Tuesday, March 21, 2017

ახალი აქცია "სააპრილო ფოტოსესია" უცხოგრაფისგან!





სამარტო და სააპრილო აქციები უკვე ტრადიციად იქცა "უცხოგრაფში". ფოტოსესიების სერია 2015 წელს დავიწყეთ და ტრადიციას არც წელს გვინდა ვუღალატოთ. თუმცა წელს ფოტოსესიას შეჯიბრის სახე აქვს და მასში გამარჯვება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება.

სანამ წესებზე გადავალთ გეტყვით, რომ სააპრილო სესია 1 და 2 აპრილს გაიმართება.

პირველ აპრილს ფოტოსესია თელავში, პარკ ნადიკვარზე და ჩოლოყაშვილის ქუჩაზე იქნება. 2 აპრილს კი თბილისში.

აქციაში მონაწილების მსურველები ჩაერთვებიან ერთ კვირიან მარათონში, რომელიც 22 მარტიდან 30 მარტამდე გაგრძელდება.

მარათონის წესები მარტივია:

➠ ბლოგიდან სადაც თქვენ ახლა სტატიას კითხულობთ უნდა ამოარჩიოთ ერთი სტატია, რომელიც მთელი კვირის მანძილზე უნდა გააპიაროთ.

➠ სტატიის არჩევის შემდეგ, სანამ გააპიარებდეთ, მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე სტატიის სათაური. ჩვენგან მიიღებთ სტატიის უნიკალურ ლინკს, რომელსაც მთვლელი ექნება ჩართული და დაითვლის პროგრამულად რამდენმა ადამიანმა ნახა აღნიშნული სტატია 22-დან 30 მარტამდე.

მარათონის დასასრულს დაითვლება სტატიების ნახვები და პირველ სამეულს საჩუქრად გადავცემთ ბარათს, რომლითაც ისინი პირველ ან ორ აპრილს უფასო ფოსტოსესიით ისარგებლებენ. ვინაიდან აქცია ორ ქალაქში იმართება გვეყოლება თელავისა და თბილისის ჯგუფი. ანუ კონკურსში სულ 6 (სამი თელავის და კახეთის მასშტაბით და სამი თბილისის) ადამიანი გაიმარჯვებს.

აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 18 წლიდან.

სტატიების გაზიარება შეგიძლიათ ყველგან სადაც საჭიროდ ჩათვლით. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, პირველ რიგში მიიღოთ სტატიის უნიკალური ლინკ-კოდი ;)

დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ უცხოგრაფის ფეისბუქ გვერდზე.




Sunday, March 12, 2017

განა მაგაზეა, მაგრამ . . . (ფიქრები კომერციასა და ფოტოგრაფიაზე)







გუშინ ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან კამათი მომივიდა.

მიმტკიცებდა რომ მხოლოდ საუბარი შემეძლო და მე კი ცხადია საპირისპიროს ვუმტკიცებდი.

ჩვეულებრივი ბანალური ბრაზილიური სერიალის სცენარივით იყო ყველაფერი. მაგრამ ჩემმა შემდეგმა მონაყოლმა სრულიად შეცვალა კამათის რაკურსი, უფრო სწორად მეტი დამაჯერებლობა შესძინა ჩემს პოზიციას.

ჩემი პოზიცია კი ასეთი იყო. ვუმტკიცებდი, რომ დრო უნდა ყველაფერს. რომ, დროში გამოწრთობილი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი აუცილებლად მიაღწევს მიზანს, ვიდრე ის ვისაც დღეს უფრო მეტი რესურსი აქვს და "დიდზე ყვირის." 

ომის ენაზე რომ ვთქვათ, ის მიმტკიცებდა რომ მე ბრძოლა წავაგე და მე ვუმტკიცებდი რომ მე ბრძოლის წაგებით არაფერი მაკლდება, რადგან მთავარი ომის მოგებაა და არა ერთეული ბრძოლების.

