Sunday, October 30, 2016

საკვების ფოტოგრაფია - 5 ჟანრი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ




2015 წელს ჟურნალისტებმა მოისმინეს, როგორ აღწერდა მაშინდელი საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ბრიტანეთის საჭმელს, როგორც ყველაზე საშინელს მთელს მსოფლიოში (გარდა ფინეთისა). ეს ასეა – დიდი ბრიტანეთი ყოველთვის ინარჩუნებს განსაკუთრებულად უფანტაზიო სამზარეულოს რეპუტაციას. მაგრამ ბრიტანელებმა ყველაზე ძლიერი კვების კულტურა შეიმუშავეს მთელს პლანეტაზე. ბრიტანეთის ქალაქები ახლა საინტერესო და მრავალფეროვან რესტორნებს და ტელე–გადაცემებს მოიცავს, რომლებიც კულინარიული შოუებით და სახელგანთქმული შეფმზარეულებით არის გაჯერებული.

თუმცა გურმანებისათვის მხოლოდ მომზადება და ჭამა არაფერია – ერს  შიმშილის გრძნობა საკვების ფოტოგრაფიის მიმართაც განუვითარდა . იხილეთ ინსტაგრამი, ან ფეისბუქი დილის 7_იდან 9 საათამდე, უმეტესი პოსტების არის შემწვარი ზღვის ქორჭილა, ან ფერადი სალათა. კიდევ არსებობს რესტორნები, რომლებიც თავიანთ თეფშებს ისეთ დიზაინს უკეთებენ, თითქოს პატარა ფოტოგრაფიული სტუდიის დიზაინია, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს მათ საკვებს მშვენიერი ფოტოები გადაუღონ.

ასე რომ, თუ ცოტათი მაინც გეხერხებათ სამზარეულოში ტრიალი, ან უბრალოდ გიყვართ ჭამა, შესაძლებლობა გეძლევათ მოდური ჟანრის ფოტოგრაფია სცადოთ. პროფესიული შედეგებისათვის დაგჭირდებათ დაეუფლოთ უნარებს, ტექნიკას და განათებას, შემდეგ თქვენი ნამუშევარი გააზიარეთ, ან თუნდაც თქვენი საკუთარი "საჭმლის ბლოგი" შექმენით.

აუცილებელია აარჩიოთ გადასაღებად სწორი საკვები. საჭიროა ის გამოიყურებოდეს ისე კარგად, როგორი გემრიელი გემოც აქვს, ასე რომ აარჩიეთ ახალი, ფერადი ინგრედიენტებისგან შემდგარი უამრავი ტექსტურა. ფონიც ძალიან მნიშვნელოვანია, სცადეთ იპოვოთ ზედაპირი, ან მასალა, რომელიც მიესადაგება საჭმელს. მაგ: ხმელთაშუა ზღვისპირეთის კერძების გადაღებისას შეავსეთ კადრი ფერებით, მაგრამ თუ ფრანგულ ყველს და პურს იღებთ უბრალო ხის ნაჭერიც მოუხდება. იგივე ეხება ჭურჭელს. დარწმუნდით, რომ ჭურჭელი და დანა–ჩანგალი თქვენი ფოტოსთვის შესაფერისია.




ოსტატური ფერი

იმისათვის, რომ წარმატებული საჭმლის ფოტოგრაფი გახდეთ, აუცილებელია ფერებში ერკვეოდეთ. ეწვიეთ ედობის უფასო საიტს color.adobe.com და შეისწავლეთ ფერთა ბორბალი. თავიდან ,,დამატებითი“ ფერებით დაიწყეთ, რომლებიც ბორბალზე საპირისპირო მხარესაა, ასეთებია, მაგალითად ნარინჯისფერი და ფირუზისფერი, ან წითელი და მწვანე. შემდეგ სცადეთ ფერთა ტრიადა და ანალოგიურები, რთული და მონოქრომატული ფერები. გააკეთეთ ეს სწორად და ლამაზ ფოტოებში ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული გექნებათ.



