Thursday, March 31, 2016

5 რჩევა, როგორ გადაიღოთ მოცეკვავეები პირველად

ალბერტ აიზენბერგი დაიბადა ჩერნოვცში, უკრაინაში და ამერიკაში ადრეულ ბავშვობაში ჩავიდა.


როგორც პორტრეტის, დოკუმენტალისტიკის და ცეკვის ფოტოგრაფი, საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა,  რამოდენიმე მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერ და საინტერესო კლიენტთან ემუშავა. მისთვის არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ისეთი ფოტოს გადაღება, რომელიც ერთ სრულ ამბავს გვიყვება.


,,როგორც პორტრეტის და ცეკვის ფოტოგრაფი, ბედნიერი ვიყავი მსოფლიოში საუკეთესო მოცეკვავეებთან ერთად მემუშავა, დირექტორების, სოლისტების და კორდებალეტის ჩათვლით. ამ პროცესში, ასეთი წარმოუდგენლად ნიჭიერი ხელოვანების გადაღების შესახებ მე ორი რამ ვისწავლე.

მოცეკვავეები თავიანთი თავის მიმართ ძალიან კრიტიკულები არიან, ასე რომ გეგმის კარგად შემუშავებაა საჭირო. თქვენ დროის გაფლანგვა არ უნდა გსურდეთ. უნდა იცოდეთ, რა გსურთ გადაღებისათვის და ამის შემდეგ დაიწყოთ.

მე პირველად ადგილმდებარეობას ვირჩევ და შემდეგ წარმოვიდგენ იმას, რისი გადაღებაც მსურს. მრავალ ადგილას, შესაძლოა მხოლოდ 10 წამი გქონდეთ ფოტოს გადასაღებად, სანამ გაგაძევებენ. მე მიყვარს მოძრაობის ყურება ადგილზე, თუმცა მირჩევნია ბუნებრიობა და ვფიქრობ, რომ ადგილი იყოს მეორეხარისხოვანი.

არასდროს იცით, რა შეგემთხვევათ გადაღების დროს, ასე რომ იყავით მოქნილი. მე მქონდა შემთხვევა, როცა პოლიციამ განათება ძირს დააგდო, სავიზიტო ბარათი არ წაიკითხა და მთხოვდა ნებართვას.

აქ რამოდენიმე რჩევაა თავმოყრილი, რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ ყველაზე კარგი პირველი ფოტოგადაღება მოცეკვავესთან.


1. აირჩიეთ მოცეკვავეები, რომლებიც გსურთ იყვნენ იქ.

საკმარისად იღბლიანი ვიყავი, მემუშავა საოცარი მოცეკვავეების ფართო არჩევანთან. უმეტეს შემთხვევაში მოცეკვავეები ჩემს ნამუშევრებს ნახავენ და მოუთმენელები და ენთუზიაზმით სავსეები ფოტოების შესაქმნელად მომმართავენ.

წასვლამდე მოვიფიქრებთ, რისი გადაღება გვსურს და როგორი ფოტოები გვინდა. ჩემი სამუშაოა შევუქმნა მათ კომფორტული გარემო და კამერის წინ ენერგია შევუნარჩუნო. ეს ყველაფერი ჩარჩოში აისახება.


2. წინასწარ შეამოწმეთ შერჩეული ადგილი.

გადაღებამდე რამოდენიმე დღით ადრე ადგილს ვზვერავ და გონებრივ შენიშვნებს ვაკეთებ. ზოგჯერ ვეძებ ქალაქის სახელგანთქმულ ადგილებს, ზოგჯერ მინდა ბუნებრივი შეგრძნება მეტი სიმწვანით.

განსხვავებული ადგილების გადაღება სახალისოა. აარჩიეთ გამორჩეული წერტილები: ეს თქვენს ფოტოებს პოპულარულს გახდის.


3. ესაუბრეთ გადაღების ობიექტს, რათა თავისუფლად იგრძნოს თავი.

ყოველთვის ვთანამშრომლობ მოცეკვავესთან. ყოველთვის ვსაუბრობთ, რა იმუშავებს უკეთესად და რა არის კომფორტული მისთვის. ეს გადაღების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ესაუბრეთ მათ ცხოვრების, მუსიკის შესახებ და კიდევ, რას ფიქრობენ, რას გააკეთებენ მომავალში. რაც უფრო მეტად კომფორტულად იგრძნობენ თავს თქვენთან, მით მეტად აისახება ეს ფოტოებზე.


4. დარწმუნდით რომ საჭირო აღჭურვილობა გაქვთ.

ადგილზე გადაღება სტუდიაში გადაღებისაგან ძალიან განსხვავდება; არ დაგჭირდებათ მთელი სტუდიის წაღება გარეთ.  კამერა, ლინზები, განათება და თქვენი თვალი!

ითამაშეთ განათებით. ეს ყველაფერია რაც გჭირდებათ.


5. გაერთეთ!

ზოგიერთისთვის ეს შეიძლება სისულელეა, მაგრამ რეალურად კრიტიკულია. გქონდეთ სწორი დამოკიდებულება, იყავით მოქნილი და პოზიტიური!  მოცეკვავეების გადაღება საოცარია, რადგან ისინი ყოველთვის სრულყოფილებისაკენ მიისწრაფიან. 




თარგმნა ნინო კაპანაძემ


დაბადების დღის ფოტო - ვიდეო სერვისი



ისევე როგორც სხვა ნებისმიერ მოვლენას (ქორწილი, ნათლობა  და ა.შ.) დაბადების დღესაც სჭირდება ფოტოსა თუ ვიდეოზე აღბეჭვდა. ამისათვის კი თქვენ პროფესიონალთა მომსახურება დაგჭირდებათ. ამ სტატიაში გაგაცნობთ რას გთავაზობთ იმ შემთხვევაში თუ თქვენს დაბადებისდღეზე სწორედ "უცხოგრაფს" დაპატიებთ.

