Thursday, September 11, 2014

40 ფილმი ფოტოგრაფიაზე, რომელიც ყველა ფოტოგრაფმა უნდა ნახოს

წყარო: http://resourcemagonline.com/2014/07/40-movies-about-photography/#_amgnwtuc

კინოინდუსტრია და ფოტოგრაფია გვერდიგვერდ თანაცხოვრობენ. კინოინდუსტრიაში კინემატოგრაფიის ხელოვნება ფოტოგრაფიას ერწყმის. თუ ფოტოგრაფს ნამდვილად სურს განავითაროს ხედვა და უნარები, უნდა შეისწავლოს თუ როგორ იღებენ მოძრავ სურათებს რეჟისორები და კინემატოგრაფები . ფოტოგრაფებისათვის მნიშვნელოვანია ნახონ ფილმები რომლებიც ასახავენ ფოტოხელოვნებას, დანახულს ჰოლივუდის ჭრილში. ამასთან გაეცნონ ცნობილი ფოტოგრაფების ისტორიებს გადაღებულს დოკუმენტური ფილმების ჟანრში.

ქვემოთ არის ის ფილმები, რაც ყველა ფოტოგრაფმა უნდა ნახოს. რიგითობას არ აქვს მნიშვნელობა.

მხატვრული ფილმები ფოტოგრაფიაზე

1. One Hour Photo (2002)

ფილმი თრილერის ჟანრში, სადაც მთავარ როლს რობინ უილიამსი თამაშობს. ფილმში ის სუპერმარკეტის ფოტო კლერკია, რომელიც მიყვება იმ ოჯახის კვალს, რომლის ფოტოებსაც ის ხშირად იღებს და ამჟღავნებს.



2.  High Art (1998)

არტ ჰაუსის ჟანრში გადაღებული დამოუკიდებელი ფილმი. მისი მთავარი გმირი, რომელსაც  Radha Mitchell-ი თამაშობს არის პატარა მაღაზიის კონსულტანტი, რომლესაც ნარკოტიკებზე დამოკიდებული ლესბოსელი ფოტოგრაფი შეუყვარდება. ფოტოგრაფის როლს Ally Sheedy თამაშობს. გოგონები იყენებენ ერთმანეთს, რათა თავიანთი კარიერა განავითარონ.



3. Rear Window (1954)

ფილმის მთავარი გმირი James Stewart-ია, რომელსაც პარტნიორობას Grace Kelly უწევს. ამ ჰიჩკოკისეულ თრილერში ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ფოტოგრაფი კამერის ლინზის მეშვეობით ჩუმად უთვალთვალებს მისი მეზობლების ფანჯრებს. ერთ-ერთი ასეთი თვალთვალის დროს ის აღმოაჩენს, რომ უთვალთვალებს მას ვინც მკვლელობა ჩაიდინა.



4. Closer (2004)

ფილმში ჯულია რობერტსი პორტრეტისტი ფოტოგრაფის როლს თამაშობს, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედში იხლართება გმირებთან ერთად, რომლებსაც  Jude Law  და Clive Owen განასახიერებენ. მართალია ფილმში ფოტოგრაფიაზე ნაკლები აქცენტებია, თუმცა თავად ის საოცრადაა გადაღებული და კარგად წარმოაჩენს იმ აკურატულობას, რაც თან ახლავს ფოტოგრაფირების პროცესს.



5. Pecker (1998)

საოცარი ფილმი, რომელიც გვიტოვებს დამოუკიდებელი ფილმის გრძნობებს, რაც განპირობებულია იმით რომ კამერის მიღმა არტისტიზმის გენია, თვით John Waters -ია. უიღბლობის მიუხედავად, Edward Furlong  საუკეთესოდ ასრულებს, პატარა ქალაქის სასენდვიჩეში დასაქმებულის როლს.



