Sunday, February 28, 2016

10 საუკეთესო ციფრული აპარატი დამწყებთათვის

ჩვენ დაგეხმარებით, აარჩიოთ კარგი კამერა ბევრი ფულის დახარჯვის გარეშე.


თუ თქვენ აღარ გაკმაყოფილებთ ჩვეულებრივი პატარა აპარატი და გრძნობთ, მზად ხართ ფოტოგრაფიის შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, საწყისი დონის სარკული ციფრული აპარატი (DSLR) მშვენიერი არჩევანია. თქვენ შესაძლოა ალტერნატივად განიხილოთ კამერა სარკეების გარეშე, მაგრამ იმ ფასად, რასაც თქვენ გადაიხდით DSLR კამერაში, რომელსაც აქვს ხედმძებნი, ვერ იშოვით ხედმძებნიან კამერას სარკეების გარეშე.

DSLR კამერა კომპაქტური კამერის შემდეგ  დიდი ნაბიჯია: უკეთესი გამოსახულების ხარისხი, ბევრად მეტი ხელით მართვის რეჟიმის კონტროლი და შესაძლებლობა  ლინზების შეცვლის და სხვადასხვა პროექტებთან გამკლავების. აშკარაა, რომ რაც მეტი ფუნქცია გნებავთ, მით მეტი უნდა გადაიხადოთ კამერაში, მაგრამ ნამდვილად გჭირდებათ ის? კამერა, რომელიც ჩვენი სიის თავში არის ერთ-ერთი უიაფესია ბაზარზე, მაგრამ მაინც გვთავაზობს შთამბეჭდავ სანახაობას და გამოსახულების ხარისხს, ამასთან ერთად საკმარისი ფუნქციები აქვს გაუმკლავდეთ დავალებებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ხართ.



1. Nikon D3300

იგი არ არის ყველაზე ძვირი დამწყები DSLR, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საუკეთესოა.

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 24.2  | Lens mount: Nikon DX | ეკრანი: ფიქსირებული 3ინჩი, 921,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5 კადრი წამში |  ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები.

გამოსახულების მშვენიერი ხარისხი
გზამკვლევის რეჟიმი (Guide mode)
ფიქსირებული ეკრანი
არ აქვს ვაი ფაის მხარდაჭერა

D3300_ის 24.2 მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს, ასევე 3200 მგრძნობელობამდე (ISO) მინიმალური გამოსახულების ხმაურით და უფრო მაღალ სენსორის მგრძნობელობაზე ნორმალურ შედეგს გვაძლევს. ის სამუშაოდ ძალიან ადვილი კამერაა. მისი ჭკვიანი გზამკვლევი სასარგებლო სასწავლო ინსტრუმენტია, რომელიც გვაძლევს განმარტებებს რეალურ დროში მნიშვნელოვანი ფუნქციების შესახებ მაშინ, როდესაც  18-55 მმ _იანი ლინზა შესანიშნავია  დასაწყისისათვის. სირცხვილია არ გქონდეთ სენსორული ეკრანი, ან ვაი ფაი, თუმცა ნიკონი აწარმოებს იაფ ვაი ფაი ადაპტერის პლაგინს.



2. Nikon D3200

დიდი სანახაობა პატარა ფასად, დაიტაცეთ, როგორც კი შეძლებთ

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 24.2 | Lens mount: Nikon DX | ეკრანი: ფიქსირებული 3ინჩი, 921,000 წერტილი|უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები.

მაღალი რეზოლუციის სენსორი
გზამკვლევის რეჟიმი
ეკრანის გაურკვეველი ფერები

ვერ წვდება თქვენი ბიუჯეტი D3300_ს? მაშინ მიმოვიხილოთ მისი წინამორბედი D3200. მიუხედავად იმისა, რომ ნიკონ D3300_მა ტექნიკურად ჩაანაცვლა იგი, D3200 მის წინამორბედზე დიდ განახლებული იყო და შესაბამისად მისი მახასიათებლები დღეს ჯერ კიდევ კონკურენტუნარიანია. მას გაყიდვის მიზნით იპარავენ. D3200 აგრეთვე შეესაბამება მის ჩამნაცვლებელს შთამბეჭდავი უწყვეტი გადაღების სიჩქარით 5 კადრი წამში, რომელიც საკმაოდ მოხერხებულია DSLR_ების ბიუჯეტისათვის. ვაი ფაის მხარდაჭერა არ აქვს , თუმცა D3300_ის მსგავსად, მასაც შეგიძლიათ შეუძინოთ იაფი ვაი ფაის ადაპტერი.



3. Canon EOS 750D (Rebel T6i)

უმაღლესი დონის ერგონომიკის და შესანიშნავი სენსორის მყარი კომბინაცია

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 24.2 | Lens mount: Canon EF-S |ეკრანი: 3 ინჩიანი მეტყველი სენსორული ეკრანი , 1,040,000 წერტილი |უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები/ენთუზიასტი

საოცარი სენსორი 
ვაი ფაი ელექტრული ხედმძებნთან ერთად 
ბატარიის სიცოცხლის  საშუალო ხანგრძლივობა            
ხედმძებნის მხოლოდ 95%_ის გაშუქება

ქენონი 750D არის ახალი და ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირადღირებული, მისი ახალი 24.2 მეგაპიქსელიანი სენსორი გვაძლევს განსაცვიფრებელ გამოსახულების ხარისხს შთამბეჭდავ დაბალ ხმაურის დონესთან ერთად მაღალ მგრძნობელობაზე. იგი აგრეთვე ქენონის ძველ 700D  მოდელზე ბევრად გაუმჯობესებულ ავტოფოკუსს და ექსპონომტერს გვაძლევს, ასევე ჩამონტაჟებულია ვაი ფაი NFC გაზიარებით. მიუხედავად იმისა, რომ იგი გარეგნულად 700D_ს მსგავსია, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიიღებთ იგივე მგრძნობიარე სენსორულ ეკრანს. თუ დავუშვებთ, რომ 750D_ს ფასი შეესაბამება ნიკონ D5500_ს, ქენონი ჩვენი სასურველი არჩევანია ყოვლისმომცველი კონტროლის წყალობით და გამოსახულების ხარისხის მცირედი გაუმჯობესებით.