ფოტო მომსახურება

დაბადების დღის წვეულების ფოტოზე აღბეჭვდა საღამოს განმავლობაში (3-4 საათი). ფოტოების რაოდენობა შეუზღუდავი. ფოტოების დამუშავება სრულად. ჩაბარების ვადა 2-3 კვირამდე. საფასური 200 ლარიდან, გააჩნია წვეულების ადგილს და სტუმრების რაოდენობას.






ვიდეო მომსახურება

დაბადების დღის საუკეთესო მომენტების (მილოცვები, ცეკვები, ტორტის გაჭრა, სურვილები) ვიდეო კოლაჟი. ხანგრძლივობა 7-10 წუთი. ვიდეოს ხარისხი FullHD. დამზადების ვადა 3-4 კვირა. საფასური 200 ლარიდან, დამოკიდებულია წვეულების ადგილსა და სტუმრების რაოდენობაზე.






Wednesday, March 30, 2016

რეპერობიდან უცხოგრაფობამდე


- თქვენ ძალიან მეცნობით . . .
- ალბათ ბანკიდან . . .
- კი, კი ბანკში შევხვედრილვართ - მოსაუბრე, რომელიც ჩემს პირდაპირ ზის ცდილობს გაიხსენოს კონკრეტულად სად შეხვედრია ხოსეს.

მეც უნებლიედ ვაკვირდები მას, ის გვერდით მიზის.

- თავს ნუ იწვალებ გახსენებაზე, მე იმდენ ბანკში ვმუშაობდი . . . - ხელს აიქნევს და იღიმის.

მე ის სიტყვები მახსენდება ერთ-ერთმა კლიენტმა რომ უთხრა გიოს (ხოსეს) ჩვენი გადაღებული ქორწილის ნავხისას: ესეთ მაგარ რაღაცეებს თუ აკეთებდი, ბანკში რას იკლავდი თავსო. :)

მარჯვნივ ხოსეა, მის გვერდით კეპკიანი მე ვარ










ფიქრებით ბანკის მიღმა, წლების წინ თითქოს სხვა ცხოვრებაში ვბრუნდები, რომელსაც რეპერობის წლები ერქვა.

ჰო, გიო მაშინ გავიცანი, არა ვიტყუები, მანამდე გავიცანი. ალბათ 5 კლასში ვიქნებოდი დედამ რომ გამაცნო სკოლაში, რომელსაც "დედაჩემის სკოლა" ერქვა. მე იქ არ დავდიოდი, გიო კი დედას საყვარელი მოსწავლე იყო - მიზეზი მარტივია, მათემატიკა უყვარდა და ძლიერიც იყო. პირველად ერთად განტოლებებზე და მათემატიკურ რაღაცეებზე მეხუთე კლასში  "გავრეპეთ". მერე იყო პირველკურსელობის რეპერობის ხანა და ამბიცია "შეგვეკრა" ჯგუფი. ეს ჯგუფის შეკრება როგორც ჩანს  ჩემი და ხოსეს "მძიმე ჯვარია".

17 წლისები ვიქნებოდით როცა პირველი სიმღერა თბილისში ვასიკო კევლიშვილს სტუდიაში ჩავწერეთ, რომელიც  სახლში ქონდა მოწყობილი. ჯგუფს სახელი უნდოდა და "ბაჯომ" "უცხო" დაირქვითო. უფრო ახალია და განსხვავებული თქვენი სტილიო. 2-3 სიმღერაში რომ პოპულარობა არ გვეწვია რაღაცნაირად დავიბენით და ხელი ჩავიქნიეთ.


ჯგუფი "უცხო": მარცხნივ - ხოსე, ცენტრში მე, მარჯნივ - გიორგი ფირანიშვილი









       

მახსოვს მეშვიდე სკოლის სტადიონზე როგორ შევხვდით მე და გიო და დავიშალეთ. მე
სახელი წამოვიღე, გიომ კი სიმღერა, რომელშიც მე არც მიმღერია, მგონი "აჰა! აჰას!" მეტი არაფერი მითქვამს. სწორედ აქედან დაიწყო სოლო გაუცხოება. მე უცხოდ დავიარებოდი, ის კი გვარიდან გამომდინარე - ხოსედ დარჩა.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა . . .

იყო დრო როცა გიო ჩემი სიმღერის ("ისტორია") მოსასმენად სახლიდან ლამის ყოველ დღე ვალერას კომპიუტერებში დადიოდა. აბა სახლში მაშინ კომპიუტერი დიდი იშვიათობა იყო, არც იუთუბი ვიცოდით და რადიოც არ მატრიალებდა. ჯერ სხვამ გაუშვას, ჯერ სხვამ და გავიდა ასე რეპერობის 4-5 წელი. მე რომ შევეშვი გიო სწორედ მაშინ აქტიურდებოდა. სიმართლე გითხრათ ხოსეს და "სექტორი 03" რეპებმა გადამატანინა საბერძნეთში თელავის ნოსტალგია. :)

მერე ხოსე ბანკ-ბანკ დაიარებოდა, მე ხან სად და ხან სად. ასე რეპერობით დაწყებული მეგობრობაც ლამის უბრალო ნაცნობობაში გადაგვეზარდა. რომ არა ის დღე, როცა გასაჭირში მყოფი სახლში მივადექი, ან ის მოვიყვანე ჩემთან - არ მახსოვს. შევხვდი და ვეუბნები: შენ უნდა იყო ჩემი ოპერატორი მეთქი. :) თავიდან ეგონა ვხუმრობდი, მაგრამ სახეზე რომ დამაკვირდა, ვფიქრობ ყველაფერი ზუსტად გაიგო. უყოყმანოდ დამთანხმდა, თუმცა კი გამაფრთხილა ჩემგან ბევრს ნუ მოელიო, მაგრამ მაინც იმაზე მეტი "დადო" პირველივე გადაღებაზე ვიდრე ორივეს ერთად წარმოგვედგინა. თუმცა ტექნიკასთან იმდენად მწყრალად იყო, პირველ გადაღებაზე რომ ბატარეა დაუჯდა, ისიც კი არ იცოდა საიდან უნდა გამოეცვალა.  ვააა ვიღებ ფოტოებს და მესმის გამწარებული ძახილი: უცხოოო . . . უცხოოო, მომხედე ბატარეა საიდან ჯდებაო . . .