6. Blow-Up (1966)

60-იანი წლების ფილმი, რომელმაც საკულტო მნიშვნელობა შეიძინა. ფილმი მოგვითხრობს მოდის ფოტოგრაფის შესახებ, რომელსაც David Hemmings-ი განასახიერებს. ფოტოგრაფი ფირების გამჟღავნებისას მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მან ერთ-ერთი სურათის ბექგრაუნდზე მკვლელობის სცენა აღბეჭდა.



7.  Proof (1991)
Russell Crowe-ს ნაკლებად ცნობილი ფილმი. ფილმში,  ქროუ გვაცნობს ბრმა ფოტოგრაფის (Hugo Weaving  - მატრიცის ერთ-ერთი მთავარი გმირი) შემოქმედებას. ჟღერს როგორც კლიშე, თუმცა ფილმი ნამდვილად კარგი საყურებელია.



8. Under Fire (1983)
ფილმის სიუჟეტი ნიკარაგუაში, 1979 წლის რევოლუციის პერიოდს ასახავს. სამი ჟურნალისტი რომლებსაც სასიყვარულო სამკუთხედი აკავშირებს, ჩათრეულნი აღმოჩნდებიან პოლიტიკურ ინტრიგაში. ფილმში მთავარ როლს Nick Nolte-ი ასრულებს.




ეს პორტრეტული ჟანრის ცხოვრებისეული დრამა ორი ბიჭის ცხოვრებაზე გვიყვება, რომლებიც ბრაზილისს ქუჩებში იზრდებიან. ერთ-ერთი მათგანი ფოტოგრაფია. "ღმერთების ქალაქი" არამხოლოდ საუკეთესო ფილმად ითვლება ფოტოგრაფიაზე, არამედ 2000-იანების ერთ-ერთ საუკეთესოდაცაა მიჩნეული.



ამ ისტორიულ კომედიაში, რომლის სიუჟეტიც მე-19 საუკუნის დასაწყისის ლონდონში ვითარდება. სამეფო კარის იმედგაცრუებული მხატვარი, რომელსაც Billy Connolly თამაშობს, იცვლის პროფესიას და ყიდულობს კამერას. ახალბედა ფოტოგრაფი აღმოაჩენს მის მიდრეკილებას შიშველი ქალების გარყვნილი პორტრეტების გადაღებისაკენ და ეხვევა ზიზღნარევ ყურადღების ცენტრში მისი ობიექტების მხრიდან.



11. Everlasting Moments (2008)

შვედური ფილმი ქალზე ვინც მოიგებს კამერას ომიდროინდელ გათამაშებაში. ფილმის მთავარი გმირი, რომელსაც  Maria Heiskanen თამაშობს, მოხიბლულია ფოტოგრაფიით რომლითაც ის იბრძვის. მისი სიყვარული კამერისადმი და გადაწყვეტილება შეინარჩუნოს კამერა, სამუდამოდ ცვლის მის ცხოვრებას.



12. Fur: An Imaginary Portrait of Diane Arbus (2006)

ფილმ ბიოპიკში Nicole Kidmanი ლეგენდარულ ამერიკელ ფოტოგრაფს Diane “Fur” Arbus–ს განასახიერებს. ფილმი მოგვითხრობს ამბავს მარტოხელა და მორცხვ ნიუ –იორკელ დიასახლისზე, რომლემაც ფოტოგრაფიაში მოგზაურობა იმ ადამიანების პორტრეტების გადაღებით დაიწყო, ვინც საზოგადოების ჩარჩოების გარეთ ცხოვრობდა.




13. The Secret Life of Walter Mitty (2013)

ფილმში Walter Mitty–ის როლს Ben Stiller–ი განასახიერებს.  Walter–ი ჟურნალ "LIFE"–ში ფირების გამჟღავნების მენეჯერად მუშაობს, რომელიც იწყებს მოგზაურობას რათა იპოვოს ფოტოგრაფი Sean O’ Connell–ი, რომელსაც Sean Penn–ი განასახიერებს. მიზეზი კი 25–ე კადრია, რომელსაც კადრის ავტორი ფოტოგრაფი უწოდებს "Life-ის კვინტესენციას" და რომელიც სადღაც იკარგება.