აირჩიეთ ობიექტივი

ფუდ (საკვების) ფოტოგრაფიისათვის იდეალური მაკრო ლინზებია. მიუხედავად იმისა, რომ 1:1 magnification ratio იშვიათად დაგჭირდებათ, რეგულარულად დაგჭირდებათ უფრო ახლოს დააფოკუსოთ, ვიდრე ეს კომპლექტის ლინზას შეუძლია. ამბობენ, რომ ბაზარზე ზოგიერთ სტანდარტულ ზუმ ლინზას როგორიცაა ქენონის 24-70მმ აგრეთვე შესაბამისი მინიმალური ფოკუსური დისტანცია აქვს. ვთქვათ ვიღებთ 50-100მმ ლინზით. საჭმლის ფოტოგრაფიისათვის ყველაზე გავრცელებული 2 კუთხე არსებობს: პირველი –  ზემოდან ქვემოთ მიმართული კადრი და გვერდითი კადრები.თუ რომელს აირჩევთ, დამოკიდებულია იმ კერძის ტიპზე, რომელსაც უღებთ. ბრტყელი და დაბალი კერძისათვის უკეთესია მაღლიდან დაბლა გადაღება და მაღალი საკვებისთვის – გვერდიდან.




მოაწყეთ საკუთარი საჭმლის სტუდია

იმისათვის, რომ თქვენი ფოტოები პროფესიონალურად გამოიყურებოდეს არაა
აუცილებელი მაღალი დონის სტუდიის მოწყობა. ფაქტობრივად ძალიან სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ  სახლში პატარა სტუდიის შექმნა სპეციალური განათების გარეშე. მოძებნეთ დიდფანჯრიანი ოთახი და მიამაგრეთ ისეთი ქაღალდი, რომ შექმნათ რბილი, დიფუზიური განათება. ეს განსაკუთრებით მზიან დღეებშია მნიშვნელოვანი, როდესაც განათება საკმაოდ კაშკაშაა. განათავსეთ მაგიდა ფანჯრის წინ და სასურველი სახის მისაცემად მოათავსეთ მასზე ქსოვილი, ან ანტიკური ხის ნაჭერი.


დააყენეთ კამერა შტატივზე და შექმენით კადრი. მაღლიდან დაბლა გადასაღებად დიაფრაგმა დაახლოებით f/8 აირჩიეთ, ან გვერდითი გადაღებებისათვის – f/4. მგრძნობელობა 100 გამოიყენეთ, evaluative metering_ი და თეთრ ბალანსში აირჩიეთ დღის შუქი. მოათავსეთ ქაღალდის თეთრი ფურცელი ფანჯრის მოპირდაპირედ, რათა საგნიდან ცოტა სინათლე უკან წაიღოს. ეს ერთი მიმართულებით დაცემულ სინათლეს შეაჩერებს და ჩრდილებსაც აირეკლავს. გადაიღეთ და თუ საჭირო იქნება შეცვალეთ ექსპოზიცია კომპენსაციით. ყოველთვის RAW ფორმატში იმუშავეთ, ეს დამუშავების დროს მაქსიმალურ კონტროლს მოგცემთ.




მიიღეთ საჭმლის ძლიერი და გამაოგნებელი კადრები

ჩვენ ვთხოვეთ ჰოვარდ შუთერს, წამყვან კომერციულ food photographer-ს, მთავარი რჩევები გაეზიარებინა ჩვენთვის. მისი კლიენტები არიან Tesco, Marks and Spencer და BB.

აირჩიეთ სწორი თეფში

გონივრულად აირჩიეთ ჭურჭელი. შემდეგ შეარჩიეთ ხელითნაკეთი დანა–ჩანგალი, თეფშები, თასები და ჭიქები სცენის შესაქმნელად. თავი აარიდეთ დიდ თეფშებს, რადგან საჭმელი პატარა გამოჩნდება.

გამოიყენეთ ფართო დიაფრაგმა

ჩვეულებრივ საკვები საუკეთესოდ გამოიყურება ზედაპირული ფოკუსური სიღრმით და ტელეფოტოლინზებით. მაღლიდან გადაღებული ფოტოები ძალიან ლამაზია, მაგრამ სცადეთ დაბლიდანაც და გვერდიდანაც.



ახლად შეინახეთ

დამჭკნარი მწვანილი, ფერშეცვლილი ხილი და ცივი საჭმელი გამორიცხეთ. სალათებს და ბოსტნეულს წყალს ვასხურებ ხოლმე, რომ ახლახან მოკრეფილის იერი ჰქონდეს და ხორცს ფუნჯით ვუსვავ მცენარეულ ზეთს, რათა ცხელად გამოიყურებოდეს.

