Tuesday, March 31, 2015

Toresa Mossy-ს წიგნის "მე/შენ ქრისტე ხარ" პრეზენტაციაზე



ერთი კვირის წინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდი თუ ვახოს წიგნის პრეზენტაციაზე აღმოვჩნდებოდი. ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვიფიქრე არ მოხერხდებოდა პრეზენტაციას თბილისში დავსწრებოდი. თუმცა სრულიად შემთხვევით ორ დღეში ქუთაისსა და თელავში გამართულ პრეზენტაციაზე ამოვყავი თავი. 

ტორესას დიდი ხანია ვიცნობ. ერთმანეთთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. ყველაზე მჭიდროდ კი ჟურნალმა "თელავურმა სერიებმა" დაგვაკავშირა, რომელსაც ერთად თითქმის ორი წლის მანძილზე გამოვცემდით. შემდეგ ვახო ნელ-ნელა თბილისში გადაბარგდა, თუმცა სოც. ქსელების მეშვეობით ვკონტაქტობთ მუდამ. 

ეს ამ ბლოგის მეორე სტატიაა ჩემს თბილისში გადაბარგებულ მეგობარზე, რომლის წარმატებაც ძალიან მახარებს. ადრე ბექაზეც დავწერე. მახარებს ის ფაქტი, რომ ტორესამ მოახერხა და შეძლო საყვარელი საქმე აკეთოს და თანაც წარმატებით. გამიხარდა ასევე ის ფაქტი, რომ თელავში კაფე "მარლეტა" სრულიად გადაჭედილი იყო. ვახოს ადრეც ბერჯერ შეუვსია დარბაზი ლიტ. თუ მუსიკალურ საღამოებზე, მაგრამ ახლა მაინც სხვა ინტერესი  ტრიალებდა. იყო სელფები და ავტოგრაფები. მოკლედ როგორც ხდება ხოლმე, როცა დიდ ქალაქში დაფასდება ადამიანი და შემდეგ თავის კუთხეს უკვე როგორც სელებრითი ისე უბრუნდება.

ფოტოები ძალიან სპონტანურადაა გადაღებული: ქუთაისში სულ შიგნიდან, რადგან ფანჯრებიდან არაფერი ჩანდა და თელავში კი გარედან, რადგან როგორც ვთქვი შიგნით ტევა აღარ იყო.

წარმატებები მინდა ვუსურვო ტორესას, ვთვლი რომ მისი სახით საინტერესო ავტორი შეემატა თანამედროვე ქართულ მწერლობას.






  















ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი






Wednesday, March 25, 2015

პოსტი, რომელიც შენ გეხება!

ნათია დანელიშვილის ფოტო
გამარჯობა ;)

პოსტი, რომელსაც თქვენ ახლა კითხულობთ აუცილებლად გეხებათ თუ ოდესმე გისარგებლიათ ან მომავალში მაინც აპირებთ ისარგებლოთ ჩემი თუ სხვისი ფოტოსერვისით (ფოტომომსახურებით). ამ პოსტით მინდა ერთგვარად მივმართო ჩემს კოლეგებს და ყოფილ თუ მომავალ კლიენტებს და რამდენიმე წინადადებაში გავშალო მსჯელობა იმ მცირე დეტალებზე, რომელიც წესით თან უნდა ახლდეს ფოტოსერვისს, მაგრამ ხშირად არ ახლავს ხოლმე.

საუბარია იმ დეტალებზე, რომლებშიც "ეშმაკი" იმალება. ეს "ეშმაკი" კი შეიძლება მარკეტინგულიც იყოს და ადამიანურიც. დავიწყოთ თავიდან:

კითხეთ ფოტოგრაფს (და ფოტოგრაფმა კლინტს) ე.წ. ეფექტების შესახებ:

ფოტოსურათი პირველ რიგში არის ჩანაწერი, ვიზუალური ჩანაწერი რაიმე მოვლენის შესახებ. წამიერი კადრი, რომელიც რაც უფრო მეტი დრო გადის უფრო მეტად იძენს მნიშვნელობას და ხდება ერთგვარი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი ხშირად საჭიროებს სწორად მომზადებას. დღეს, როცა ფოტოშოპის დიდების ხანაა, ბევრი ფოტოგრაფი მიმართავს ფოტორედაქტირების მრავალფეროვან ფორმებს, დაწყებული მსუბუქი ფერთა კორექციით დამთავრებული ათასგვარი ეფექტებითა და მოჭრა-ჩაკერების (ამ ბოლო დროს კი გახდუნება, დაპატარავების) ტექნიკას.