მონტაჟიც ფორს მაჟორში ისწავლა და საერთოდ ყველაფერი, რაც დღეს როგორც უცხოგრაფის გუნდის წევრს გამოსდის. თავიდან დამონტაჟებული რომ შევუქე არ დამიჯერა, ახლაც ასეა  - მიყურებს და არ ჯერა. იმაზე რომ ერთ-ერთი უმაგრესი მემონტაჟე ხარ მთელ საქართველოში მეთქი, ხო საერთოდ სიცილით იკრუნჩხება. ამ ხუმრობა ხუმრობაში უკვე ერთ წლიან "უცხოგრაფიულ" მოღვაწეობასაც მივუკაკუნეთ. სწორედ შარშან ამ დროს შევთავაზე გვერდში დგომა, მაშინ ვერც ერთი ვერ ვიაზრებდით რომ ის რაც წლების წინ რეპერობით დაიწყო ახლა ახალი და უფრო საინტერესო საქმით გრძელდება, რომ გზა "უცხოდან" "უცხოგრაფობამდე" რაღაცნაირად უცხო, მაგრამ მართლაც საოცრად განსაკუთრებული ყოფილა.

არის ბლოგების და სტატიების სახეობა სადაც პირად ამბებზე არ საუბრობენ, მე კი ბლოგერობა 2011-ში სწორედ ამიტომ დავიწყე, რომ ჩემი პირადი ისტორიები მიმეტანა მკითხველამდე. ამ სტატიის მიზანიც უბრალო, მაგრამ შემოქმედებითი მეგობრობის ამბის თხრობა იყო.  მიმაჩნია რომ ფოტოგრაფია, მარტო კომერცია არაა, რომ ნებისმიერი ადამიანის  მიღმა იმალება ისტორიები, რომ მსგავსი ამბები რაც მე და ხოსეს გვაქვს, ხშირად უნდა ქვეყნდებოდეს, მოცლის ჟამს საკითხავ სტატიებად.

იმედია ძალიან არ მოგაწყინეთ და მოგაცდინეთ.

მომავალ ამბებამდე :*

უცხო და ხოსე



Tuesday, March 29, 2016

Saturday, March 26, 2016

Friday, March 25, 2016

Thursday, March 24, 2016

Monday, March 21, 2016

ჯგუფური ფოტოს ხელოვნება: 3 რჩევა და 3 იდეა

არდადეგები ფოტოების გადაღების ხელსაყრელი შემთხვევებითაა სავსე: ჩამოცვენილი ფოთლებიდან დაწყებული - გაყინული პეიზაჟებით დამთავრებული;  დღესასწაულების გარეთ აღნიშვნიდან დაწყებული -  ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სახლში ქეიფით დამთავრებული.

რომელია უკეთესი თვე ჯგუფური ფოტოს გადასაღებად?! 

თუ არ გაქვთ არანაირი აზრი რა არის საჭირო, არამხოლოდ ხალხის გადასაღებად, არამედ  განცდის დასაჭერად - რამოდენიმე ძირითად რჩევას და იდეას მოგაწვდით.


ეს სამი ძირითადი რჩევა და სამი სახალისო იდეა ჯგუფური ფოტოს ხელოვნების დაუფლებაში დაგეხმარებათ. 










3 ძირითადი რჩევა


არ იცი საიდან დაიწყო დიდებული ჯგუფური ფოტოს გადაღება? დიდებული ადგილი შთაგონებისათვის (და არ მომკლათ ამას რომ გეუბნებით... ეს სიმართლეა) არის კომერციული ფოტოგრაფია.

კარგმა კომერციულმა ფოტოგრაფებმა იციან როგორ გადაიღონ ყველაზე თბილი და ყველაზე ნამდვილი საზეიმო ჯგუფური სცენა ადამიანებისათვის მიმზიდველი ყალბი სიცილის გარეშე.







ფარული რიტმის პოზა

ფარული გადაღება ყოვლთვის ძალიან მაგარია. მაშინაც კი თუ ყველა პოზიორობს, იყოს ერთი ადამიანი, რომელიც ფარულად გადაიღებს მომენტებს, როდესაც მაგალითად, დეიდა სუზი ცდილობს გაერკვეს როგორ იმუშაოს კამერაზე და ჯგუფი ხუმრობს ფოტოებს შორის.

თუ სუფრასთან იღებთ, იარეთ მაგიდის გარშემო და გადაიღეთ ადამიანების ურთიერთობები და ნამდვილი გაღიმებული სახეები ჭამის, დალევის და მხიარულების დროს.



იზოლაცია, იზოლაცია, იზოლაცია

უძრავ ქონებაში არის ,, ადგილმდებარეობა, ადგილმდებარეობა, ადგილმდებარეობა“, უნიკალურ ფოტოგადაღებაში - ,,იზოლაცია, იზოლაცია, იზოლაცია“.  შესვენების დროს ჯგუფიდან რამოდენიმე ადამიანის განმარტოების გადაღებით  შესაძლოა, ნამდვილი პროფესიონალური ფოტოები გამოგივიდეთ.

