Tuesday, April 18, 2017

ცუდი ამინდი = კარგ ფოტოგრაფიას



ყველა ფოტოგრაფი ვინც გარეთ იღებს და განსაკუთრებით ლანდშაფტის ფოტოგრაფები დამოკიდებულები არიან ამინდზე. ყველა გადაღება ემყარება მაღალი და დაბალი წნევის სისტემის ზეგავლენას. ამინდი მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მეტნაკლებად პროგნოზირებადი და სტაბილურია, ზოგან კი მისი პროგნოზი ნამდვილად არაა სანდო და მშვენიერი ამინდი წუთებში შეიძლება გაუარესდეს.

Canon EOS 1Ds Mark III, 24-105mm F4 @ 35mm, FS22, 20 sec. @ ISO 100, polarizer; tripod.

ნაკადულების და მდინარეების გადასაღებად საუკეთესო დროა მძიმე წვიმისას და მის შემდეგ. მოძებნეთ ხეებიანი ადგილი, დაელოდეთ სველ და მშრალ გაზაფხულის ან შემოდგომის დღეს და კარგი ფოტოს გადასაღებად ყველა ინგრედიენტი გექნებათ.


ფოტოგრაფობა არ ნიშნავს, რომ მიიმალოთ მანამ სანამ ქარი ჩადგება, წვიმა გადაიღებს და მზე კვლავ გამოანათებს. ირლანდიისნაირ ქვეყანაში, სადაც ამინდი ძალიან არაპროგნოზირებადი და ცვალებადია ძალიან ადვილად სწავლებადია, როგორ მიიღოთ ცუდი და ულამაზოსგან მისი საუკეთესო მხარე.

 Canon EOS 5D Mark III, 24mm TS-E, F14, 1/13 sec, HDR (+/- 3 stops), tripod.

ციფრული ტექნოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ცუდ ამინდში კარგი ფოტო ბევრად მარტივად გადაიღოთ. შეუიარაღებელი თვალით ცის ეს სცენა ღია ნაცრისფერი იყო. HDR ტექნიკის და ციფრულ ტონალურ კონტრასტული ფილტრის გამოყენებამ ფოტოს დეტალები და ფერი შესძინა.


ტყეები

Canon EOS 5D Mark II, 24mm TS-E, F22, 0.6 sec @ ISO 400, polarizer + soft-focus filter, tripod. 

ეს ფოტო შეიქმნა მოსაწყენ და ნაცრისფერ ირლანდიურ ზამთრის დღეს. რბილი ფოკუსის ფილტრის გამოყენებამ გაზარდა სცენაში მისტიკური ელემენტი.


როდესაც ქარი უბერავს და თავსხმა წვიმაა, პირველი არჩევანი არის ტყიდან თავის დაღწევა. თუმცა ტყე არა მხოლოდ გთავაზობთ რამოდენიმე თავდაცვის ელემენტს, აგრეთვე ის შეიძლება ცუდ ამინდში ყველაზე ფოტოგენურიც კი აღმოჩნდეს. სველი ფოთლები და გაჟღენთილი ხავსები თითქოს მხურვალებას ასხივებენ და შეუძლიათ ფოტოს რაღაც განსაკუთრებული შესძინონ. აქ მნიშვნელოვანი იარაღი პოლარიზებული ფილტრია. იგი სველი ფოთლებიდან კონტრასტს და გაჯერებულობას, აგრეთვე ანარეკლის კონტროლს ზრდის.

Canon EOS 5D Mark II, 24mm TS-E, F16, 1/6 sec @ ISO 200, polarizer and tripod.

ეს დღე იყო მსუბუქი წვიმის, წვიმის და სეტყვის ნაზავი და ეს კონკრეტული ფოტოც გადაღებულია მძიმე სეტყვის დროს. მიმაგრებული პოლარაიზერის გამო არ შემეძლო ლინზების სახურავების გამოყენება, ასე რომ ჩემი მთავარი პრობლემა იყო ლინზების და ფილტრის დაცვა წვიმის წვეთებისაგან. გადაღებებს შორის ოთხი ექსპოზიცია მოვსინჯე თან გამალებით  ვწმენდდი ლინზებს.