ხშირად ის რასაც თქვენ ფანტაზიასა თუ გემოვნებაში ძერწავთ და ზევიდან აქსოვთ ფოტოებს, შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. ჩემი კომერციული საქმიანობიდან გამომდინარე ბევრ კლიენტებს შევხვედრივარ და ბევრი მომისმენია იმ ფოტოგრაფების შესახებ, რომლებიც ეფექტების სიუხვით გამოირჩევიან. რამდენიმე კლიენტის წუწუნმა: "ადამიანი ის არ იყო ფოტოში, ვინც რეალურ ცხოვრებაშიაო" ყური მომჭრა. მას შემდეგ ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე. უმრავლეს ჩვენთაგანს უნდა ფოტოებში ლამაზად გამოიყურებოდეს, ან უფრო ლამაზად ვიდრე რეალურ ცხოვრებაშია, მაგრამ უფრო ცუდად რომ გამოჩნდეს არავის უნდა. მზა ეფექტების ხშირი გამოყენება კი ზრდის შანსს, რომ ის რაც უხდება ერთს არ მოუხდეს მეორეს, ამიტომ შანსი, რომ ადამიანმა ფოტოზე თავისი თავი ვერ ამოიკითხოს ასეთ დროს უფრო დიდია. პირველი  შთაბეჭდილება ძალიან "დაფოტოშოპებულ" სურათებზე შეიძლება ხშირად  დადებითი იყოს და თვალისმომჭრელი, მაგრამ როგორც კი ადამიანი ანუ კლიენტი ჩაუღრმავდება და დროის გასვლის შემდეგ გადახედავს, აღმოაჩენს რომ ბევრი რამ სხვანაირად გამოიყურება, რომ ფოტოში დეტალები დაკარგულია, დეტალები რომელშიც "ეშმაკი" იმალება". ამიტომ ჩემი რჩევა ფოტოგრაფების მიმართ იქნება, რომ კლიენტს ჩააბარონ ფოტო როგორც დოკუმენტი, როგორც 100% ასლი იმ რეალობის, სადაც ის იქნა გადაღებული. თუ კლიენტის დაკვეთაა მძიმე კონტრასტები და სხვადასხვა შეფერილობის ეფექტები, მაშინ შეგიძლიათ შეასრულოთ, მაგრამ კლიენტთან შეთანხმების გარეშე კომერციულ დაკვეთაზე ეფექტის გამოყენებას ნამდვილად არ გირჩევთ. გემოვნება ხომ ძალაიან, ძალიან სადაო საკითხია.

ორიოდ სიტყვით შავ-თეთრ ფოტოებსაც შევეხოთ. მე ჩემს კლიენტებს ყოველთვის ვეკითხები მოსწონთ თუ არა ეს ჟანრი (სტილი). თუ პასუხი დადებითია, კითხვას ვავრცობ და ვეკითხები 100%-დან რამდენს ისურვებდნენ რომ ამ სტილში ენახათ. ზოგი 50% ამბობს, ზოგი 5%. ზოგი საერთოდ უარზეა. ეს თემაც როგორც ეფექტების თემა, საკმაოდ ინდივიდუალურია და ამიტომ გირჩევთ კლიენტთან აუცილებლად დააზუსტოთ გადაღებამდე ან გადაღების შემდეგ-პოსტ-პროდაქშენის დაწყებამდე. წინასწარ შეთანხმება ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე აუცილებლად აგაცილებთ სამომავლო უსიამოვნებებს და უკმაყოფილო კლიენტებს, რომლებიც თქვენს კონკურენტებს ამის შესახებ მოუყვებიან.

