Tuesday, October 31, 2017

200 000 ვიზიტორი 2017-ში - მიზანი რომელიც შესრულებულია



გამარჯობა

მერამდენედ ხარ ამ საიტზე? პირველად? მეათედ? მეასედ?

პირველად როდის მოხვდი ჩვენთან? ან საიდან გვიპოვე?

რა იცი ამ ბლოგის შესახებ?

გაგიკვირდათ ალბათ სტატია რომ არა ამბის თხრობით არამედ კითხვებით დავიწყე.

სიმართლე გითხრათ ჩემთვის ამ კითხვებზე პასუხები უფრო საინტერესოა, არამხოლოდ ჩემთვის არამედ მთელი ჩვენი გუნდისათვის.

რადგან ამბავი, რაც ამ სტატიაში შეიძლება მოვყვე უკვე ფრაგმენტებად ბევრგან მაქვს მოყოლილი, თითქმის ორ ან სამ დღეში ერთხელ ვიღაც მეკითხება ბლოგზე. მეც ვდგავარ და სიამაყით ვუყვები. რადგან ჭეშმარიტად მგონია, ის რაც აქაა თავმოყრილი საკმაოდ ძვირაფასია ფოტოგრაფებისათვის.

275 სტატია ფოტოგრაფიაზე და ათასობით ფოტოსურათი.

ესაა უცხოგრაფის ბლოგი, ესაა ჩვენი სიამაყე. თუმცა პათეტიკას რომ ავცდე , დღეს თქვენი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან რიცხვებზე მინდა შევაჩერო.

პირველად ბლოგის კეთება რომ დავიწყე, ეს იყო 2014 წლის ივნისი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ნახვები რაც დღეს სტატისტიკად უნდა მოვიტანო ოდესმე იქნებოდა ჩვენს საიტზე.






 მგონი აქამდე საჯაროდ არ მითქვამს, რომ ჩვენ გვქონდა მიზანი: მიზანი ბლოგს დაეგროვებინა 200 000 ვიზიტორის ნახვა 2017 წელს.

კარგია, როცა სქრინშოტებს ვინხავთ ხოლმე. სქრინშოტების დახმარებით, ყოველთვის ვცდილობდით ერთმანეთის მობილიზებას გუნდში. გუნდში რომელშიც სულ პირველი ნინო კაპანაძე შემოვიდა, შემდეგ კი თამარა შოშიტაშვილი და მარიამ ფედროვი შემოუერთდა, ბოლოს კი სალომე აფციაური და თენგო ჯალიაშვილი, რომელიც სულაც ახლა ამზადებს მის პირველ სტატიას ჩვენი ბლოგისათვის.

ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში ჩვენი ნახვები 130 000-სს შეადგენდა. სწორედ მაშინ დავგეგმე 200 000-იანი ნახვების თამაში. ეს იყო გუნდის შიდა თამაში და გამოწვევა. და სწორედ ორიოდ დღის წინ ჩვენ ის დავძლიეთ. სულაც ორი თვით ადრე ვიდრე 2017 წელს გავაცილებდეთ.







დღეს ჩვენ ყველა ძალიან ბედნიერი და ამაყი ვართ, რომ მიზანი რომელიც წლის დასაწყისში დავისახეთ შესრულებულია. რომ ბლოგს მუდმივად ყავს დამთვალიერებელი და დამფასებელი.





და აქვე ამ მოკლე სტატიაში მინდა ახალი მიზნის შესახებ გამოვაცხადო, რომელის ჩვენ, შიდა გუნდში უკვე გაანალიზებული გვაქვს. მომავალ წელს 2018-ში 400 000 ვიზიტორის მიღებას ვგეგმავთ. ახალი 400 000 - იანი გეგმა უფრო მეტ გამოწვევებს და ენერგიას მოითხოვს და ვფიქრობ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. სქრინშოტებს კვლავ ისტორიისთვის შევინახავთ და დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ამ დროს ისევ გამცნობთ ამ ფანატასტიური რიცხვების ნაადრევად დაძლევის შესახებ ;)

და ბოლოს მადლობა ყველას ვინც გვაფასებთ და ჩვენთან ხართ. მადლობა ასე რომ გვახარებთ თქვენი ყურადღებით, ასე რომ უჭერთ მხარს ფოტოგრაფიას და აძლიერებთ გუნდს, რომელიც ერთ დღეს დარწმუნებული ვარ დიდი ფოტოგრაფიის ჟურნელის რედაქციად მოგევლინებათ. მე ამის მჯერა. მადლობა ყველას!

