Thursday, December 31, 2015

2015 წლის შეჯამება

2015 წლის დასასრულს რამდენიმე საათი მაშორებს. ასეთ დროს ძირითადად ყველა გასულ წელს იხსენებს, ხოდა მეც გადავწყვიტე ეს 365 დღე შევაჯამო. წელს მგონი ყველაზე მეტი ვიარე და გადავიღე. გრძლად რომ არ გამომივიდეს ციფრებში დავწერ:


ფოტო + ვიდეო + დიზაინი:

50 - მდე კომერციული ფოტო გადაღება;
4 ქორწილის გადაღება;
2 საქორწინო დოკუმენტური ფილმი;
5 ბოლო-ზარი + ბანკეტი;
1 პროექტი + ფოტოგამოფენა
5 ახალი კორპორატიული კლიენტი

სოციალური მედია:

70 ბლოგპოსტი
15 ათასამდე ნახვა ბლოგზე
2000 ახალი მოწონება ფეისბუქის გვერდზე

ტრენინგები:

20-მდე ტრენინგი სოციალურ მედიაზე
30-მდე ტრენინგი ფოტო და ვიდეო გადაღებაზე
50-მდე ლექცია ფოტოგრაფიის შესახებ

ახალი  DSLR კამერა

გასული 2015 წლის დაახლოებით 50 დღე ბანაკებში გავატარე, ალბათ დრო რაც მგზავრობაში წამივიდა დაუთვლელია, ნუ ასე 7 დღე მაინც ანუ 160 საათამდე გზაში ვიქნებოდი. სამწუხაროდ ბევრ სამსახურს გადამკიდემ ყურადღება მოვადუნე და დავივიწყე ჩემი საყვარელი გიტარა, რომელსაც 2016 აქტიურად უნდა დავუბრუნდე.

დღეს ერთ-ერთი სამსახურის, სადაც ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი ბოლო დღე მაქვს. 2016 წელს თვითდასაქმებული ვხვდები და მყარად მაქვს გადაწყვეტილი მთელი წელი ფოტოგრაფიას და პირად პროექტებს დავუთმო, ანუ გავყიდო ჩემი ნიჭი და არა დრო. ნუ შეიძლება შემედაოთ, რომ როცა მე მიკვეთავთ გადაღებას, ერთგვარად ჩემ დროსაც ყიდულობთ, სადღაც ასეც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ყიდულობთ ჩემს უნარებს და გამოცდილებას. ანუ 2016 წელს არ ვგეგმავ არანაირ სამსახურში მუშობას, სადაც გაწერილი გრაფიკი ან დღის გეგმა იქნება.

2016 მხოლოდ კრეატიული და ახალი პროექტებისთვის მემეტება. ამიტომ ვისაც გსურთ რომ მე როგორც ფოტოგრაფი არ დავიკარგო, მქონდეს შემოსავალი და უფრო მეტს მივაღწიო უფრო ხშირად დამიძახეთ და დამაკავეთ საინტერესო გადაღებებზე, დამპატიჟეთ და შემახვედრეთ საინტერესო ჯგუფებს, რათა მათ საოცარი სოციალური მედია და უფრო მაგიური ფოტოგრაფია გავაცნო. შეიძინეთ ჩემი ფოტოები, დამიკვეთეთ სხვადსხვა დიზაინის დამზადება.

2016 წელს მყარად გადავწყვიტე, რომ ვიქენდი იყოს ნამდვილად დასვენებისა; ოჯახისა და ბვშვებისთვის გამოყოფილი დრო. დრო მეგობრებთან შეხვედრისა და გართობისა.

ვიმედოვნებ რომ როგორც შემოქმედი და არტისტი კიდევ უფრო გავიზრდები და შევძლებ უფრო მეტი გავაკეთო, ვიდრე 2015-ში. თუმცა არ მინდა უმადურად ჩამთვალოთ, მინდა ამ მართლაც ნაყოფიერ წელს დიდი მადლობა ვუთხრა და თავაზიანი გზა მშვიდობისა ვუსურვო.

