Monday, May 6, 2019

Wings for Life World Run Kakheti 2019







მსოფლიო რბენაზე უკვე მეექვსედ ვიყავით.

ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი სპორტული ღონისძიებაა და თან რადგან აქვე თელავთან ახლოსაა არასოდეს გამოგვიტოვებია.

წელს არასახარბიელო ამინდი უძღვოდა წინ რბენას და შესაბამისად  უცნაური გარემოც დაგვხვდა იქ მისულებს.

არ ვიცი რატომ, მაგრამ გადავწყვიტეთ გასული წლებისგან განსხვავებით წელს ივენთი მხოლოდ ფართო კუთხიანი ლინზით გადაგვეღო. არ ვიცი რა და როგორ გამოგვივიდა, მაგრამ აქცენტი მაქსიმალურად გავაკეთეთ: გარემოზე, პროპორციებსა და სცენის მიღმა კადრებზე, სადაც ძირითადად ჟურნალისტების მუშაობა ჩანდა.


























































წელს მედიისათვის გამოყოფილმა პოლიციის პიკაპებმა მხოლოდ მეხუთე კილომეტრამდე წაგვიყვანა და ისეთი ფუფუნება ნამდვილად არ გვქონია, ისინი გადაგვეღო ვინც პირველ სამეულში ან ხუთეულში გარბოდა. 

იმედია მომავალ წელს ამინდიც და ორგანიზებაც უკეთეს დონეზე იქნება და იმ საცობებსა და ქაოსსაც ავცდებით, რაც მთელ ღონისძიებას თან სდევდა.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი

ფოტოები: გიო ბეჟანიშვილი / ეკატერინე ჯანდიერი


Related Posts Plugin for WordPress, Blogger...