Wednesday, August 20, 2014

10 ნივთი, რომელიც დაგჭირდებათ ხანგრძლივი ექსპოზიციური გადაღებისას

ავტორი: Scott Wyden Kivowitz



#1. კომფორტული ფეხსაცმელები
ყველაფერი იწყება კომფორტული ფეხსაცმელებიდან, არ აქვს მნიშვნელობა დიდიხანს ივლით თუ დიდხანს მოგიწევთ ერთ ადგილზე დგომა. ჩაიცვით კომფორტულად, რათა გადაღებისას ხელი არ შეგიშალოთ თქვენმა ჩაცმულობამ.

#2. კაბელი დისტანციური გადაღებისთვის
კაბელი დისტანციური გადაღებისთვის შეიძლება ჩაითვალოს ერთ–ერთ საჭირო ნივთად, როცა ხანგრძლივი ექსპონირება ხდება. კამერების უმრავლესობას ამათუიმ სცენის გაასაღებად არ გააჩნია ჩამკეტის 30 წამზე უფრო მაღალი დაყოვნება.

ერთხელ გარემოცული ვიყავი ფოტოგრაფებით, რომლებიც იყენებდნენ იაფფასიან უკაბელო დისტანციურ ფოტო გადამცემებს, რომლებიც გაფუჭდა პირველივე გამოყენების შემდეგ. 

ასეთ შემთხვევებში ჩემი გეგმაა თან ვიქონიო კაბელი დისტანციური გადაღებისთვის. მისი ღირსება იმაშია, რომ ის თხელია და მსუბუქი. ადვილად თავსდება ნებისმიერ კამერის ჩანთაში ან ჯიბეში.  კაბელს ტელეფონს შეუერთებთ (აიფონს ან ანდროიდს) და ასე დაამყარებთ კავშირს თქვენს კამერასთან. თუ როგორ გამოიყენოთ ეს საოცარი მოწყობილობა იხილეთ ვიდეოში:





















#3. საკვები
მისი დავიწყება ყველაზე ადვილია. თქვენ იღვიძებთ დილით, გამთენიისას ან გადაღებაზე გადიხართ სწორედ მაშინ როცა მზე უკვე ჩასვლაზეა, იმედოვნებთ რომ დაიჭერთ მის ბოლო სხივებს. ჩქარობთ და ამიტომ გავიწყდებათ ჭამა. თუმცა როცა მიხვალთ გადასაღებ ტერიტორიაზე, აღმოაჩენთ, რომ არაფერი გიჭამიათ. ამიტომ გირჩევთ ხშირად როცა ხანგრძლივ გადაღებაზე მიდიხართ თან გაიყოლოთ მცირე საკვები, რომელიც სულ ადვილად მოთავსდება სპეციალურ კონტეინერში.

#4. ერთი ბოთლი წყალი
იმ ადგილას სადაც გადაღებას გეგმავთ შეიძლება არ იყოს მაღაზია, ან სულაც დაკეტილი იყოს (მითუფრო თუ ფოტოებს დილით გარიჟრაჟზე იღებთ). ამიტომ გირჩევთ შეიძინოთ სპეციალური თერმო ბოთლი, რომელსაც ჩანთაში თავის ადგილს მიუჩენთ და თან ატარებთ მუდამ.




















#5. საწვიმარი
საწვიმარი არის ნივთი, რომელიც ხანგრძლივი ექსპოზიციის დროს აუცილებლად გამოდგებათ. DSLR კამერების უმრავლესობა არაა წყალგაუმტარი და ამიტომ წვიმიან ამინდში შეიძლება ფოტოაპარატი გააფუჭოთ. ასეთ დროს აუცილებელია თან იქონიოთ საწვიმარი, რომელსაც ზემოდან გადააფარებთ თქვენს კამერას.

#6. ლინზის საწმენდი
გარდა საწვიმარის აუცილებელია თან იქონიოთ ლინზის საწმენდი. მაშინ როცა ფოტოებს იღებთ ცივ და ასევე ცხელ ადგილებში, შეიძლება კამერა ოდნავ დაიორთქლოს. ასევე წვიმისას მოხვდეს წვიმის წვეთები თქვენს ლინზის შუშაზე. ამიტომ თან იქონიეთ  ლინზის სპეციალური საწმენდი.




















