Tuesday, January 31, 2017

როგორ გადავიღოთ ხელები

ადამიანის სხეულის რომელი ნაწილია ყველაზე რთულად გადასაღები? 

ესაა ხელები! 

თუ მცდარი კუთხით გადაიღებთ, ისინი უშნო გამოჩნდება. ცუდი განათებისას კი ისინი შესაძლოა ადამიანის ხელები არც გეგონოთ.

ცოტა პრაქტიკა და ცოტა მოთმინებაა საჭირო იმისათვის, რომ ხელების გადაღება ბუნებრივად გამოგივიდეთ. ფოტო–მყიდველებისათვის და ბრენდებისათვის ასეთი ფოტოები ძალიან მიმზიდველია. ფოტოში ადამიანური ელემენტის ქონამ შესაძლოა მისი გაყიდვის უნარი გაზარდოს და ფართო აუდიტორიას მიაღწიოს.

მაგალითად ეს სტაფილოების ფოტო ავიღოთ. შავ ფონზე ეს ფოტო შესაძლოა ცოტა დამღლელი იყოს, მაგრამ ხელების დამატებით, ის მეტად საინტერესო ხდება. ეს გვიქმნის ილუზიას, რომ ფოტო ზუსტად მაშინ გადაიღეს, როდესაც სტაფილოები მიწიდან ამოიღეს.



ამ მაგალითში კი ვხედავთ მომენტს, რომელიც ყველას შეუძლია გაიმეოროს . გაიშვირეთ წვიმის დროს ხელები წვეთების მიმართულებით. ფოკუსი შეიძლება იყოს ხელის შუაგულში დაცემულ წვეთებზე, მაგრამ გადაღება იმ კუთხით, თითქოს ეს ფოტოგრაფის საკუთარი ხელია ფოტოს მეტ სილამაზეს სძენს.



ერთ–ერთი დიდებული რჩევა ხელების გადასაღებად არის ის, რომ რეალური, ყოველდღიური საქმიანობის პროცესი გადაიღოთ, რომელსაც ისინი ასრულებენ. ტალახიან, საღებავებიან, სახასიათო ან უბრალოდ დასვრილ ხელებს შეუძლიათ გადმოსცენ შემოქმედების და ენთუზიაზმის გრძნობა.
















































მომდევნო ფოტოზე ხედავთ მარტივი ხელოსნობის მომენტს, რომელიც ადამიანური ელემენტის დამატებით შემდეგ ეტაპზე გადაიყვანეს. ფოტოზე, რომელიც ძალიან უბრალოდ გამოიყურება, ხელების დამატება დაგვაბრუნებს მსგავს ფოტო კონცეფციასთან, როდესაც ხელს ვუშვერთ წვიმას. ეს მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური გზა მოიცავს ადამიანურ ელემენტს ნებისმიერ ეშმაკურ ფოტოში.



ქვემოთ ნახავთ სრულყოფილ მაგალითს, თუ როგორ შევძინოთ მეტი სიკაშკაშე საკვების ფოტოს. ეს როგორც წესი ბევრად მეტ მომზადებას და მოდელირებას მოითხოვს, რათა სცენა მეტად საინტერესო გამოვიდეს. იმის დამატებამ, თუ როგორ ეხება  სხვადასხვა ხელი საჭმელს, შესაძლოა ყველას შიმშილის გრძნობა აღუძრას. ეს მარტივი გზაა ეფექტურად გამოიყურებოდეს ფოტო. შესაძლოა გათვლილია ის, თუ გადაღებისას თითოეული ხელი როგორ არის განთავსებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ფოტოს ეფექტი ბუნებრივი და ორგანულია.



და ბოლოს, ჩვენ გვაქვს ხელების ჩარჩოში განთავსების შესანიშნავი მაგალითი. საჩვენებელ თითს რომ შუა თითი დაემალა, მარჯვენა ხელი ასე ლამაზი აღარ გამოვიდოდა, მაგრამ ნელი და მარტივი გახსნა ფოტოს დელიკატურობას და ქალურ შეხებას სძენს, რომელიც სასაჩუქრე შეფუთვის კონცეფციას სრულყოფილად ერთვება თან. თუ წესების ცვლილება და აღქმიდან გადახრა გსურთ, რატომაც არ უნდა გადაიღოთ ზორბა, თმიანი მამაკაცის ხელები, რომელიც დახვეწილ საჩუქარს ფუთავს? :)




იმედია ეს ფოტოები შთაგაგონებთ, რომ შეისწავლოთ ხელების ფოტოგრაფიის ხელოვნება. სცადეთ განსხვავებული კუთხეები, გადაიღეთ ბევრი, სცადეთ გადაიღოთ საკუთარი ხელები და შემდეგ შეამოწმეთ რა გამოგდით და რა არა. და როგორც ყოველთვის, ისიამოვნეთ. ახლა დროა ვნახოთ ხელები! დაპოსტეთ საკუთარი ხელები კომენტარების სახით.


თარგმანი – ნინო კაპანაძე


Monday, January 30, 2017

თოვლიანი თელავი / Snowy Telavi ( VOL. 1)

სოციალურ ქსელებში ხშირად შევხვედრივარ დავას იმის შესახებ, თუ რომელ სეზონზეა თელავი ყველაზე ლამაზი და საოცარი ქალაქი.

პირადად მე როგორც ფოტოგრაფს თელავის გადაღება ყველაზე მეტად შემოდგომასა და ზამთარში მიყვარს.

 შემოდგომას იმიტომ რომ ფერების დიდი გამაა და ქუჩებს ეს მრავალფეროვნება უხდება. ზამთარში კი თელავი მთლიანად იცვლის ხასიათს და ფერს. იცვლის ტექსტურას და თეთრ, მოლურო საბანში ეხვევა. 

სწორედ ეს ახალი "სამოსი" და ხასიათი მიბიძგებს ხშირად ვიარო ქუჩებში და გადავიღო თოვლიანი თელავი. სტატიაში წარმოდგენილი ფოტოები სხვადასხვა დროსა და პერიოდშია გადაღებული. ნაწილი ფოტოების შეიძლება ნანახი გქონდეთ, მაგრამ დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება. ისინი აქამდე ჩემს არქივში "ცხოვრობდნენ".

მაშ ასე,თბილად ჩაიცვით და სახეტიალოდ მოემზადეთ.

კეთილი იყოს თქვენი თოვლიან თელავში მობრძანება!














































































თუ ფოტოები მოგეწონათ და მომავალშიც გსურთ იმოგზაუროთ თელავში - დატოვეთ თქვენი შეფასება (Review) ჩვენ ფეისბუქ გვერდზე.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი









Related Posts Plugin for WordPress, Blogger...