4. Nikon D5500

ქენონსა და ნიკონს შორის არჩევანი ძალიან ძნელია

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 24.2 | Lens mount: Nikon DX |ეკრანი: 3.2 ინჩიანი მეტყველი სენსორული ეკრანი , 1,040,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები/ენთუზიასტი
უმაღლესი რეზოლუცია
მეტყველი სენსორული ეკრანი
ნელი ცოცხალი ხედვის ფოკუსი        
არ აქვს ჯიპიესი

დამწყები DSLR_ების ბაზარზე D5500 ბოლომდე უწევს კონკურენციას ქენონ 750D_ს. იქ, სადაც ნიკონი D3000_ის სერიის კამერები განკუთვნილია, როგორც იაფი ღირებულების დამწყები DSLR_ები, D5000 სერიის აპარატები უკეთესია მეტი კრეატივის მისაღებად.ეს უკანასკნელი სერია დღემდე აფეთქებასავით არის და პირველი ნიკონის DSLR_ია, რომელსაც აქვს სენსორული ეკრანის კონტროლი და ვაი ფაის მხარდაჭერა, თუმცა, დასანანია, რომ D5300_დან არ არის გადატანილი ჯიპიესი და ცოცხალი ხედვის სიჩქარე სწრაფი არ არის. მეტი შეცდომა 24.2 მეგაპიქსელიან სენსორზე D5500_ში აღარ არის. შესაძლოა ეს ძველი D5300_გან ჩქმეტაა, მაგრამ ის ჯერ კიდევ გვაძლევს გამოსახულების შესანიშნავ ხარისხს.



5. Nikon D5300

იგი აღარაა ნიკონის უახლესი და უდიდესი დამწყები DSLR, მაგრამ მაინც

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 24.2 | Lens mount: Nikon DX | ეკრანი: 3.2 ინჩიანი მეტყველი სენსორული ეკრანი , 1,037,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები/ენთუზიასტი

ჩამონტაჟებული ჯიპიესი
ნელი ცოცხლად ხედვის ფოკუსი
არასენსორული ეკრანი

D5300  იყო ყველგან, სანამ ერთი წლის შემდეგ D5500 მას ტექნიკურად ჩაანაცვლებდა. თუმცა განსხვავებით ქენონ 700D_სგან D5300 ჯერ კიდევ თანამედროვე კამერაა. იგი იზიარებს  იმავე 24.2 მეგაპიქსელიან სენსორს იდენტური მაქსიმალური 25600 მგრძნობელობთ, როგორც D5500. ხოლო D5300_ის EXPEED4 გამოსახულების პროცესორი და 39 პუნქტიანი ავტოფოკუსის სისტემა გადავიდა მის ჩამნაცვლებელზე. მიუხედავად იმისა, რომ D5300-ს არ აქვს სენსორული ეკრანის კონტროლი, სამაგიეროდ ჯიპიესი აქვს. D5300-ის 600 ჯერ გადაღების შემდეგ ბატარეა მკვდარია, თუმცა ის უფრო მდგრადია ვიდრე 750D_ზე. D5300_ის ყიდვა ჯერ კიდევ ჭკვიანურია.



6. Canon EOS 700D (Rebel T5i)

ჯერ კიდევ ახალია გარეთ.

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 18 | Lens mount: Canon EF-S | ეკრანი: 3ინჩიანი მეტყველი სენსორული ეკრანი , 1,040,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები/ენთუზიასტი

საუცხოო ერგონომიკა 
სენსორული ეკრანი
მოძველებული სენსორი    
-ა რა ვაი ფაი

გამოიჩინეთ ერთგულება 700D_ს შემდეგ 750D_ზე და გააგებინეთ ყველას, რომ ახალმა კამერამ 700D _სგან არაჩვეულებრივი ერგონომიკა და წამყვანი კლასის სენსორული ეკრანი მემკვდრეობით მიიღო. მისი ძველი ღილაკის კონტროლიც კი უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე კონკურენტი ნიკონის. 700D მიუხედავად თქვენი უნარისა ინტუიციური გამოყენებისთვისაა შექმნილი. თუმცა 700D_ს სენსორის ფესვები შესაძლოა 2010 წელს გამოშვებული 550D_სგან მოდის  და სჯობნის მას ხმაურის ჩახშობის და დინამიური დიაპაზონის თვალსაზრისით. 9 პუნქტიანი ავტოფოკუსის სისტემა აგრეთვე 2010_იანია და არ აქვს ვაი ფაის მხარდაჭერა. 700D_ს შემცირებული ფასი მაცდურია, მაგრამ 750D უფრო სამომავლოდ გასათვალისწინებელი არჩევანია.



7. Canon EOS 1200D (Rebel T5)

ქენონის უიაფესი DSLR სახეების მჭიდრო კონკურენცია

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 18 | Lens mount: Canon EF-S | ეკრანი: 3ინჩიანი მეტყველი სენსორული ეკრანი , 460,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  3fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები

დაბალი ფასი
გამოსახულების კარგი ხარისხი
ნელი ცოცხალი ხედვის ფოკუსი
არა ვაი ფაი და სენსორული ეკრანი

700D_ზე შევთანხმდით, მაგრამ EOS 1200D მაინც უფრო იაფია. დღეისათვის ნიკონი ამაყობს შესანიშნავი ფასებით DSLR-ებში და 1200D არის ქენონის სვლა. ყველაზე იაფი გზაა იყიდო ახალი ქენონის აპარატი, მაგრამ 1200D ოდნავ უფრო იაფია, ვიდრე უბრალო გასართობი კამერა. მისი 18 მეგაპიქსელიანი სენსორი ცოტა მწირია და კიდევ კარგი, არ შეუძლია შეესაბამოს ნიკონ D3300ის 24.2 მეგაპიქსელს.1200D_ს  უწყვეტი გადაღების სიჩქარე - 3fps, აგრეთვე ნელია ნიკონის 5fps_თან შედარებით და თან მასში ჩამონტაჟებულია გზამკვლევი, ქენონის გზამკვლევი კიდევ ცალკე სმარტფონში უნდა ჩამოტვირთოთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 1200D ქენონის მოყვარულთათვის მაინც ეფექტური კამერაა გონივრულ ფასად.



