FAQ's ანუ ხშირად დასმული შეკითხვები


რა სტილში იღებთ ფოტოებს?


მიყვარს დოკუმენტური, რეპორტაჟული სტილით მუშაობა. 


ვცდილობ კადრი რაც შეიძლება ნაკლებად დავდგა და გავაოფიციალურო. თვალი და გონება სულ ეძებს ნატურალურ და მოულოდნელ კადრებს, რომლებიც მხოლოდ წამის მეათედში ჩნდებიან. ჩემი მთავარი მიზანი ასეთი კადრების დაჭერაა. კადრების, რომელიც გადმოსცემს ღონისძიების სულს, მნიშვნელობას და არსს.

მხოლოდ თელავში და კახეთში იღებთ ფოტოებს?

არა, ფოტოებს ვიღებ იქ სადაც დაჭირდებათ ჩემი მომსახურება, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე საზღვარგარეთ.







მხოლოდ ფოტოს იღებთ, თუ ვიდეოსაც?

ვიღებთ ვიდეოსაც, თუმცა ჩვენი ვიდეო მომსახურება განსხვავებულია და უცხო. ჩვენ დოკუმენტური ფილმების ჟანრში ვმუშაობთ. 

ფოტოზე ვინ მუშაობს?

ფოტოზე ვმუშაობ პირადად მე, გიო ბეჟანიშვილი. არცერთ ფოტო შეკვეთას, რასაც იღებს "უცხოგრაფი" არ ასრულებს სხვა ვინმე ფოტოგრაფი. თუ ღონისძიება დიდია და მასშტაბური და კლიენტის დაკვეთა ორ ფოტოგრაფზეა, ასეთ შემთხვევაში შემიძლია დამატებითი ფოტოგრაფის წამოყვანა. თუმცა სადაც ერთი ფოტოგრაფიც კმარა, იქ ვმუშაობ პირადად მე.

უნდა შევხვდეთ თუ არა ერთმანეთს ქორწილამდე ?

აუცილებლად! უცხოგრაფი ქორწილამდე ფოტოსესიას იღებს, ანუ წყვილთან ქორწილის დღემდე უკვე მუშაობს. 

რამდენი ხნით ადრე უნდა დაგჯავშნოთ?

ფოტო მომსახურების შემთხვევაში დაჯავშნა აუცილებელია მინიმუმ ერთი თვით ადრე. ვიდეო გადაღების შემთხვევაში კი 2 თვით ან უფრო ადრე. თუ ქორწილის ფოტოგრაფი ქორწილამდე 3-4 დღით ადრე გაგახსენდათ ნუ დამიკავშირდებით. ასეთ შემთხვევაში რომ მეცალოს საეჭვოა და თან ფასი ორმაგი იქნება.






როდის ვნახავთ ჩვენს ფოტოებს?

თქვენს ფოტოებს გადაღებიდან 4-6 კვირაში ნახავთ (ქორწილის შემთხვევაში), თუ ბიზნეს შეხვედრებს ან სარეკლამო ფოტოებს ვიღებთ მაშინ 2-4 კვირაში.


როგორ უნდა დაგიკავშირდეთ და დაგიქირავოთ?

შეგიძლიათ დამირეკოთ მობილურზე ან მომწეროთ ფეისბუქის გვერდზე. მას შემდეგ რაც შევთანხმდებით გადაღების დღეზე, თქვენ ჩარიცხავთ ჰონორარის 20% საბანკო ანგარიშზე, დარჩენილ თანხას კი გადაღების დასასრულს გადაიხდით.




რამდენ ფოტოს მივიღებთ გადაღების შემდეგ?

ფოტოების რაოდენობა დამოკიდებულია ღონისძიების რაობაზე, სტუმრების რაოდენობაზე და ამ მოვლენის ხანგრძლივობაზე. საქორწინო პაკეტი მოიცავს დაახლოვებით 500-800 ფოტოს.

ამზადებთ თუ არა ფოტოალბომებს?

თუ თქვენი სურვილი იქნება შეგვიძლია დაგიმზადოთ ნებისმიერი სახის ალბომი, როგორც ციფრული ნაბეჭდი, ასევე ძველებური სტილის ხელნაკეთი ალბომები ჩაწებებული ფოტოებით. ალბომისთვის ფოტოებს ერთად შევარჩევთ და დიზაინსაც დაბეჭვდამდე გაგაცნობთ.

რამდენ ფოტოს ამუშავებთ?

მე ფოტოებს ვიღებ RAW ფორმატში და ყველა ფოტოს ვამუშავებ, რომელსაც ჩავთვლი რომ კლიენტს უნდა მივაწოდო. დამუშავებაში იგულისხმება ფერების და განათების კორექცია. არცერთ ფოტოს ეფექტს არ ვადებ კლიენტთან შეთანხმების გარეშე. თუ კლიენტი ისერვებს, შემიძლია კონკრეტული ეფექტი დავადო ყველა ფოტოს, თუმცა ამ არჩევანს თავად კლიენტს ვანდობ. მე გაწვდით დამუშავებულ დაბალანსებულ, გასწორებულ ფოტოებს, თქვენ კი შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით ონლაინ პროგრამით დააეფექტოთ.




რა ღირს თქვენი ფოტო მომსახურება? 

ამ კითხვაზე ცალსახდ პასუხის გაცემა შეუძლებელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რას ვიღებ: ქორწილს და ბიზნეს ფორუმს აბსოლუტურად სხვადასხვა სამუშაო სპეციფიკა აქვს და ფასიც აქედან გამომდინარე სხვდასხვაა. ჯობია ფასის შესახებ პირადად ვისაუბროთ უშუალოდ მოვლენიდან გამომდინარე.


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...