გადაიღეთ ბუნებრივ სინათლეზე

დღის შუქი საუკეთესო განათებაა საჭმლისთვის. უბრალოდ გადააკარით ქაღალდი დიდ ფანჯარას და დადეთ მაგიდა მის წინ. თეთრი ქაღალდი გამოვიყენოთ, როგორც დამატებითი სინათლის რეფლექტორი.

შეარჩიეთ სწორი საჭმელი


საკვების სტრუქტურა და ფერების ტენდენცია უკეთეს ფოტოს ქმნის. მაგ: ლამაზი ჟოლოს ჩიზქეიქი კარგია ნამცხვრის ნაჭრის გადასაღებად. ყოველთვის გადაიღეთ საკვები, რომლის ჭამაც გიყვართ, ეს თქვენს შედეგებზე აისახება.


თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: Practical Photography - July 2016


Saturday, October 29, 2016

15 შეკითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ ქორწილის ფოტოგრაფს დაჯავშნამდე

გამარჯობა ;)

ქორწილის ფოტოგრაფის შერჩევა დღეს ძალიან რთული საქმეა. სანამ კონკრეტულ ფოტოგრაფს დაადგავდეთ თვალს, მანამდე დიდი გზის გავლა მოგიწევთ. ის გარემოება, რომ დღეს გარეშემო მართლაც ბევრი საუკეთესო ფოტოგრაფია, თქვენ მისიას უფრო რთულს ხდის.




თუმცა, როგორც კი ჩამოაყალიბებთ და შეადგენთ მოკლე სიას, თუ ვინ შეიძლება გადაიღოს თქვენთვის გამორჩეული დღე, აუცილებლად დაგჭირდებათ წინასწარი მოლაპარაკება. სტატიაში გთავაზობთ 15  საჭირო შეკითხვას, რომელიც თქვენს ქორწილის ფოტოგრაფს უნდა დაუსვათ დაჯავშნამდე.




ხართ თუ არა თავისუფალი ქორწილის დღისით?

აშკარაა, რომ საუბარი სწორედ ამ კითხვით უნდა დაიწყოთ. თუ ის ან ისინი დაკავებული აღმოჩნდნენ საუბრის გაგრძელებას აზრი ეკარგება.

რა სტილში იღებთ საქორწინო ფოტოებს?

ნებისმიერ ფოტოგრაფს, არიან ისინი ქორწილის თუ ველური ბუნების ფოტოგრაფები, საკუთარი სტილი გააჩნიათ. სწორედ ეს სტილი უნდა დაემთხვას თქვენს საქორწინო მოთხოვნებს. აზრი არ აქვს დაიქირაოთ პოზირებული და დადგმული ფოტოების სტილის მქონე ფოტოგრაფი, თუ თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს უფრო ნატურალური, სპონტანურად გადაღებული ფოტოები გაინტერესებთ, და პირიქით.

თავისთავად, მასთან დაკავშირებამდეც კი აუცილებელია ეწვიოთ მის ვებ გვერდს ან საქორწინო ალბომებს სოციალურ მედიაში, რათა გამოარკვიოთ გინდათ თუ არა მასთან თანამშრომლობა.



თქვენ ხართ ის ადამიანი ვინც ჩემს ქორწილს გადაიღებს?

თუ საქმე დიდ სტუდიებს ან კომპანიებს ეხება, ეს კითხვა აუცილებლად გასაჟღერებელია. რადგან ადამიანი ვისაც თქვენ ესაუბრებით შეიძლება იმ დღეს სხვა ქორწილში მიდიოდეს ან საერთოდ არ იღებდეს და თქვენთან სხვა გამოგზავნოს. ამიტომ კარგი იქნება საკითხის დაზუსტება.

თუ ვარაუდი გამართლდა და სხვა ფოტოგრაფი მოდის, უკეთესი იქნება თუ მას შეხვდებით ან გაესაუბრებით წინასწარ. არაფერია იმაზე ცუდი, არ მოგწონდეთ ადამიანი, რომელთან ერთადაც თქვენი საუკეთესო დღე და 12 (14 - 16) საათი უნდა გაატაროთ და იმუშაოთ.

რა არის თქვენი როგორც ფოტოგრაფის ბექგრაუნდი?