შეთანხმდით გადაღების მანერაზე, დროზე და ფოტოების რაოდენობაზე:

აუცილებლად შეუთანხმდით კლიენტს თქვენი სამუშაო გრაფიკისა და სტილის შესახებ. თუ კლიენტი კარგად იცნობს თქვენს კომერციულ საქმიანობას, მასთან ნაკლები საუბარი მოგიწევთ, თუმცა რაც არ უნდა ახლობელი იყოს ის თქვენთვის წინასწარ მაინც გამოკითხეთ რისი გადაღება უნდა და რა შედეგი უნდა რომ მიიღოს, დაუზუსტეთ თქვენ რას აპირებთ და როგორ იმუშავებთ მის პროექტზე. მე პირადად როდესაც კლინტი მეკონტაქტება, ვაზუსტებ შემდეგ დეტალებს: სად არის გადაღება? როდის არის? რამდენ ადამიანთან მომიწევს მუშაობა? იქნება თუ არა ჩემს გარდა იქ სხვა პროფესიონალი ფოტოგრაფი? რა სახის ფოტოები უნდა რომ ქონდეს კლიენტს? შემდეგ ვეუბნები მე რა სტილში გადავიღებ. მაგალითად ქორწილის დამკვეთებს ვეუბნები, რომ მე ფოტოჟურნალისტიკის სტილში ვმუშაობ და ქორწილს როგორც ფოტორეპორტაჟს ისე ვიღებ,თავიდან ბოლომდე და  შეუჩერებლად. ამასთან კლიენტებს ვაჩვენებ ჩემს ბლოგზე წარმოდგენილ სხვადასხვა ივენთების ფოტოებს. ივენთების ფოტო პორტფოლიოს ჩვენება (საუკეთესო 20, 30, 50 ან სულაც 100) თავიდან აგაცილებთ სამომავლო გაუგებრობას. კლიენტმა წინასწარ უკვე იცის რას უნდა მოელოდოს შენგან და თავდაჯერებულია. აღარ უჩნდება კითხვები და არ იყურება ეჭვიანი თვალებით შუა გადაღების პროცესში. შენც, როგორც ფოტოგრაფი თავდაჯერებული და დაწყნარებული მუშაობ. ხშირად შეიძლება წარმოიქმნას პრობლემა, თუ კლიენტს ნანახი აქვს თქვენი ქორწილის თუ საბანკეტო გადაღების მხოლოდ ერთი ფოტო. ერთ ფოტოში ყველაფერი კარგად ჩანს, მის მიღმა კი რას და როგორ იღებთ მან არ იცის, გადაღებისას შეიძლება აღმოაჩინოთ რომ მას სხვა მოთხოვნები და სურვილები აქვს. ან სულაც შეიძლება არ გითხრან, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩააბარებთ ფოტოებს, გამოთქვან უკმაყოფილება. ამიტომ კლიენტებთან წინასწარი მოლაპარაკება და მათთვის წინა ნამუშევრების ჩვენება აუცილებელია.

აუცილებლად შეუთანხმდით კლიენტებს ფოტოების რაოდენობაზე. ეს თავიდან აგაცილებთ შემდეგ ფრაზებს: "სულ ესაა", "რა არის გადაღება დაენანა" და მისთანანი. საბედნიეროდ მსგავსი ფრაზები არასოდეს მომისმენია, პირიქით ჩემი კლიენტების უმრავლესობა სულ იმას მეუბნება რომ დავჯდე და ცოტა მეც დავისვენო. ხშირად დამშვიდობებისას ისიც კი უთქვამთ "მადლობა მაგარი ფოტოებისთვისო", მიუხედავად იმის, რომ მათ არცერთი ფოტო არ უნახავთ, კმაყოფილები დარჩენილან ჩემს მიერ გადაღებული ფოტოების რაოდენობით.

ფოტოების ჩაბარების შემდგომი პროცესი:

ფოტოები რომ დროულად უნდა ჩავაბაროთ, ამაზე ახლა არაფერს არ ვწერ. მინდა დავწერო იმ კულტურის შესახებ, რომელიც ჩვენთან ნაკლებადაა დამკვიდრებული ფოტოგრაფების მხრიდან. მას შემდეგ რაც ჩავაბარებთ ფოტოებს კლიენტებს. აუცილებელია მათთან შეხმიანება და იმის დადგენა ხომ ყველაფერი რიგზეა, ხომ კარგად გაიხსნა დისკი, ხომ არ ჭირდებათ რომელიმე ფოტოს გაშავთეთრება ან პირიქით. ასეთი საქციელით თქვენ კლიენტში დადებით დამოკიდებულებას იწვევთ, ყურადღება რომელსაც თქვენ გამოიჩენთ და რომელმაც შეიძლება 2 წუთი წაგართვათ არის ის მცირე დეტალი, რომელშიც ნამდვილად იმალება "ეშმაკი". ეს "ეშმაკი" კი სამომავლო ურთიერთობის და ნდობის ჩამოყალიბებაში შეგიწყობთ ხელს. ასევე კარგია საზღვარგარეთ დამკვიდრებული მეთოდი, როდესაც ყოფილ კლიენტებს უკეთებენ საჩუქრებს. სულ მალე ამ სისტემას "უცხოგრაფიც" დაამკვიდრებს. საჩუქრები შეიძლება იყოს, ფასდაკლების ბარათები, უფასო ერთჯერადი მოკლე ფოტოსესია, საბავშვო ალბომების დაბეჭვდა შეღავათიან ფასებში. ეს იწვევს კლიენტისთვის კიდევ ერთხელ თავის შეხსენებას და მასთან მჭიდროდ დაკავშირებას. მე პირადად ვგეგმავ ყველა წყვილს ვისაც ქორწილი გადავუღე, პირველი შვილის შეძენის შემდეგ გავუკეთო საჩუქარი, უფასო საოჯახო სესია პატარასთან ერთად და ასევე 50% ფასდაკლება ბავშვის სესიაზე. ვთვლი რომ სგავსი საჩუქრებიც არის იმ მცირედი ადამიანური დეტალის შემცველი, რომელიც ხელს უწყობს მეგობრული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას. რაც მთავარია მსგავსი აქციები უფრო მჭიდროდ დაგაკავშირებთ კლიენტებთან და მომავალ გადაღებაზე ისინი არა სხვას, არამედ ისევ თქვენ დაგიძახებენ. თქვენც თქვენის მხრივ როგორც ერთგულ კლიენტებს ფასდაკლებებს გაუკეთებთ.

ახლა რაც შეეხება კლიენეტების ქცევის წესებს. სამწუხაროდ ჩვენთან, საქართველოში ძალიან იშვიათად მხვდება კლიენტის მხრიდან გადაღების შემდეგ აქტიურობა. არადა ფოტოგრაფიის ერთერთი დიდი დანიშნულება სწორედ ადამიანების შეკავშირება (და არა დიდი ფულის შოვნა) წარმოადგენს. იშვიათად მინახავს გადაღების შემდეგ შემოხმიანებული, არადა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც 1000-ზე მეტი ფოტო გადაგიღოთ და 5 დღეზე მეტი ამუშავებდა ამ ფოტოებს, როგორ ელის თქვენგან უკუკავშირს. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს აღტაცებული მადლობები თუ შენიშვნები, უკუკავშირის გაკეთება და გამოხმაურება აუცილებელია. ეს კულტურის ნაწილია!(და არამხოლოდ ფოტოგრაფიაში). ესაა ის, რაც სტიმულს აძლევს და ახალისებს ფოტოგრაფს. კომერციული შეკვეთიდან აღებული 100 ან 1000 ლარები მალე გაქრება, მაგრამ ის ემოციები, რომლებსაც თქვენ მისცემთ ფოტოგრაფს დიდხანს გაყვება თავისი პროფესიული საქმინობის დროს. ძალიან ხშირად კლიენტებს თავად ვწერ, არიან თუ არა კმაყოფილები? რა მოეწონათ და რა არა? ვწერ და ვიკვლევ ათასგვარ დეტალებს, რომ სამომავლოდ უფრო დავხვეწო და გავაუმჯობესო სერვისი. თუმცა ყველა ჩემნაირი აქტიური შეიძლება არ იყოს, შეიძლება ადამიანმა დაუშვას რამე შეცდომა, აუცილებელია მას ამის შესახებ ვუთხრათ რჩევის სახით, რათა მომავალში უკეთ გადაიღოს. ყველაზე სამწუხარო სწორედ ის ფაქტებია, როდესაც ფოტოგრაფის ნაცვლად კლიენეტები მის კონკურენტ ფოტოგრაფებს თუ სტუდიებს უყვებიან რამდენად უკმაყოფილონი არიან ან სულაც პირიქით რამდენად მაგრები არიან და დადებითად განეწყვნენ მათი ნამუშევრების მიმართ. ამიტომ გირჩევთ, იკონტაქტეთ თქვენს ფოტოგრაფთან, გამოხატეთ თქვენი კმაყოფილება (ან უკმაყოფილება) გადაღების შემდეგ. ძალიან კარგი საშუალებაა ამისათვის ფეისბუქი, სადაც ნებისმიერ დიდ სტუდიას აქვს თავისი გვერდი. შედით გვერდზე და დაუწერეთ რევიუ, მიანიჭეთ ვარსკვლავები, რაც ნიშნავს კომპლიმენტებს თქვენი მხრიდან, მაღალი შეფასებები და რეიტინგი თქვენს ფოტოგრაფს დაეხმარება კარიერულ წინსვლაში, უფრო მეტს გადაიღებს და უფრო განვითარდება და შემდეგ ჯერზე როცა მას დაუძახებთ ვინ იცის უფრო კარგი აღჭურვილობით და მადლობის ნიშნად უფრო დაბალ ფასშიც მოგემსახუროთ. ახლა ვინც ამ პოსტს კითხულობთ, გადახედეთ, რამდენ თქვენთაგანს გადავუღე თუნდაც ერთი ფოტო, რამდენი დარჩით კმაყოფილი, მაგრამ ამის შესახებ არ მომწერეთ, ან მომწერეთ, მაგრამ მხოლოდ პირადში. რამდენმა გამოთქვით საჯაროდ ეს ყველაფერი? დაგვიანებული არც ახლაა, შედით ჩემ გვერდზე და დაწერეთ ის რასაც ფიქრობთ, ისევე როგორც მოიქცა ჩემი რამდენიმე კლიენტი.



