.

პოსტის ავტორი: Peter West Carey

თარგმნა გიო ბეჟანიშვილმა

Sunday, July 6, 2014

9 რჩევა, თუ როგორ გადავიღოთ ქალაქი მოძრაობაში

ავტორი: Natalie Denton (nee Johnson)
წყარო: http://digital-photography-school.com/author/nataliejohnson/

თუ გიყვართ ქუჩის ფოტოგრაფია, მაშინ ეს პოსტი თქვენთვისაა. თუმცა გადაიღოთ ქუჩა ეს ერთია, მაგრამ ასახოთ ფოტოზე ქალაქის გულისცემა ეს სულ სხვა საკითხია.დიდი ქალაქების  ყოველდღიურ  მოძრაობას შეუძლია შექმნას ბევრი საინტერესო ფოტო, რომლებიც: აღვიძებენ მშვიდ, მაგრამ ირეალურ სამყაროს, იტანენ მთელი დღის გადატვირთულ მოძრაობასა და ხმაურს, იცლებიან როგორც მზავრები ტოვებენ ქალაქს ღამით და საბოლოოდ როგორ იპყრობთ სიხარული თავისი ღამის ფორმით.

 


1. გადაიღე „ნაკადი“ და „ენერგია“

სურათი უნდა ასახავდეს რაიმე  სახის ენერგიის დენას. ქალაქში კი ასეთი ენერგია თითქმის ყველგანაა. მთავარია ვიცოდეთ საით გავიხედოთ. მსგავსი ფოტოების მთავარი ფანტასტიურობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნიშის ობიექტები არიან მრავალფეროვანი, საინტერესო და გაუთავებელი. ადამიანების რიგებით გადატვირთული ხიდი, ქუჩის ტრაფიკის ბილიკები, რომლებიც ხაზავენ ღამის პერსპექტივას, მეტროს მატარებელი შედის გვირაბში - მისი მოძრაობა იდღაბნება პლათფორმის მყიფე გამოსახულებაზე. გაიარ-გამოიარეთ ქალაქში და შეჩერდით, როცა იგრძნობთ ხალხის აჩქარებულ მოძრაობას. მოაქციეთ ის თქვენს ობიექტივში და გადაიღეთ.



2. გაითვალისწინეთ კუთხეებსა და პერსპექტივას
გარდა მოძრაობისა და ხმაურისა ქუჩაში შეიძლება  სხვა საინტერესო რამეებსაც მიაგნოთ. გაითვალისწინეთ მოსინჯოთ სხვადასხვა გადაღების სიმაღლეები, რათა მიიღოთ უფრო მეტი დინამიური შედეგები. უნიკალური კუთხეს ან პერსპექტივას შეუძლია სტანდარტული სურათის შემოტრიალება საინტერესო და განსხვავებული ფოტოსკენ.



3. გადაიღეთ იგივე სცენა დღის სხვა მონაკვეთში
ქალაქის ერთი კუთხე რომელიც ჩვეულებრივ  გამოიყურება დილის ათ საათზე, შეიძლება ათჯერ უფრო პროვოკაციულად და უჩვეულოდ გამოიყურებოდეს თუ ღამის ათზე გადაიღებთ.

4. იმუშავეთ ალტერნატიული ლინზებით
ლინზის 50მმ-ი იმეორებს ადამიანის თვალის შესაძლებლობას და მისი აღქმის თითქმის ანალოგიურია. თუმცა მეტი შედეგისათვის კარგი იქნება თუ მოსინჯავთ ფართო კუთხიან ლინზას,მისი დახმარებით უფრო მეტ საგანს მოაქცევთ კადრში  ან ჩართავთ ფოტოში მოძრაობის უფრო ფართო სპექტრს.

5. გადაიღეთ მოძრაობა
გადაიღოთ მოძრაობა არის საუკეთესო გზა რათა წარმოვაჩინოთ, რომ ქალაქი ცოცხალია. დაამაგრეთ კამერა შტატივზე, გაასწორეთ ISO სინათლის რაოდენობისა და დღის მონაკვეთის მიხედვით, დაწიეთ ჩამკეთის სიჩქარე მანამ სანამ არ შექმნით ბლარს, რომლითაც იქნებით კმაყოფილი. გამოიყენეთ კამერის self timer-ი ან პულტი რათა სურათი გამოვიდეს უფრო წმინდა.