დაიმახსოვრეთ ფოტოგრაფები არიან ხელოვანები, ამიტომაც ისინი სულაც არ საჭიროვებენ ტრენინგებს და განსაკუთრებულ სერტიფიკატებს. მთავარია თვალი, ხედვა და სპეციალური უნარები.

აქედან დასკვნა, სხვადასხვა ფოტოგრაფების გამოცდილებამ შეიძლება სულ სხვადასხვა შედეგი გამოიღოს. მაგალითად ავიღოთ მრავალ კონკურსში გამარჯვებული სპორტული ფოტოჟურნალისტი. მიუხედავად მისი მიღწევებისა და გამოცდილებისა, მან შეიძლება საერთოდ ვერ გადაიღოს თქვენთვის საუკეთესო ფოტოები, როცა მის ადგილას გამოცდილმა მაგრამ ნაკლებად ცნობილმა ქორწილებზე სპეციალიზებულმა ფოტოგრაფმა ეს დავალება საუკეთესოდ შეასრულოს.

ასევე კარგი იქნება თუ შეეკითხებით დაახლოვებით რამდენი ქორწილი აქვთ გადაღებული წარსულში, რადგან ქორწილის ფოტოგრაფია რადიკალურად განსხვავდება სხვა ჟანრებისგან. და თქვენ აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ქორწილის ფოტოგრაფი არ გამოტოვებს (გამაზავს) უმნიშვნელოვანეს მომენტებს.



რამდენი ფოტოგრაფი და კამერა იმუშავებს ამ კონკრეტულ დღეს?

ცხადია, რაც მეტი კამერა და ფოტოგრაფია, მით უფრო მეტი ფოტო დაგრჩებათ. მაგრამ, დაუსვით თქვენ თავს კითხვა, მართლა ბევრი ფოტო გინდათ? თუ მხოლოდ მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირება გსურთ.

ეს ინდივიდუალური არჩევანის თემაა, მაგრამ თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ რამდენი ადამიანი იქნება თქვენთან ამ დიდებულ დღეს. რადგან სწორედ მათი რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი ქორწილის ბიუჯეტს და გაწყობთ თუ არა ორი ან სამი ფოტოგრაფი ქორწილში.

თუმცაღა, ძირითადად ქორწილებში ერთი ფოტოგრაფი და ერთი ასისტენტი მიდიან.

არის კიდევ რაიმე დამატებითი გადასახადი, რაც ჩვენ წინასწარ უნდა გავთვალოთ?

ხშირად ქორწილის ფოტოგრაფებს რამდენიმე სხვადასხვა ანაზღაურების პაკეტი აქვთ, მაგრამ ზოგჯერ მიუხედავად წინასწარ განსაზღვრული თანხისა, შეიძლება დამატებითი თანხის გადახდაც მოგიწიოთ. სწორედ ამიტომ ჯობია დაზუსტება, ხომ არაფერი გამოჩნდება რაც ჰონორარს გაზრდის.

საქართველოში ნაკლებად, მაგრამ საზღვარგარეთ ბევრი ფოტოგრაფი საათობრივ ანაზღაურებაზე მუშაობს. რა იქნება გადასახადი თუ თქვენ დამატებით საათებს მოითხოვთ ქორწილის დღისით? ან თუ გაგიჩნდათ სურვილი ფოტოები მხოლოდ ციფრულად კი არა დაბეჭდილი, ალბომის სახით მიიღოთ და ა.შ.

რა გეცმევათ თქვენ (და თქვენ ასისტენტს) ქორწილის დღეს?

ავტორის შენიშვნა: დამავიწყდა თავიდანვე გამეფრთხილებინეთ, რომ სტატია ინგლისურიდან, უცხოენოვანი საიტიდანაა ნათარგმნი. მე მესმის, რომ ეს შეკითხვა შეიძლება ძალიან არაადეკვატურად ჟღერდეს დღევანდელ საქართველოს სიტუაციაში. მაგრამ მაინც - 

მნიშვნელოვანია იცოდეთ ერგება თუ არა თქვენი ქორწილის ფოტოგრაფის ჩაცმულობა და ვიზუალი თქვენს ქორწილის სტილს და იდეას. და ხომ არ გამოიწვევს ის უხერხულობას ან სარკასტულ სიცილს თქვენს სტუმრებსა თუ მომავალ მეუღლეს შორის.