ძლიერი ქარის დროს მუდმივად მოძრავი ტოტები და მცენარეები შესაძლოა პრობლემა იყოს. თუმცა შეგიძლიათ ეს თქვენს უპირატესობად გამოიყენოთ და შეგნებულად აირჩიოთ ხნგრძლივი ექსპოზიცია სცენის გასაბლარად. თუ გაქვთ განსაკუთრებული კლდის, ან ტოტის სცენა საინტერესო ფოტო შექმენით. ექსპოზიციის დრო დამოკიდებულია ქარის სიძლიერეზე და იმაზე, თუ რა ეფექტის მიღწევა გსურთ. 4 წამი მოგცემთ მსუბუქი ბლარის ეფექტს, რომელიც ქმნის მოძრაობის ეფექტს ფოთლებში. 20 წამიანი ან უფრო დიდხნიანი ექსპოზიცია წაშლის ყველა დეტალს და შედეგი უფრო მეტად აბსტრაქტული იქნება.

ლანდშაფტი

ლანდშაფტისთვის საუკეთესო პირობები ხშირად შესაძლოა ცუდი ამინდის ზღვარზე მოძებნოთ. შემომავალ დაბალ წნევას დრამატული ღრუბლების და განათების მოტანა შეუძლია, რაც სრულყოფილი პირობებია კარგი ფოტოს შექმნისთვის. როდესაც ნაცრისფერი ცის მრავალფეროვანი არჩევანი არ არის (ან უინტერესო ლურჯი ფერია), კარგი ალტერნატივაა ლანდშაფტზე დეტალები მოძებნოთ.

Canon EOS 1Ds Mark III, 70-200 F4 @ 109mm, F22, 0.6 sec, polarizer and tripod

შემოდგომა საუკეთესოა ლანდშაფტზე დეტალების აღბეჭდისათვის . უკვე მდიდარი ფერები სისველის ეფექტითაა გაუმჯობესებული.


ჰორიზონტის და დრამატული ცის ნაკლებობა (რომელიც ჩვეულებრივ ჩარჩოს მინიმუმ 1/3-ს იკავებს და ფოტოს განწყობაზე ძირითად გავლენას ახდენს) მოითხოვს ექსტრემალური ფოტოს შექმნას, რაც ნამდვილი გამოწვევა და კარგი სავარჯიშოა. სასიამოვნო ფოტოს გადასაღებად ფორმები და ფერები თავად მოაწყეთ - ამან შესაძლოა რამოდენიმე საათითაც კი დაგაკავოთ მაშინაც კი, როდესაც თავსხმა წვიმაა.

Canon EOS 1Ds Mark III, 90mm TS-E, F18, 1/15 sec. @ ISO 200, tripod. 

ამ დღეს გვიან ზაფხულს, მუდმივი წვიმა და ნიავი იყო გაბატონებული და დღის უმეტესი ნაწილი გავატარე ბურენის ეროვნულ პარკში მდელობის კვლევაში. თუ შეძლებთ ამ ქაოსში კარგი კომპოზიციის პოვნას, მაშინ ყველგან იპოვნით.


Canon EOS 1Ds Mark III, 24-105 F4 @ 88mm, F22, 1/8 sec. @ ISO 100, tripod.


თუ ირგვლივ ყველაფერი მოსაწყენი და ნაცრისფერია მიწის ნაკვეთმა შესაძლოა საჭირო ფერი უზრუნველყოს. ამ ზაფხულის დღეს პირობები ძალიან ცუდი იყო: გრიგალივით ქარი, წვიმა და თითქმის ყველგან ღრუბელი. არ ვთვლი რომ ეს ფოტო შედევრია, თუმცა გამოდგება.

სანაპირო

ცივ ამინდში სანაპიროები თანაბრად პროდუქტიული და საშიშია. შტორმის დროს მაღალი კლდეები ყველაზე საშიში ადგილებია, თუმცა ხშირად საუკეთესო შესაძლებლობებს გვთავაზობს. ყოველწლიურად ქარის და არანორმალური ტალღების სტუმრობას სიცოცხლე ეწირება, ასე რომ სანამ მოეწყობით შეხედეთ ზღვის არეალის ამინდის პროგრამას, შეამოწმეთ ზღვის მიმოქცევა და უთხარით ვინმეს სად მიდიხართ და როდის გეგმავთ დაბრუნებას. ადგილზე შეხედეთ პირობებს მანამ, სანამ არ მოგივათ ტალღის და ქარის მოქმედების იდეა, ეს დაგეხმარებათ აარჩიოთ საუკეთესო აზრი, როგორ იყოთ უსაფრთხოდ. ყოველთვის სათანადოდ იყავით დაშორებული კლდის კიდეს და თუ ექსტრემალურად ველურ ადგილას ხართ, ქურთუკი არის ის აქსესუარი, რომელზედაც უნდა იფიქროთ. თუ გადაურჩებით უეცარ შემთხვევას იგი წყლის მაღლა მოტივტივე მორზე  გამყოფებთ იმდენ ხანს, რომ გადარჩეთ.