#7.  სიმძიმე შტატივისათვის
თითქმის ყველა შტატივს გააჩნია ცენტრი, რომელზეც შეიძლება დაიკიდოს სიმძიმე. შტატივზე სიმძიმის დამაგრება აუცილებელია ხანგრძლივი ექსპოზიციისას. თუ თქვენ შემთხვევით შეეხებით შტატივს ან ქარი გაატოკებს მას კადრი გაგიფუჭდებათ. ამიტომ შტატივის გამაგრების მიზნით აუცილებელია მასზე სიმძიმის დაკიდება. მე არ გეუბნებით თან ატაროთ რაიმე მძიმე საგანი. ხშირ შემთხვევაში შტატივის გასამაგრებლად გამოგადგებათ ფოტოკამერის ჩანთაც, თუ შიგნით2–დან 4 კილოგრამამდე სიმძიმის ნივთები მაინც ალაგია.

#8. კამერის დამატებითი ბატარეები  
დამატებითი ბატარეების თან წაღება გამოცდილ ფოტოგრაფებსაც კი ხშირად ავიწყდებათ. მუდამ გახსოვდეთ, რაც უფრო დიდია ექსპონირების დრო, მით მეტ ენერგიას მოიხმარს თქვენი კამერა, შესაბამისად ბატარეებიც მალე ჯდება. გამოცდილება გვასწავლის, რომ თან ვატაროთ მინიმუმ სამი ბატარეა. ერთი კამერაში და ორი დამატებითი ჩანთაში.

#9. წითელი ლაზერი
გაგიკვირდათ ხომ? იფიქრებთ პრეზენტაციის გაკეთებას არ ვგეგმავ ჩემი ათ წუთიანი ექსპონირებისას და ლაზერი რაში მჭირედებაო. მაგრამ წითელ ლაზერს ნამდვილად შეუძლია თქვენი დახმარება. ეს დამოკიდებულია რამდენად ბნელა გარეთ და რამდენად მუქია თქვენი ND ფილტრი. წითელი ლაზერი ბნელ გარემოში ფოკუსის გასასწორებლად გამოიყენება. თუ თქვენ იცით რომ ხე არის შორ მანძილზე მიანათეთ მას ლაზერით და მის წითელ წერტილზე გაასწორეთ ფოკუსი.
შეიძლება გაგიკვიდეთ რატომ გირჩევთ ლაზერს და არა სპეციალურ განათებას. განათებაც კარგი იდეაა, მაგრამ ლაზერი უფრო მსუბუქია და ადვილად სატარებელი როცა შორ მანძილზე მივემგზავრებით.




















#10. მობილურის დამტენი
თქვენი მობილურები მალე ჯდება. განსაკუთრებით მაშინ თუ სხვადასხვა ფოტოაპლიკაციებს ვიყენებთ, რომლებიც გვეხმარებიან გადაღებისას. ამიტომ გირჩევთ თან ატაროთ მობილურის ბატარეების დამტენი.

თარგმნა გიორგი ბეჟანიშვილმა
წყარო: http://digital-photography-school.com/11-accessories-long-exposure-photography/



გოგონები ჩემს ლინზაში



ამ პოსტში თავი მოვუყარე ჩემს მიერ გადაღებული გოგონების ფოტოებს. ზოგიერთი მათგანი ჩემი მეგობარია, ზოგი ნაცნობი, ზოგიც უცნობი. მათი უმრავლესობა არაპროფესიონალი მოდელია, უბრალო ფოტომოყვარული.

იუჩი

 

























მარი

 
























სოფო




ია





თამარი



ნათიები

 

მარი ბაბეტა



ეთო



ნინო


ნინი


ხატია


მარიამი


სალო


ნინი

ნათია 

ხატია



უცნობი





აქ თავმოყრილია იმ ფოტოების უმრავლესობა რაც დევს ჩემს გვერდებზე ფლიკრში და ფეისბუქში. 

იმედია მოგეწონათ, 
მომავალ პოსტამდე
;)





Wednesday, August 13, 2014

ყველაზე ხშირად დაშვებული ფოტო შეცდომები


ჭკვიანი ადამიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ. ბრძენი ადამიანები კი სხვებისაზე.ამ პოსტში განვიხილავთ იმ ძირითად შეცდომებს, რომლებსაც ფოტოგრაფები უშვებენ.