ძირითადად ქორწილის ფოტოგრაფები იცვამენ ყოველდღიურ სამუშაო სტილში და ამას გემოვნებიანად აკეთებენ. მაგრამ თუ თქვენ ქორწილში დრეს კოდი გაქვთ, მაგალითად შავი სამოსი, შეეცადეთ ის ან ისინი ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილოთ, თუმცა ზომიერებას ნუ დაივიწყებთ და ნუ შეეცდებით მათგან მთლად "ადამიანი შავებში" შექმნათ :D



ქორწილის გაუქმების ან გადადების შემთხვევაში მოგვიწევს თუ არა რაიმე "საჯარიმო" თანხის გადახდა?

არცერთ ჩვეთაგანს არ უყვარს წინასწარ ცუდზე ფიქრი, მაგრამ რას ვიზავთ, რაღაცეებზე გათვლების გაკეთებაც გვიწევს. ამიტომ ჯობია წინასწარ იკითხოთ იმ შედეგებზე, რაც შეიძლება თქვენი ქორწილის გაუქმებას მოყვეს. იკითხეთ მოგიწევთ თუ არა და რამდენის, თუ თქვენი მიზეზით გააუქმებთ დაგეგმილ საქორწინო ხელშეკრულებას (ავტორის შენიშვნა - საქართველოს შემთხვევაში - სიტყვიერ შეთანხმებას). ან გადადების შემთხვევაში თუ იქნება რაიმე გადასახადი.

კონკრეტულად რის გადაღებას გეგმავთ ქორწილის დღეს?

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ქორწილის ფოტოები, უმჯობესია აუხსნათ თქვენ ფოტოგრაფს რა სახის ფოტოები გსურთ. რა უფრო მეტად გსურთ სტუმრების რეაქციები სხვადსხვა მომენტებში თუ თქვენი რეაქციები? უფრო მეტად თქვენი პორტრეტები გსურთ თუ თვქენი მშობლების რეაქციები, როდესაც თქვენ ცოლქმრად გაცხადებენ.

გაარკვიეთ ქორწილის რა ნაწილის გადაღებას გეგმავს ფოტოგრაფი და რას არ გადაიღებს,  უთხარით თქვენ რისი გადაღება გსურთ, რომ არ გამორჩეს.



რამდენ ხანში მივიღებთ ჩვენ ფოტოებს?

ფოტოების ჩაბარების ვადები დამოკიდებულია იმაზე თქვენ რა დაუკვეთეთ. ლოდინი რამოდენიმე კვირიდან რამოდენიმე თვემდე შეიძლება მოგიწიოთ. ზოგიერთი ფოტოგრაფი რამოდენიმე ფოტოს ამოარჩევს ხოლმე და მალევე ამზადებს თავიანთ სოც მედია გვერდებზე დასადებად. მაგრამ ჯობია გაარკვიოთ თუ როდის მიიღებთ საბოლოო დასრულებულ ფოტოებს.

არ დაგავიწყდეთ, თუ თქვენ ბეჭდური ალბომიც დაუკვეთეთ ჩაბარების ვადები უფრო გაიწელება, თუმცა შესაძლებელია ფოტოგრაფმა ციფრული ალბომი უფრო ადრეც მოგაწოდოთ.

ასევე უკეთესი იქნება თუ იკითხავთ რა სახით უნდა მიიღოთ ფოტოები, იქნება ისინი დისკზე თუ usb-ზე თუ ინტერნეტით გადმოგეგზავნებათ და შემდეგ ჩამოტვირთვა მოგიწევთ.

მაინც რას მივიღებთ საბოლოოდ თქვენგან?

გაარკვიეთ მაინც რას მიიღებთ დათქმულ დროს, იქნება ეს ნაბეჭდი ალბომი თუ მხოლოდ ფოტოები დისკზე, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ. თუ ბეჭდური ალბომიც გექნებათ, მაშინ რამდენი გვერდიანი იქნება და რამდენ ფოტოს დაიტევს შიგნით?




რამდენ პირად ინახავთ ჩვენ ქორწილის ფოტოებს?

ზემოთაც ავღნიშნეთ ცუდზე ფიქრი არავის უნდა, მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ ასტკივა. ნამდვილად საშინელი იქნება თუ თქვენი ქორწილის ფოტოების RAW ფაილები სადმე დაიკარგება ან წაიშლება.