პ.ს. კითხვები რომლებიც თავში დავსვი, უყურადღებოდ არ დატოვოთ, გამოგვეხმაურეთ კომენტარებში. ;)

Friday, October 27, 2017

მინიმალისტური ფოტოგრაფიის სახეები ურბანულ გარემოში



მინიმალიზმი ამერიკაში 1960-იან წლებში განვითარდა და „ძენური“ ფილოსოფიის იაპონური ტრადიციის კულტურასთან არის დაკავშირებული. როგორც რეაქცია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ახირებების წინააღმდეგ, ხელოვანებმა ჩაკეტილი, დამალული პროცესებისა და გამოსახულებების ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელმაც ვიზუალური ხელოვნების გაცვეთილი ჩონჩხი გააშიშვლა.

მინიმალისტური ფოტოგრაფიის ისტორია არ განსხვავდება თანამედროვეებისგან. ბერენის ებოტის სამეცნიერო ფოტოგრაფია მიმართულია მინიმალიზმისკენ, როგორც აშკარა საყრდენი წერტილისკენ. 


ფოტოგრაფები, რობერტ ადამსი და ლევის ბალტციც იყენებდნენ რედუქციულ ტექნიკებს ბუნებისა და ურბანული ლანდშაფტის კომპოზიციის გადასაღებად.

როგორც ყველა ვიზუალური ხელოვნება,  მინიმალიზმიც დაფუძნებულია დიზაინის ძირითად ელემენტებზე: ხაზი, კონტური, სტრუქტურა, ფორმა და კომპოზიცია. ინტერპრეტაციების თვალსაწიერი მინიმალისტური ხელოვნების ფარგლებში უსაზღვროა, მისი მიმდევრები აწარმოებენ შედეგებისა და ჩანაფიქრის მრავალფეროვნებას.





ზოგადად, რაც არ უნდა იყოს, მინიმალისტური ხელოვნება შეიძლება განვიხილოთ მარტივი პრინციპის ფარგლებში, როგორიცაა ძველი გამოთქმა „შეხედე მარტივად“.


შეხედე მარტივად

მინიმალიზმი იმაზე, თუ რა მცირე შეიძლება თქვა კომპრომისების გარეშე. მინიმალისტური ფოტოგრაფია დიდებული შესაძლებლობაა იმისთვის, რათა შეანელოთ და გადააფასოთ თქვენი ფოტოგრაფიული პროცესი. გადაღებამდე ამოისუნთქეთ. იფიქრეთ თქვენთვის სასურველ შედეგზე. როგორ იყენებთ კომპოზიციის თქვენეულ ცოდნას სუბიექტთან? ექსპოზიციის როგორი მეთოდი გსურთ? მინიმალიზმი ძალიან დამაფიქრებელი პროცესია, ერთგვარად იოგის მსგავსი.




 
შექმენი მინიმალისტური ფოტოგრაფია ურბანულ ლანდშაფტზე

ხშირად უტილიტარული დეტალები, რომლებიც ქმნიან ურბანულ ლანდშაფტს, იგივე დეტალებია რომლებიც მუშაობს როგორც საუკეთეოს მინიმალისტურ სუბიექტები.  

ბუნების მინიმალისტური გამოსახულებები ორგანული სტრუქტურების სუსტ ნაკადზეა დამოკიდებული. თუმცა, ურბანული მინიმალისტური  ფოტოგრაფია მდიდრდება ძველი შენობების მკაფიო ხაზებით, სუფთა ბინებითა და გაუქმებული მანქანის პარკებით.
ფერის, სტრუქტურისა და კონტრასტის შერევით, მინიმალისტური ფოტოგრაფია შეიძლება ერთდროულად იყოს შეუმჩნეველიც და ხმამაღალიც. მინიმალიზმის ფოტოგრაფები ძლიერდებიან და გაშიშვლებული ელემენტებით ერთდროულად ქმნიან შეუმჩნეველ და მაღალი ეფექტის მქონე ფოტოს. ამიტომაც, წინსვლა მინიმალისტურ ფოტოგრაფიაში ხშირად პირველ რიგში ითხოვს რომ საკუთარი თავი დავუთმოთ ფოტოგრაფიული კომპოზიციის საფუძვლებს. 



მესამედების წესი



მესამედების წესი ხერხია, რომელიც ხელს უწყობს ფოტოსურათის სრული კომპოზიციის გამოვლენას. გონებაში გაყავით გამოსახულება თანაბრად მესამედებში ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. ხაზები, რომლებიც იკვეთება ცენტარლურ მართკუთხედზე, მიუთითებს იმ წერტილებზე, რომლებიც მნახველთა უმრავლესობის ყურადღებას იპყრობს. ცენტრალური მართკუთხედიდან მნიშვნელოვანი წერტილების გადატანა ფოტოში უზრუნველყოფს, რომ გამოსახულება ბუნებრივად უფრო მიმზიდველი გახდეს აუდიტორიისთვის.