ისტორიულ წიაღსველებს რომ შევეშვათ და მთავარზე გადავიდეთ, საქმეში იმ ქრონოლოგიას ჩავრთავ, რომლითაც მეგობარს ვესაუბრებოდი. 

ქრონოლოგია, ისტორიის დიდი მონაკვეთის გახსენება მაძლევს სწორედ იმის თქმის უფლებას რაც ამ სტატიას ქვია სახელად - განა მაგაზეა, მაგრამ . . . 

მეგობარი მიმტკიცებდა რომ მთავარია ის თუ - დღეს, ამ წამს რა ტექნიკას ვფლობ და რა შემოსავალი მაქვს. მნიშვნელოვანია ხვალ რა მეჭირება და არა ის გამოცდილება, რაც გასულ წლებში მივიღე და არც ის გეგმები, მომავალ ხუთ წელში რომ დამილაგებია.

მე კი მგონია რომ ყველა ასეთი ოპონენტი დიდ შეცდომაშია შესული, რადგან სურათს ძალიან ახლოდან და ლოკალურად აკვირდება. ის უყურებს ხაზის შუა წელს, რომელიც რეალურად ლიანდაგს შეგვიძლია შევადაროთ. ის იმ "b" პუნქტზე გაჩერებულ მგზავრს გავს, რომელიც წუწუნშია და არ უყურებს მატარებელის "A" და "С" პუნქტებს.




2004 წელი იყო რეპერობას რომ თავი დავანებე და  რადიოში დავიწყე მუშაობა. 2005-ში ტელევიზიაში წავედი. 2009-დან "Go Group Media"-ში თელავურ სერიებს - დოკუმენტურ ფილმებს ვამზადებდი. 2010-დან ელექტრონული ჟურნალი "თელავური სერიები" დავიწყეთ. 2011-ში საბერძნეთში წავედი და ყველაფერი დროებით გაჩერდა. 2012-ში დავბრუნდი და ფოტოგრაფიის სწავლა დავიწყე. 2013-ში საკუთარი კამერა ვიყიდე და თელავის უნივერსიტეტში ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი გავხდი 2016 წლამდე. 2014-ში "უცხოგრაფი", ფოტო სტუდია დავაფუძნე. ის თავიდან იყო მხოლოდ გიო ბეჟანიშვილის გვერდი. მერე ივნისიდან ბლოგიც დაემატა. ისიც მხოლოდ გიოსი. 2015 წლიდან გადაღებებზე გავედი და გუნდს ახალახალი სახეები დაემატა.

როგორც მოგეხსენებათ ახლა 2018 წელია. გვაქვს საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე და აქტიური ბლოგი ფოტოგრაფიაზე. გვაქვს მიმდინარე პროექტები და განვითარების ხუთწლიანი გეგმა. ხვალ - ზეგ  ახალი ვებ საიტი, სტუდია და 3 პროექტი უნდა გავუშვათ მოქმედებაში.ვზივარ და  სწორედ მათ ვწერ. ამდროს კი ძველი მეგობარი რაღაც ქორწილის გადაღებებსა და ხვალ რამდენი უნდა ვიშოვო იმაზე მესაუბრება. 

ვდგავარ მის წინ და ვფიქრობ ნუთუ ეს 2004 - დან დაწყებული მედია და არტ საქმიანობა არ მაძლევს იმის უფლებას, რომ კამათში ჩემი მიმართულება შევიტანო, რომელიც არა იმას ეფუძვნება დღეს რომელ სტუდიას რა ტენქნიკა თუ ლინზები გააჩნია, ან ვის რამდენი სკოლა უკვეთავს ბანკეტის გადაღებას, არამედ იმას თუ რა კომპლექსურ ინდივიდთან გვაქვს საქმე, რომელსაც "უცხოგრაფი" ქვია. 