8. Pentax K-50

საუკეთესო დამწყები DSLR სათავგადასავლო ფოტოგრაფიისათვის

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 16.3 | Lens mount: Pentax K | ეკრანი: 3ინჩიანი, 921,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  6fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები/ენთუზიასტი

ამინდგამძლე
ხედმძებნის გაშუქება 100%_ით
ხმაურიანი მოქმედება
ფიქსირებული ეკრანი

პენტაქსი ცნობილია DSLR_ების წარმოების მაქსიმალური ხმაურით  და K-50 გამონაკლისი არაა. ამინდგამძლე DSLR_ები, რომლებიც წვიმაში და ნესტში ძლებენ ჩვეულებრივ ძვირი ღირს მაგრამ K-50 გვთავაზობს ამ უპირატესობას დაბალ ფასად, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ნებისმიერ პირობებში. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ითანამშრომლოთ უფრო ძვირ ამინდგამძლე ლინზებთან, რათა მიიღოთ სრული სარგებელი. მიუხედავად იმისა, თუ რა ლინზებს იყენებთ, პენტაქსის კამერაში Shake Reduction სისტემა წყვეტს კამერის ნჯღრევას და შესაძლოა მივიღოთ ოდნავ ასიმეტრიული ჰორიზონტი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც K-50 ჩვენს სიაში უფრო მაღლა დგას არის პენტაქსის შედარებით შეზღუდული ლინზების ზღვარი (სპექტრი).


9. Sony Alpha a58

მაინცდამაინც DSLR არ არის, მაგრამ თავის სარგებლიანობით a58_ის ალტერნატივაა

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 20.1| Lens mount: Sony A | ეკრანი: 2.7ინჩიანი, 460,800 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:8fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p | მომხმარებლის დონე: დამწყები/ენთუზიასტი

კარგი EVF (ელექტრული ხედმძებნი)
კარგად მომუშავე დაბალი განათების პირობებში 
ეკრანის დაბალი რეზოლუცია
არა სენსორული

ქენონის და ნიკონის მეტოქეობაში შეჭრა ადვილი არ არის, მაგრამ ვერ უარვყოფთ სონის მყარ SLT (ერთი ლინზის გამჭვირვალობა) კამერას, როგორიცაა a58. SLT ტექნოლოგია ნიშნავს, მიიღო ელექტრული ხედმძებნი (EVF)ჩვეულებრივი, ოპტიკურის მაგივრად. a58_ის EVF არის ნათელი და სუფთა. ტექნოლოგია ნამდვილად ბრწყინავს, როდესაც საქმე ეხება ლაივ ვიუს ავტოფოკუსს, იგი გაცილებით სწრაფია, აქ მოყვანილ DSLR_ებთან შედარებით. a58_ის ლაივ ვიუ ყოველთვის ეფექტურია. კიდევ ერთი უპირატესობა არის სუპერსწრაფი 8fps უწყვეტი გადაღების სიჩქარე. სონი ახლა კომპაქტური სისტემის კამერებზე კონცენტრირდება, მაგრამ a58 ნამდვილად არსებობს და ის რეალური გარიგებაა.



10. Pentax K-S1

თუ ფუფუნება გიყვართ, ოცნებები სრულდება

სენსორი: APS-C CMOS | მეგაპიქსელები: 20.1 | Lens mount: Pentax K | ეკრანი: 3ინჩიანი, 921,000 წერტილი უწყვეტი გადაღების სიჩქარე:  5.4fps | ვიდეოს მაქსიმალურირეზოლუცია: 1080p

ტანის იმიჯსტაბილიზატორი
თანამედროვე დიზაინი
ხმაურიანი ძირითადი ლინზები 
არა ვაი ფაი

ფიქრობთ, რომ K-50 ნორმისგან ოდნავ განსხვავებული იყო? კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ! პენტაქსმა ყველაფერი გააკეთა რათა შეექმნა K-S1, გამორჩეული განათებით და კონტროლის უჩვეულო განლაგებით, პლიუს ტანის სქემის კაშკაშა ფერებით. მაგრამ სტილის ქვეშ არსებობს არსი, როგორც მორიგი ძალიან ეფექტური პენტაქსის DSLR. მის 20 მეგაპიქსელიან სენსორს არ აქვს anti-aliasing ფილტრი მკვეთრი გამოსახულების მისაღებად და ის ინახავს მასპენტაქსის არაჩვეულებრივ სენსორზე, რომელიც დაფუძნებული Shake Reduction სისტემაზე. საუბედუროდ, K-S1 დაბლა ეშვება ხმაურიანი კიტ ლინზების გამო, მისი პომპეზური შესახედაობა კი დაგიჯდებათ უმნიშვნელო პრემია. 


http://www.techradar.com/news/photography-video-capture/cameras/buying-guide-best-slrs-for-beginners-1251700


მთარგმნელი - ნინო კაპანაძე

Sunday, February 21, 2016

შეუარე და შემოუარე - რჩევები არქიტექტურის გადაღების მოყვარულებს



გამარჯობა,

ამ პოსტში გაეცნობით იმ პრაქტიკულ რჩევებს, რომელიც ქუჩის და განსაკუთრებით არქიტექტურის გადასაღებად გამოგადგებათ.

ყველაფერი რაც მე ვისწავლე და პრაქტიკაში გამოვცადე შეუძლებელია ერთ სტატიად მოყვე, მაგრამ შევეცდები აქცენტები ძირითად რჩევებზე გავაკეთო.

არქიტექტურის გადასაღებად გჭირდებათ ის რომ ამა თუ იმ შენობას, ძეგლს ან ადგილს ხშირად შეუაროთ და შემოუაროთ.

ეს ფრაზა ერთ-ერთი ლექციის დროს დაიბადა, როცა დამსწრე საზოგადოებას ქუჩის ფოტოგრაფიაზე ვესაუბრებოდი. შემდეგ მომეწონა და მივხვდი რომ მეც როგორც ფოტოგრაფი უკვე რა ხანია სწორედ ამ პრინციპით ვმოქმედებ.

