Monday, December 19, 2016

20 მიზანი, რომელიც 2017 წლისათვის უნდა შევასრულო





ხშირად გვიფიქრია ნეტა ეს ისე და ის ასე მომხდარიყოვო. ხშირად
გვითქვამს ეს რომ ასე არ წასულიყო მე უკეთ ვიქნებოდი ახლაო. მოკლედ ჩვენ ადამიანები ყველას და ყველაფერს დავადანაშაულებთ გეგმების შეუსრულებლობაში საკუთარი თავის გარდა. მეც ასეთი ვარ, თუმცა წლიდან წლამდე ვცდილობ უფრო ნათლად და გამოკვეთილად დავისახო და მივყვე გეგმების შესრულებას.

წელსაც ისევე როგორც შარშან გადავწყვიტე მომავალი წლის გეგმების ჩამოწერა. ამ ეტაპზე სულ 20 მიზანი თუ მისია მომივიდა თავში. შევეცადე, მოკლედ და ნათლად ჩამომეყარა ისინი. ვფიქრობ ისინი ისეა დაწერილი თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ინსპირაცია და გადაიტანოთ თქვენს მომავალი წლის to do სიაში.

მაშ ასე ჩემი მომავალი წლის 20 მიზანია:

1. დავწერო ბლოგპოსტები პერმანენტულად.
2. დავარეგისტრირო უცხოგრაფი, როგორც ბიზნესი.
3. ვაწარმოვო ჟურნალი შემოსავლისა და გასავლის შესახებ.
4. ვიმოგზაურო მინიმუმ 5 ქალაქში, სადაც ჩავატარებ ვორქშოფს ფოტოგრაფიაზე.
5. მოვაწყო მინიმუმ ერთი ფოტო ტური ზაფხულში (Photo Walk).
6. დავბეჭდო ახალი სავიზიტო ბარათები.
7. შევქმნა კონტრაქტის ფორმა და გადავახედო ადვოკატს.
8. შევინახო იმეილები, რომლებსაც ხშირად ვიყენებ და გავაკეთო ბაზა.
9. გადაღებებზე წასულმა ყოველთვის თან წავიღო ყავა თერმოსით, ჰამბურგერი და კონიაკის მცირე მათარა.
10. წავიკითხო მინიმუმ 3 წიგნი მცირე ბიზნესის განვითარებაზე და მინიმუმ 5 წიგნი ფოტოგრაფიაზე.
11. დავიწყო საკუთარი ფოტოგრაფიის წიგნის წერა. (გადადებულია მომავალი წლისათვის. ავტ. შენიშვნა/ ჩასწორება 06.04.2017)
12. შევქმნა სია რა ტექნიკური აფდეითია საჭირო სტუდიაში და გამოვაკრა თვალსაჩინო ადგილას. (შესრულებულია. ავტ. შენიშვნა/ ჩასწორება 06.04.2017)
13. დავასრულო ბლოგის ტექნიკური მხარე.
14. დავასრულო ფოტოებისა და ვიდეოს არქივაცია.
15. უკეთესად შევისწავლო და დავაჯგუფო ბაზარი და მისი მოთამაშეები, მოვახდინო ძველი და ახალი კლიენტების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება. გავარკვიო ვინ ვინ არის.
16. მივმართო რომელიმე ფოტოგრაფ მეგობარს და გადავიღო პროფესიონალური პორტრეტები ვებ საიტებისთვის.
17. კარგად გავწერო ფოტო მომსახურების პაკეტები და შევქმნა PDF ვერსია ბლოგისათვის.
18. გადავიღო დოკუმენტური მოკლე მეტრაჟიანი ვიდეოები უცხოგრაფის სტუდიის და შიდა სამზარეულოს შესახებ.
19. დავაჯგუფო ზემოთ წარმოდგენილი 18 მიზანი პრიორიტეტებისა და თვეების მიხედვით.
20. ყოველ შაბათ-კვირა გადავხედო ამ სიას დაშევამოწმო, შესრულდა თუ არა დაწერილი მიზნები.

+1. დავწერო უცხოგრაფის "ოპერაციების სახელმძღვანელო" (დაწერილია. ავტ. შენიშვნა/ ჩასწორება 06.04.2017)

არის კიდევ რაღაცეები რასაც საჯაროდ ვერ დავწერ, რადგან უცხოგრაფის საიდუმლოებებსა და შიდა კომერციულ მიზნებს ეხება, რომლებსაც ნამდვილად ვერ გავთქვამდი ასე წინასწარ.

იმედია ზემოთ გაწერილი მიზნებიდან მომავალი წლის ბოლომდე ყველას შევასრულებ. თქვენ კი მომწერეთ თუ გაქვთ შენიშვნა ან იდეა, როგორ შეიძლება შევასრულო ისინი უფრო მალე და მარტივად. ან თუ გაქვთ სურვილი და დრო რომ მომეხმაროთ მათ შესრულებაში.

დროებით,
მომავალ სტატიამდე 😉

გიო ბეჟანიშვილი


7 comments:

  1. მე-19 ყველაზე მნიშვნელოვანია და მაგით დაიწყე :)

    ReplyDelete
  2. კი შალვა, მაგას ვგეგმავ უახლოეს ხანში

    ReplyDelete
  3. 4, 5 და 9-ს ბოლო პუნქტი მომწონს ყველაზე მეტად :))

    ReplyDelete
  4. მინდია იმედს ვიტოვებ 4 და 5 პუნქტებში შემომიერთდები და გნახავ

    ReplyDelete
  5. მიზნები მეათე პუნქტიდან იწყება, დანარჩენი სამუშაო გეგმაა(მიზნუკები) :)

    ReplyDelete
  6. ჰმმ, კონიაკი რისთვისაა? :P

    ReplyDelete
  7. კონიაკი ბევრი რამისთვის: სიცივისთვის, სიცოცხლისთვის, მუხტისთვის, მეგობრობისთვის. :D

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...