და ბოლოს ნუ დაგავიწყდებათ რომ ფოტოგრაფიის ძალა დიდია, რომ მას შეუძლია შეცვალოს სამყარო და შეგვცვალოს ჩვენც. ფოტოგარფებო თუ ფოტომომსახურების დამკვეთებო იყავით უფრო მოქნილები, სოციალურები და ყურადღებიანი დეტალების მიმართ. რა ვიცი,  ამბობენ ეშმაკი დეტალებში იმალებაო ;)

მომავალ პოსტამდე <3 <3 <3

ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00

Tuesday, March 24, 2015

ახალი აქცია "უცხოგრაფისაგან" - 10 SHARE=1 PHOTO.

გააზიარე უცხოგრაფის გვერდიდან ფოტოები და დააგროვე ფოტოკრედიტები შენს ფეისბუქ პროფილზე

წესები მარტივია
ყოველი 10 ფოტოს გაზიარებაზე, მიიღებთ 1 ფოტოს გადაღების უფლებას. 20 ფოტოს გაზიარების შემთხვევაში 2 ფოტოს და ასე შემდეგ

აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ვინც ცხოვრობს თელავში, ან შეუძლია ფოტომომსახურების მისაღებად თელავში ჩამოსვლა. მას შემდეგ რაც დააგროვებთ რამდენიმე ათეულ გაზიარებას (30, 50, 100) გააგზავნით შეტყობინებას უცხოგრაფის გვერდზე - https://www.facebook.com/Utskhography და ჩვენ გადავამოწმებთ თქვენს ფოტოკრედიტებს. შემდეგ  მოხდება ფოტოსესიის დაგეგმვა და გადაღება. აქცია დაიწყება 25 მარტის 00:00 საათიდან და გაგრძელდება 1 აპრილის 24:00 საათამდე.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ - https://www.facebook.com/Utskhography


ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00

Tuesday, March 17, 2015

კომერციული საქმიანობა - ინდივიდუალური პორტფოლიო

ინდივიდუალური ფოტოსესია და პორტფოლიოს შექმნა, ერთ-ერთი სერვისია, რომელსაც ჩვენს კომერციულ კლიენტებს ვთავაზობ, იქნება ეს ბიზნეს, სამოდელო თუ უბრალოდ სამოყვარულო მიზნით შექმნილი პორტფოლიო.

ამ სესიისთვის გამოყოფილი იყო დრო - 2 საათი. გადაღებები შედგა თელავის ცენტრში. გადაღებებისას გამოყენებული იყო ამრეკლი და დამატებითი მაშუქი. ყველა ფოტო გადაღებულია RAW ფორმატში და დამუშავებულია RAW Editor -ში.

ფოტოგრაფი: გიო ბეჟანიშვილი
განათება: კატერინა ჯანდიერი
მოდელი: Levani Leo Papadopoulos

ქვემოთ წარმოდგენილია ფოტოსესიიდან რამდენიმე ფოტო. შეაფასეთ და იფიქრეთ თქვენი პორტფოლიოს განახლებაზე, იქნება ეს სარეკლამო თუ სოციალური ქსელისთვის გამიზნული.

ხარისხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია!
:*



















ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00

Sunday, March 8, 2015

სა8მარტო აქცია

გამარჯობა!