14. Harrison’s Flowers (2000)

ფილმში Andie MacDowell–ი ასრულებს ფოტოჟურნალისტის ცოლის როლს, რომელიც იუგოსლავიის სამოქალაქო ომის დროს იკარგება. მეუღლის მოძებნაში ფილმის მთავარ გმირს ორი ფოტოგრაფი ეხმარება.













დოკუმენტური ფილმები ფოტოგრაფიაზე

15. Born into Brothels (2004)

ორი დოკუმენტალისტი რეჟისორი მიემგზავრება კალკუტაში, ბორდელების გადასაღებად, სადაც აშუქებენ ბავშვთა პროსტიტუციას. შედეგი ძალიან ამაღელვებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. დიდი გამოხმაურება პოვა მათმა ფოტოებმაც, რომლებიც ნიუ იორკის გალერეაში გამოიფინა.



16. War Photographer (2001)
ფილმი ახლოს გვაცნობს ფოტოჟურნალისტ James Nachtwey–ს კარიერას და მოღვაწეობას, რომლის განმავლობაშიც მსოფლიოს გარშემო ბევრი უბედურება და კონფლიქტი გადაიღო. ფოტოგრაფიული ასპექტების გარდა, ფილმის მაყურებელი ადვილად აღწევენ Nachtwey–ს გონებაში, სადაც ის ეძებს ლოგიკას ომის შეუბრალებლობის და სისასტიკის მიღმა.



17. The Mexican Suitcase (2011)
2007 წელს ქალაქ მეხიკოში რობერტ კაპას დიდი ხნის დაკარგული და მივიწყებული ფოტოფირები აღმოაჩინეს, რომელიც მან ორ სხვა სამოქალაქო ომის ფოტოგრაფებთან ერთად გადაიღო. ამ საოცარი ისტორიის შესახებ რეჟისორი Trisha Ziff –ი მოგვითხრობს.



18. Annie Leibovitz “Life Through A Lens” (2008)

ფილმში ცნობილი ფოტოგრაფის Annie Leibovitz –ის შესახებ ცნობილი ადამიანები საუბრობენ, რომლებიც სხვადასხვა დროს გადაიღო ფოტოგრაფმა.



19. Guest of Cindy Sherman (2008)

ამ დოკუმენტურ ფილმში მორცხვი Cindy Sherman–ი საუბრობს, თუ როგორ უნდა გახდეთ შენიღბვის ოსტატი, რამაც დიდი როლი ითამაშა მისი ქამელეონის სტილის ფოტოგრაფიაში და გვაცნობს მისეულ არტისტულ მეთოდებს.



20. Frames from the Edge: Helmut Newton (2009)

ეს ფილმი შლის ხაზებს ფოტოგრაფიასა და პორნოგრაფიას შორის. ფილმი მიყვება Helmut Newton–ს და მის პროვოკაციულ ფოტოებს მის საყვარელ გადასაღებ ადგილებში: პარიზში, მონტე–კარლოში, ბერლინსა და ლოს–ანჯელესში.