თავმდაბლობის მაკონტროლებელი შინაგანი ცენზორი სრულ კრახს განიცდის და მე ვამბობ სიტყვებს რომელიც ძალიან არ მიყვარს: განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეცაა, მე რომ 2004 წელს დავიწყე . . . და იმ ციკლს ვხატავ ხელით რომელიც 2004 წლიდან ჩემს განვითარებას უკავშირდება 2014-მდე და იმ ახალ ჰორიზონტებს რომელსაც სტრატეგიული განვითარების გეგმა "უცხოგრაფი 2024" აერთიანებს. 

ამ გრაციოზული მოძრაობების ფონზე იმის შეხსენება რომ ეს თელავია და რეალობა კი ისაა, რომ ვიღაც ჩემზე მეტ ქორწილის შეკვეთას იღებს, ბოლომდე მიკარგავს იმედს. იმედს იმის, რომ ვიზიტორს რომელიც ჩემ გვერდს ნახულობს არ მივაჩნივარ რიგით გადამღებად, იმედს რომ ის არ ფიქრობს რომ იყიდის მხოლოდ დროს და ტექნიკას და არა იდეას. იმედს რომ ბუნებაში კიდევ არსებობენ ადამიანები რომლებიც აღიარებენ და აღფრთოვანდებიან ვიზუალური ამბის თხრობის ჟანრის მაღალი დონით. რომელიც განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეცაა ასე ძლიერ განსხვავდება ვიღაც-ვიღაცეების მიერ მომზადებული მასალებისგან.



იმედგაცრუებული, რომ ამას ჩემივე მეგობარი ვერ ამჩნევს და ლოგიკურად აბა სხვა როგორ შეამჩნევს, ვეცემი კედელს და ვცდილობ ერთიანად დავხიო ყველა ოპერაციების სახელმძღვანელო ან ის A3 ფორმატებზე ჩამოწერილი გეგმები, რომლებიც ჩემი საძინებლის შპალერად ქცეულა. ვცდილობ გავხდე უბრალო ხელოსანი, რომელიც დილიდან დაადგება შარას, რომელიც დღის ბოლოს მას აუცილებლად დაასაჩუქრებს. მართალია მცირედით, მაგრამ იმით, რითაც თელავში თავს გაიტანს საშუალო სტატისტიკური მოქალაქე. 

გადამღებობის როლის მორგების რისკი იმდენად მაღალია, რომ ბრძოლაში ლამის ვმარცხდები. თავდახრილი ვდგევარ 10 -15 წლიანი პერსონალურ - ევოლუციური თაიმლაინის წინ და თავს ვაჯერებ, რომ ეს არაფრის მომცემია, რომ იმედი ეს ის უკანასკნელი ნაძირალაა, რომელიც ჩემს მოტყუებასა და უფსკრულში გაშვებას აპირებს. რომ ოცნება ტატოსეულია და ის მე-19 საუკუნეში მოკლეს. რომ დღეს კაპიტალიზმი და მონოპოლია მართავს ქვეყანას და თუ ხვალინდელი ლუკმა მსურს აუცილებლად უნდა დავხიო და დავივიწყო ყოველნაირი წარსულის გზა და მომავლის დიადი განვითარების გეგმები.

ის დროა ყველას რომ სძინავს და საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. 

ის დროა როცა როგორც ფოტო სტუდიის ხელმძღვანელმა უნდა ავირჩიო ვიყო გადამღები და დავემორჩილო მარტივ სქემებს, რომელიც ძირითადად წაგლეჯვასა და გამოხრაზეა დაფუძნებული, თუ ვიყო მეოცნებე, რომელსაც გზას გაუნათებს წარსული გამარჯვებები. მომავალს კი თანამოაზრეების მხარდაჭერა. ასეთები კი, არც ისე ბევრი, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობენ. მერე რა რომ ხვალ შეკვეთაზე არ მივდივარ. მერე რა რომ ხვალ ბოლო თეთრები უნდა გავიდეს ჩემი საფულიდან. მთავარი ხომ იდეაა და არა. . .