დიდი ხანია ფართო მაშტაბიან აქციას ვგეგმავდით უცხოგრაფის გუნდი, მე და ჩემი სტუდენტები, რომლებიც უკვე ჩემი კოლეგები არიან და ერთ გუნდათ გავერთიანდით. ბევრი იდეა გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ღია ფოტოსესიის იდეა ამოვირჩიეთ, რომელიც სად გაიმართებოდა თუ არა ნადიკვრის პარკში. ჯერ 1 მარტს ვგეგმავდით. ბოლოს 7 მარტს გადმოვწიეთ. ვინც იგებდა გვეკითხებოდა 7 მარტი რა დღესასწაულია 8-ში რატომ არ გეგმავთო. დღეს ალბათ ყველა დარწმუნდა, რომ არამხოლოდ ფოტოგრაფიაში, არამედ ამინდისა და თარიღის ამორჩევაშიც პროფები ვართ :)
გუშინდელი დღე იყო ძალიან სასიამოვნო. დილის თორმეტზე ყველანაირად შემზადებულები და მობილიზებულები ნადიკვრის კაფეში ვისხედით და მუშტარს ველოდით. პირობები ალბათ იცით. მაინც შეგახსენებთ. 3 და 8 მარტის თარიღებთან დაკავშირებით გვქონდა ორი პაკეტი 3 საოჯახო ფოტო 3 ლარი და 8 სინგლ პორტრეტი 8 ლარი. ზუსტად 12 საათზე აჩი და რიეტე გამოჩნდნენ. ნათიამ და მაიკომ პიკნიკი წყვილს ზედ კავკასიონის ფონზე მოუწყვეს. ბევრი ფოტო გადავიღეთ. შემდეგ ამ ფოტოებს მერიკო ამუშავებდა. სულ 4 ადამიანი ვიყავით გუნდში. სამწუხაროდ, თამო ჩემი მეოთხე მოსწავლე ვერ მოვიდა. მალე ჩვენ ბორდს CHCHX Production (ანუ ძმები ჩეკურიშვილები) შემოუერთდნენ, რომლებიც ამ დღის ვიდეო მხარდაჭერას ახდენდნენ (თუმცა არც მაშუქების და ამრეკლების ჭერა აცდათ). ცოტა მოგვიანებით კი ლევან დვალი და თორნიკე ხაჩიძეც მოვიდნენ. მიხარია, როცა ე.წ. "კონკურენტი" ფოტოსტუდიები ჩვენთან არიან და ერთად ვართ შემოქმედებით პროცესში ჩართული. მოკლედ მთელი დღე გადაღებებში გავატარეთ. ხან ოჯახები მოდიოდნენ, ხან პორტერეტების მსურველები. მთლიანობაში 10-მდე "შეკვეთა შემოვიდა". ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი შედეგი იყო, პატარა ქალაქისათვის, სადაც მსგავსი აქცია არასოდეს ყოფილა (თუ ყოფილა და მე არ ვიცი კომენტარებში შემისწორეთ). ძალიან ბევრმა ადამიანმა გვიან გაიგო ჩვენი იდეის შესახებ და იყო გაუთავებელი ზარები და კითხვები კიდევ როდის გავიმეორებდით აქციას. ვფიქრობ მარტის ბოლოს კიდევ ერთხელ გავიმეორებთ!
სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. მადლობა ყველას! (აღარ ჩამოვთვლი). გიზიარებთ იმ ფოტოებს რაც ონლაინ "მოვიპარე", რადგან ჩემ კომპში ფოტოები სამწუხაროდ არ შემორჩა.












აქცია უახლოეს მომავალში ისევ განახლდება, ამიტომ გირჩევთ გამოიწეროთ უცხოგრაფი ფეისბუქზე და თვალი გვადევნოთ ;)
მომავალ პოსტამდე :*


ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00


Thursday, March 5, 2015

საგაზაფხულო აქცია და დიიიდი სეილები


SALE!

რა გახსენდებათ ამ სიტყვის პირველ გაგონებაზე? ფასდაკლება ტანსაცმელზე? ელექტრო ტექნიკაზე? როდის არის ხოლმე სეილები? ძირითადად დიდი კომპანიები სეილებს საახალწლოდ აანონსებენ. დიდი სეილები ყოველთვის იზიდავს დიდი რაოდენობით მომხმარებლებს.

