Wednesday, September 28, 2016

ბლოგერის ვაკანსია "უცხოგრაფში"





გამარჯობა!

როგორც მოგეხსენებათ დღეს ციფრულ სამყაროს და სოციალურ მედიას დიდი ყურადღება და დრო სჭირდება.

ნებისმიერი თანამედროვე ბიზნესი თუ ორგანიზაცია, ნაწილობრივ სწორედ სოციალურ მედიაზეა დაყრდნობილი. დღევანდელი ვებ საიტები იძლევა წარმოუდგენელ საშუალებებს ჩვენი იდეებისა თუ ნამუშევრების ფართო გავრცელებისათვის. თუმცა რაც მეტი ვებ გვერდია, მით უფრო მეტ დროს მოითხოვს მათი მართვა.

ვაცხადებთ უცხოგრაფის ბლოგისთვის განაცხდების მიღებას ბლოგერის ვაკანტურ ადგილზე.

ძირითადი მოთხოვნები:

* კომპიუტერული უნარ ჩვევები;
* ინგლისურის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* მაღალი მოტივაცია
* კომუნიკაბელურობა
* პასუხისმგებლობის გრძნობა
* გუნდური მუშაობის უნარი



სასურველია თუ კვირაში ერთხელ მოამზადებს და დადებს ერთ ან ორ სტატიას. სტატიის შერჩევა მოხდება ერთობლივად. შერჩეულ სტატიას მიეთითება მისი სახელი და გვარი, როგორც მთარგმნელის და ბლოგერის. სტატიის თარგმნა შესაძლებელია ინტერნეტით, ანუ შერჩეული კანდიდატის გეოგრაფიულ მდებარეობას და საცხოვრებელ არეალს ჩვენთვის მნიშვენლობა არ აქვს.

გაითვალისწინეთ - ეს სამუშაო მოხალისეობრივია და მასზე ანაზღაურება არ არის გამოყოფილი.


თუმცა შერჩეულ კანდიდატს ჩვენის მხვრივ ვპირდებით:

ა) ის იქნება ერთ-ერთი აქტიური და პერსპექტიული სტუდიის და ბლოგის გუნდის წევრი.

ბ) ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიდან, რომელიც მომავალში შეეხება ბლოგს (შიდა რეკლამა, პროექტის შექმნა და გაყიდვა და ა.შ.) მიიღებს ფულად შემოსავალს.

გ) გავუწევთ რეკომენდაციას ნებისმიერ ადგილას, როგორც ბლოგერს და ჩვენი გუნდის წევრს.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ :

ა) ელექტრონულ ფოსტაზე: utskhography@gmail.com
ბ) ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 მარტი.

თუ თვლით, რომ ეს სათქვენო საქმე არაა, ან დრო არ გეყოფათ, რომ ჩემთან ერთად აწარმოვოთ ბლოგი, გაუზიარეთ ეს სტატია მას ვინც შეიძლება დაინტერესდეს და მომავალში ჩვენი თანაბლოგერი გახდეს ;)

პ.ს. ორიოდ სიტყვა ჩვენს ბლოგზე:

ბლოგმა ფუნქციონირება 2014 წლის მაისიდან დაიწყო.
ამჟამად ბლოგზე 300-ზე მეტი სტატიაა ფოტოგრაფიაზე.
ბლოგის მომზადებაზე მუშაობს გუნდი 3 ბლოგერის შემადგენლობით.

მადლობა ყურადღებისთვის! <3



Sunday, September 25, 2016

Norwegian photo diary / უცხოს ნორვეგიული დღიური


ნორვეგიაში რომ ვიყავი მგონი მთელმა თელავმა და კახეთმა გაიგო, თუმცა რა მიზნით ვიყავი არ მითქვამს. გადავწყვიტე ფოტოების ატვირთვასთან ერთად მცირე კომენტარიც დამერთო. პროექტი რომელსაც "Tell a Different Story" ერქვა საქართველოსა და ნორვეგიაში მიმდინარეობდა. პროექტში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ერთ დღესაც უჩამ დამირეკა "დრონიდან" და შემომთავაზა ჩართვა. თავიდან გამიკვირდა, რადგან უჩა მხოლოდ ერთხელ "უდაბნოს ფესტივალზე" მყავდა ნანახი და შეიძლება აითქვას არც კი ვიცნობდი. თუმცა თავისთავად ძალიან გამიხარდა, საქართველოდან პროექტში მხოლოდ 5 მონაწილე ვიყავით და ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხუთეულში მოხვედრა. 

პროექტის პირველი ფაზა საქართველოში, მისაქციელში ჩატარდა. მეორე კი ნორვეგიაში, გრონდალენში. პროექტის მიზანი იყო ფოტოგრაფების და სამოქალაქო აქტივისტების გააქტიურება და გაცნობა. პროექტი საბოლოოდ გამოფენით დავასრულეთ, რომელიც ნორვეგიის ქალაქ ტრისილში გაიმართა. 

ნორვეგიაში ყოფნის მთელი 10 დღე პროექტის შესახებ ვიდეოს მომზადებას დავუთმე, რომელიც სულ მალე იხილავს დღის სინათლეს. ამიტომ ფოტოები თითქმის არ გადამიღია, თუმცა მაინც მინდა შემოგთავაზოთ ჩემი თვალით დანახული: სტამბული, გრონდალენ - ტრისილი და ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო, სადაც თითქმის ორი დღე გავატარეთ.

ნორვეგია საოცრად ლამაზი ქვეყანაა, სუფთა და მოვლილი. ყველაფერი სიმწვანეშია ჩაფლული და ვერსად ნახავთ დიდ ბეტონის "მონსტრებს", რომლის ბუმიც სამწუხაროდ საქართველოშია. მოკლედ საოცნებო ქვეყანაა, რომ არა ერთი მცირე პრობლემა. ამ პრობლემას ჩემზე უკეთ ეს ფრაზა ახსნის, რომელიც ოსლოს ჰოსტელის ტუალეტის კარზე ეწერა - "I love Oslo, but my Bank account hates it . . ." 

:D

სულ ეს იყო, ისიამოვნეთ ფოტოებით ;)


Istambul / სტამბული 

                                  





























Grondalen / Trysil /გრონდალენი / ტრისილი

























Oslo / ოსლო













































Related Posts Plugin for WordPress, Blogger...