Thursday, November 24, 2016

10 რჩევა წარმატებული ქუჩის ფოტოგრაფიისთვის












ქუჩის ფოტოგრაფია დოკუმენტურად ასახავს საზოგადოების ყოფას და ყოველდღიურ რეალობას. შთამბეჭდავი კადრების გადასაღებად აუცილებელი არაა სხვადასხვა ადგილას მოგზაურობა, ქუჩა თავისთავად გაძლევთ ამის შესაძლებლობას.

როგორც წესი ფოტოებს სუბიექტის ნებართვის და გაფრთხილების გარეშე ვიღებთ, თუმცა, ქუჩის ფოტოგრაფია არ გამორიცხავს დადგმულ სცენებს. მიზანში ამოიღეთ საინტერესო კომპოზიცია, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო? მიდით უცხო ადამიანებთან და თხოვეთ ნებართვა ფოტოს გადასაღებად. კონკრეტული ადამიანის (ადამიანების) პირად  სივრცეებში გადაღებული პორტრეტი უფრო საინტერესო და ინტიმური გამოდის.

ყველაზე მნიშვნელოვანია თავად გსიამოვნებდეთ კამერით ხელში ქუჩებში ხეტიალი. გახსოვდეთ, თქვენი მიზანია დააფიქსიროთ ემოციები, და წარმოაჩინოთ პიროვნების ხასიათი. ცოტა პრაქტიკა, ბევრი მოთმინება და აუცილებლად მიაღწევთ შედეგს.























#1 : საუკეთსო ლინზის შერჩევა
ლინზის არჩევა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქუჩის ფოტოგრაფიისთვის. შასაძლოა ცდუნდეთ ე.წ ტელეფოტო ლინზის გამოყენების სურვილით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს არაეფექტურია.  არ დაემსგავსოთ უსიამოვნო და საეჭვო გარეგნობის ტიპს, რომელიც გიგანტური ლინზით ხელში ქუჩის მეორე მხარიდან „უთვალთვალებს“ უცნობებს. თუ გინდათ რომ შეუმჩნეველი იყოთ მიუახლოვდით საგანს და აღმოჩნდით მოქმედების ეპიცენტრში. გამოიყენეთ ფართო კუთხიანი ლინზა  და შეერიეთ მასას.  ქუჩის ფოტოგრაფების უმეტესობა უპირატესობას კომპაქტურ კამერას ანიჭებს, რომელიც DSLR - ისგან განსხვავებით,  გაცილებით პატარა და მეტად მსუბუქია.





















#2: რეჟიმები


მომართეთ თქვენი კამერა - AV (Aperture value) რეჟიმზე, შეარჩიეთ f-სტოპი და ISO მართეთ ხელით. მექანიზმი  თავად გადაწყევტს ჩამკეტის სიჩქარეს. კაშკაშა მზის შუქის შემთხევაში უმჯობესია f/16  - ISO 200-400 შორის. 
თუ თქვენი კამერის ჩამკეტის სიჩქარე 1/180-ზე დაბალია, შესაძლოა გადღაბნილი გამოსახულება მიიღოთ. თუმცა, გადღაბნა ზოგჯერ საინტერესო ეფექტსაც ქმნის. თუ დამწყები ფოტოგრაფი ხართ შეგიძლიათ კამერა მართოთ P რეჟიმზე (ავტომატური პროგრამირება) და მექანიზმი თავად შეარჩევს საჭირო ფუნქციებს.
როდესაც იღებთ გარბენის ან მოძრაობის მომენტს და დრო არ გაქვთ ფიქრის, რეჟიმების შერჩევისას იყავით ყურადღებით. ავტო პროგრამირების რეჟიმი ზუსტ საქმეს აკეთებს, მაგრამ დაბალი განათების შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ ჩამკეტის სიჩქარე არასაკმარისი აღმოჩნდება სასურველი მოქმედების დასაფისირებლად. 






















#3: მიუახლოვდით საგნებს
ფართო კუთხიანი ლინზის გამოყენების დროს მნახველს შეგრძნება ეუფლება, თითოს გადაღების მომენტის მონაწილე გახდა. ქუჩის კუთხეში დგომის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეერიოთ ხალხს და თავი  გარემოს ნაწილად იგრძნოთ .

ქუჩის უამრავი წარმატებული ფოტო, ძირითადად გადაღებულია მოქმედებისგან რამდენიმე მეტრის ან სანტიმეტრის დაშორებით. გადატვირთულ ქუჩებში, მარკეტში ან პარკში  ფეხით სიარულის დროს აუცილებლად წააწყდებით საინტერესო კადრს, თუ რა თქმა უნდა, ყურადღებით ხართ. თუ გინდათ კადრში მოხვდეს ის,  რასაც თქვენ ხედავთ, აუცილებელია  მიუახლოვდეთ ობიექტს. 






