Canon EOS 1Ds Mark III, 24-105 F4 @ 40mm, F22, 1/13 sec. @ ISO 50, tripod, 1-stop ND grad,                       ThinkTank raincover. 

ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შტორმი იყო, რაც ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე გამოვცადე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ძალიან კარგად ვიცი და შემიძლია ქარის და ტალღების ქცევის წინასწარმეტყველება, იყო მომენტები, როდესაც ნახევარი საათი გავატარე უმოქმედოდ. ვმუშაობდი კომპოზიციაზე და მთელი დღე ველოდებოდი სრულყოფილ ტალღას. 


ძლიერ შტორმს ტალღების გამაოგნებელი მოქმედება და უნიკალური ფოტოების გადაღების საუკეთესო შანსი მოაქვს. მოქმედების გადაღების ორი გზა არსებობს: გაყინოთ ტალღები ექსპოზიციით 1/1500 წმ-ზე, ან უფრო სწრაფით გადაიღოთ.  პირადად მე მომწონს მოძრაობის გრძნობის და შესაბამისად ცოტა ბლარის დამატება მოძრაობისას. ექსპოზიციის დრო ტალღების ძალაზე და სიჩქარეზეა დამოკიდებული, მაგრამ 1/20 ყოველთვის კარგი საწყისი ნაბიჯია. თუ შესაძლებელია ვიყენებ პოლარაიზერს, ის ზრდის ექსპოზიციის დროს და ფერებს ცოტა მეტ ელფერს სძენს.

Canon EOS 5D, 24-105 F4 @ 47mm, F20, 20 sec., 2-stop ND grad + 3- stop ND, tripod

ეს იყო ერთ-ერთი იმ რამოდენიმე შემთხვევიდან, როდესაც მე ბედნიერი ვიყავი ცუდი ამინდით. კიმის სანაპირო თითქმის ყველა ირლანდიურ ტურში შედის და ღრუბლებმა და წვიმამ მაიძულა მეცადა რაღაც განსხვავებული ვიდრე ჩეულებრივი მზიანი დღე. წყალს შესანიშნავი ამრეკლი ზედაპირი აქვს და შეუძლია პატარა სინათლე გაზარდოს, როგორც ამ შემთხვევაში.


Canon EOS 1Ds Mark II, 17-40 F4 @ 40mm, F22, 6 sec. @ ISO 100, tripod, polarizer.

სანაპირო აგრეთვე არის დიდებული ადგილი ქვიშის და დეტალების გამოსაკვლევად, კლდეებს და წყალს დაუსრულებელი შესაძლებლობები აქვს.


მთები

Canon EOS 5D; 70-200/4 @ 131mm; f20; 2 sec.; ISO 100; tripod.

თბილი ფერების ნათებამ შესაძლოა შეცვალოს ფოტო თითქოს ის მოსაწყენი და ნაცრისფერია. ცივის (=ლურჯს) და თბილის (=ყვითელი/წითელი/ყავისფერი ტონები) კონტრასტმა შექმნა ეს ფოტო.


ცუდ ამინდში მთები დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ღრუბლები ხშირად მთების წვერს ფარავენ და ეს დაბალი ღრუბლები უფრო ხშირად მეტად ანათებენ, ვიდრე მაღლები. კონტრასტმა დიდებული მთის ლანდშაფტთან ერთად კომბინაციაში, შესაძლოა ძალიან დრამატული ფოტო მოგვცეს. გრძელი ექსპოზიციის დრო, დაახლოებით 5-დან 20 წამამდე, დამოკიდებულია ქარის სიჩქარეზე, შეგიძლიათ აღბეჭდოთ თუ როგორ აამოძრავებს ღრუბლებს ქარი.