1. ნაადრევად დანებება

ადამიანების უმრავლესობა ასე იქცევა. ისინი აბანდებენ ფულს ფოტო ეკიპირებაში, სწავლობენ სპეც კურსებზე და სკოლებში. მოგზაურობენ საოცარ ადგილებში. მაგრამ როგორც კი მცირე დაღლას იგრძნობენ, ან მოშივდებათ ან მოიწყენენ - ნებდებიან. ხშირად ასეთი მოგზაურობის დროს ფოტოგრაფები არც კი ცდილობენ რაიმეს აღმოჩენას, პირიქით ფიქრობენ რომ პირველივე ფოტო რაც გადაიღეს - საუკეთესოა! გამოცდილება გვასწავლის, რომ საუკეთესო ფოტოებს გადაიღებთ მხოლოდ მას შემდეგ რაც შეისწავლით ყველა პერსპექტივას, რასაც კონკრეტული სცენა და ობიექტი გთავაზობთ.

საუკეთესო განათება არ ნიშნავს მხოლოდ სინათლეს მზის ჩასვლამდე. როცა გაიხსენებთ რომ ფეისბუქი სავსეა მილონობით ფოტოსურათით, ჯობია თავს ძალა დაატანოთ და გადაიღოთ ისეთი ფოტო რომელიც ჩვეულებრივი სურათებზე მაღლა დგას. ნაადრევად დანებება ძალიან ხშირი შეცდომაა და ის ბევრ ფოტოგრაფს სჩვევია. გამოიჩინეთ გადაღების დროს მეტი მოთმინება. თქვენ ეს აუცილებლად დაგიფასდებათ.



2. პორტრეტებისთვის ფართო კუთხიანი ლინზის გამოყენება

 ფართო კუთხიანი ლინზა მისაღებია თავისი მონაცემებით ყველა ფოტოგრაფისათვის. თუმცა მისმა გაწელილმა ეფექტმა შეიძლება პორტრეტი პირიქით გაგიფუჭოთ, განასაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან ახლოს ხართ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ თქვენი ობიექტის კარიკატურული გამოსახულება მოზუმეთ ის თქვენი ტელეფოტო ლინზით მაქსიმალურად. ასე პერსპექტივა გაბრტყელდება, რაც მოგცემთ უფრო მიმზიდველ პორტრეტებს.




3. არამყარი, გადღაბნილი ფოტოების გადაღება

ეს ალბათ ყველას მოგვსვლია. მეც პირადად დამიშვია ეს შეცდომა. ისეთ დაბალ ჩამკეტის სიჩქარეზე როგორიცაა 1/8 და 1/80 წამზე, კამერა აღბეჭდავს ყველა მის მოძრაობას. დამწყები ფოტოგრაფები ვერც კი აანალიზებენ, პროფესიონალები კი თავის თავში არიან დაჯერებულნი და არც კი ფიქრობენ აწიონ ISO. ხშირად კამერის მოძრაობა ფოტოზე გადადის. ბევრი ფოტო კონკურსი და ჟურნალი კი ასეთ გადღაბნილ ფოტოებს არ იღებენ. მთავარი ხერხი გადაიღოთ წმინდა ფოტოები, აუცილებელია კამერის მყარად გამაგრება. ამისათვის კი გამოიყენეთ შტატივი. ასევე თანამედროვე ლინზები ხშირად იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ამცირებენ კამერის რყევას. თანამედროვე კამერები კი კარგად მუშაობენ მაღალ ISO სენსიტიურობაზე (რაც თავისმხრივ იძლევა ჩამკეტის დაჩქარების საშუალებას). თავიდან რომ აიცილოთ ეს ხშირი შეცდომა დარწმუნდით რომ თქვენ ხართ მყარი როგორც ეს შესაძლებელია. არ შეშინდეთ გამოიყენეთ მაღალი ISO სიჩქარე თუ თქვენი ჩამკეტის სიჩქარე დაბალია. აუცილებლად მოსინჯეთ რაიმე წყარო რათა უფრო გაამაგროთ თქვენი DSLR კამერა.