#4: ყოველთვის თან იქონიეთ კამერა
ქუჩის ფოტოგრაფიისთვის დამახასიათებელია  სპონტანურობა. პრაქტიკის საშუალებით ეს უნდა გაითავისოთ. თქვენი კამერა თვენივე ნაწილია, ესაა სამყაროს თქვენეული  ხედვის გადმოცემის და გაზიარების საშუალება. ჰოდა, დარწმუნებული ვარ არ გენდომებათ ძალიან მაგარი კადრის ხელიდან გაშვება კამერის უქონლობის გამო.ამას ქვია გადამწყვეტი მომენტი, როდესაც წამის მეასედები გაქვთ კადრის  დასაფიქსირებლად. მეორე შანსი თითქმის იშვიათობაა, ასე რომ მზად იყავით !





















#5: ყურადღება არ მიაქციოთ ხმებს თქვენს გონებაში
ხშირად საკუთარ აზრებს თავადვე ვებრძვით. ზოგჯერ გვეშინია, რომ ადამიანები გაბრაზდებიან, ფიზიკურ ძალადობად ჩათვლიან და უარესს შემთხვევაში პოლიციას გამოიძახებენ, იმის გამო, რომ უბრალოდ ფოტოს უღებთ მათ. შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, როგორ დაძლიოთ შიში.
იპოვეთ საინტერესო ადგილი, სადაც მოთავსდებით თქვენს აპარატთან ერთად. მოგზაურობისას, ძალიან დიდ დროს ვატარებ კაფეებსა და რესტორნებში და მუდმივად  მომარჯვებული  მაქვს კამერა. კომფორტული ადგილიდან დაკვირვებისას თავს თავისუფლად და მშვიდად იგრძნობთ, დაელოდებით ხელსაყრელ მომენტს. თანაც ამ შემთხვევაში ნაკლები შანსია შეგამჩნიონ, ვიდრე შუა ქუჩაში დგომისას.
ჩართეთ აიპოდი და მოუსმინეთ მუსიკას. მუსიკა დაგეხმარებათ გადაიტანოთ ყურადღება, მოიშოროთ უხერხულობა და მიყვეთ შემოქმედებით შთაგონებას. თუ თავს კომფორტუალდ გრძნობთ ეს ნიშნავს, რომ მზად ხართ გადაღებისთვის. და კიდევ ერთი რამ, არ გირჩევთ ყურსასმენებით მოძრაობას ღამით და განსაკუთერბით უცხო და უკაცრიელ ადგილებში. 






















#6:  გამოიყენეთ მუხლები
ქუჩის ფოტოგრაფიის მთავარი წესი - გადაიღებისას კამერა იქონიეთ თვალთან. თუმცა, ზოგჯერ არის მომენტები, როცა ეს შეუძლებელია, ასეთ დროს კამერის მუხლზე მოთავსება  არის კარგი მეთოდი გადამწყვეტი კადრის გადასაღებად.
ქუჩაში პირველი გადაღებებისას, კამერის თვალთან ჭერის სირთულეს წავაწყდი. ამიტომაც დავიწყე კამერის მუხლზე მოთავსება მეტად რეალისტური კადრების დასაფიქსირებლად. ბევრი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად თანდათან ეს  მეთოდი გავითავისე, კამერა მეტად ახლობელი გახდა ჩემთვის და ფოკუსური მანძილის კონტროლიც დავხვეწე. 





















#7: გადაიღეთ ღამით
ღამის ქალაქი კარგი შესაძლებლობაა უნიკალური ფოტოების გადასაღებად. დღის ფოტოგრაფიასთან შედარებით  ეს მეტ სირთულეს წარმოადგენს.  ყურადღებით იყავით ჩამკეტის დაბალ სიჩქარეებთან, რათა თავიდან აიცილოთ ბუნდოვანი გამოსახულება. გამოიყენეთ ISO  დაბალი განათების დასაბალანსებლად.
თუ ხანგრძლივი ექსპოზიციის გადაღებას გეგმავთ თან იქონიეთ შტატივი. ან სწრაფი დიაფრაგმის მქონე ლინზა, რაც დაბალი განათების შემთხვევაში შესაძლებლობას მოგცემთ დააფიქსიროთ მოქმედება. ღამის გადაღებების დროს შეეცადეთ აღმოაჩინოთ საინტერესო კონტურები, ჩრდილები და კომპოზიციები რათა მიიღოთ მკაფიო გამოსახულება. სილუეტური ობიექტები საინტერესო კომპოზიციას ქმნიან ჩრდილების საშუალებით.
#8: იფიქრეთ მასშტაბურად

ძლიერი ემოციების და მნიშვნელოვანი იდეების გადმოცემა შესაძლებელია ძალიან მარტივი სცენებითაც. ბევრი ადამიანი ქუჩის ფოტოგრაფიას აიგივებს ქუჩაში გადაღებულ ადამიანის პორტრეტებთან. არ არის აუცილებელი კადრში იყოს ადამიანი ან ადამიანები, კონტრასტული საგნები  გვერდიგვერდ  ან სხვადასხვა პლანში.

