Monday, April 25, 2016

Thursday, April 21, 2016

Wednesday, April 13, 2016

Saturday, April 2, 2016

უცხოგრაფის საგაზაფხულო აქცია დასრულდა

აქციების გაკეთება ჩემი სისუსტეა. . .

რომ მეცალოს ალბათ ყოველკვირა აქცია მექნებოდა. თუმცა გასულ თვეს მაინც შევძელი და ერთი აქცია #გააზიარეუცხოგრაფი "დავქოქე". აქციის მთავარი იდეა იყო ამ ბლოგიდან სტატიების გაზიარება და ფართოდ გავრცელება. ყველას ვინც 13 მარტიდან 23 მარტამდე დღეში ერთ სტატიას გააზიარებდა, 26-ში აქციაზე ველოდებოდი.

თავიდან ეს ყველაფერი ზოგს ხუმრობა ეგონა, ზოგმა კი პირადადაც მომწერა და ჩემგან  დასტური აიღო რომ ფოტოებს ნამდვილად გადავუღებდი. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც უთქმელად გააზიარეს. მოკლედ აქციაში 25-მდე ადამიანი ჩაერთო. საბოლოოდ კი 26-ში გადაღებაზე 11 მათგანი მოვიდა. მიუხედავად მარტის სახასიათო არეული ამინდისა (ხან წვიმდა, ხან კი მზე გამოდიდოდა) თითოეულ მათგანს 10-15 წუთამდე დავუთმე და ფოტოებიც ვფიქრობ კარგი გამოგვივიდა.

შეფასება თქვენთვის მომინდია.  .  .

აქცია რომ დასრულდა ბევრმა სინანულით მკითხა კიდევ როდის იქნებოდა შემდეგი აქცია, ამიტომ გადავწყვიტე ხალხი დიდხანს არ ვალოდინო და აპრილის პირველივე კვირაში ახალი აქცია დავაანონსო. ასე რომ თუ ჩემს ობიექტივში მოხვედრა გსურთ, ყურადღებით ადევნეთ თვალი უცხოგრაფის ბლოგს ;)

მომავალ სტატიამდე :*









































































Related Posts Plugin for WordPress, Blogger...