მაშ ასე წესი პირველი: ხშირად შეუარე/ესტუმრე შენი გადაღების ობიექტს.


დამწყები ფოტოგრაფები ხშირად მათთვის უცნობ ადგილს აღმოაჩენენ და გახარებულები იღებენ ფოტოს. შემდეგ სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და ამით მათი ურთიერთობა იმ ადგილთან სრულდება. ჩემი აზრით ეს შეცდომაა. ეს იმას გავს, რომ გავიცნოთ ადამიანი მხოლოდ სამსახურში და მასზე გამოვიტანოთ დასკვნა რომ ის ასეთი და ასეთიაო. ეს ნიშნავს რომ პიროვნებას თუ ადგილს აფასებ ცალსახად. ადამიანი ერთნაირი არასოდესაა. ის მუდმივად ცვალებადია გარემოდან გამომდინარე და შესაბამისად მისი შტამპური ერთინახვით დახასიათებაც არასწორია. იგივე ვრცელდება ქუჩასა თუ შენობაზე. ხშირად გადაღებაზე მყოფს აღმომიჩენია რომ ეს არის ყველაზე ცუდი დრო როცა მე ამათუიმ ობიექტს ვეწვიე გადასაღებად. მაგალითად ვიღებთ ძეგლს, რომელიც შემოფარგლულია ბარდებით და ბალახებით, თუ თქვენ მას იღებთ გაზაფხულსა და ზაფხულში ის რათქმაუნდა ამწვანებული იქნება, შეიძება ბუნების სიჭრელემ და ფოთლებმა სულ დაუკარგოს ხიბლი თქვენს გადაღების ობიექტს. ხოლო თუ მას შემოდგომის მიწურულს ესტუმრებით (შეუვლით) ის სულ სხვაგვარი დაგხვდებათ. ამის მაგალითად შემიძლია ეს ფოტოებიც მოვიყვანო, რომლებიც მე სხვადასხვა სეზონში გადავიღე.

თელავის ცენტრალური გამზირი ზაფხულში
იგივე ქუჩა ზამთარში


                



სეზონურ სხვაობასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ განათების სხვაობაც. აქაც ხშირად დაუფიქრებლად და ინსტიქტურად ხდება გადაღება. ფოტოგრაფები უბრალოდ იღებენ რასაც ხედავენ და კმაყოფილდებიან ერთი ფოტოთი. ხშირად არ ფიქრობენ, რომ შენობას რომელსაც დილით გადაუღეს სულ სხვა სახის ჩვენება შეუძლია საღამოს, რადგან მზე თუ დილით მის გულმკერდს ანათებდა საღამოს ზურგს გაუნათებს, ამან შეიძება ძალიან საინტერესო სილუეტის საუალება მოგვცეს. ასევე სულ სხვადსხვა ხასიათი და მესიჯი შეიძლება ქონდეს ქუჩას დღისით და ღამით, მშრალზე და ნაწვიმარზე, ბურუსსა თუ ახლად მოთოვილზე ან სულაც წვიმისას. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ნუ დაკმაყოფილდებით ერთი ფოტოთი, იფიქრეთ უკეთესი მხატვრული თუ არქიტექტურულად საინტერესო ფოტოს მიღებაზე და თქვენს გადასაღებ ობიექტზე. ნუ დაგეზარებათ და ხშირად მოინახულეთ ხოლმე ერთი და იგივე ადგილი სხვადასხვა  საათებში, დღის მონაკვეთებსა და სეზონებზე.


ერთ-ერთი ცენტრალური შენობა დღის სხვადასხვა მონაკვეთში





რჩევა მეორე: თქვენს გადასაღებ ობიქტებს ხშირად შემოუარეთ.

ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა როცა ადამიანს უღებთ და ის გიმტკიცებთ რომ მარჯვენა პროფილი აქვს უკეთესი ვიდრე მარცხენა (ან პირიქით). ზოგჯერ პროფილის გადაღებას, პირდაპირი სახის პორტრეტი ჯობია და ზოგერ პირიქით. ისევე როგორც ადამიანის პორტრეტის გადაღებისასაა მნიშვნელოვანი ხედვის წერტილების ცვლილება, ასევე აუცილებელია ის არქიტექტურის და ძეგლების გადაღებისას. ასეთ დროს ამ ადგილს თუ შენობას რასაც იღებთ ისევე მიუდექით როგორც ცოცხალ არსებას. თავისთავად ის ვერ იმოძრავებს, ამიტომ თქვენ შემოუარეთ გარშემო. შეხედეთ და შეარჩიეთ რომელი კუთხიდანაა გამორჩეული და საინტერესო მისი გადაღება.










ასევე მნიშვნელოვანია არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ ერთი სიმაღლით და ცვალოთ ის გადაღების პროცესში, შეხედოთ შენობას ჭიანჭველის, ბავშვის, მოზრდილი ადამიანის ან სულაც ჩიტის თვალით - ეს გაამდიდრებს თქვენს წარმოსახვასაც და თავისთავად ფოტო კოლექციასაც.

გარდა ამისა თქვენ შეძლებთ ჩვეულებრივი ქუჩა, რომლითაც ადამიანები ყოველ დღე სარგებლობენ წარმოაჩინოთ უჩვეულო, სხვა რაკურსი უფრო მეტად გაამძაფრებს თქვენი დამთვლიერებლების ინტერესს და სიმპათიებს როგორც ამ ქუჩის თუ შენობის, ასევე თქვენი ფოტოგრაფიული ხედვის მიმართ.


ცენტრალური ქუჩა  გადაღებული სხვადასხვა ობიქტივით

იმედია რჩევები, რომლებიც ზევით გაიცანით გამოგადგებათ და უფრო მეტად აამაღლებს თქვენს ხელოვნებას. გთხოვთ დატოვოთ თქვენი მოსაზრებები კომენტარების სახით და გაუზიაროთ სტატია მეგობრებსა თუ კოლეგებს.

გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით, 

გიორგი ბეჟანიშვილი / უცხოგრაფი


Wednesday, February 17, 2016

"ქუჩის ფოტოგრაფია და გადამწყვეტი წამი" ილიაუნიში

ილიაუნის ფოტომოყვარულთა საზოგადოებაში ლექციის წასაკითხად თამმო აფციაურმა მიმიწვია. ეს თემა უკვე წაკითხული მქონდა ქუთაისში და წნორში, თუმცა უნდა ითქვას რომ ყველა ჯერზე სხვადასხვანაირად ვიწყებ და ვამთავრებ. ალბათ ყველაფერი აუდიტორიას და იმჟამინდელ განწყობას უკავშირდება. კლუბში ფოტოგრაფები და ზოგადად ხელოვანი ადამიანები დამხვდნენ, მიუხედავად ჩემი ნახევარ საათიანი დაგვიანებისა, მაინც თბილად მიმიღეს. 

ქუჩის ფოტოგრაფების გაცნობასთან ერთად, მიმოვიხილავდით გდაღების ტექნიკას და კომპიზიციის შესახებ არსებულ მოსაზრებებს. ასევე სხვადასხვა ფოტოგრაფიულ სტერეოტიპებს და ხედვის მრავალფეროვენებებს. ძალიან კმაყოფილი და დადებითი ემოციით დამუხტული დავუბრუნდი მშობლიურ ქალაქს. შეხვედრაზეც დავფიქსირე და ახლაც იგივეს ვიტყვი რომ "ფოტოგრაფია ეს არის ურთიერთობა, რომ ფოტოგრაფია ამეგობრებს". 

იმედია კლუბს კიდევ ვესტუმრები ახალი თემებით, თქვენ კი გირჩევთ ესტუმროთ მათ ფეისბუქის გვერდს, ეწვიოთ კლუბს და მოუსმინოთ სხვადასხვა ტრენინგებს და მასტერკლასებს.







 



გიო ბეჟანიშვილი


Monday, February 15, 2016

10 მითი მესამედების კანონის შესახებ


ჩემი სახელია ტევის ლიფ გლოვერი და თქვენსავით ხელოვანი ვარ. ვცდილობ შევქმნა ხელოვნება, რომლითაც ვიამაყებ და მთელს მსოფლიოს გავუზიარებ.

თუმცა დასაწყისში რაღაც მაფერხებს...

ეს მესამედების კანონია.

მე მინდა დავამსხვრიო მითები მესამედების კანონის შესახებ, რომელსაც იძულებით გვტენიდნენ ჩვენი შემოქმედების ჩამოყალიბების ადრეულ სტადიაში, ვითომ ის ჩვენი კომპოზიციის სისრულეში მოსაყვანადაა საჭირო.

შესაძლოა ჩვენ ერთად შევძლოთ ხელოვნების მომავლის შეცვლა, თუ ამ სტატიით დავეხმარებით სხვა ხელოვანებს, უარი თქვან მესამედების კანონზე და წარვუდგენთ დიზაინის ფასდაუდებელ ტექნიკურ ხერხებს. მე მჭირდება თქვენი დახმარება, რადგან ამას მარტო ვერ გავაკეთებ.

ბევრი სხვა ხელოვანის მსგავსად, მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ფოტოს შესაქმნელად მესამედების კანონი მისაღები მეთოდი იყო. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია ხელოვნების იმ სტანდარტებზე, რომელიც გსურთ აწარმოოთ: ხელოვნება ოსტატის დონეზე, როგორებიც იყვნენ: და ვინჩი, ბუგერო, დეგა, რუბენსი, ან ხელოვნება ,,კვირის მხატვრის“ მსგავსი, რომელთა მიზანია გამოფინონ თავიანთი ნამუშევარი ადგილობრივ ანტიკურ მაღაზიაში...არათუ პრესტიჟულ გალერეაში, ან მუზეუმში.


                 და ვინჩის, ბუგეროს, დეგას და რუბენსის ნახატები.

ხელოვნება კომპოზიციის გარეშე ვერ აღორძინდება.

როდესაც კომპოზიციის შესაქმნელად მესამედების კანონით იხელმძღვანელებთ, საბოლოოდ აღმოჩნდებით ბნელ ჩიხში, სადაც ბოროტად მოგეალერსებათ მდარე ხელოვნება. ეს შესაძლოა უხეშად ჟღერს, მაგრამ ასეა.

ჩემი გამოცდილებით ხალხს წესები არ უყვარს  და ნამდვილად არ სურთ მათი დაცვა. ისინი ყოველთვის ამბობენ ერთსა და იმავე გაცვეთილ ფრაზებს: ,,წესები იმისთვის არსებობს, რომ დაირღვეს“, ან ,,ვფიქრობ, კარგია ისწავლო წესები, მაგრამ შემდეგ იცოდე, როგორ დაარღვიო ისინი“.

სიტყვა ,,წესი“ ნიშნავს, რომ  რაღაცის საფუძველზე ის შეიძლება იყოს ნეგატიური. რას იტყვით, თუ ვეცდები წარმოგიდგინოთ ის, რაც არ არის წესი, რომელიც საჭიროებს დარღვევას? თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ჩარევა თქვენს ხელოვნებაში, ეს ცოდნის კანონია. თქვენი არჩევანი მარტივია.

მითი #1: ,,ის ქმნის მას ვიზუალურად სასიამოვნოს“

ამ მითის  სამხილებლად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდის ფოტოს ვიზუალურად სასიამოვნოს და მე გარწმუნებთ, ეს არ არის თქვენს საგანზე  შეთქმულება. იმისათვის, რომ თქვენი კომპოზიცია ვიზუალურად სასიამოვნო იყოს, გამოიყენეთ ხერხები, რომლებსაც მნახველი ნათლად აღიქვავს...ყურადღების გასაფანტი ელემენტების სწრაფად დაჭერის გარეშე, ან გამოიწვიეთ დაბნეულობა იერარქიის არარსებობით.

როგორ გავაკეთოთ ასე?

ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ როგორ აღიქვავს გონება ვიზუალურ სტიმულს. ამისათვის, გამოვიყენოთ Gestalt psychology _ის ხერხები, როგორიცაა ,,ფიგურა-ფონის ურთიერთქმედება“ (FGR), რათა საგანი უკანახედიდან ნათლად გამოვყოთ.