მთის ნაკადების გადასაღებად ხშირი წვიმის პერიოდები აგრეთვე საუკეთესო დროა. მოგზაურობა მთებში ცუდი ამინდისას აშკარად სახიფათოა და მხოლოდ გამოცდილ მთიელებთან ერთად ჯობია იყოთ. თუმცა ხედი დაბლიდან ჩვეულებრივ უკეთესია.

Canon EOS 5D MK3; 45mm TS-E; f8; 1/20 sec.; ISO 100; tripod; SatNav

დაბალი ღრუბლები და წვიმა მთას პირქუშ და მისტიკურ ადგილად გარდაქმნის და დარწმუნდით, რომ უკან დასაბრუნებელი გზა იცით! და კვლავ ფერები (ბალახი და ხეები) სცენის სიმშრალეს თავიდან გაცილებთ.


გადაიღეთ მონო

როდესაც გარეთ ნაცრისფერი ფერი ჭარბობს, ლოგიკურია ამ ნაცრისფერის ჩრდილები გამოიყენოთ მონოქრომული პეიზაჟისთვის. როდესაც განათება და ფერი არ გყოფნით მხოლოდ ფორმები გრჩებათ პეიზაჟზე.

Canon EOS 5D Mark III, 24mm TS-E + 1.4x converter, f14, 1/80 sec. @ ISO 400, tripod

ძველი კოტეჯი და ხეების რიგი უბრალოდ ყვირის გადამიღეო. განათების ნაკლებობა, მოსაწყენი ცა და ძველი თოვლი შეუძლებელს ქმნის შექმნათ კარგი ფერადი ფოტო. მონოქრომულ გადაწყვეტილებას მოაქვს სცენის საუკეთესო ნაწილი, ფოკუსირდება იმაზე, რასაც თვალები იჭერს: ხეები და კოტეჯი.


დაიცავით მექანიზმი

ცუდ ამინდში გადაღებებისას ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მექანიზმის უსაფრთხოდ შენახვა. გარეული სამყაროს და სპორტის ფოტოგრაფებისათვის შექმნილია წვიმისგან დამცავები და გრძელი ლინზების შემთხვევაში უფრო კარგად მუშაობს, უფრო მოკლე ფოკუსური სიღრმის ლინზებისათვის კი მოუხერხებელია. ჯერჯერობით არავინ გამოჩნდა რომ აწარმოოს დამცავი მოკლე ლინზებისათვის. თუ ძლიერი წვიმა არაა კარავის პირსახოცი კარგად ასრულებს საქმეს, თუ არის - სახლში დამზადებული მოწყობილობა, მაგ: დაჭრილი პოლიეთილენის ჩანთა სუპერმარკეტიდან, ან ხმარებიდან გამოსული წვიმისგან დამცავის  კამერის ჩანთად გამოყენება კამერას და ლინზებს მშრალად შეინახავს.

ერთი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ არასდროს გადაიღოთ ქარის საწინააღმდეგოდ წვიმიან და ქარიან პირობებში, წვიმის წვეთები, რომლებიც დაბერვისას ლინზაზე მოხვდება გამოიწვევს რბილი ფოკუსის ეფექტს და ჯობია მშრალად გქონდეთ ლინზები. ზოგიერთი ლინზის სახურავი ეხმარება მის წინა ელემენტს წვეთების არ მოხვედრისაგან.

აღჭურვილობის გასუფთავება აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სანაპირო ადგილებში გადაღების შემდეგ. ნესტიანი ქსოვილი კამერას, ლინზებს და შტატივს მარილის ნარჩენებს მოაცლის. ჩემთვის ეს რიტუალივითაა, მე თითქმის ყოველი გადაღების შემდეგ ვამოწმებ და ვასუფთავებ ჩემს ხელსაწყოებს, განსაკუთრებით ლინზის წინა და უკანა ელემენტებს, სარკეს... სინთეტიკური ტანსაცმელი და პირსახოცები, საჰაერო ვინტილიატორი, ფუნჯი და სპეციალური გამწმენდები დაგეხმარებათ ხანგრძლივად შეინარჩუნოთ მექანიზმი მშრალად და მშვენიერ მუშა მდგომარეობაში.


კარშტენ კრიგერი - პროფესიონალი ველური ბუნების და ლანდშაფტების ფოტოგრაფი დასავლეთ ირლანდიიდან.


თარგმანი: ნინო კაპანაძე
წყარო: https://www.dpreview.com/articles/0829745759/bad-weather-good-photography



1 comments:

  1. ძალიან საინტერესო სტატიაა :)

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...