21. Pictures from a Revolution



22. Aaron Siskind: An Alternate Photographic Reality 



23. Strand: Under the Dark Cloth



24. Masters of Photography – André Kertesz



25. An American Journey: In Robert Frank’s Footsteps



26. William Eggleston In the Real World




27. The Adventure of Photography




28. National Geographic - Search for the Afghan Girl



29. Shooting Robert King



30. Berenice Abbott: A View of the 20th Century



31. Ansel Adams – A Documentary Film



32. Peter Beard: Scrapbooks From Africa & Beyond




33. The Genius of Photography – How Photography Has Changed Our Lives




34. The Photographers Series: Debbie Fleming Caffery



35. Henri Cartier-Bresson: The Impassioned Eye



36. Tierney Gearon: The Mother Project




37. Toward the Margin of Life



38. American Masters – Richard Avedon: Darkness and Light




39. American Masters – Alfred Stieglitz: The Eloquent Eye



40. Half Past Autumn – The Life and Works of Gordon Parks



თარგმნა - გიო ბეჟანიშვილმა



მსგავსი სტატიები:
10 საუკეთესო ციფრული
აპარატი დამწყებთათვის


10 მითი მესამედების
კანონის შესახებ



Sunday, September 7, 2014

როგორ გავწმინდოთ ჩვენი კამერის სენსორი

A Post By: Alex Morrison

ფოტოგრაფისთვის იმაზე საშინელი არაფერია, როცა ხედავს რომ მისი კამერის სენსორი სავსეა მტვრის ნაწილაკებით და ჭუჭყით. ფოტოკამერის სენსორი ხშირად იმტვერება, ეს  თანამედროვე ციფრული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თუ თქვენ ხშირად იღებთ ფოტოებს გარეთ და გაქვთ ზუმ ლინზა ან ხშირად ცვლით ლინზებს ქუჩაში გადაღებისას, მტვრის ნაწილაკები აუცილებლად იპოვიან გზას თქვენი სენსორისაკენ.
რამდენიმე კვირის წინ ვიყავი მთაში, ფოტო გადაღებაზე და გამუდმებით ვცვლიდი ლინზებს ქარიან და მტვრიან ამინდში.





















ასე გამოიყურებოდა ჩემი სენსორი გადაღების შემდეგ. ეს ყველა შავი ლაქები არის ნაწილაკები იმ მფრინავი ნივთების, რაც ჰაერში ტრიალებდა როცა მე ლინზას ვცვლიდი. ამ პრობლემის თავიდან აცილება არც ისე ადვილია, სენსორის დახმარება მხოლოდ რამოდენიმე გზით შეიძლება.  თუ სენსორს არ გაწმენდთ, დაკარგავთ ძალიან დიდ დროს, რომელიც დაგჭირდებათ უკვე გადაღებული ფოტოებიდან ამ ნაწილაკების მოშორებაში. 

არის თუ არა თქვენი სენსორი ჭუჭყიანი?

შეამოწმე, რომ დარწმუნდე არის თუ არა სენსორი მართლაც ჭუჭყიანი და ჭირდება თუ არა მას დახმარება. თუ თქვენ იღებთ გახსნილი დიაფრაგმით ( დაბალი f სტოპებით, როგორიცაა f/2.8), მანამ ვერ შეამჩნევთ მტვერს ფოტოზე, სანამ არ ნახავ ფოტოებს 100 %-ით კომპიუტერის მონიტორზე. მაგრამ ერთ დღესაც დაგჭირდებათ დიაფრაგმის ხვრელის f/8, f/16-ზე დაპატარავება და სწორედ ამ დროს სენსორის მტვერი შესამჩნევი გახდება.
იმისთვის, რომ გაიგოთ დამტვერილია თუ არა სენსორი, გადით გარეთ, დააპატარავეთ დიაფრაგმა (შესაბამისად გაზარდეთ f- სტოპები, მაგალითად f/32-მდე) და გადაიღეთ ფოტო ღია ფერის ან თეთრი კედლის. შემდეგ, კომპიუტერში გახსენით ფოტოშოპში და დააჭირეთ - Auto Tone-ს (Image მენიუს დაბლა). საშინელებაა?  ხედავთ შავ ლაქებს? მაშ გააგრძლე კითხვა J

 ნაბიჯი პირველი: გამოიყენე ა"უტოქლინერ" ფუნქცია

ბევრ ახლადგამოშვებულ ციფრულ კამერას გააჩნია სენსორის სპეციალური ავტომატურად გასაწმენდი პროგრამა.  მოძებნეთ ის Tools Menu-ში. როდესაც ამ პროგრამას იყენებთ, კამერა სენსორს მცირე ელექტრო ბიძგებს აძლევს, რაც იწვევს  „რხევას“ და ფანტავს მტვერს, იდეაში ასეა. შედეგის მისაღწევად შეიძლება ეს პროცესი რამდენიმეჯერ გაიმეოროთ და დიდი მოთმინების შემდეგ მართლაც გაწმინდოთ თქვენი სენსორი.
