ეს ძალიან კარგად გამოგივათ, როდესაც მათთან ერთად მიირთმევთ. დადგმული ფოტოები დაბალანსდება სცენის გარშემო განლაგებული ბუნებრივი მომენტებითა და პოზებით. ასეთ დროს გადაღებული კადრებით სახალისო მომენტები უნდა გაიზიარონ ადამიანებმა ფოტოზე და ფოტოგრაფმა, სხვამ არავინ.



დაიჭირეთ გრძნობები და არა ადამიანების ჯგუფი

ყველაზე მნიშვნელოვანი (და ალბათ დასაცავად ყველაზე ძნელი) რჩევა არის მისწრაფება, დავიჭიროთ ემოცია და არა მარტო ადამიანების ჯგუფი. თუ თქვენ მაგალითად, ფოტოს მადლიერების დღეზე გადაიღებთ, სცადეთ იგრძნოთ ოთახი და რეაგირდეთ მასზე.
თუ ჯგუფი ენერგიულია, ყველა ურთიერთქმედებს ერთსადაიმავე დროს და ხმამაღლა საუბრობენ, დაშორდით და გადაიღეთ.

თუ ჯგუფი უფრო ინტიმური, თბილი და მყუდროა უამრავი კმაყოფილი ღიმილით და გვერდითი საუბრებით,  ფოტოები თქვენც ასეთივე გახადეთ. მიუახლოვდით, გამოყავით უფრო მეტად ინდივიდუალურები და თუ აპირებთ ჯგუფი დასვათ, დასვით ისინი ისე, რომ იგრძნობოდეს - ყველა კომფორტულადაა.

3  სახალისო იდეა

ე.ი. თქვენ მიიღეთ რამოდენიმე ძირითადი რჩევა. მოდით ახლა ვიყოთ კრეატიულები! 


გადაიღეთ მაღლიდან

ეს ცოტა მეტად რთულია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო. თუ სახლს, სადაც წვეულებაა გამართული, მეორე სართული აქვს, რომელიც ისეა განთავსებული, რომ მაგიდას დაჰყურებს, იღბლიანი ხართ და აუცილებლად გადაიღეთ იქიდან, თუ არა - განიხილეთ დასადგმელ კიბეზე ასვლა.

ეს შესაძლოა ცოტა მტკივნეული აღმოჩნდეს, მაგრამ მაშინ როცა ყველა დანარჩენს სადილის შემდეგ გასაზიარებლად ტიპიური საზეიმო ჯგუფური ფოტო ექნება, თქვენი ფოტოს მსგავსი კი არავის!!!





მეტი კრეატივი

ძალიან მომწონს, რაც ამ ,,გმირმა“ კადრებმა გააკეთეს ამ კონკრეტული ფოტოსათვის. შემთხვევითი გართობა გადაღებულია განსხვავებული გზით, რომელიც ფოტოს გვერდით სწევს და ძალიან თანამედროვე შეგრძნებას აძლევს მას.

როგორც ზემოთ გირჩიეთ, ფარული გადაღება ძალიან კარგად ურთიერთქმედებს. თუ გადაიღებთ ფოტოს, როგორ იღებს ფოტოგრაფი ჯგუფურ სურათს (ან ემზადება გადასაღებად)  მსგავს კრეატიულ ეფექტს მოგცემთ.


სელფი თამაშზე მეტია

არ შეგეშინდეთ სელფის, რადგან ეს ნიშნავს გადაიღოთ თავად, ან გადაიღოთ ადამიანების ფოტო სელფის გადაღებისას. ასეთი სელფის გადაღებისას უბრალოდ დარწმუნდით, რომსწორად იღებთ.


ზემოთმოყვანილი ფოტოები პროფესიონალური კადრების მშვენიერი მაგალითებია, რომლებიც გვიჩვენებს სელფს გადაღების პროცესში, ან უკვე გადაღებულ სელფებს.

შენიშვნა: თუ ნამდვილი სელფის გადაღებას აპირებთ, გადადეთ თქვენი ტელეფონი გვერდით და გამოიყენეთ მაღალი ხარისხის კამერა. სმარტფონის კამერებს გრძელი გზა აქვთ განვლილი, მაგრამ მათი წინა კამერა ჯერ კიდევ საშინელია.

სულ ესაა!

თუ რაიმე შეკითხვა, ან რჩევა გაქვთ გთხოვთ, კომენტარების სახით გაგვიზიაროთ!

სტატია: https://iso.500px.com/the-art-of-a-great-group-photo-how-to-win-this-months-photo-quest/

თარგმნა ნინო კაპანაძემ.

Wednesday, March 16, 2016

10 დაწკაპუნება - რა უნდა გადაიღოთ კამერით ახლავე



1. 


გაანათეთ თქვენი ფოტოები.

,,წყნარი სიცოცხლის“ კადრების ხატოვნებისათვის ჩამავალი მზე გამოიყენეთ.


ჩვენ ხშირად ვნახულობთ ფოტოებს, რომლებზეც ადამიანებმა თითქოს მზემდე მიაღწიეს და იგი ხელისგულზე  უჭირავთ.  ოპტიკურ ილუზიაში ობიექტი უფრო ახლოს ჩანს, ვიდრე ის სინამდვილეშია. ნიკოლას კოსმასმა გადაწყვიტა ეს ხერხი ჩვენს ყოველდღიურობაში დაენერგა.

,,მზის ჩასვლა ფოტოგრაფიაში ზოგადი თემაა. მსურდა რაღაც განსხვავებული მომენტი დამეჭირა. ჩემი იდეა იყო გადამეღო ნათურა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მზე ჩადის, რათა წარმომედგინა საყოფაცხოვრებო განათების ჩართვა საღამოს. ნათურის სინათლე ყოფილიყო თვითონ მზე.

