Sunday, September 25, 2016

Norwegian photo diary / უცხოს ნორვეგიული დღიური


ნორვეგიაში რომ ვიყავი მგონი მთელმა თელავმა და კახეთმა გაიგო, თუმცა რა მიზნით ვიყავი არ მითქვამს. გადავწყვიტე ფოტოების ატვირთვასთან ერთად მცირე კომენტარიც დამერთო. პროექტი რომელსაც "Tell a Different Story" ერქვა საქართველოსა და ნორვეგიაში მიმდინარეობდა. პროექტში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ერთ დღესაც უჩამ დამირეკა "დრონიდან" და შემომთავაზა ჩართვა. თავიდან გამიკვირდა, რადგან უჩა მხოლოდ ერთხელ "უდაბნოს ფესტივალზე" მყავდა ნანახი და შეიძლება აითქვას არც კი ვიცნობდი. თუმცა თავისთავად ძალიან გამიხარდა, საქართველოდან პროექტში მხოლოდ 5 მონაწილე ვიყავით და ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხუთეულში მოხვედრა. 

პროექტის პირველი ფაზა საქართველოში, მისაქციელში ჩატარდა. მეორე კი ნორვეგიაში, გრონდალენში. პროექტის მიზანი იყო ფოტოგრაფების და სამოქალაქო აქტივისტების გააქტიურება და გაცნობა. პროექტი საბოლოოდ გამოფენით დავასრულეთ, რომელიც ნორვეგიის ქალაქ ტრისილში გაიმართა. 

ნორვეგიაში ყოფნის მთელი 10 დღე პროექტის შესახებ ვიდეოს მომზადებას დავუთმე, რომელიც სულ მალე იხილავს დღის სინათლეს. ამიტომ ფოტოები თითქმის არ გადამიღია, თუმცა მაინც მინდა შემოგთავაზოთ ჩემი თვალით დანახული: სტამბული, გრონდალენ - ტრისილი და ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო, სადაც თითქმის ორი დღე გავატარეთ.

ნორვეგია საოცრად ლამაზი ქვეყანაა, სუფთა და მოვლილი. ყველაფერი სიმწვანეშია ჩაფლული და ვერსად ნახავთ დიდ ბეტონის "მონსტრებს", რომლის ბუმიც სამწუხაროდ საქართველოშია. მოკლედ საოცნებო ქვეყანაა, რომ არა ერთი მცირე პრობლემა. ამ პრობლემას ჩემზე უკეთ ეს ფრაზა ახსნის, რომელიც ოსლოს ჰოსტელის ტუალეტის კარზე ეწერა - "I love Oslo, but my Bank account hates it . . ." 

:D

სულ ეს იყო, ისიამოვნეთ ფოტოებით ;)


Istambul / სტამბული 

                                  





























Grondalen / Trysil /გრონდალენი / ტრისილი

























Oslo / ოსლო













































7 comments:

  1. After a few weeks/months you'll realise what the really is Europe, it will change your soul with it breath ! So photos are very interesting and talkative ! ცოტა მოგვიანებით, როცა უკეთ გააცნობიერებ სად იყავი მიხვდები თუ რა არის სინამდვილეში ევროპა და რა სიკეთეები შეიძლება ვისწავლოთ მისგან! მომეწონა შენი ნორვეგიული დღიური და კიდევ მეტი შემატებოდეს! ფოტობი ძაან კაია თითქოს ამბავს გვიყვება! წარმატებები.

    ReplyDelete
  2. გავაცნობიერე,10თვე ვცხოვრობდი საბერძნეთში და ვიცნობასეთუ ისეევროპას. მადლობა კომენტარისთვის

    ReplyDelete
  3. ძალიან მომეწონა გიო <3

    ReplyDelete
  4. მადლობა, მიხარიაა

    ReplyDelete
  5. ძალიან მომეწონა,მაგარი ფოტოებია :) (y)

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...