Monday, April 30, 2018

გასული კვირის ფოტოები საქართველოდან / Photos of the Week from Georgia - Vol. 11























                                                   23/04/ - 30/04 
                                                          2018

                                                         გასული კვირის ფოტოები საქართველოდან  
                                                               Photos of the Week from Georgia - Vol.11



























Zuka Kotrikadze






















Tazo Narimanidze






Ann Barjadze







Lasha Pirtskalaishvili




Levan Kalmakhelidze




Davit Kobiashvili





Tinatin Tskhvedadze






Ioseb Mamniashvili




Lucas Shermadini




Liza Gabunia




Cover Photo by Sandro Bibliotekari

Autors: Tamara Shoshitashvili / Gio bejanishvili

© Utskhography 2018

Sunday, April 29, 2018

კვირის სეირნობები Vol 8 - ფოტონადირობა იხვებზე





უკვე რამდენიმე თვეა, რაც ველურ ბუნებაში ჩემი მეგობრის განუყრელი თანამგზავრი ვარ.

ზაქრო სონღულაშვილი საქართველოს ფლორისა და ფაუნის უანგარო დამცველია,ხოლო მოცალეობის ჟამს ხშირად გავდივართ ხოლმე თელავის შემოგარენის საგუბრებზე, ჭალებში ანდა სულაც შუამთის ტყეში.

ჩვენი ამოცანა ფოტონადირობაა, რომელიც ცხოველებისა და ფრინველების რაც შეიძლება ახლო კადრების დაჭერაში მდგომარეობს. ამის საშუალებას კი გრძელფოკუსიანი ტელეობიექტივები გვაძლევს.

რამდენიმე დღის წინ ზაქრომ გურჯაანის საგუბრებზე გაყოლა შემომთავაზა. იქ ფოტოგადაღებისთვის ველური იხვები უნდა მოგვეხელთებინა. 

მეზობელი რაიონის გარემოს ნაკლებად ვიცნობდი,ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი. გზად კი ვეჯინის მამათა მონასტერში შევიარეთ,რომელიც არაჩვეულებრივი ბუნებრივი მდებარეობით გამოირჩევა. 

აქ ძველათ მეფეთა რეზიდენციაც ყოფილა და ასევე მონასტრის ტერიტორია თავს დაგამახსოვრებთ რამდენიმე საუკუნის წინანდელი სამაროვნბით; საფლავები ძირითადათ ანდონიკაშვილების საგვარეულოს ეკუთვნის და ცალკეა შალიკაშვილთა აკლდამაც. მონასტერში რამდენიმე ბერი დაგვხვდა, რომლებმაც სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს... ერთერთმა მათგანმა შესანიშნავი ექსკურსია ჩაგვიტარა და მოვინახულეთ ეკლესიის მეთექვსმეტე საუკუნის ფრესკები, რომელზეც გამოსახულ პირებს, როგორც ბერმა აღნიშნა, მკვეთრად გამოხატული ქართული ნაკვთები აქვთ. 











იმავე მონასტრის ტერიტორიაზე პატარა შენობაც იყო, სადაც ერთი ახალგაზრდა მხატვარი, დავით ლუიშვილი ხატწერის საქმიანობას მისდევდა. ქალაქისგან მოწყვეტილი მშვიდი გარემო და მწვანეში ჩაფლული მთები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ამიტომ გირჩევთ აუცილებლად მოინახულოთ ეს ადგილი, თუკი ვეჯინისკენ მოხვდებით.














ამის შემდეგ გეზი საგუბრებისკენ ავიღეთ. უნდა გითხრათ რომ ბედმა  გაგვიღიმა, სრულიად შეუმჩნევლად წამოვეპარეთ წყალში მოტივტივე იხვების სხვადასხვა სახეობებს (ძირითადათ ფართოცხვირა იხვები და იხვინჯები იყვნენ). საკმაოდ ფრთხილებიც აღმოჩნდნენ, გადაღების დროს რამდენჯერმე აფრინდნენ და სხვა საგუბარზე გადაინაცვლეს, თუმცა წყლიდან ცაში აჭრილი ფრინველების დაფიქსირებაც არანაკლებ გასახარია.

წამოსვლისას კი ორ მონადირეს გადავეყარეთ. იარაღს  მიზანში ასწორებდნენ და სამონადირეო ძაღლს წვრთნიდნენ... სამწუხარო ფაქტია როცა სანადირო სეზონის დასრულების შემდეგ ისევ ხოცავენ საერთო ბუნებრივ სიმდიდრეს და უფრო უარესი მოვლენა ისაა, რომ ვერ ცნობენ სახეობებს - ხშირად ფაუნის ისეთ წარმომადგენლებს ანადგურებენ, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი.







































P.S რამდენიმე დღის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა სოციალურ ქსელში მომწერა, კაი ნერვები გქონია იხვს რომ ხედავ და არ ესვრიო... მე კი ვიტყოდი, რომ ფოტონადირობაზე უკეთესი ნადირობა ბუნებაში არ არსებობს!


ავტორი: დავით კობიაშვილი

Friday, April 27, 2018

ფოტო ამბავი "მიტოვებული"



"სალომე.

შემოდგომა.

წასვლა.

რამდენიმე თვის წინ ქვეყნის დროებით დატოვება რომ გადაწყვიტა, დავპირდი წასვლამდე კიდევ ერთხელ გადაგიღებ მეთქი.

ადგილი ასეთი შევარჩიეთ.

დროდადრო მიტოვებული. უდაბური. ცარიელი. უადამიანო.

ცოტა შინაგანი ფორიაქი ჰქონდა რომ მიდიოდა.

ნერვიულობდა აქ დატოვებული გარემოსა და ადამიანების მონატრების გამო.

...

მიწა.

ჰაერი.

წყალი.

ხე, როგორც სიცოცხლის წყარო.

შეხება.

დამშვიდობება, დროებით.

...

ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას თავისებური სევდა ახლავს თან.

არც ისე მარტივია უბრალოდ ადგე და წახვიდე.

დატოვო ის ყველაფერი, რის/ვის მიმართაც დიდი ემოციური/ფიზიკური კავშირი გაქვს.

გაბედა.

წავიდა.

დატოვა...

მაგრამ დაბრუნდება..."







































 












ავტორი:  თამარ შოშიტაშვილი


Related Posts Plugin for WordPress, Blogger...