და არა . . . იცით რაც არაა მთავარი!

მე ვიცი - იცით!

სწორედ ამ იმედით რომ თქვენ ეს იცით, სწორედ იმ გამოცდილებით, რომელზეც ვიტყოდით - განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეცაა, ძირს დაყრილ და ნაკუწებად ქცეულ ფურცლებს ისევ ერთად ვუყრი თავს. ვაკრავ კედელზე და ვიხსენებ, როგორ გადავიღე ჩემი პირველი დოკუმენტური ფილმი 2009 წელს, როგორ დავარწმუნე 10-მდე ჩემზე გამოცდილი და უფროსი ადამიანი 2010 წელს ჟურნალის დაარსებაში. როგორ შევიძინე საქორწინო ბეჭდების დალომბარდებული ფულით ჩემი პირველი კამერა. როგორ გავბედე და მივატოვე ყველა სამსახური 2015 წელს, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ მე მხოლოდ ფოტოგრაფიისთვის ვიყავი დაბადებული. 

ვიხსენებ ამ ყველაფერს და ვხვდები რომ იდეა!!! აი რა არის მთავარი!

და კიდევ ჟინი, აკვიატებულობა!!!

მილიონი ტალანტი ჩამქრალა, მაგრამ სწორად დასმული იდეა და ჟინი არასოდეს ქრება. 

იმასაც შეგუებული ვარ, ხვალ ისევ სილასავით შემომეწვნება სატელეფონო ზარი, საიდანაც ვიღაც გადამღებს იკითხავს, აი იმას ვისაც კამერა აქვს და იცის როგორ დაამონტაჟოს. იმ ტექნიკოსს, რომელიც ჩემში ყოველთვის ებრძოდა მეწარმეს, მეოცნებეს და რომელმაც საბოლოოდ კრახი განიცადა. 

რადგან მთავრი არა ტექნიკა - არამედ იდეაა!!!

და მაინც ჩემი მეგობრის აზრით შინაგანი დუღილები არაფერია და არც წარსული გამოცდილებაა მთავარი.

მე კი ისევ იგივე აზრზე ვრჩები. . .

"განა მაგაზეა, მაგრამ . . ."

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


Saturday, March 11, 2017

სებასტიაო სალგადო - ფოტოჟურნალისტიკის ცოცხალი ლეგენდა


სებასტიაო სალდაგო სახელგანთქმულია როგორც თანამედროვე მშრომელთა ფოტოგრაფი. ის ყურადღებას ამახვილებს ტალახში ამოსვრილ მშრომელებზე, რომლებიც მიწის სიღრმიდან იღებენ რკინის მადანს, რითაც იტვირთება გემები ნახევარ მსოფლიოში, სადაც ფოლადის მსხმელი ადამიანი მას ფოლადად გარდაქმნის, რაც შემდეგ იგზავნება დედამიწის სხვადასხვა წერტილში, სადაც მისგან გამოჰყავთ ველოსიპედები. 





მისი ხედვა მაკროეკონომიკურია; 

მისი ფოტოებიც მაკროეკონომიკურია. 

ის განასახიერებს თანამედროვე პრინციპს - „იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ადგილობრივად,“ რაც თანამედროვე ფოტოგრაფებისთვის შეიძლება გამოხატული იყოს როგორც,  „ფოკუსირება ფართოდ, გადაღება ახლოს.“

მისი მშობლიური ფესვები, პროფესიული განათლება და არტისტული თვითშეფასება გაერთიანდა მისი უნიკალურობის უზრუნველსაყოფად. ის გაიზარდა ფერმაში, სადაც მამამისი ზრდიდა მსხვილ რქოსან საქონელს, აიმორისის მუნიციპალიტეტში მინას გეარის შტატში, რომელიც დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ხმელეთით გარშემორტყმული შტატია ცენტარლურ ბრაზილიაში. 