აქვე ყველას გილოცავთ ახალ 2016 წელს, სულ ბედნიერება და წარმატებები გქონოდეთ! მიყვარხართ :*

მომავალ პოსტამდე!
2016-ში შევხვდებით <3 :*





Tuesday, December 29, 2015

"არა" გიშერში

მგონი ჯგუფი "ყველას" არცერთი კონცერტი არ გამომიტოვებია რც კახეთში იყო. ერთხელ თუშეთიდანაც კი ჩამოვედი ლუდის ფესტივალზე მათ მოსასმენად, თუმცა მაშინ დენი წავიდა და ყველაც წავიდა :(

"არა" ის ჯგუფია, რომელიც ყველასნაირად მიყვარს, ალბათ იმიტომ რომ ზურა ჯავახიაა ორივეგან და თანაც მაგარი ლირიკა და ჩემთვის მისაღები საუნდია. ერთი პერიოდი, მეც ვგეგმავდი "ყველას" ჩამოყვანას, მერე თავი ვერ მოვაბი. რომ გავიგე ეს ჯგუფი ჩამოდიოდა, ორი დღით ადრე დავიწყე მზადება, ვცდილობდი ინფორმაციის გავცელებას და განწყობის შექმნას. გუშინ როგორც იქნა ერთ-ერთი მაგარი ლაივი დაიდო თელავში და ეს ტორესას, "გირჩის", "თავისუფლების სკოლის" და "გიშერის" დამსახურებაა.  მიხარია რომ ჩვენი ძვირფასი "გიშერი" იქოქება და რომ ამ პროცესში კაი ხალხი ერთვება. იმედს ვიტოვებ უფრო ბევრ თქვენთაგანს ვნახავ მომავალში გიშერში. თუმცა კონცერტზე შედარებით პატარები იყვნენ, საოცარი კი ისაა, რომ მე, ზაალა და ტორესა, მგონი ყველაზე უხუცესები ვყვიროდით ბოლო ხმაზე და გვიხროდა ეს ამბავი. არ ვიცი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, მაგრამ აშკარაა დიდები გადაჩვეულები არიან, პატარებს კი შეჩვევა უჭირთ ასეთი ლაივების და კლუბური ივენთების მიმართ.

იმედს ვიტოვებ უფრო მაგრად ავმოძრავდებით თელაველები და უფრო მაგარი ივენთებიც გვექნება. :*

მიყვარხართ ყველა! <3


  





 


 





Sunday, December 27, 2015

"გიშერი" - ახალი კაფე თელავში

"გიშერი" ჩემ ბავშვობაში ოქროულობის მაღაზია იყო. მგონი არასოდეს ვყოფილვარ შიგნით, მაგრამ მომგებიანი ტერიტორიული მდებარეობის გამო, მას მუდმივად ვხედავდი და სახელიც სულ მახსოვდა. 

აჩიკომ რომ თქვა "გიშერში" კაფე უნდა გავხსნაო ჩემი პირველივე კითხვა იყო რა უნდა დაარქვა თქო :D მაშინვე მიპასუხა "გიშერიო", აი იქიდანვე მივხვდი რა მაგარიც იქნებოდა ეს კაფე.

"გიშერი" გუშინ გაიხსნა და მინდა ვთქვა რომ მოლოდინებს გადააჭარბა. დასაწყისი კლასიკური იყო და გაგრძელება ძალიან საინტერესო და ამასთანავე კონტრასტული. ბოლოს როდის მოვისმინე ხარისხიანი ელექტრონული მუსიკა თელავში არც კი მახსოვს. თან მეორე სართული, რომელიც უფრო კლუბს წააგავს ძალიან სწორადაა მოწყობილი არაა "პლორწკობები" და სასვეცკაო მაგიდები, სივრცეა დიდი და მზად იმისთვის რომ მაქსიმალურად გაერთო და არ დასკამდე. 

კიდევ ბევრს მოგიყვებოდით და გაჩვენებდით, მაგრამ ჯობია თავად ნახოთ. ისე ფოტოების გადაღებას კი ვაპირებდი, მაგრამ იმდენად მაგარი სიტუცია იყო, მოვჯადოვდი და კამერა გვერდზე მივაგდე. 

იმედს ვიტოვებ ეიჯ და ფეისკონტროლი მკაცრად ამუშავდება და "გიშერში" უფრო ბევრი და საინტეტრესო ხალხი ივლის.

წარმატებები ჩემ მეგობრებს და "გიშერს"! <3















 








Saturday, December 26, 2015

GWS-ის საახალწლო საბავშვო წვეულება

GWS-მა თავისი თანამშრომლების ბავშვებს საახალწლო გასართობი ღონისძიება მოუწყო. წვეულებაზე  თანამშრომლები თავად იყვნენ გადაცმული სხვადასხვა კოსტუმებში და ბავშვებს ერთი ჩეულებრივი ზამთრის დღე არაჩვეულებრივად გაუხალისეს.

მისასალმებელია მსგავსი ფაქტი კომპანიის მხრიდან. სასიამოვნოა, რომ ის არამარტო თანამშრომლებზე, არამედ მათი ოჯახის ყველაზე პატარა წევრებზეც ასე მაგრად ზრუნავს.

P.S. ეს ჩემი და GWS-ის პირველი თანამშრომლობაა.



















 



























Related Posts Plugin for WordPress, Blogger...