რა რეაქცია გენებათ რომ გაიგოთ სეილები მარტში? სამი და რვა მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით ბევრი კომპანია აკეთებს აქციებს, სეილებს და გათამაშებებს. მაგრამ გსმენიათ რამე ფოტო სერვისის ფასდაკლებისა და აქციების შესახებ? მე ძალიან იშვიათად. არადა ცუდია. მსგავსი აქციები აუცილებელია ნებისმიერი ფოტო სტუდიისთვის როგორც სარეკლამოდ, ასევე განვითარებისთვის და ზოგადად საინტერესო და ახალი სამუშაო პროცესების გაღვივებისთვის.

მაინც რა სახის უნდა იყოს ფოტო სერვისის სეილები? 20 % ? 30? 50%? რა იქნება თუ ისინი უფრო გაიზრდებიან. თან დღეს, როცა სოციალურ ქსელებში ფოტოგრაფიის ნამდვილი ბუმია. ნებისმნიერ მეორე ადამიანს საპროფილედ მაღალი დონის პროფესიონალური ფოტო ნაწარმი უნდა რომ ქონდეს. სწორედ ამ ტენდენციისა და ქალთათვის მარტის დღესასწაულების მისალოცად უცხოგრაფის გუნდმა გადაწყვიტა დიიიდი ფოტო აქცია:

მხოლოდ ერთი დღით

7 მარტს
თელავში, პარკ ნადიკვარზე

8 პროფესიონალური პორტრეტი  -  მხოლოდ 8 ლარად!!!
3 საოჯახო პორტრეტი - მხოლოდ  3 ლარად!!!


ფოტოების ადგილზე დამუშავებით და დისკზე ჩაწერით. 

აქცია დაიწყება 12:00 საათიდან და გაგრძელდება 17:00 საათამდე.

დაუჯერებელია ხომ? ამ სერვისს ხომ სხვა სტუდიები 50 ლარად ან სულაც 100 ლარად გთავაზობენ. თანაც 5 ფოტოთი ან სულაც ათით. მაგრამ მთლიანობაში ერთი ფოტოს ღირებულება მაინც 5 ან 10 ლარი გამოდის. ჩვენი აქციის ფარგლებში კი თქვენ მიიღებთ  1 ფოტოს 1 ლარად!

უცხოგრაფის გუნდი და სამუშაო სტუდია განლაგებული იქნება ნადიკვარის კაფეში, რომელიც ჩვენი პარტნიორია და 12 საათიდან დაგელოდებათ.  მიულოცეთ თქვენს ოჯახის წევრებს, დედებს, შვილებს, შეყვარებულებს ან მეუღლეებს ქალთა დღესასწაულები და ისარგებლეთ ჩვენი აქციით.

ყველას გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას! :*

ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00

Tuesday, March 3, 2015

ხსოვნის საღამო თელავის თეატრში

28 თებერვალს თელავის თეატრში  "გულიანი ბიჭების" ხსოვნის საღამო გაიმართა. "გულიანი ბიჭების" (ავთო გულიაშვილი, ლევან ტალაშვილი, შოთა ბეჟანიშვილი) საღამოზე არა როგორც ფოტოგრაფი არამედ როგორც მსახიობის, შოთა ბეჟანიშვილის ოჯახის წევრი ვიყავი მიწვეული. ჩემთვის საკმაოდ რთული იყო მამაჩემის ხსოვნის საღამოზე დასწრება და მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებული იყო საღამო მძიმე არ იქნებოდა, (და ის ხუმრობებით გაჯერდებოდა) მაინც ნაღვლიანი და სევდიანი გამოვიდა. გამიხარდა ის რომ დარბაზი თითქმის სავსე იყო. მთლიანობაში საკმაოდ კარგი საღამო გამოვიდა, ერთადერთი - ფოტოკოლაჟები დამაკლდა (არ ვიცი, როგორც ფოტოგრაფს თუ როგორც ოჯახის წევრს, სადაც მამაჩემის საკმაოდ დიდი ფოტოარქივი გვაქვს). ჩვევამ თავისი ქნა და კამერა მაინც თან გავიყოლე, თუმცა ადგილიდან არ გავტოკებულვარ და გარინდებული ვიღებდი ფოტოებს ჩემი სავარძლიდან. არ მინდოდა ეს ფოტოები მხოლოდ არქივს შემორჩენოდა, ამიტომ გიზიარებთ თქვენც რამოდენიმე მათგანს.















ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00


Related Posts Plugin for WordPress, Blogger...