6. სინათლის ბილიკები
ტრაფიკის სინათლის ბილიკები შეიძლება იყოს ბანალური, მაგრამ მათმა სწორის გზით გადაღებამ შეძლება მოგვცეს ქალაქის ელექტრონული ვენების სურათი. იპოვეთ უსაფრთხო ადგილი, ტრაფიკის თავზე ან მსი გვერდით. გამოიყენეთ შტატივი და ჩართეთ ლინზის სტაბილიზაციის ფუნქცია. თუ მოძრაობა მძიმეა ექსპოზიციის დრო დააყენეთ 10 ან 20 წამზე. ხოლო თუ ის მეჩხერია ჩამკეტი უფრო დიდხანს შეაყოვნეთ.  ყოველთვის გადაამოწმეთ გადაღებული ფოტოები თქვენს LCD მონიტორზე. ცვალეთ ჩამკეტის სიჩქარე და ISO, მანამდე სანამ არ მიიღებთ თქვენთვის სასურველ შედეგს.



7. პანინგი
გადაიღეთ ინდივიდები ან ბორბლები ფოკუსში და წარმოაჩინეთ მათი ენერგია მათ მიღმა მოძრავი ბლარის მეშვეობით.  ეს რომ შეძლოთ დააყენეთ დიაფრაგმა F/11-დან f/22-მდე , ექსპოზიციის დრო კი 1/25-დან 1/60-ის ფარგლებში. როგორც კი დააწვებით გადამღებ ღილაკს გააყოლეთ კამერა საგანს. ეს ეფექტი  მოსინჯეთ ორივე მიმართულებით.



8. ეძებეთ ანალოგიები და კონტრასტები
ეძებეთ ადგილები, რომლებიც გვიჩვენებს ძლიერ კონტრასტებს: სინათლეს და ჩრდილს, მოძრაობა და უძრაობა, ან სხვადასხვა ფერების,  ტექსტურის თუ ნაკადების ვარიანტები.  ანალოგიები, რომლებიც ცალკე ჟანრია ფოტოგრაფიაში,  გვეხმარება შევქმნათ დაძაბულობა ჩარჩოში.
9. გაიპრაქტიკე ლოკალურად
ეს ყველაფერი გადაიტანე პრაქტიკაში და იმუშავე შენს ქალაქში, ან მის შემოგარენში. შემდეგ კი როცა გაიზრდება შენი თვითდაჯერებულობა ამ კუთხით, მოსინჯე უფრო დიდი ქალაქები. კარგი იქნება თუ მოძებნით ანალოგიებს ისეთ ვებ საიტზე როგორიცაა Flikr.com და behance.net.


წარმატებები!

თარგმნა გიო ბეჟანიშვილმა

Thursday, July 3, 2014

როგორ გავიხალისოთ ზაფხული ფოტოგრაფიის დახმარებით

წყარო: http://digital-photography-school.com/how-to-make-the-most-of-your-summer/
ავტორი: Annie Tao


 უკვე გადაწყვიტეთ რა უნდა აკეთოთ ზაფხულის განმავლობაში? 

ამ სტატიაში შეხვდებით რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ საინტერესოდ გაატაროთ ზაფხული.

1. სასწაული შეიძლება ყველგან მოხდეს

ყველგან წაიღეთ თქვენი კამერა , არა მხოლოდ დიდი მოვლენების დროს, არამედ უბრალო შემთხვევებისას.  თქვენ ხომ წინასწარ არ იცით როდის გათამაშდება თქვენს თვალწინ საინტერესო და საოცარი სცენა ან მომენტი. ცისარტყელა მზის ჩასვლისას, თქვენი ბავშვი სასაცილოდ მიირთმევს მის პირველ ნაყინს, თქვენი მეგობარი ექსპრომტად იწყებს ცეკვას ქუჩაში და ა.შ.
ზოგჯერ ასეთი  „მცირე“ მოვლენები აღმოჩნდება ხოლმე ცხოვრებისეული სასწაულებრივი მომენტები. სწორედ ამიტომ, თქვენ და თქვენი კამერა მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოთ.

2. ყურადღებით მოეპყარი ფოტოაპარატს

უცნაურია არა, როგორ გვაცდუნებს ზაფხული. ბევრი ჩვენთაგანი ხშირად ინახავს კამერას სპეციალურ ჩანთაში თუ ცუდი ამინდისგან დამცავ ყუთებში, მაგრამ მოვა თუ არა ზაფხული მივაგდებთ ხოლმე კამერას არამყარ მინის მაგიდაზე ან დავატარებთ კისერზე დაკიდულს ექსტრემალურ სიტუაციებში. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ადამიანთა უმრავლესობა ტექნიკას სწორედ ზაფხულის განმავლობაში აზიანებს!
ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები და ყურადღებით მოეპყარით თქვენს კამერას:

- გაითვალისწინეთ შეიძინოთ სპეციალურად ზაფხულისა და მოგზაურობისათვის პატარა ჩანთა, რომელსაც ატარებთ ყველგან. ამით თქვენ დაზოგავთ ადგილსაც და თქვენს კამერასაც უკეთ დაიცავთ.
- მოაშორეთ კამერა წყალს.
- დაიცავით ის ქვიშისაგან სანაპიროზე. ქვიშას შეუძლია დააზიანოს ლინზა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფოკუსთან დაკავშირებული და სხვა პრობლემები.
- გაუფრთხილდით კამერის სენსორს.




