4. შენობების ფოტოგრაფირება ძალიან ახლო მანძილიდან

იმისათვის რომ მიწვდეთ მაღალ შენობას, კამერას მაღლა წევთ. ეს კი იწვევს შენობის ვერტიკალური ხაზების ერთმანეთთან მიახლოვებას. ეს უფრო ნათლად ჩანს, თუ თქვენ იყენებთ ფართო კუთხიან ლინზას, რომელიც აუცილებელია, თუ შენობა დიდია თქვენ კი მის გვერდით დგახართ. იდეაში თქვენ გჭირდებათ პარალელური ხაზები, იმისათვის, რომ ფოტოზე შენობა ჩანდეს სიმეტრიულად. როგორ უნდა მივაღწიოთ ამას?თეორიულად თქვენ გესაჭიროვებათ რომ იდგეთ შენობის ცენტრალური ხაზის შუაში. ეს ძირითადად გვაძლევს კამერის იდეალურ პოზიციას. და თუ იქვე არაა საპირისპირო შენობის ფანჯრები ზუსტად ასეთ სწორ პიზიციაზე, მაშინ მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა. შეამციროთ კუთხე და წახვიდეთ შორს შენობისგან. ფართო კუთხიანი ლინზით გამოწვეული დეფორმაცია რომ შეამციროთ მოგიწევთ გამოიყენოთ ტელეფოტო ლინზა, ანუ ახლო გადაღების ნაცვლად შორიდან გადაღება. სამწუხაოდ ძალიან ხშირად ხეები და ლამპიონები შეგხვდებათ გზაში, ამიტომძალიან შორს წასვლაც არ ღირს. შეეცადოთ სწორად შეარჩიოთ პოზიცია, რათა თავიდან აუცილოთ დეფორმაციებიც და არასასურველი საგნებიც.



5. შეუმჩნეველი საგნები ფოტოზე.

ფოტოგრაფების უმრავლესობა არასოდეს იქნება კონკურსების გამარჯვებული, იმის გამო რასაც ისინი ცდილობენ გვაჩვენონ, მაგრამ ვერ გამოსდით. ეს ეხება სურათებს სადაც მთავარ საგანთან დაკავშირებით ბევრი შეცდომაა დაშვებული. განსხვავება იმაშია თუ ჩვენ როგორ აღვიქვავთ სამყაროს და კამერა როგორ ხედავ მას. კერძოდ, ჩვენ ვაანალიზებთ იმას თუ რას ვხვედავთ, ყურადღების ცენტრშიც ვაქცევთ იმას რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმას კი ვუარყოფთ რაც არ გვაინტერესებს. ამის გამოსასწორებლად რამოდენიმე გზა არსებობს. მთავარი და ყველაზე განვრცობილი გზაა მიხვიდეთ საგანთან ახლოს. ხშირად ადამიანებს სურთ გადაიღონ მთლიანი სცენა, შორიდან ყველაზე ფართო კუთხის გამოყენებით. ეს კი იწვევს მთავარი საგნის დაპატარავებას.  ვინაიდან ფოტოებს ძირითადად მცირე მონიტორებზე და კომპიუტერის ეკრანებზე ვათვალიერებთ ასეთ ფართო ფოტოებში ძალიან ბევრი ემოცია და ინფორმაცია იკარგება. ასეა, ცხოველებისა თუ ადამიანების ფოტოგრაფირებისას ხშირად ახლოს მისვლის შიში იჩენს თავს. არ შეცბეთ. მიდით ახლოს. ასევე, ჩაატარეთ ექსპერიმენტები რათა გამოყოთ თქვენი მთავარი საგანი საერთო მასიდან ფერისა და შუქ-ჩრდილებების მეშვეობით. ხშირად გადაამოწმეთ ფონიც. და რაც მთავარია დარწმუნდით, რომ ზუსტად იცით რას და რატომ იღებთ. სულ ესაა!

ეს იყო ხუთი ყველაზე ხშირად დაშვებული ფოტო შეცდომა. გადაამოწმეთ რომელს ჩადიოდით გაუთვიცნობიერებლად. კითხეთ მეგობრებს აზრი. გაითვალისწინეთ რჩევები,თუმცა მათთით მკაცრადაც ნუ იხელმძღვანელებთ. მხოლოდ თქვენ იცით როგორი ფოტოების გადაღებით ხართ ბედნიერი.

ავტორი: Ben Evans

თარგმნა გიორგი ბეჟანიშვილმა

Saturday, August 2, 2014

ჩემი ძმა! ერთი აქეთაც გადაგვიღე რა!



ვინ არის ფოტოგრაფი? 