თუ თქვენს კამერას ეს თვისება არ გააჩნია, არ ინაღვლოთ, არის რამდენიმე ხერხი სენსორის ხელით გაწმენდისათვის. ხშირად ადრე თუ გვიან ის ფოტოგრაფებიც, ვინც აუტოქლინერ ფუნქციას იყენებენ ამ ხერხს მიმართავენ ხოლმე.

ნაბიჯი მეორე: გამოიყენეთ სენსორის საწმენდი ფუნჯი და სითხე

პროცედურა მარტივია. დაასხით ორი წვეთი "ეკლიპსის" საწმენდი სითხე სენსორის ზედაპირს და ფრთხილად გადაუსვით ფუნჯი ერთხელ, ერთი მიმართულებით. თქვენ დაგჭირდებათ თითო ფუნჯი თითო მიმართულებისთვის. ერთი მიმართულებით რომ მორჩებით, ახლა მეორე მიმართულებით გაუსვით საწმენდი. თუ პროცესის გამეორებას გადაწყვეტთ, გამოიყენეთ ახალი ფუნჯები.


 
ნაბიჯი მესამე: სარკე მაღლა

იმისათვის რომ გაწმინდოთ ფუნჯით, უნდა აწიოთ კამერის სარკე, რათა მიწვდეთ სენსორს.  ეს კი საკმაოდ რთულია  - თქვენ არ გინდათ, რომ სარკე დაიხუროს, მაშინ, როცა წმენდავთ სენსორს ტამპონებით.

თუ არ გაქვთ ფუნქცია რომ ჩაკეტოთ სარკე მაღლა აწეულ მდგომარეობაში, სანამ სენსორს წმენდთ, დარწმუნდით რომ თქვენი ბატარეა ბოლომდეა დატენილი, და დააყენეთ კამერის ექსპოზიცია  “Bulb” რეჟიმზე. “Bulb” ფუნქცია გვაძლევს საშუალებას დავტოვოთ სარკე აწეულ მდგომარეობაში მანამ, სანამ არ დავაჭერთ გადასაღებ ღილაკს თითს. ამ გზით შეგიძლიათ შეაღწიოთ თქვენს სენსორში და გაწმინდოთ ის მშვიდად.


 

გადაამოწმეთ შედეგები: გადაიღეთ ახალი ფოტო იგივე დიაფრაგმით და შეადეთ ის წინა ფოტოს.


როგორც ხედავთ სენსორზე მაინც დარჩენილა სამი წერტილი, თუმცა ჭუჭყის დიდი ნაწილაკები გამქრალია. შეიძლება თქვენ  ამ შედეგზე შეჩერდეთ და ფოტოშოპის დახმარებით მოაცილოთ დარჩენილი წერტილები ფოტოდან, ან გააგრძელოთ წმენდა, მანამ სანამ სენსორი იდეალურად არ გასუფთავდება.

სენსორის გაწმენდა არაა რთული, თუმცა ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, რომ არაფერი დააზიანოთ. რაც მთავარია დაიმახსოვრეთ არასოდეს, არასოდეს შეეხოთ ხელით თქვენს სენსორს. თქვენი თითებიდან გადასული ნივთიერებები უფრო რთული მოსაცილებელი იქნება, ვიდრე მტვრის ნაწილაკები.