                  ჰენრი კარტიე-ბრესონის ფოტო, რომელიც გვიჩვენებს არაჩვეულებრივ FGR_ს.

ან ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ,,კანონის უწყვეტობა“, რაც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ობიექტების საშუალებით „არაბესკი“ შევქმნათ.


                       დეგას ნახატი, გვიჩვენებს არაბესკის.

ჩვენ  ასევე შეგვიძლიაგამოვიყენოთ ,,კონტრასტის უდიდესი არეა“ (GAC), რათა მნახველმა თვალები ძირითადი საგნისკენ მიმართოს.


   დევიდ ბელემერის ფოტო.

მითი #2: ,,უპირატესობები იყენებს მას“

დღეს ენი ლეიბოვიცი ნამდვილად პროფესიონალი და ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ფოტოგრაფია. მოდით ავიღოთ მისი ფოტოებიდან ერთ-ერთი და მესამედების კანონის ბადეზე განვათავსოთ, დავინახავთ იყენებს თუ არა იგი მას.


    ენი ლეიბოვიცის ფოტო.


    მესამედი კანონის ბადეზე.

ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორ შესანიშნავადაა განლაგებული ის მესამედი წესის ბადეზე. ჰმ, ვფიქრობ ის იყენებს მას. მაგრამ მოიცადეთ, როგორ უნდა ეპოზიორებინა მოდელები? როგორ უნდა შეექმნა ასეთი დიდებული კომპოზიცია მაშინ, როდესაც მხოლოდ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებით ვხელმძღვანელობთ? რა გავაკეთო შემდეგ? მე მაქვს რამოდენიმე მოდელი ბადეზე, მაგრამ ახლა რა ვქნა? როგორ მოვათავსო მათი მკლავები, ფეხები, კაბები და მზერა ამ ბადეზე?

წარმოგიდგენთ დინამიურ სიმეტრიას.


    აი ისიც - 2 დიაგონალი, 4 რეციპროკალი, ჰორიზონტალური და დიაგონალური      ხაზები.


   მართკუთხედი შესაძლოა დაიყოს უფრო პატარა მართკუთხედებად.

ენი იყენებს დინამიურ სიმეტრიას მოდელების სწორად განსათავსებლად. ეს ბადის სისტემისათვის უცნაური გამოხატვაა.



    ესაა სრულყოფილი ბადის სისტემა.

მარტივად რომ ვთქვათ, ბადის სიტემა გვეხმარება კომპოზიციის ორგანიზებაში. ფოტოში რიტმის და ერთიანობის შესაქმნელად შეგვიძლია გამოვიყენოთ დიაგონალური, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები. არ აქვს მნიშვნელობა ნახატია, ფოტო, თუ სკულპტურა, დინამიური სიმეტრიის გამოყენება ყველა მათგანში შეგვიძლია.


              ,,ლაოკონი და მისი ვაჟები“ არის ბერძნული სკულპტურა, რომელიც აიგო დინამიური სიმეტრიის გამოყენებით.

ჩვენ შეგვიძლია ამ სისტემაზე უფრო მეტი ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდით ნუ გადავუხვევთ თემიდან, ნათელი მოვფინოთ ამ წყალშემდგარ მესამედების წესს, რომელზე ფიქრითაც ტვინს გვირეცხავენ.

მითი #3: ,,თვალი მოძრაობს ფოტოს გარშემო“


    ტევის ლიფ გლოვერის ფოტო

Gestalt psychology_ის კიდევ ერთი  ხერხის შესწავლისას, სახელად ,, კანონის უწყვეტობა“ , ჩვენ აღმოვაჩენთ რამოდენიმე გზას მოძრაობის და ერთიანობის შესაქმნელად, რომელიც თვალს ამოგზაურებს ფოტოს გარშემო. ერთ-ერთი, ვიზუალურად ყველაზე სასიამოვნო, არის „არაბესკი“.


   ტევის ლიფ გლოვერის ფოტო

არაბესკი არის მრუდხაზიანი ელემენტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ხელოვნებაში ლამაზი და მასშტაბური მოძრაობის შესაქმნელად ფოტოსთან მიმართებაში.

ოსტატი მხატვრები თავიანთ საქმიანობაში მას ინტენსიურად იყენებდნენ.


   ვინსენტ ვან გოგის ნახატი გვიჩვენებს არაბესკის.

კიდევ ერთი ხერხი, რომელსაც მოძრაობის შესაქმნელად ვიყენებთ, არის Coincidence (დამთხვევა). იგი ურთიერთობების ზღვარის განმსაზღვრელია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ელემენტებს და შეუძლია შექმნას მოძრაობა ერთი მხრიდან მეორე მხარეს, მაღლიდან - დაბლა.

ტერმინი ,,წამყვანი ხაზების“ გაგონებისას, არ იფიქროთ, რომ ეს არის სივრცითი ხაზი. ის გატეხილი, დამალული და ჯადოსნური ეშმაკობაა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ გონებისათვის ნების დასართავად არ შეიმჩნიოს ხარვეზები.


             კარავაჯოს ნახატი გვიჩვენებს, როგორ მალავს ხაზებს ,,კანონის უწყვეტობით“.

ამ ფოტოზე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ურთიერთობების ზღვარი. ენი ლეიბოვიცი ქმნის მას მოდელების კიდურების გამოყენებით.


    ენი ლეიბოვიცი გვიჩვენებს „Coincidences

ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ის აგრეთვე და ვინჩის მონა ლიზაში და ბუგეროს ამ რთულ კომპოზიციაში.


    და ვინჩის და ბუგეროს ნახატები გვიჩვენებს „Coincidences.“

მითი #4: ,,იგი იღებს საგანს ცენტრის გარეთ“

პირველ რიგში ვინ თქვა რომ ჩარჩოს ცენტრი ასეთი ცუდია? რატომ გვაჯერებენ ამას?