უახლოეს სანაპიროზე გავემართე და ნათურა ქვებზე განვათავსე, შემდეგ დავწექი და კამერა კენჭებზე დავდე, დარწმუნებული ვიყავი, რომ მზის ჩასვლა ჩარჩოს შიგნით გამოჩნდებოდა. 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ მზე  ზუსტად იქ დადგა, სადაც მინდოდა ყოფილიყო - ნათურის შიგნით, მავთულებთან. კამერა AP რეჟიმზე დავაყენე და ყველაზე ფართო დიაფრაგმა f/5.6 ავირჩიე, რათა ფოტოში ზედაპირული ფოკუსური სიღრმისათვის და სასიამოვნო ბლარისთვის მიმეღწია. ISO 100_მა მომცა ჩამკეტის სიჩქარე 1/500.

 Adobe Lightroom _ში ფოტო დავამუშავე და კენჭები გავანათე  Shadows setting-ის კორექტირებით და აგრეთვე ნათურის გარეთ ტემპერატურას ფერი შევუცვალე,  ზამთრის ნაპირის ცივი შემოგარენის წინააღმდეგ ცხელი ნათურის განცდა მივეცი.“

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : მზის ჩასვლა და ნათურა.

როგორ გადაიღოთ:  არსებობს რამოდენიმე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ გამოთვალოთ მზის ჩასვლის და ამოსვლის დრო, Suncalc.net  არის უფასო ვერსია, რომელიც საშუალებას მოგცემთ თვალი ადევნოთ მზის მოძრაობას.

ნიკოლას კოსმასი არის კარდიოლოგი საბერძნეთიდან. თავისუფალ დროს უყვარს პეიზაჟების, აბსტრაქციის და ილუზიის გადაღება.


2.

 დაამატეთ პორტრეტებს ჯადოსნური შეხება
წარმოგიდგენთ საპნის ბუშტებს ფოტოში, რათა ყოველდღიური სცენა შეცვალოთ.


ხანდახან იმისათვის, რომ ფოტო ნამდვილ ცხოვრებაში გადმოვიტანოთ, საჭიროა რაღაც პატარა, დამატებითი და ეს შესაძლოა, ასეთი მარტივი რაღაც იყოს. მარტა ბევაცკას ჭკვიანური იდეა მოუვიდა - დაემატებინა პორტრეტებისათვის  ინტერესის დამატებითი ელემენტი და მათთვის ახალი მოზღვავებული ენერგია მიეცა.

,,ეს ფოტო არის ნაწილი სერიის -,,დიდი ამბავი“, რომელზეც ახლა ვმუშაობ, ვცდილობ ყოველდღიური საგნების გამოყენებით ხელში ჩავიგდო ირეალური და ატმოსფერული სიტუაციები ყოველდღიურ ადგილებში და ყოველ ფოტოში იგრძნობოდეს, რომ მის უკან რაღაც ამბავი იმალება.

ეს კონკრეტული გადაღება პარიზის მეტროში მოხდა. მე ვთხოვე მოდელს, გამოეფრქვია იმდენი ბუშტი რამდენიც შეეძლო, შემდეგ თავი დაეწია და შეეხედა კამერისთვის, მაშინ როდესაც ბუშტები ირგვლივ დაფრინავდნენ.

 მეტროს სწრაფი მოძრაობა გამოწვევა აღმოჩნდა, ორივე ჩვენთაგანისთვის ადგილზე დგომა და ცენტრალური კომპოზიციის შენარჩუნება ძნელი იყო. სხვა მგზავრებისთვის ეს სახალისო აღმოჩნდა, გვიყურებდნენ და იცინოდნენ.

ფოტო გადაღებულია ჩემი ქენონით 5D MkII 50 მმ , დიაფრაგმა f/1.4 . მხოლოდ განათება გამოვიყენეთ მატარებლის კონტრასტულობისათვის. დამუშავების შემდეგ მოვარგე კონტრასტი,  უფრო მეტი მეწამული და ლურჯი ტონები დავამატე და გამოვიყენე cross-processing ხერხი, რათა მიმეცა დახვეწილი ვინტაჟური ელფერი“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : მოდელი, საპნის ბუშტები და სტანდარტული ლინზები.

როგორ გადაიღოთ:  როდესაც იღებთ ფართო დიაფრაგმით, როგორიცაა f/1.4, ფოკუსური სიღრმე ძალიან ზედაპირული იქნება, მიაღწიეთ ზუსტ ფოკუსს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი ბუშტი დაფრინავს ირგვლივ. სწორი ფოკუსირებისთვის გაასწორეთ ფოკუსი ცენტრალური AF წერტილის გამოყენებით სანამ ბუშტებს უშვებთ, შემდეგ ფოკუსის გასწორების ხელით მართვის რეჟიმზე გადართეთ და გადაიღეთ.

მარტა იტალიელი ფოტოგრაფია და ახლა პარიზში ცხოვრობს, მას 8 წლის გამოცდილება აქვს ფოტოგრაფიაში და უყვარს ვიზუალური ხელოვნების, პორტრეტების და მოდის გადაღება.


3.

მოძებნეთ გაყინული დეტალები
მიუახლოვდით, რათა ხელში ჩაიგდოთ ზამთრის აბსტრაქტები



არ დაუშვათ, რომ ზამთარში ყინვამ თქვენი ფოტოების გადაღებას ხელი შეუშალოს. ირგვლივ ჯერ კიდევ არსებობს უამრავი სახეობის დიდებული საგნები, როგორიცაა ადამ ბარტონის გაყინული გუბეები...

რა შთაგვაგონებს ფოტოს?