შეგიძლია გაერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, მოძებნოთ წყნარი ქუჩის კუთხე ან ხეივანი. ასეთ ადგილებში უამრავი შესაძლებლობაა ნებისმიერი სახის სიუჟეტის დასაფიქსირებლად ადამიანების გარემოცვით თუ მათ გარეშე.

ვიეტნამში, ქუჩებში ხეტიალის დროს პერიოდულად ვიღებდი ველოსიპედებს ჩემი მცირე სერიისთვის სახელად „Transportation-ტრანსპორტირება“, რაც საკმაოდ პოპულარული თემაა ფოტო საზოგადოებაში. რაღაც განსხვავებულის კეთების დროს თავში ბევრი საინტერესო სერიის იდეა მომივიდა, რომელზეც მანამდე არასდროს მიფიქრია. 






















#9: მხოლოდ ხარისხი არ არის მნიშვნელოვანი
ალბათ ზოგიერთი ფოტოგრაფი არ დამეთანხმება, თუმცა პირადი გამოცდილებით გეტყვით, ქუჩაში გადაღებისას  არ ვკონცენტრირდები ფოტოს ხარისხზე. პეიზაჟების ან კომერციული ფოტოგრაფიის დროს, კიბატონო. რა თქმა უნდა მაღალი ხარისხით უნდა გადაიღოთ თუ ამის შესაძლებლობა არის, მაგრამ, როგორც აღვნიშნე ქუჩის ფოტოგრაფიაში ეს არცისე მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, კომპოზიცია, განათება, ცოტა დრამატიზმი და ისტორია რომელიც გინდათ გადმოსცეთ ხარისხზე მნიშვნელოვანია. თუ ამ 4 ნიშნით იღებთ ფოტოებს ე.ი სწორ გზას ადგახართ.
კონცენტრირდით მნიშვნელოვანზე. ჩრდილები, სუფთა გამოსახულება და ფოტოს ხარისხი უმნიშვნელოა, როცა არც თუ ისე კარგი კომპოზიცია, განათება და ატმოსფერო  გაქვთ მთელი ამბის  გადმოსაცემად. 




















#10 ყველაზე მნიშვნელოვანი - გაერთეთ
ნებისმიერი ჟანრის ფოტოგრაფიისთვის მნიშვნელოვანია, მიიღოთ სიამოვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოგივათ ჩვეულებრივი, სამოყვარულო დონის ფოტოები. შემოქმედებითი მუხტი იბადება ძლიერი გრძნობისგან, ამიტომ აკეთეთ ის, რაც ნამდვილად განიჭებთ სიამოვნებას. ნუ იქნებით დამოკიდებული სხვების შეხედულებებზე, თუ რისი ნახვა სურთ ადამიანებს. ქუჩაში გადაღება საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის და მათი ყოველდღიურობის ასახვის საშუალებაა. ეს მე შთამაგონებს. 






















წყარო: 10 Tips for Successful Street Photography
თარგმანი: მარიამ ფედროვი

Wednesday, November 23, 2016

გიო და მაია - ქორწილი / Gio & Maia - Wedding (მცირე ფოტო კოლაჟი)



გიოს როდიდან ვიცნობ აღარც მახსოვს. პირველივე კლასიდან ჩვენთან იყო, მერე გადავიდა სხვაგან, მაგრამ 12-13 წლისები ვიყავით, როცა ერთად "კომპიუტერებზე" დავდიოდით. მერე ისევ კლასელები გავხდით, თუმცა კლასელობის გარდა საერთო ინტერესმა - რეპმაც დაგვაახლოვა. გიო ჯგუფ "უცხოს" წევრი იყო, იმ ჯგუფის რომელიც მე და ხოსემ დავაარსეთ და საიდანაც მოდის ჩემი მეტსახელი და შემდეგ უკვე "უცხოგრაფი". გიო არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ჩემი ახლო ბავშვობის მეგობარი.

გიოს და მაიას სიყვარულის შესახებ მოულოდნელად გავიგე ამ წლის დასაწყისში ერთ-ერთ ქორწილში, სადაც მე ფოტოგრაფი ვიყავი, გიომ კი მაიას სიურპრიზად ხელი სთხოვა. არ ვიცი მაშინვე ჩიფიქრა თუ არა გიომ, რომ მათი ქორწილის ფოტოგრაფია მე უნდა მეთავა, მაგრამ მე ძალიან გამიხარდა ეს ამბავი. რადგან როგორც ზევით დავწერე, ჩვენ განსაკუთრებული ბავშვობის მეგობრობა გვქონდა.

ვიცოდი მათი ქორწილის დღე განსაკუთრებულად პოზიტიური რომ იქნებოდა, რადგან გიოც და მაიაც მხიარული და მუდამ ჟამს მომღიმარი წყვილია. სალონში მზადების პროცესიც განსხვავებული იყო, რადგან ორივე სტილისტია და მათსავე სალონში ერთმანეთის გამოპრანჭვაზეც თავად იზრუნეს.

დანარჩენს ფოტოებით მოგიყვებით. შეფსებები კი კომენტარების სახით თქვენთვის მომინდია.


















































































გიო ბეჟანიშვილი

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...