მე-18 საუკუნეში მინას გეარისი იყო პორტუგალიის იმპერიის ეკონომიკური ცენტრი. ის ნახევარი მსოფლიოს  ოქროსთან ერთად, დიდი რაოდენობის ალმასით და ძვრიფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით ამარაგებდა. კოლონიის უჩვეულო სიმდიდრემ ის განაკუთრებული კულტურული მოღვაწეობის ცენტრად აქცია. იგი განვითარდა როგორც ჯერ კიდევ ძირითადი  შორეული ბაროკოს არქიტექტურის, მხატვრობის, ძერწვის და მუსიკის ცენტრი ახალ მსოფლიოში. კოლონიური პერიოდის შემდგომ, უარყოფის მიუხედავად, შტატმა დატოვა ბაროკოს ნაწილის კვალის ნაშთები და მისი დიადი წარსულით გაჟღენთილი სიამაყის მტკიცე გრძნობა.



სალგადო დიდი მოდერნისტული აღზევების პერიოდის ბრაზილიაში გაიზარდა. მნიშვნელოვანი მოვლენები ფოტოგრაფიაში გაჩნდა პირველ წამყვან ფოტო ჟურნალებში, „ქრუზეირო" და "მანჩეტე“. სწორედ ისინი იყვნენ ძირითადი მამოძრავაბელი თვლები ფოტოჟურნალისტიკისათვის ბრაზილიაში. ფოტოგრაფია როგორც ხელოვნების ფორმა, აღმოცენდა სალგადოს წინამორბედი სახელგანთქმული ფოტოგრაფებისგან: Jose´ Oiticica Filho (1906–1964) და Mario Cravo Neto (1947–). 

საშუალო განათლების დასრულების შემდეგ, ადრეულ 1960-იანებში, პოლიტიკურად ყველაზე დატვირთულ პერიოდში თანამედროვე ბრაზილიის ისტორიაში, სალგადო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა „ვიტორიაში,“ „ესპირიტო სანტოს“ დედაქალაქში. 

1964 წელს ბრაზილიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და დამყარდა რეჟიმი, რომელიც უფრო და უფრო რეპრესიული ხდებოდა, განსაკუთრებით უნივერსიტეტის სტუდენტი მემერაცხენეებისა და დისიდენტების მიმართ. ბევრი მათგანი იქნა დაპატიმრებული და ნაწამები; ნაწილმა გადასახლება ამჯობინა, როგორც სალდაგომ, განსაკუთრებით ტალღა პარიზს მიაწყდა. 

სან პაულოსა და ვანდერბილტის უნივერსიტეტში ეკონომიკის კურსის დასრულების შემდეგ, სალდაგომ პროფესიული კარიერა როგორ ეკონომისტმა ბრაზილიის ფინანსთა სამინოსტროში 1968 წელს დაიწყო. ეს ის პერიოდია, როცა სამხედრო რეჟიმის მიმართ რეაქციული სიბრაზე უმაღლეს საფეხურს აღწევს




სალგადომ ბრაზილია კიდევ ერთხელ 1969 წელს მიატოვა და ეკონომიკის შესასწავლად პარიზში „სორბონის" უნივერსიტეტს მიაშურა. სწორედ მაშინ დაინტერესდა პირველად ფოტოგარფიით. მისი ცოლს, როგორც არქიტექტურის კურსის სტუდენტს ხშირად ესაჭიროებოდა რეზიდენციიებისა და ინტერიერების გადაღება. ამ ხელოვნებამ ისე მოხიბლა, რომ დაიწყო ინტენსიურად პრაქტკა, როგორც მოყვარული ფოტოგრაფი  მისი ცოლის და მოგვიანებით საკუთარი შვილების პორტრეტებსს იღებდა. 