,,მე ვხელმძღვანელობდი დარტმორის ერთ-ერთი მაღალი მწვერვალის პეიზაჟის გადაღებას, როდესაც მივადექი ამ გაყინულ გუბეებს. თავდაპირველად გავჩერდი და ვიფიქრე გადამეღო ისინი, მაგრამ გადავწყვიტე გამეგრძლებინა გზა მწვერვალამდე. მალე მე მივხვდი, რომ განათება არ იყო კარგი პეიზაჟისათვის, ასე რო დავბრუნდი გუბეებთან.
ახლო ხედი ფოტოგრაფიაში ნამდვილად არ არის ჩემი საქმე და მას შემდეგ რაც ქენონი ნიკონით შევცვალე, არასოდეს ჩამინაცვლებია მაკრო ლინზები. ასე რომ რათა საკმაოდ ახლოს ვყოფილიყავი მივამაგრე 70-200მმ  ჩემს ნიკონ D800_ს  და დავამაგრე კამერა შტატივზე.

დავაყენე ISO 100, დიაფრაგმა F/14 და ჩამკეტის სიჩქარე 2 წამზე. გადავიღე დღის განათების თეთრი ბალანსით, რათა მეჩვენებინა გაუსაძლისი სიცივე და სიმშრალე.

დამუშავების პროცესი მინიმუმამდე დავიყვანე და ფოტო მხოლოდ Adobe Lightroom_ის  გამოყენებით გავწმინდე, რათა დეტალები ყინულზე ცხადი ყოფილიყო“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : ტელე-ფოტო ლინზები, შტატივი და გაყინული გუბე.

როგორ გადაიღოთ:  ტელეფოტო ლინზები საშუალებას მოგცემთ სწორად დააზუმოთ და შეავსოთ ჩარჩო. დაამაგრეთ კამერა შტატივზე და განათავსეთ გუბის მაღლა, კამერა მიმართეთ დაბლა. დარწმუნებული იყავით, რომ შტატივი არ გაცურდება ყინულზე.

 ადამ ბარტონი არის პროფესიონალი ლანდშაფტის ფოტოგრაფი დარტმურიდან. მას აქვს 13 წლიანი ფოტოგრაფიული გამოცდილება.

4.

გადაიღეთ მხატვრული ფოტოები სანაპიროზე
შეხედეთ ნიმუშებს და ფერს პეიზაჟზე , რათა შექმნათ შთამაგონებელი ფოტოები.




შესაძლოა თქვენ ამ გაზაფხულზე არ გეგმავთ სანაპიროზე წასვლას, მაგრამ რატომაც არა? იქ ჯერ კიდევ უამრავი რამაა გადასაღები და მიუხედავად ცივი ტემპერატურისა აღმოაჩენთ, რომ რამოდენიმე ადამიანი იქ მაინც იქნება. კრის შეფერდს უყვარს ფართო პეიზაჟების გადაღება, მაგრამ აღმოაჩინა, რომ პატარა დეტალები შესაძლოა უფრო დამაინტრიგებელი იყოს.

,, ხშირად ვხვდები სხვადასხვანაირ ქვებს, რომლებიც ზამთრის შტორმის ძალით ხის ნაჭრებს შორის არის მოქცეული. მე აღმოვაჩინე მათი აბსოლუტური მომხიბვლელობა! თითქმის შეუძლებელია მათი ამოღება, ასე რომ ის ზღვის ძალის მშვენიერი დემონსტრაციაა.

როგორც წესი, რაც შეიძლება ყველზე გრძელი ფოკუსური მანძილით ვმუშაობ და ჩემს ქენონ 5D MkII_ს AP რეჟიმზე ვაყენებ, f/8.  მიყვარს რაიმე უკანა ფონის შექმნა, რათა სანაპიროს დახვეწილის შთაბეჭდილება მიეცეს და თან ისე იყოს, რომ თვალი მთავარი საგნიდან შორს არ გაიქცეს.

თითოეული ფოტო სხვადსხვა სანაპიროზეა გადაღებული. დამუშავების პროცესი ძალიან რთული და ექსტრემალური არ არის, მაგრამ საჭიროა ინტენსივობის და კონტრასტის მორგება მასალაზე და ფერზე“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : საინტერესო დეტალები ქვებით და ცოცხალი ხედვა.

როგორ გადაიღოთ:  დაბალი კუთხით გადაღება ხანდახან სახიფათოა. გამოიყენეთ ცოცხალი ხედვა, ან flip-out screen. ეძებეთ ბუნებრივი ნამუშევრები, რომლებიც სავსეა ფერებით და სასიამოვნოა თვალისთვის. თუ ვერ შეძლებთ ასეთი რამის პოვნას, შეაგროვეთ ქვები და თავდ შექმენით!

კრის შეფერდს უყვარს ლანდშაფტების, ქუჩის ფოტოგრაფიის და არქიტექტურის გადაღება. იგი კომპიუტერის პროგრამისტია.


5.

 სიმარტოვე ზამთრის სერიებში -  გადაიღეთ გამორჩეული საგნები





თუ მოხვდით თოვლიან ადგილას, რატომ არ უნდა  ჩაიგდოთ ხელში კლასიკური შავ-თეთრი ფოტოები? მეტ ანდერსონი ამოსავალ წერტილად მარტოხელა ხეებს ირჩევს.

,,მე ყოვლდღე დაახლოებით 80-100 მილს გავდივარ მანქანით და ჩემს გარშემო რელიეფს ყურადღებას ვაქცევ. დროდადრო მე მხვდება ისეთი დამაინტრიგებელი საგნები, როგორიცაა ხეები, მე ვამოწმებ ხოლმე ტელეფონით ამინდს იმ ადგილას და როდესაც იგი საინტერესო პირობებს მთავაზობს ვბრუნდები კამერით და ფართო კუთხის ლინზებით.

ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დრო გადაღებისათვის, ზამთარია. მიყვარს სილამაზე, რომელიც თეთრ თოვლს მოაქვს, მას შეუძლია დაფაროს ლანდშაფტი საბნით, შექმნას მარტივი და ნათელი კომპოზიცია. ხეები თავიანთი ჩახლართული ნიშნებით და მუქი ტონებით სუფთა თეთრის წინააღმდეგ ბუნებრივ კონტრასტულ ელემენტებს ქმნიან.

ჩემთვის უმეტესი თოვლიანი სცენებისათვის დაბალი ფერის მიცემით ფოტო გარდაიქმნება და  გამოჩნდება, როგორც ბუნებრივად მორგებული. მიყვარს დახვეწილი ტონები“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : ფართოკუთხიანი ლინზები და ფოტოშოპი.

როგორ გადაიღოთ:  გახსენით თქვენს მიერ შერჩეული გამოსახულება ფოტოშოპში. მთავრ პანელზე შედით Image>Adjustments>Black & White. დიალოგის ფანჯარა გაიხსნება და გიჩვენებთ სხვადასხვა ფერებს. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ეფექტი და კონტრასტი, დააწკაპეთ ოკ, როდესაც კმაყოფილი იქნებით გარდაქმნით.


მეტ ანდერსონი არის პროფესიონალი ფოტოგრაფი ამერიკიდან, ვისკონსინიდან. მას თითქმის 20 წლის გამოცდილება აქვს და ძირითადად იღებს მოდას და კომერციას.



6.

 სრულად გარდაქმენით გამოსახულება

თქვენი ფოტოების გადამწყვეტი ცვლილებებისათვის გამოიყენეთ რედაქტირების პროგრამა



რედაქტირება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ რაღაც სრულიად განსხვავებული იმისაგან, რასაც შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ. ეილინ კინაჯიოღლუმ გადაწყვიტა სრულად შეეცვალა ჩვეულებრივი ფოთლის ფერები რათა შეექმნა ასეთი საყვარელი ფოტო.

,,მე ვსეირნობდი პარკში, ჩემს 5 წლის ბიჭ სიენთან ერთად. ის ძალიან დაინტერესდა ჩამოცვენილი ფოთლებით, მაგრამ უმეტესი მათგანი დამპალი და ძალიან ჭუჭყიანი იყო. რამოდენიმე ხნის შემდეგ სიენმა აიღო ეს კონკრეტული ფოთოლი და გამომიწოდა. ის სხვა ფოთლებთან შედარებით მეტად სუფთა იყო და მასში რაღაც განსაკუთრებული და დახვეწილი იგრძნობოდა.

გადავწყვიტე ამ ფოთოლისთვის ფოტო გადამეღო და ვთხოვე ჰაერში დაეჭირა. ფოტო ჩემი ნიკონ დ800-ით და 60მმ მაკრო ლინზებით გადავიღე. გამოვიყენე ISO 125, დიაფრაგმა f/3,5 და ჩამკეტის სიჩქარე 1/200.

მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომით ფოთლები ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელია, მსურდა ამ ფოთოლის ფერი შემეცვალა, რათა ფოტოსთვის დადებითი ენერგია მიმეცა. მე ყოველთვის ჩემი აიპედით ვარედაქტირებ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე გამოვიყენე უამრავი აპლიკაცია: Snapseed, Repix, Shift, Photoshop Express and Superimpose, ყველა - განსხვავებული რედაქტირებისათვის. ფერის ცვლილება გავაკეთე რეფიქსის გამოყენებით და რამოდენიმე სასიამოვნო საათი რედაქტირებაში გავატარე“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : პორტატული მოწყობილობა და რედაქტირების პროგრამა.

როგორ გადაიღოთ:  უმეტესი ჩვენგანი პერსონალურ კომპიუტერში, ან ლეპტოპში არედაქტირებს, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. უამრავი სახეობის რედაქტირების პროგრამებია ხელმისაწვდომი ისეთი პორტატული მოწყობილობებისათვის, როგორებიცაა აიპედები და პლანშეტები. ფოტოს რედაქტირება რამოდენიმე წამშია შესაძლებელი. ფოტოშოპის ექსპრეს აპლიკაცია უფასოა გადმოსაწერად და უამრავი სახეობის სენსორულ კორექტირებას გვთავაზობს, როგორიცაა მოჭრა, კონტრასტი, ექსპოზიცია და ჩრდილების კორექტირება და 20 განსხვავებული ფილტრიც აქვს დამატებით. დამატებითი პარამეტრების შეძენა შეგიძლიათ აპლიკაციაში.


ეილინ კინაჯიოღლუ არის გადამდგარი სტიუარდესა სტამბულიდან. ის 25 წელია იღებს ფოტოებს და ძალიან ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი.


7.

 მიიღეთ პროფესიონალის შედეგი ახლავე
პროფესიონალის აღჭურვილობის შესაძენად ბანკის გაძარცვის გარეშე



თუ ფიქრობთ, რომ ეს ფოტო ტონობით ძვირი ტექნიკით არის გადაღებული, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. გადაღებულია ტიმ ბერის მიერ. კამერის და შტატივის გარდა დამატებითი აღჭურვილობა მხოლოდ ლამპა და სოფთბოქსი იყო.

,,მინდა გიჩვენოთ ფერწერა სინათლის პროექტით, რომელიც სიბნელეში იქნა მიღწეული მინიმალური კომპლექტით და ბიუჯეტით - ჩემი აღჭურვილობა 20 ფუნტ სტერლინგზე ნაკლები ღირდა.