თარგმნა: გიო ბეჟანიშვილმა
 

Tuesday, September 2, 2014

ლუის ჰაინი – ფოტოდოკუმენტალისტიკის პიონერი

ლუის ჰაინის სახელი პირველად ორი წლის წინ გავიგე. კენეტ კოუბრეს წიგნში "ფოტოჟურნალისტიკა" ჰაინი მოხსენიებულია როგორც ფოტოჟურნალისტიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი. ჰაინს საქართველოში არც თუ ბევრი იცნობს. დღეს ინფორმაციას ვათვალიერებდი ჯორჯ ისთმანის "ფოტოგრაფიისა და ფირის საერთაშორისო მუზეუმის საიტზე" და აღმოვაჩინე რომ აგვისტოს 14–იდან 7 სექტემბრის ჩათვლით ნიუ იორკში ჯორჯ ისთმანის სახლში ამ დიდი ფოტოგრაფის გამოფენაა. ვინაიდან არც ისე ბევრ ჩვენთაგანს აქვს შანსი იქ მოხვდეს, ამ პოსტის მეშვეობით შევეცდები დავათვალიერო და აღმოვაჩინო 20–ე საუკუნის გამორჩეული ფოტოჟურნალისტი – ლუის ჰაინი.


ამერიკელი სოციოლოგი და ფოტოგრაფი ლუის ვიიკს ჰაინი (1874–1940) ფოტოკამერას – როგორც იარაღს, იყენებდა სოციალური რეფორმების განხორციელებისთვის. მისი ფოტოები იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლის წყალობითაც შეიცვალა ბავშვთა სამუშაო უფლებები ამერიკაში.



















ჰაინმა თავისი კარიერა 1906 წელს the Russell Sage Foundation–ში დაიწყო. ის ფონდისათვის ქალაქ პიტსბურგის რკინის საამქროების დასახლების ცხოვრებას იღებდა. 1908 წელს გახდა National Child Labor Committee (NCLC)–ის ფოტოგრაფი. მომდევნო ათი წლის მანძილზე ჰაინი აქტიურად იღებდა იმ ბავშვების ცხოვრებას, რომლებიც სხვადასხვა საამქროებში მუშაობდნენ.  პირველი მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ ჰაინი ევროპაში ამერიკის წითელი ჯვრის მუშაობას აშუქებდა.

1920–1930–იან წლებში ჰაინმა გადაიღო " სამუშაო პორტრეტების"  სერია, რომელიც გვაჩვენებდა ადამიანთა ჩართულობას თანამედროვე ინდუსტრიის მშენებლობაში. 1930 წელს ჰაინს ჩააბარეს  The Empire State Building–ის მშენებლობის დოკუმენტირება. სწორედ აქ გადაიღო ჰაინმა მისი ყველაზე ცნობილი ფოტო.



















დიდი დეპრესიის განმავლობაში ჰაინი დაუბრუნდა "წითელ ჯვარს" და გადაიღო გვალვით გამოწვეული შედეგები ამერიკის სამხრეთში. ის იყო Works Progress Administration–ის ფოტორედაქტორი ნაციონალური კვლევის პროექტში. პროექტის მიზანი იყო შეესწავლა ინდუსტრიალიზაციით გამოწვეული ცვლილებები და მათი ზეგავლენა მუშათა კლასზე.

ჰაინის სიცოცხლის ბოლო წლები აღსავსე იყო პროფესიული ბრძოლებით, რაც გამოწვეული იყო სახელმწიფოსა და კორპორატიული პატრონაჟის დაკარგვით. მალე ჰაინმა სახლიც დაკარგა და ბედის ამარა დარჩა. ის 1940 წლის 3 ნოემბერს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰაინის ფოტოები დაცულია ეროვნული კონგრესის ბიბლიოთეკაში. ჯორჯ ისთმანის მუზეუმში წარმოდგენილია ჰაინის მიერ გადაღებული 150–მდე ორიგინალი ნაბეჭდი ფოტო და პოსტერები, რომლებიც მან 1905–1937 წლებში შექმნა. ფოტოები, რომლის დახმარებითაც იგი ცდილობდა წინ წამოეწია მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი სოციალური პრობლემები.













































































თარგმანი: გიო ბეჟანიშვილი


Related Posts Plugin for WordPress, Blogger...