1973 წელს ის შეურთდა მნიშვნელოვან, წამყვან  სააგენტოს ბრაზილიის ეკონომიკაში, საერთაშორისო ყავის ორგანიზაციას ლონდონში. აფრიკაში განაწილებისას, მან დაიწყო გვალვის მიერ განადგურებული გარემოს კადრების გადაღება ეთიოპიაში. მან უმალ გააცნობიერა, რომ  როგორც ფოტოგრაფს უფრო ეფექტურად  შეეძლო გამოეხატა თავისი დამოკიდებულება ეკონომიკური გარემოპირობებისა და ადამიანების როლის მიმართ განვითარებად ქვეყნებში. მან იგრძნო რომ შეეძლო გადმოეცა არა მარტო ამ ადამიანების გასაჭირის გრძნობა, არამედ მათი კეთილშობილება და მოქნილობა და მათი დამოკიდებულება და ჩართულობა ცხოვრების მიმართ.










მის ესთეტიკურ განვითარებაზე და როგორც ფოტოგრაფზე დიდი გავლენა მოახდინა ანრი კარტიე-ბრესონმა. ბრესონი მიიჩნევდა რომ ფოტოგრაფიულმა სურათმა უნდა დაიჭიროს სცენის ელემენტების ბალანსი. ფოტოგრაფმა აუცილებლად უნდა იცოდეს „გადამწყვეტი მომენტი“ ამ ბალანსის ხელში ჩასაგდებად. ამ მოცემულობასთან ერთად, სალდაგოს ფოტოგრაფიის არსი დაფუძნებული იყო ჰუმანისტურ ვალდებულებაზეც, რასაც ასე ჭარბად ვხვდებით იუჯინ სმიტისა თუ ვოლქერ ევანსის საქმიანობაში. ამ სამუშაოს ფორმა ფოტოჟურნალისტიკიდან იყო ნაკარნახევი. შუა 1970-იანი წლებში, მას ურთიერთობა ჰქონდა სიგმას სააგენტოსთან; ასევე თანამშრომლობდა "გამა" და "მაგნუმ" სააგენტოებთან. 1994 წელს კი პარიზში საკუთარი სააგენტო „ამაზონიის სურათები" დაარსა.







1977 წლიდან 1984 წლამდე ფოტოებს იღებდა მექსიკაში, პერუში, ეკვადორში და ბრაზილიაში. 1984-1985 წლებში ის გახდა გვალვის მოწმე საჰელში, დასავლეთ აფრიკაში. 1986 წელს მან დაიწყო გასაოცარი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა გადაეღო ფიზიკურად მომუშავე მშრომელი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, როგორიცაა ბრაზილია, კუბა, საფრანგეთი, ინდოეთი, ბანგლადეში, საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები. ამ საქმის ნაყოფი შუა 1980-იან წლებიდან ადრეულ 1990-იანებამდე ხშირად ხვდებოდა გამოფენებსა და პუბლიკაციების სერიებში. 










მისი ძირითადი სერიები შედგება: საჰელი: Sahel: L’Homme en De´tresse (1986), Other Americas (1986), An Uncertain Grace (1990), Workers: An Archaeology of the Industrial Age (1993), and The Children: Refugees and Migrants and its companion volume, Migrations
(2000).. „გაურკვეველი მიმზიდველობა“ არის სალდაგოს სურათების ძალის ბრწყინვალე კრებული. აქ თქვენ შეხვდებით მშრომელების მომაჯადოებელ ფოტოებს სერა პელადას, ბრაზილიის უზარმაზარ ოქროს საბადოებიდან, სადაც მათი ტალახიანი გზა აღმა-დაღმა მიდის თავად ისინი კი მიწის ფართო ღრმულში მომუშავე ჰუმანოიდი ჭიანჭველების არმიას გვანან. ამ კრებულშივეა ძლიერი სიღარიბის კადრები საჰელიდან. ეს არის გაბედული, ქუდებით მოვაჭრე ინდოელი ქალებისა და მათი ბავშვების გადასახლება სასაზღვრო მთებით გარშემორტყმულ მდელოებზე. 










