Tuesday, May 31, 2016

Thursday, May 12, 2016

"ჩვენ ვირჩევთ ევროპას" - აქცია-კონცერტი გორში







- "ჩვენ ვირჩევთ ევროპას"!
- "ტოტალიტარიზმი კლავს"!

ამ მესიჯებით გორში 9 მაისს ახალ ბაღში აქცია-კონცერტი გაიმართა. აქცია გორის "ნიმდის" სკოლის ოთხი კურსდამთავრებულის მიერ იყო ორგანიზებული და მეც, როგორც ძველი ნიმდელი აქციას სიამოვნებით შევუერთდი.

გორში მეორედ ვიყავი.

ჩემი პირველი ვიზიტი სამხედრო ფორმითა და "კალაშნიკოვით" ხელში 2008 წლის 9 აგვისტოს შედგა, ამიტომ თქვენის ნებართვით საერთოდ არ გავიხსენებ "რეზერვისტული გმირობების" ამბებს და უშუალოდ აქციის შესახებ მოგახსენებთ.

მომეწონა ის რომ აქცია კარგად იყო დაანონსებული, მეც ფეისბუქის მეშვეობით შევიტყე და კონცერტის "ლაინაფს" რომ გადავხედე, თავიდანვე მოვინუსხე. სწორად იყო აქციის ადგილიც შერჩეული.

საღამოს 19:00 საათიდან ბევრმა ხალხმა იწყო მოსვლა. ძირითადად ახალგარზდები მოდიოდნენ. კონცერტის დასაწყისიდანვე საინტერესო მესიჯები გახმოვანდა. აქცია ერთგვარ კონტრაქციას წარმოადგენდა იმ ღონისძიების, რასაც ყოველ წელს სტალინის და რუსეთის მომხრეები მართავენ ხოლმე გორში.

კონცერტი დაიწყო და სულ მალე მივხვდი რომ "გორი მართლაც არაა წითელი". ჯგუფებმა: "კამუდოსი", "Loudspeakers", "Vanilla Cage" და "დაგდაგანმა" ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. პარკში მოსეირნე მიმოფანტული ხალხი უცბად შეკრიბეს სცენასთან და მართლაც კარგი ლაივები "მისცეს". განსაკუთრებით ბოლო ორმა ჯგუფმა. ნუ "დაგდაგანის" გამოსვლაზე ხომ საერთოდ ფურორი მოხდა. სიმართლე გითხრათ გორში თელავიდან მეც სწორედ მათ მოსასმენად წავედი. ორი-სამი სიმღერის შემდეგ სცენას იმდენი ხალხი მიაწყდა, პოლიციის კორდონის მობილიზება გახდა საჭირო, ახალგაზრდები ლამის პირდაპირ სცენაზე ასულიყვნენ და იქ გამოეხატათ ემოციები.

მთლიანობაში აქცია 2 თუ 3 საათს გაგრძელდა და საკმაოდ კარგი მუხტი დატოვა. ვფიქრობ ასეთი კონცერტები არამხოლოდ გორს, არამედ სხვა ქალაქებსაც, თუნდაც თელავს არ აწყენდა. იმედია, ორგანიზატორები კიდევ ბევრ საინტერესო აქციას შემოგვთავაზებენ, წარმატებები მინდა ვუსურვო მათ და ყველას ვინც თვლის რომ "ტოტალიტარიზმი კლავს!" და ვინც "ირჩევს ევროპას", თანაც მართლა! :*

<3

 




























































ავტორი: გიო ბეჟანიშვილი






Tuesday, May 10, 2016

მსოფლიო რბენა 2016



"მსოფლიო რბენა - Wings for Life" უკვე მესამედ ჩატარდა.

ღონისძიებას კვლავ კახეთმა და ლოპოტის ხეობამ უმასპინძლა. ამინდი ისევ შეუდარებელი იყო. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ამინდი სეტყვის საწინააღმდეგო "გრადების" დამსხურებაა, რადგან ამ დღეს ყოველთვის სულ კარგი ამინდია. თან რბენის პარალელურად წელს თელავში ძალიან ძლიერ იწვიმა , სავარაუდოდ ის ღრუბლები , რომელთაც აქ უნდა ეწვიმათ თელავისკენ გადადევნეს. ასეა თუ ისე ჩემს სინოპტიკოსურ - შერლოკურ ეჭვებს ისევ ჩემთვის დავიტოვებ და უშუალოდ ღონისძიებაზე მოგახსენებთ.

მომეწონა ის რომ როგორც ყოველთვის გასართობი მოედნები კარგად იყო მოწყობილი. მომეწონა სცენა და დიჯეი, რომელმაც ისეთი მაგარი სეტი დაუკრა რომ კამერა საერთოდ დავდე და ერთი საათი ბალახზე წამოგორებული ვუსმენდი.

მომეწონა ის რომ წელს 5000 ადამიანი იყო დარეგისტრირებული ანუ ყველაზე მეტი.

არ მომეწონა ის რომ სტარტის ხაზთან იყო არეულობა. არ ვიცი ვინ ან რატომ გადაწყვიტა შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სტარტის ხაზის წინ, მაგრამ ფაქტია რომ ეს ცუდად გამოუვიდათ. ანუ ნაწილი შეძვრა და ნაწილი კი ვინც ჩემნაირად იდგა და თავაზიანად ითხოვდა შესვლას, გარეთ დატოვეს. ზუსტად იგივე აკრედიტაციით იყვნენ სხვა ფოტოგრაფებიც და მედიის წარმომაადგენლები რაც მე მქონდა, მაგრამ ფაქტია რომ მე არ შემიშვეს. კითხვაზე - მაშ ისინი იქ რატომ არიან, პასუხი ასეთი იყო, ისინიც არ უნდა იყვნენ, გამოვიყვანთ ახლავე. მთლიანობაში სტარტის ხაზი საკმაოდ გაუმართავი იყო.