    ტევის ლიფ გლოვერის ფოტო


   ტევის ლიფ გლოვერის ფოტო

არსებობს „Gestalt psychology“ - ის ხერხი სახელად ,,კანონის სიმეტრია“, რომლის მიხედვითაც ადამიანის გონება ყოველთვის ცდილობს იპოვოს ბალანსი ვიზუალურ სტიმულში. ასე რომ, თუ ჩვენ მესამედების კანონის თანახმად საგანს ცენტრის გარეთ განვათავსებთ, დაგვჭირდება კიდევ ერთი საგანი, რათა დავაბალანსოთ ფოტო. კიდევ ერთი საგნის გარეშე კომპოზიცია საშინელია.


          ტევის ლიფ გლოვერის ფოტო

არის ვერტიკალური ბალანსი (რომელსაც მე ვეძახი breathing room) და არის ჰორიზონტალური ბალანსი (რომელსაც ვეძახი gazing direction). ჩვენ უნდა გვესმოდეს, როგორ ვაკონტროლოთ თითოეული მათგანი წესის მიხედვით, რათა შეიქმნას სწორადდაბალანსებული კომპოზიცია.


   ბუგეროს ნახატი გვიჩვენებს სწორ ბალანსს მაღლიდან დაბლა.


    დეგას ნახატი გვიჩვენებს სწორ ბალანსს მარცხნიდან მარჯვნივ.

იხილეთ ფოტო, რომელიც შევქმენი მთავარი საგნით ცენტრში და ის სწორად დაბალანსებულია, რადგან ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბალანსი დაცულია.


           ამ ფოტოზე ტევის ლიფ გლოვერი გვიჩვენებს, როგორი სწორი ბალანსი შეიძლება იყოს მიღწეული მაღლიდან დაბლა და მარცხნიდან მარჯვნივ.

წლები დამჭირდა იმისათვის, რომ მესამედების წესით გამოწვეული ხარვეზები ჩემი კომპოზიციებიდან აღმომეფხვრა. მე ყოველთვის ვანაცვლებდი საგნებს ერთი მხრიდან მეორეზე ფოტოს გათვალისწინების გარეშე.


               ტევის ლიფ გლოვერის ფოტოები სანამ შეისწავლიდა დიზაინს და Gestalt psychology_ის ხერხებს.

მითი #5: ,,კარგად დაბალანსებული და საინტერესო გადაღების საფუძვლები“

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ,,სიმეტრიის კანონზე“, რომელიც მოიცავს ფოტოს სწორ ბალანსს, მაგრამ არ აგვიღნიშნავს, როგორ ბადებს მესამედების კანონი არასასურველ, უარყოფით სივრცეს. თუ ჩვენ განვათავსებთ საგანს ხაზების ერთ-ერთ გადაკვეთაში მისი გათვალისწინების გარეშე და კომპოზიციის მეორე მხარეს სხვა საგანი არ გვექნება, წარმოიქმნება უარყოფითი სივრცე, რომელიც ყურადღებას მთავარი საგნიდან შორს გადაიტანს.


              ფოტოგრაფი გვიჩვენებს, თუ როგორ ქმნის არასასურველ სივრცეს მესამედების წესი.

უარყოფითი სივრცე შეიძლება სათანადოდ გამოვიყენოთ იზოლირების და მარტოობის განცდის შესაქმნელად, თუმცა მისი გამოყენება დახვეწის გარეშე ახალბედას სვლა იქნება.


           გრეგორი კრიუდსონის ფოტო, იგი თავისი ამბის გასაძლიერებლად ნეგატიურ სივრცეს იყენებს.

მითი #6: ,,მშვენიერი დასაწყისია ახალბედებისათვის“

ჩემი საკუთარი გამოცდილებით, მესამედების კანონს მხოლოდ გზის ბოლოს, ჩიხთან მივყავართ. მე მასზე დასაწყისში, როგორც რევოლუციურ აღმოჩენაზე ისე ვფიქრობდი და ფოტოგრაფებთან, რომლებმაც მის გარეშე დაიწყეს, მისი ძალებით თავს ვიწონებდი.


მოგვიანებით, მე აღმოვჩნდი ფერდობზე და ვერ ვხვდებოდი, როგორ შემექნა კომპოზიცია სწორად, რადგან მესამედების წესით ვხელძღვანელობდი.



    დინამიური სიმეტრიის ბადეები ისეთი ადვილი გამოსაყენებელია, როგორც R.O.T.

თუ ახალბედა ხელოვანი მესამედების წესის ნაცვლად დინამიური სიმეტრიის ბადით დაიწყებს, შეძლებს დიაგონალების გამოყენებას მოგვიანებით, რომლებითაც შეეძლება რითმის შექმნა მოდელების პოზირებით. მის ხელთ არსებული დიაგონალები ოთხკუთხედების შიგნით ზღუდავს ბევრ მიმართულებას და უფრო ძლიერ კომპოზიციას ქმნის. იგი უკეთესია ვიდრე ველოსიპედის ბორბლის ღერძები. ამას ვეძახით ,,დიაპაზონს“.


   ბუგეროს ნახატი გვიჩვენებს, როგორ ქმნის იგი რიტმს მოდელის პოზაში, ბადე სისტემაზე დაყრდნობით.

მითი #7: ,,არტისტებმა რენესანსიდან, ან ბერძენმა ხელოვანებმა შექმნეს მესამედების კანონი“

მესამედების კანონი პირველად სმიტის წიგნში გამოჩნდა (1797წ) და თუ კარგად დააკვირდებით მის ნახატებს, დაინახავთ, რომ ის საერთოდ არ იყო ოსტატი.


და ვინჩი ალბათ საფლავში გადაბრუნდებოდა, ვინმესგან რომ მოესმინა, თითქოს იგი მესამედების კანონს იყენებდა. განათლება, სწავლა და პრაქტიკა, მან ყველაფერი ჩადო თავის კომპოზიციებში და ახლა ვიღაც აპირებს, რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაყაროს ისეთი უბრალო რაღაცით, როგორიც მესამედების კანონია?

არავითარ შემთხვევაში!