ამიტომაც უმჯობესია იკითხოთ თქვე პოტენციურ ქორწილის ფოტოგრაფთან, სად და როგორ ინახავს ის თქვენ ფოტოებს. გეგმავს თუ არა შეინახოს მეორე პირად ანუ copy ვერსია back up-ისათვის. არავინ იცის როდის გაფუჭდება SD ბარათი ან გარევინჩესტერი, სადაც შეიძლება ფოტოები ინახებოდეს.

მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ეს კითხვა მშვიდობიანი ტონით დაუსვათ.



აქამდე გიმუშავიათ თუ არა (ჩასვით ვიდეო ოპერატორის სახელი) ერთად?

თუ თქვენ უკვე შეარჩიეთ ქორწილის ვიდეო ოპერატორი, კითხეთ თქვენ ქორწილის ფოტოგრაფს ამ ორს ერთად უმუშავია თუ არა ადრე. თუ კი, ეს მართლაც მაგარი ამბავია, რადგან ისინი უფრო შეთანხმებულად იმუშავებენ. და თუ არა, მაშინ გაუცვალეთ მათ ერთმანეთის კონტაქტები, რომ თუ საჭირო გახდა წინასწრაც შეხმიანდნენ.

გიმუშავიათ თუ არა (ჩასვით ადგილის სახელი) აქამდე?

ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან თუ ფოტოგრაფი გამოცდილია იმ ადგილზე მუშაობაში, სადაც თქვენი ქორწილია, ეს ნიშნავს რომ მან კარგად იცის იქ რა და როგორაა მოწყობილი და სად უნდა გადაიღოს საუკეთესო ფოტოები. ასევე დღის რა მონაკვეთებში რა განათება დგება და როგორ შექმნას ამ განათებებით ფანტასტიური ფოტოები.




აპირებთ თუ არა ჩვენი ფოტოების ონლაინ სივრცეში განთავსებას?

სრულიად შესაძლებელია რომ არ გსურდეთ ქორწილის ყველა ფოტოს ონლაინ განთავსება. ამიტომ სანამ დროა უნდა იკითხოთ და დააზუსტოთ. თუ საერთოდ არ გსურთ არცერთი ფოტოს განთავსება, გარკვევით აუხსენით ეს თვქენ ფოტოგრაფს, რადგან უმრავლესობა მათგანი შეეცდება თქვენ დარწმუნებას, რომ ფოტოების საუკეთესო ვერსიებს განათავსებს სოც ქსელებში, მათ ბლოგებზე ან საქორწინო ვებ საიტებზე.

წყარო : http://www.easyweddings.com.au/articles/15-questions-ask-wedding-photographer/

ფოტოები და თარგმანი გიო ბეჟანიშვილის









Friday, October 28, 2016

ფორუმი "შენ აქტიური მოქალაქე" - ახალგაზრდა სოციალისტები

გამარჯობა ;)

ახალგაზრდა სოციალისტების ფორუმზე პირველად სამი წლის წინ აღმოვჩნდი. მახსოვს თავიდან რა რეაქცია მქონდა როცა ფორუმის ფორმატში შეკრებილი 200-მდე ახალგაზრდა  დავინახე. სწორედ ამ გადაღების შემდეგ დავმეგობრდით მე და ეს ორგანიზაცია. წელს კი მათთვის უცხოგრაფში ფილმიც მოვამზადეთ პროექტისთვის "შენ აქტიური მოქალაქე", რომელიც სულ მალე გამოვა დღის სინათლეზე.

წელს ფორუმი ისევე როგორც გასულ წლებში დიდუბე პლაზაში გაიმართა. განსაკუთრებული იყო ის რომ სწორედ წელს შეუსრულდა ორგანიზაციას დაარსებიდან 20 წელი. სამოქალაქო აქტივიზმზე საუბართან ერთად საზეიმო საიუბილეო განწყობაც თან დაყვებოდა ფორუმს და მთელ დღეს. დანარჩენზე უკვე ფოტოებით ვისაუბრებ.

წარმატებები ახალგაზრდა სოციალისტებს და ყველა აქტიურ მოქალაქეს.





































































ავტორი: გიო ბეჟანიშვილი



Related Posts Plugin for WordPress, Blogger...