ჩემი  Canon 5D MkIII დამაგრებული იყო შტატივზე დაბალი კუთხის პოზიციაზე, რათა მანქანა გამოკვეთილი ყოფილიყო. ISO 100, დიაფრაგმა f/8 და ჩამკეტის სიჩქარე 30წმ. ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ მე დავდიოდი მანქანის გარშემო, ვანათებდი ლამპას სოფთბოქსის მეშვეობით და დარწმუნებული ვიყავი, რომ კამერის წინ არ გავივლიდი. მხოლოდ რამოდენიმე ცდა დამჭირდა სასურველი შედეგის მისაღწევად. დამუშავების დროს ოდნავ შევცვალე ფერი და გამოვიყენე BurnTool ფოტოს ქვედა ნაწილის გასამუქებლად“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : ლამპა და სოფთბოქსი და შტატივი.

როგორ გადაიღოთ:  თუ სოფთბოქსი არ გაქვთ, მოაჭერით ყველაზე გრძელი მხარე ფეხსაცმელების ყუთს და გადააკარით რაიმე ბრჭყვიალა მასალა. 


8.

 დაიჭირეთ მხიარული მომენტები - 
გადაიღეთ შინაური ცხოველები, თამაშის დროს



შესაძლოა ყოველთვის ადამიანი მოდელები არ გყავდეთ, ასე რომ შეხედეთ თქვენს ცხოველებს, თუ არიან მზად გამოწვევისათვის. ლარა ზანარინის მხიარული კატა დამალვის და პოვნის პოზაში სრულყოფილია...

,,ერთ ზამთრის შუადღეს გადავწყვიტე გავსულიყავი ბაღში. ჩემი კატა - მიკეტა, ყოველთვის ყველგან დამყვება და გადავწყვიტე მეცადა მისი ჩართვა ჩემს ფოტო პროექტში, რაც გამოიხატა ძველ ჩემოდანში სხვადასხვა სიტუაციაში ყოფნით. ძნელი იყო წოლა იატაკზე და კამერის დონის შენარჩუნება. რადგან ნაშუადღევს სინათლე ცოტა დაბალია, გამოვიყენე ISO 6400. გადავიღე 50-500 მმ ლინზებით, რათა გადაღება ყოფილიყო შორიდან და არ შემეშალა ხელი მისთვის“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : ტელე-ფოტო ლინზები და ცხოველი.

როგორ გადაიღოთ:  უყურეთ და დააკვირდით, როგორ ურთიერთქმედებს ცხოველი სხვადასხვა საგნებთან. გამოიყენეთ ტელეფოტო ლინზები, რათა გადაიღოთ ისე, რომ არ გამოიწვიოთ განგაში თქვენი იქ ყოფნით და არ გადაიტანონ ყურადღება მთავარი საგნიდან.


9.

 ამოიღეთ ქალაქის პეიზაჟიდან ყურადღების გადამტანი საგნები
გადაიღეთ burst mode და შეუერთეთ ფოტოები ნაკლებად ურბანულ ალიაქოთს



მაშინ, როდესაც ყოველთვის საუკეთესოა მიაღწიოთ იმდენს, რამდენიც თქვენს კამერას შეუძლია, ხშირად საჭიროა ცოტა დამუშავება , რათა ფოტო გამოვიდეს ისეთი, როგორსაც ითვალისწინებდით. მერლინ კაფკა ფოტოებს უთავსებს ერთმანეთს რათა შექმნას გასაოცარი ურბანული სცენები.

,,მე ეს ყვითელი ტაქსის ფოტო გადავიღე ტაიპეიში, ბოლო მოგზაურობის დროს ტაივანში. იმისათვის, რომ ტაქსი ზუსტად ცენტრში დამეჭირა, გადავიღე რამოდენიმე კადრი ნიკონ დ610ის უწყვეტი გადაღების რეჟიმის საშუალებით. ფოტოშოპში ფრთხილად დავდე ფენებად 4 ფოტო და დავმალე სხვა ყურადღების გადამტანი საგნები, როგორებიცაა სხვა მანქანები და ფეხით მოსიარულეები.

საბოლოო, ფერის კორექტირება ადობი ლაითრუმში გავაკეთე, მეტი აქცენტი ყვითელ ტაქსზე მოვახდინე“.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : უწყვეტი გადაღების სიჩქარე.

როგორ გადაიღოთ:  დააყენეთ კამერა უწყვეტი გადაღების რეჟიმზე, ეს საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ წამში რამდენიმე კადრი. მერლინის ნიკონ დ610ს აქვს 6 კადრი წამში. ამ რეჟიმის დაყენებით საშუალება გეძლევათ გადაიღოთ მრავალჯერადი გამოსახულებები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.  გადაღების დროს მტკიცედ და ერთ პოზიციაზე იდექით.


10

 გადაიღეთ სცენა - 
დაიჭირეთ უფრო მეტი, ვიდრე მოდელი


როდესაც სტუდიის გარეთ მოდელთან ერთად მუშაობთ ადგილმდებარეობა ხდება ფონი. რუსლან ისინევმა ეს ბუნებრივი ფოტო განსაცვიფრებელი შენობის გამო გადაიღო. ,,ეს იყო თავის გამოჩენის მომენტი. ჩემთვის შემთხვევით გადაღებული ფოტოები ყოველთვის კარგად მუშაობს. გამოვიყენე ნიკონი D7100, 28მმ ლინზებით, f/1,8; ჩამკეტის სიჩქარე 1/640წმ  დიაფრაგმა F/2,2, ISO 200.

ასეთი ფოტოს გადასაღებად დაგჭირდებათ : სტანდარტული ლინზები, მოდელი და საინტერესო ადგილმდებარეობა.

როგორ გადაიღოთ:  ყველაფერი რაც ჩარჩოშია ამბის ნაწილი ხდება, ასე რომ გაითვალისწინეთ რა არის თქვენს გარშემო.  შეხედეთ საინტერესოდ არქიტექტურას, ან ფოთლებს, რაც შეიძლება თქვენი სამუშაოს ფონი აღმოჩნდეს.


Practical Photography - February 2016

მთარგმნელი - ნინო კაპანაძე

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...