Wednesday, April 26, 2017

"უცხოს შოუ" (ანონსი)






"უცხოს შოუ" ჩემი ახალი პროექტია, რომელიც მაისიდან დაიწყება ;)

"უცხოს შოუ"-ში იქნება უცხო და მისი ცხოვრება, ფაქტიურად ეს იქნება რეალითი შოუ სოც. მედია ფორმატში.

შოუს ექნება სერიალის ხასიათი და დასაწყისისთვის კვირაში ერთი ეპიზოდი გამოვა.

რას ვნახავთ შოუში?

შოუში ვნახავთ ბევრ ფოტო ტუტორიალებსა და გაკვეთილებს (მგონი ეს ორი ერთიდაიგივეა). კომენტარებს შუა გადასაღები მოედნებიდან. ან რჩევებს ფოტოების დამუშავების შესახებ, როცა კომერციულ თუ საკუთარ პროექტებზე ვიმუშავებ,

შოუში შევეხებით შემდეგ თემებს: ბლოგინგი და სოც. მედია. გაგაცნობთ ვინ, სად და როგორ მუშაობს უცხოგრაფის გუნდში. ასევე შევეხებით დიზაინს, ყოველთვის როცა დიზაინ შეკვეთები მექნება.

ერთი სიტყვით ყველაფერი რაც გადამხდება თავს - მაისიდან მოხვდება შოუში.

"უცხოს შოუ" ყველაფერთან ერთად სოც. ექსპერიმენტიცაა, რომელსაც ფაქტიურად საკუთარ თავზე ვატარებ და ამმხრივაც საინტერესოა: გამომივა თუ არა, რამდენხანს გავქაჩავ, როგორ განვავითარებ და ასე შემდეგ.
თითო ეპიზოდის ხანგრძლივობა 3-5 წუთი იქნება და დატვირთული იქნება საინტერესო იდეებით, ლოკაციებით და პროექტებით.

შოუ სავარაუდოდ ყოველ შაბათს ან კვირას დაიდება იუთუბის ჩემ საკუთარ ჩენელზე.

რადგან შოუს შესახებ ახლაც ვფიქრობ და იდეებს  ვალაგებ, გამიხარდებოდა, თუ თქვენც გამოთქვამდით თქვენ აზრს და გამიზიარებდით იდეებს - კიდევ რა შეიძლება იყოს შოუში . . .

დანარჩენ დეტალებზე ცოტა მოგვიანებით უკვე შოუდან შეიტყობთ ;)

მადლობა ყურადღებისათვის :*

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


3 comments:

  1. ბევრი ადამიანი იცნობს შენი მოღვაწეობის სფეროებს და ჩვენთვის უფრო საინტერესო იქნებოდა ,,უცხოს" სრულოად ახალ ამპულაში ხილვა მაისიდან. პარალელურად რამე ახალი აითვისე და ერთად ვნახოთ როგორ გამოგივა. სირთულის არსებობისას მისი გადაჭრის რა გზებს მონახავ და დაგეხმარება თუ არა შენი დაგროვილი გამოცდილებები ახალ სფეროში თავის დამკვიდრებისთვის. ხანგრძლივი და საინტერესო გამოვა, ჩემი აზრით, დროის არსებობის შემთხვევაში. წარმატებები ;-)

    ReplyDelete
  2. ხო მარიამ, მეც ეგ მინდა რაღაც ახლები მოვსინჯო, პლუს ვინც არ მიცნობს გავეცნო და კიდევ ერთად ვისწავლოთ რაღაცეები. მადლობა კომენტარისთვის <3

    ReplyDelete
  3. კაი იდეაა გიო. წარმატებები

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...