პორტრეტებზე აღბეჭდილი დევნილი ბავშვების გაჭირვებული მდგომარეობის ქრონიკები მთელი მსოფლიოდან,  გვაჩვენებს ეთნიკური წმენდით გამოწვეულ ნგრევას, არასტაბილურ პოლიტიკას, ომს, და უკიდურეს სიღარიბეს. ფოტოგამოფენა დასპონსორებული იყო გაეროს მიერ და ფოტოებმა მთელი შეერთებული შტატები შემოაიარა.


















სალდაგო გახდა მრავალი ჯილდოს მფლობელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები ამტკიცებენ რომ ის ახდენს უბედური ცხოვრების დრამატიზებას. სალგადოს პასუხი კრიტიკზე ასეთია: „ზოგჯერ ჩვენ სამხრეთ ნახევარსფეროდან გვაოცებს, რომ თქვენ ჩრდილოეთში ფიქრობთ რომ გაქვთ სილამაზის, კეთილშობილებისა და სიმდიდრის მონოპოლია. ეთიოპია არის ქვეყანა კრიზისში, სადაც ადამიანები ძლიერ იტანჯებიან, და მაინც ეთიოპიელები ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილშობილი ადამიანები არიან მსოფლიოში. აზრი არ აქვს იქ ჩასვას ამ აზრის გასაბათილებლად . . . მე მჯერა რომ მსოფლიოს ადამიანები არ იქნებიან ისეთები, ვისაც ძირითადი მატერიალური სიკეთეები აკლიათ. ნებისმიერი მოცემული მომენტში, თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ამჟამინდელი მდიდარი ერები სიღარიბეში ყოფილან და პირიქით ღარიბ ერებს ქონიათ დიდი ფუფუნება. დავიმახოსვროთ, რომ არ არსებობს არც სილამაზის და არც სიმდიდრის მონოპოლია. მე მჯერა, რომ  ჩვენ არ უნდა ვანადგურებდეთ ადამიანის კეთილშობილებისა და სილამაზის ცნებას... ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ (სამხრეთიდან) ჩვენ თავებს როგორც ჩვენი საკუთარი სიცოცოხლის აგენტებს ისე ვუყურებთ, და არა უბრალოდ უცხოური სააგენტოების "მსხვერპლებს.“"

აპარატურის თვალსაზრისით, სალდაგო შედარებით მწირი რესურსებით მუშაობს. ის ფოტოებს ძირითადად შავ-თეთრში იღებს. არ იყენებს არანაირ განათებას და „სამფეხას“ (შტატივი). ის ატარებს სამ კამერას 28, 25 და 60 მილიმეტრიანი ლინზებით. იშვიათად იყენებს ლინზას ცვლადი ფოკუსური მანძილით. ის მეტ დროს უთმობს თავისი ფოტოისტორიების სუბიექტები გაცნობას და რათა არ გადაიღოს ისინი იმ გზით, რომელიც მათ დაამცირებს. 

Sebastião Salgado. GENESIS from TASCHEN on Vimeo.

სალგადოს როგორც ფოტოგრაფს და ბუნების მოყვარულ და მასზე მზრუნველ ადამიანს ხშირად იწვევენ გადაცემებსა თუ ფორუმებზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სალგადოს საჯარო გამოსვლა TED-ზე.



2014 წელს სალგადოს 40 წლიანი შემოქმედების შესახებ ფილმი გადაიღეს. "The Salt of the Earth" ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელიც ფოტომოყვარულებსა თუ პროფესიონალ ფოტოგრაფებს აუცილებლად უნდა ქონდეთ ნანახი.





Edward A. Riedinger

თარგმნა თამარ შოშიტაშვილმა







Related Posts Plugin for WordPress, Blogger...