მომეწონა ორიგინალური ხელის თხოვნა, როდესაც ერთმა მონაწილემ მეორეს პირდაპირ ეთერში სთხოვა ხელი, თუმცა უადგილო ადგილას გადატყორცნილი "მედია ზონის" გამო, ვერ გადავიღე.

წელს გასულ წლებთან შედარებით მედიის წარმომადგენლები პიკაპებით გადაღების დროს უფრო შორს წაგვიყვანეს, თუმცა ბოლომდე არა, გამარჯვებულების გადაღების ექსკლუზივი აშკარად მათ ფოტოგრაფს ეკუთვნის მხოლოდ.

ნორმალური იყო კონცერტი, თუმცა ჩემი აზრით სცენის წინ წამოწოლილი და დაღლილი მონაწილეები, სულ სხვა მუსიკალურ განწყობაზე იყვნენ, ვიდრე როკის მოსმენა იყო, დასასრულს "მწვანე ოთახმა" მართლაც კარგი სეტი დაუკრა და ხალხიც ცოტა აცეკვდა. თუმცა გასულ წლებში უფრო კაი ლაივები იყო ჩემი პერსონალური შეფასებით, მახსოვს "ყველაზე" ბლომად ხალხი ცეკვავდა.

ივენთი შეღამებისას დასრულდა, სიმართლე გითხრათ ფოტოებზე თავი დიდად არ მომიკვლია. მითუფრო დაჯილდოვების ცერემონიალი არ გადამიღია. დანარჩენი კი იხილეთ ქვემოთ. ;)

















































Friday, May 6, 2016

სამაისო აქცია - შეაფასე უცხოგრაფი

გამარჯობა აქციები რომ ჩემი სისუსტეა ალბათ ყველას მოეხსენება, მარტის აქციამ #გააზიარეუცხოგრაფი შესანიშნავად ჩაიარა და მაშინვე გადაღების პროცესში გაჩნდა იდეა/მოთხოვნა შემდეგი აქციის შესახებ, რომელიც აპრილის თვეში ვერ შევძელი. თუმცა მინდა დანაპირები აქცია მაისში განვახორციელოთ ერთად, მაშ ასე ახალი აქცია:

#შეაფასეუცხოგრაფი

აქციის ფორმა:

აქციაში ჩართვისათვის საჭიროა, უცხოგრაფის ფეისბუქის გვერდზე დატოვოთ რევიუ ანუ შეფასება. შეფასების დაწერა მარტივია და შეგიძლიათ იხილოთ  ვიდეო გაკვეთილი აქ.

აქციის მიზანი:

აქციის მიზანია მივიღო და მოვისმინო შეფასებები თქვენგან. ზოგადად ადრე სტატიაც მქონდა რევიუს შესახებ. მიუხედავად მოწონებებისა და გაზიარებისა, სამწუხაროდ ნაკლებად ვიცით გვერდზე შეფასებების დატოვება. ეს აქცია ამ კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციისკენაა მიმართული.

აქციის მონაწილეები და გამარჯვებულები:

აქციაში მონაწილეობა შეუძლია ფეისბუქის ნებისმიერ მომხმარებელს. შეფასებებში თავისუფლები ხართ. თუმცა გამარჯვებისთვის შემდეგი კრიტერიუმები დაგეხმარებათ:

შეფასება უნდა იყოს:

ა) გულწრფელი, თავისუფალი ყოველგვარი პირფერობისაგან.
ბ) ორიგინალური
დ) მოკლე და ლაკონური.

სულ აქციის დასასრულს გამოვლინდება 5 გამარჯვებული.

აქციის თარიღები და პრიზები: 

აქცია მოქმედებაში შედის 6 მაისიდან და შეფასებები გვერდზე მიიღება ერთი კვირის მანძილზე - ანუ 13 მაისამდე. 14 მაისს გამარჯვებულებს დავუკავშირდებით და უფასო ფოტოსესიაზე დავიბარებთ 15 მაისს. ფოტოსესია გაიმართება თელავში ცენტრსა და პარკ ნადიკვარზე. გამარჯვებულებს დაეთმობათ ნახევარი საათი ფოტოსესიისთვის. გადაღებული ფოტოები დამუშავდება და მეილით გადეგზავნებათ გამარჯვებულ პირებს.

აქციის დამატებითი დეტალები:

მათ ვისაც უკვე დაწერილი აქვს რევიუ, შეუძლია ძველი შეფასება წაშალოს და ის ახლიდან დაწეროს გვერდზე. აქციაში მხოლოდ ახალი შეფასებები მიიღება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით ფეისბუქის გვერდზე.

წარმატებები, მომავალ შეხვედრამდე :*



Thursday, May 5, 2016

ინდივიდუალური ფოტოსესია - ლალინა #2


მე და ლალინამ თანამშრომლობა გასულ წელს დავიწყეთ, ერთი საკმაოდ საინტერესო ფოტოსესიის შემდეგ, წელს მეორეც გადავიღეთ. ლალინა ფოტოებს თავის ბიზნეს საქმიანობაში იყენებს. ეს ის ადამიანია ვინც იცის კარგი და ხარისხიანი ფოტოს ფასი და გამოყენება სოციალურ მედიაში. სესიის გადაღება ორ სხვადასხვა დღეს მიმდინარეობდა, შეფასებები კი თქვენთვის მოგვინდია.
























Related Posts Plugin for WordPress, Blogger...