Monday, January 7, 2019

ფოტოკოლექცია "თელავური კარი" / Doors of Telavi (100 კარი)



ათასნაირი კოლექციების შეგროვება ბავშვობიდან მიტაცებდა.

ხან მანქანების წებოვან ქაღალდებს ვაგროვებდი, ხან მომღერლების პოსტერებს და ხან მაგნიტოფონის კასეტებს.

ვინ მოთვლის ჩემი ბავშვობის რამდენი საათი მაქვს დახარჯული ჩემი კოლექციების დალაგებასა და გამოფენაზე. ისინი ხან ჩემს საძინებელში იდებდნენ ბინას, ხანაც ძველ საკლასო ჟურნალში ჩაწებებული მოივლიდნენ ხოლმე უბანს სადაც ვცხოვრობდი და ვიზრდებოდი.

მაშინ არც სოც მედია იყო, რომ გამეპიარებინა და გამეზიარებინა და არც სხვა რაიმე საშუალება.

თუმცა როგორც ჩანს დროის დინებამაც ვერ შეცვალა ჩემი ეს ჩვევა და უკვე როგორც ფოტოგრაფმა ახალ-ახალი კოლექციების შეგროვება დავიწყე.

სხვა დაუმთავრებელ პროექტებს შორის, ყველაზე საინტერესოდ მეჩვენებოდა ჩემი ათასჯერ დაწყებული კარის ფოტოების კოლექცია. კარს თელავში ჯერ კიდევ 2009 წლიდან ვიღებდი, თუმცა 10 წლის წინ დაწყებული საქმე რატომღაც ვერასოდეს მივიყვანე ბოლომდე.

როდესაც პროფესიონალური კამერა ჩავარდა ჩემს ხელში, იმდენი საქმე გამომიჩნდა, რომ მათი თავმოყრა ვერც მაშინ შევძელი.

გასული წლის ნოემბერში არქივის დალაგებისას ძველი კარის ფოტოებს წავაწყდი და ჩემს თავს მყარად წავუყენე პირობა ერთ კოლექციად გამეერთიანება და საბოლოვოდ დამესრულებინა კარის კოლექცია თელავიდან.

იმისათვის რომ არ დამზარებოდა, ავდექი და ციფრული ფოტო პროექტი მობილურად გადავაკეთე და ჩემი samsung-ის ტელეფონით დავიწყე ხეტიალი თელავის ქუჩებში, რათა ყველა ის ხის კარი დამეფიქსირებინა, რომელიც რაღაც საინტერესო ისტორიას ინახავს ან უბრალოდ ლამაზია.

პირველი კარის ფოტო ჩემს ინსტაგრამის ექაუნთზე 2018 წლის 19 ნოემბერს გამოჩნდა. ფოტოებს ხან ყოველდღე, ხან დღეგამოშვებით ვდებდი. 

ამჟამად უკვე 100 მათგანს წარმოგიდგენთ. გეგმაში 120 ან 150 კარის შეგროვებაა. ცხადია როცა დავასრულებ, ამ პოსტსაც განვაახლებ და ყველას ერთად კიდევ ერთხელ გაგიზიარებთ.

დანარჩენზე უკვე თავად უნიკალური კარის ფოტოები მოგიყვებათ.

იმედს ვიტოვებ, კოლექციაში კიდევ უფრო ბევრი საინტერესო და ჩემთვისაც აქამდე აღმოუჩენელი კარი მოხვდება და თქვენც აქტიურად მიადევნებთ თვალს.








































































































მე ჩემი ფავორიტები მყავს ამ პროექტში, თქვენც არ დაიზაროთ და მომწერეთ რომელია თქვენთვის გამორჩეულად ლამაზი ან ორიგინალური კარი კოლექციიდან.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


1 comments:

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...