უფრო სწორად უმჯობესი იქნებოდა თუ კითხვას ასე დავსვავდით რა არის ფოტოგრაფია?

პასუხი რომ გრძელი გამოვა, ალბათ ხვდებით, ამიტომ პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადავალ.

ფოტოგრაფია ზოგისთვის ხელოვნების დარგია და ზოგისთვის კი შემოსავლის ერთადერთი წყარო.

მის ამ ორ ბუნებიანობას ხშირად ერთმანეთში ურევენ ადამიანები და მათდაუნებურად ფოტოხელოვანებს ფოტოხელოსნურად ექცევიან.

ხელოსნების არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, პირიქით  მეც კომერციული ფოტოგრაფი ვარ. ფოტოგრაფი, რომელსაც გამოიძახებ როცა დაგჭირდება (ნათლობა, ბანკეტი, ქორწილი) ისიც მოვა და მიუხედავად იმისა მოწონს თუ არა გადასაღები გარემო, ობიექტები თუ სიტუაცია, მაინც იღებს ფოტოებს. კომერციული მოგების გამო მუშაობს და სულაც არ ფიქრობს, რომ ის ამ დროს ხელოვნების ნიმუშს ქმნის. ხშირად ასეთი "ხელოსნობის" დროს მას სთხოვენ აქ და ამ ადამინებთან ერთად გადაუღოს სურათი მის დამქირავებელს. ისიც დგას და იღებს. გაგიგონიათ: "ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო"

:)

ახლა გავიცნოთ ფოტოგრაფიის არაკომერციული მხარე და ადამიანები, რომლებიც მუდამ მოჭუტული თვალებით და შეკრული შუბლით დადიან და დაეძებენ სასურველ კადრებს. ასეთებს ზოგჯერ "კადრების მანიაკებს" ეძახიან (კიდევ ათასი ეპითეტია). მათი მთავარი მიზანია ამათუიმ მოვლენის დროს ხალხში ხეტიალი და მათთვის სასურველი კადრის ძებნა. ეს კადრი როგორ გამოიყურება მხოლოდ მათ იციან. მათ გემოვნებაზე და სურვილზეა დამოკიდებული, რას და როდის გადაიღებენ. მე ისეთ ფოტოგრაფებსაც ვიცნობ, რომლებიც მიდიან დიდ მაშტაბურ ღონისძიებებზე და საერთოდ არ იღებენ სურათებს. მიზეზი კი ისაა, რომ ვერ დაინახეს მათთვის საინტერესო კადრი. ასეთი ხალხი თავისუფალი ხელოვანები არიან და სწორედ ამ თავისუფლებით (რომ არავინ ადგას თავზე და არ უთითებს) კაიფობენ. ასეთი კაიფის დროს საშუალება ეძლევათ ჩართონ კრეატივი და დაინახონ ის, რაც ხშირად კომერციულ ფოტოგრაფს გამორჩებოდა.

ახლა როცა ორივე სახის ფოტოგრაფიას გავეცანით, დროა ჩემი გასაჭირი შემოგჩივლოთ. გუშინ გახლდით ერთ-ერთ ღონისძიებაზე. რომელიც სახალხოდ გაიმნართა და დიდი მასაც ირეოდა. არ მისული მოვლენის შუაგულამდე, რომ დამინახეს ნაცნობ მეგობრებმა ფოტო აპარატით სრული შტურმი მომიწყეს: "აბა ჩემს დისშვილთან გადამიღე", "ჩემ ბრატებთან ჩამაკარტოჩკე", "მიდი ჩემი შვილიშვილი მღერის და კაი სურათი შენზეა ", " ჩემი ძმა! ერთი აქეთაც გადაგვიღე რა!", "უცხო აქეთ, უცხო იქით"!