3. შენ ხარ არდადაგებზე და არა გადაღებაზე

არ წაიღო თან ყველაფერი რასაც ფლობ. ამოარჩიე ტექნიკიდან მხოლოდ ძირითადი ნაწილები, რაც ხშირად გამოგადგება.
თავისთავად რამდენს წაიღებ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იგრძნობ თავს კომფორტულად, სად მიდიხარ, რამხელა საბარგული გაქვს და რა სახის ფოტოების გადაღებას გეგმავ.
მე ვიცი, რომ მარტივად გამოსაყენებელი ნივთების ამორჩევა არის მოგზაურობის საუკეთესო წესი.

4. არ დაგავიწყდეთ ბატარეები და მეხსიერების ბარათები

არ იქნება ადვილი და შესაძლებელი შეიძინოთ ფოტო აქსესუარები, როდესაც ქალაქ გარეთ  ხართ გასული. ამიტომაც არ დაივიწყოთ ბატარიის დამტენი. სახლიდან გასვლის წინ კი ბატარიის დატენვა. არ დაელოდოთ სანამ ეკრანზე დაეწერება ბატარიის დაჯდომის გამაფრთხილებელი ნიშანი. ამის გამო თქვენ შეიძლება საუკეთესო კადრები გამოტოვოთ .
ასევე შეიძლება შეიძინოთ დიდი მოცულობის ან დამატებითი მეხსიერების ბარათი და გადაიღოთ ყველა ფოტო, რასაც კი გული გიკარნახებთ.




















5. გადაიღეთ, თითქოს ნადირობის სეზონია

ამ ციფრულ ერაში, თქვენ არასოდეს იანანებთ გადაიღოთ არდადეგების  ბევრი სურათი. თქვენ მხოლოდ ერთს ინანებთ, არ გადაიღოთ რაღაც ან საერთოდაც დაგავიწყდეთ კამერის თან წაღება.
თუ თქვენ ემზადებით მოგზაურობისათვის, მაშინ თქვენ უნდა გადაიღოთ ყველაფერი და თანაც თავისუფლად.

6. გამოტოვეთ სიტყვა „გაიღიმეთ“

როდესაც  ხალხს უღებთ ფოტოებს, შეეცადეთ თავიდან აირიდოთ ტრადიციული ფრაზა "გაიღიმეთ" ან "say cheese!".
არაფერია ცუდი იმაში, თუ უპირატესობას ანიჭებთ ისეთ ფოტოებს, სადაც ხალხი პირდაპირ კამერაში იყურება. უბრალოდ შეეცადეთ მოსინჯოთ სხვა მიდგომა.
აი რამოდენიმე რაღაც, რისი კეთებაც მე მიყვარს: კითხეთ თქვენს გადასაღებ ობიექტებს რაღაც, რითიც მიიპყრობთ მათ ყურადღებას. კითხვა რომელიც გამოიწვევს მათ სიცილს. მიეცით მათ ისეთი დავალება, რომ შეძლოთ მოქმედებების გადაღება. თუ იღებთ ჯგუფს, დაუსვით კითხვა რაც გამოიწვევს მათ ცქერას  ერთმანეთის  ან რაიმე საგნის მიმართ, რომელიც ასევე მოთავსებულია თქვენს ობიექტივში. ასე  თქვენ მიიღებთ გაცილებით უკეთეს ფოტოებს.











































7. გააზიარეთ გამოცდილება

მიუხედავად  იმის, რომ დღეს უკვე თითქმის ყველას აქვს ფოტო კამერა, ჩემი აზრია, რომ ყველა იღებს სხვადასხვა ფოტოებს. ასე რომ, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. დაიმატეთ ფოტოგრაფები სოციალურ ქსელებსა თუ ფოტო საიტებზე.

გაატარეთ დიდებული ზაფხული, გადაიღეთ ბედნიერად და არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ტანის ლოსიონი.

თარგმნა გიო ბეჟანიშვილმა

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...