და ვინჩი სხვა ოსტატ ხელოვანებთან ერთად (იგულისხმებიან ბერძენი ხელოვანებიც) იყენებდა დინამიურ სიმეტრიას, ოქროს კვეთს და სხვა დიზაინის ხერხებს, როგორებიცაა :არაბესკი, დიაპაზონიხაზების გამოსხივება, ფიგურა-ფონის ურთიერთქმედება და ა.შ.


                  ბუგეროს ნახატი დიზაინის განსხვავებულ ხერხებს გვიჩვენებს.

მითი #8: ,,ადამიანის თვალი ბუნებრივად მიისწრაფვის წერტილების გადაკვეთაზე“


   ზოგადად განთავსებული ხის და ჰორიზონტის ხაზის ფოტო.

მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ კომპოზიცია იყოს ადვილი. მოათავსეთ მთავარი საგანი ხაზების გადაკვეთაზე და ბუმ, თქვენ ავტომატურად აკონტროლებთ მნახველის თვალებს. ასე სწრაფად ვერა! რას იტყვით იმაზე, რომ ჩვენ თავად ვადგენთ მაღალი კონტრასტის ადგილს?

როდესაც საგანს ვათავსებთ კონტრასტის ყველაზე კარგ ადგილას (GAC), პირველად იქ არ ვიყურებით...არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პოზიცია უკავია მას?


               ტევის ლიფ გლოვერი გვიჩვენებს GAC_ს და Counterpart_ს.

კიდევ ერთი რამ, რაც ჩვენს თვალს მიიზიდავს, არის ის, რასაც მე ვეძახი Edge Flicker_ს. ის გულისხმობს მაღალი კონტრასტის ელემენტებს ზღვართან ახლოს, რომელიც მაყურებლის ყურადღებას მშვენივრად იპყრობს.

შექმნათ კონტრასტის იერარქია და შეადგინოთ ზღვრები ყურადღების გაფანტვის გარეშე დაგეხმარებათ აკონტროლოთ დამთვარიელებლის თვალების მოძრაობა კომპოზიციის გარშემო.


    ვისტლერის ნახატი Edge Flicker_ის გარეშე და დაკორექტირებული.

მითი #9: ,,მესამედების კანონის მიხედვით, დაჭრა ფოტო გადაღების შემდეგ,  დიდებული გზაა მისი გადარჩენისათვის“

ცუდად შექმნილ და განათებულ ფოტოს ვერაფრით გადაარჩენთ. ეს იგივეა, დაიწყოთ ბოლოდან და ასე იმუშაოთ დასაწყისამდე.


    შეეცადეთ არ მოჭრათ. გადაიღეთ პირდაპირ სასურველი ადგილი, რათა შეინარჩუნოთ ძვირფასი პიქსელები.

ისწავლეთ კომპოზიცია, Gestalt psychology_ის ხერხები და გეცოდინებათ, რას ეძებთ, როგორ გადაჭრათ ვიზუალური პრობლემები და ეს ყველაფერი კამერით გააკეთეთ. მესამედების კანონს ნუ შესწირავთ ძვირფას პიქსელებს. თქვენი შემოქმედება უკეთესს იმსახურებს.

მითი #10: ,,ძალაუფლების ქულები, თუ ოქროს ქულები, შექმენით დაძაბული მდგომარეობა“

განვათავსოთ საგანი ისე, როგორც ეს მესამედების მითშია მოცემული,  როგორც უკვე ვისწავლეთსაერთოდ არ ქმნის დაძაბულობას.


              ტევის ლიფ გლოვერი გვიჩვენებს, რომ მოჭრას არ შეუძლია შექმნას დაძაბულობა.

თუ მიმოვიხილავთ Gestalt psychology_ის  ხერხს, სახელად ,,კანონის სიახლოვე“, მივხვდებით, როგორ შეიძლება შევქმნათ დაძაბულობა. სიქსტის კაპელას ჭერის მოხატულობის მსგავსად... ის ნათლად ერთიანია სიახლოვით, მაგრამ მეორეს მხრივ ვხედავთ ვიზუალურ დაძაბულობას, შექმნილს იმ ფაქტით, რომ ისინი თითქმის ეხებიან, თუმცა არა საკმაოდ. ეს არის მომენტი ზემოქმედებამდე.


   მიქელანჯელოს ნახატი

ან ეს ფოტო, სადაც კაცმა მომაკვდავ მეუღლემდე თითქმის მიაღწია. ეს მჭიდრო სიახლოვეა, რომელიც ქმნის დაძაბულობას.


    ტევის ლიფ გლოვერის ფოტო.

,,კანონის სიახლოვეს“ გათვალისწინებისას მანძილით შეიძლება ნეგატიური სივრცის შექმნა, რომელიც ამ ფოტოზე დაძაბულობას ქმნის ოთახში.


   გრეგორი კრიუდსონი იყენებს ნეგატიურ სივრცეს დაძაბულობის შესაქმნელად.

დასკვნა

იმისათვის, რომ თქვენი კომპოზიცია ნათლად ურთიერთობდეს მნახველთან და აღსანიშნავი იყოს, უამრავი ეშმაკობა და ხერხი არსებობს. დაივიწყეთ მესამედების კანონი. დატოვეთ იგი უკან და გაუხსენითგზაბადის დინამიურ სიმეტრიას, ის ხომ ასე ადვილი გამოსაყენებელია. თუმცა შეგიძლიათ დატოვოთ სხვა ვარიანტებიც, იმის მიხედვით, თუ როგორ პროგრესირებს თქვენი ხელოვნება.


   ტულუზ როტრეკის ნახატი.

თუ აღმოაჩენთ, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლოა, გთხოვთ, გაუზიაროთ მეგობრებს. დამეხმარეთ დავძლიო ეს საშინელი მესამედების წესი, მოვკლა და წარმოგიდგინოთ უკეთესი ხერხები, ვისაც ძლიერი კომპოზიცია გჭირდებათ.  ერთადერთ გზა, გახდეთ თქვენი ცოდნის ოსტატი, არის დაეუფლოთ ძლიერი კომპოზიციის ხელოვნებას.

ტევის ლიფ გლოვერი - ჰონულულუ, ჰავაი.




მთარგმნელი - ნინო კაპანაძე










































Related Posts Plugin for WordPress, Blogger...