მოკლედ გააზრებაც არ მაცადეს უცბად გამოჩნდა ათასი "მუშტარი". მუშტარი რა უფასო ფოტოს მსურველი. ვიცი, მესმის რომ  გიხარიათ როცა პროფესიონალ ფოტოგრაფს ხედავთ. თან თქვენი ახლობელია და ნუ ერთი სურათის გადაღება რა გახდა ხო? ან მერე იმის გადმოგზავნას რა უნდა - ერთი წუთის საქმეა, სულაც ფბ-ში ჩაგიგდებს და ეგაა! მაგრამ მოიცა.  ყველას რომ ფოტო გადაუღოს ამ კაცმა (20-30 ადამიანს)  მინიმუმ 20-30 ჯერ მაინც ხო უნდა მოადუნოს ყურადღება და გადმოიტანოს ის თქვენზე? ანუ მოწყდეს მოვლენის ეპიცენტრს, რა დროსაც შეიძლება ხელიდან გაუშვას კადრი. გარდა ამისა სურათს რომ გადაგიღებთ ყველას. ამ ფოტოებს შემდეგ ხომ უნდა დამუშავება და სათითაოდ დაბინავება. როგორ ფიქრობთ აქვს კი მას დრო სათითაოდ აგზავნოს სურათები? არ გადმოგიგზავნით და შემდეგ უყურადღებობაში ჩაუთვლით. ასეა ეს! შეიძლება შემეკამათოთ, მაინც არაფერს იღებდი და ერთი სურათი რა გახდაო? კარგად დაიმახსოვრეთ! როცა ფოტოგრაფი არაფერს იღებს, ესიგი არც არაფერია გადასაღები. ის ამ დროს სივრცეს ზვერავს. აკვირდება მოვლენებს. ეძებს საინტერესო ხედვის წერტილებს. გონებაში არჩევს სიმაღლეებს. ფიქრობს რა საფოკუსე მანძილიდან და რომელი ლინზით აიღოს ესა თუ ის კადრი. ესეიგი აზროვნებს, ანუ მუშაობს. კაცი მთელ გათვლებშია და თქვენ ამ დროს "ჩემი ძმა! ერთი აქეთაც გადაგვიღე რა!"

გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით შეხვალთ თონეში და კაცი პურს რო აკრავს დაადგებით თავზე და შეუჭამთ ტვინს: ასე ჩააკარი, ისე ჩააკარიო!. ან თქვენ თუ გესიამოვნებათ სამსახურში ვიღაც რომ დაგადგეთ თავზე და ჩაერიოს თქვენ საქმეში და დაგიწყოთ დარიგება? ამას უკეთ გაიგებს ის ადამიანი, ვისაც რაიმე ფორმით შეხება აქვს ხელოვნებასთან. სფეროსთან სადაც მნიშვნელოვანია  აზროვნება, კრეატივი.

და გუშინ სწორედ მაშინ როცა გამოჩნდა "საჩემო" კადრები, "თხოვნებმაც" იმატა და იმატა. იმატა და ის თავისუფალი სული, რაც ჩემს გონებაში მზად იყო ყველაზე მიუწვდომელ ადგილებზე აბობღებულიყო საუკეთესო კადრის გადასაღებად, დაჭკნა და გაქრა. ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და წამოვედი. სივრცე სადაც შემოქმედებითი აზროვნებისთვის ადგილი არაა ჩემთვის საინტერესო არ არის. გამონაკლის შემთხვევაში, როცა საქმე კომერციასთან გვაქს, კი ბატონო! ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება ძვირფასო ნაცნობ-მეგობრებო. სანამ მთხოვდეთ: გადაგიღოთ, დაგიმუშაოთ და გადმოგიგზავნოთ, მკითხეთ მინდა თუ არა ეს მე, მაქვს თუ არა ამისი დრო. ეს მარტო მე არ მეხება. სადაც ფოტოაპარატიან ადამიანს დაინახავთ, ნუ მიახტებით რა! ფოტოგრაფსაც აქვს თავისი მიზნები, იდეები, გეგმები და ნუ ჩაუშხამებთ. აცადეთ თქვენს მეგობარს იმუშაოს ლაღად, თუ რაიმე საინტერესოს დაინახავს თქვენში, ან თქვენს მიერ განვითარებულ სცენებში ის თვითონ გადაგიღებთ ფოტოს. და თუ მაინც ვერ მოხვდით მის ობიექტივში გული არ გაიტეხოთ, მომდევნო ჯერზე მოხვდებით.და თუ მაინცდამაინც თქვენი ლამაზი სახის უწყვეტი ფოტოგრაფირება გსურთ, დაიქირავეთ კომერციული ფოტოგრაფი, რომელიც ფულის სანაცვლოდ იმდენ ფოტოს გადაგიღებთ რამდენსაც დაუკვეთავთ.

იმედია გამიგეთ.
გკოცნით! :*
მომავალ პოსტამდე ;)

ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი



Related Posts Plugin for WordPress, Blogger...