დახასიათება / კლიენტების შეფასებები



"დაოჯახება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში და ამ მეტად მნიშვნელოვანი ამბის ვიდეო თუ ფოტო გადაღებაც ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია ქორწილის ორგანიზების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფოტოგრაფია საქართველოში, პროფესიონალის შერჩევა არც თუ ისე ადვილი საქმე ყოფილა. ჩვენ, არჩევანი გავაკეთ უცხოგრაფზე და ამ განსაკუთრებული დღის ფოტომემატიანე გიორგი ბეჟანიშვილი გახლდათ. მთელი გულახდილობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც არა ერთმა ადამიანმა აღნიშნა. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით გიორგის და რეკომენდაციას ვუწევთ ყველას ისარგებლონ უცხოგრაფის მომსახურებით."

- ლევანი და თამარი - სექტემბერი, 2015


"როცა კლასის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა გადავწყვიტეთ,ორგანიზებისას - თუ ვინ გადაიღებდა მას, არჩევანი უყოყმანოდ შევაჩერეთ გიო ბეჟანიშვილზე, რადგან გვინდოდა განსაკუთრებული გამოსულიყო ეს დღე.იუბილემ მართლაც ძალიან მაგრად ჩაიარა, რაშიც დიდი წვლილი სწორედ გიოს მიუძღვის.ეს ფოტოები/ვიდეო ახლა ჩვენი კლასელებისთვის მართლაც ძვირფასი სამახსოვროა,რადგან გიომ, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა და კრეატიული ნიჭით დაჯილდოებულმა, არაჩვეულებრივად მოახერხა თითოეული ჩემი კლასელის ხასიათის დაჭერა და ამ დღის პოზიტიური განწყობის გადმოცემა.მასთან თანამშრომლობაც კომფორტულია, რადგან როცა ხედავ,როგორ უშუალოდ და მეგობრულად ცდილობს განგაწყოს გადაღების პროცესში,ხვდები, რომ მას შემოქმედებითად უყვარს თავის საქმე და რომ ეს მისთვის მხოლოდ სამუშაო არაა. დასაფასებელია, რომ ის მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და არანაირი თანამედროვე ნოვაცია არ რჩება ”უცხოსთვის” უცხო.ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ყველას შემიძლია ვურჩიო, რომ თუკი სურთ გემოვნებიანი და ხარისხიანი მომსახურება, ნებისმიერი სადღესასწაულო თუ საქმიანი ივენთის გადაღება მიანდონ ”უცხოგრაფს”!"

- გიორგი გვერდელაშვილი - ოქტომბერი, 2015



"გიყვარდეს საკუთარი საქმე, ნიშნავს რომ მუდამ მზად იყო მოქმედებაში მოიყვანო ის.  თუ გინდა მიიღო პროფესიონალიზმი, ისეთი ადამიანი უნდა ნახო, ვისაც უყვარს თავისი საქმე და ის ბოლომდე დაიხარჯება ამისთვის. სწორედ ეს მივიღე გიო ბეჟანიშვილისგან ფოტოსესიაზე.  ჩემი მიზანი, ფოტოები ყოფილიყო საუკეთესო, გადაიქცა მის მიზნად და ფოტოები გამოვიდა მართლაც საუკეთესო. ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის. ის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფია!"

- ლალინა უტიაშვილი - ნოემბერი, 2015

როდესაც სიღნაღის სკოლის ბანკეტისთვის გადამღებ ჯგუფს ვეძებდით, შემთხვევით გავიგეთ "უცხოგრაფის" შესახებ ..არ ვიცი რატომ,მაგრამ არჩევანი მალევე მასზე შევაჩერეთ.არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მოლოდინს ნანახმა გადააჭარბა..მათ შეძლეს ის,რომ თითოეული ბავშვისთვის სასიამოვნო გაეხადათ გადაღების პროცესი და ეს აისახა კიდეც მათ ნაშრომებზე...

ყველას ვურჩევთ "უცხოგრაფს" ვისაც სურს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი დღე შემდგომში მოიგონოს ულამაზესი სურათებითა და გემოვნებით დამონტაჟებული ვიდეოთი.მათი პროფესიონალიზმი გაგაოცებთ!

- თაკო ტარტარაშვილი - აგვისტო, 2016

დიდ მადლობას გიხდით ქვემო ალვანის საჯარო სკოლის სახელით... ყველას ძალიან მოგვეწონა თქვენი შემოქმედება 🙂 ვიდეოც და სურათებიც სრულყოფილი იყო ... ❤

- მეგი გაგოიძე - აგვისტო, 2016

"უცხოს" ჩემ ქორწილამდე არასოდეს შევხვედრივარ ამიტომ არ იფიქროთ ძველი ნაცნობობა მალაპარაკებდეს :). ეს არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი "უცხო ხედვით".რთულია მისი შემოქმედების რამოდენიმე წინადადებით შეფასება. წარმატებებს გისურვებ გიორგი და მადლობას გიხდით მე და ჩემი მეუღლე,რომ შენი ფოტოებით ქორწილი ლამაზ მოგონებად გვიქციე.

- ნინო ბოტკოველი - ნოემბერი, 2016

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...