მინიმალისტური ფოტოგრაფია თანაბრად ეფუძვნება იმას, თუ რა შედის გამოსახულებაში და რა არის ამოღებული მისგან. ვიზუალურად ჰარმონიული ფოტოს შესაქმნელად ხელსაწყოებმა, როგორიცაა მესამედების წესი მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მიიპყროს მნახველთა ყურადღება.




ეს გამოსახულება დაყოფილია 9 მართკუთხედად. ოთხი ცენტრალური ჯვარედინი წერტილი მიუთითებს ფოტოს საფოკუსე წერტილებს.ეს ფოტო მესამედების წესის პრაქტიკული მაგალითია. ფოტოს არც ერთი კომპონენტია განლაგებული უშუალოდ ცენტრში, მნახველის თვალი მიმართულია პირდაპირ ფოტოს ცენტრისკენ.






 
ფერი


ფერს აქვს ენა, რომელიც ქმნის ფოტოს ატმოსფეროსა და ემოციურ ჯაჭვს.  თუ ტრადიციულ შავსა და თეთრს შეუძლია ფოტოს ყველაზე ნათელი ნაწილები გამოყოს, ორ ან სამ მეტად კონტრასტულ ფერს შეუძლია ურბანული გარემოს ფასადის გახალისება და გამოცოცხლება.

ფერის გაერთიანებები გადმოსცემს სიცოცხლისუნარინობასა და სიმტკიცეს ფოტოში, მაშინ როდესაც გრედიენტი არის უფრო რბილი და დამყოლი. პასტელის ფერების სქემები, გამოსახული ბევრი თანამედროვე მინიმალისტი ფოტოგრაფების მიერ გადმოსცემს სიურეალიზმს, ზღაპრულ ხარისხს ფოტოსთვის, ასევე ბავშვობასთან დაკავშირებულ დროს, დისოციაციას და ახალი მედიის ესთეტიკას.


იზოლირებულ ფერებს შეუძლიათ ფოტოს სიღრმე შემატონ და დეტალებზე გადაიტანონ ყურადღება, რაც ხშირად შეუმჩნეველია ურბანულ ლანდშაფტში. 

 
ხაზები



ძლიერი ხაზები მინიმალისტურ ფოტოგრაფიაში ფოტოს მთლიანობას აძლიერებს. გარკვეული ხაზები ფოტოს პერიმეტრიდან წარმოდგენილი იქცევს მნახველის ყურადღებას და უძღვება მათ თვალებს ხელოვნებისკენ. ხაზები სხვადასხვა სხეულების საზღვრებს ადგენენ სივრცეში და შეუძლიათ აჩვენონ უწესრიგობა მკვეთრი კუთხეებით ან მშვიდი ემოცია ორგანული პულსით.

ჰორიზონტალური ხაზები გამოყენებულია როგორც ჰორიზონტის, ხედის აღნიშვნის მეთოდი ან სრულებით ცვლის მნახველის სივრცის შეგრძნებას. როდესაც იღებთ ფოტოს, თვალი გააყოლეთ ყოველ ხაზს. ხაზის მარეგულირებელი მთლიანობა შემდგომ წარმოებაში შეიძლება იყოს უკიდურესად შრომატევადი. და მინიმალისტური ფოტოგრაფიის წარმატება შეიძლება (და ალბათ იქნება) გამოითვალოს მისი ზუსტი მიმდინარეობით.








 

ფორმა

ხაზისა და ფორმის კომპოზიციური ელემენტები ხშირად ვიზუალურ სიბრტყეს კვეთენ. მაგალითად, ფორმის პერიმეტრი შეიძლება განისაზღვროს თავისი გარე ხაზით, ფორმის ინტერიერი ნაწილებად იყოფა გამოსახულების ფონზე. 

მძაფრი, არაორგანული ფორმები ქმნიან უწესრიგობასა და მოქმედებას ფოტოში, მაშინ როცა მშვიდი, ორგანული ფორმები ქმნიან მშვიდობის, ბუნებისა და თანასწორობის სცენას. ურბანული გარემო შედგება მძაფრი და მშვიდი ხაზების ულევი მასისგან. ამ ორი სპექტრის ერთად წარმოების მცდელობა ქმნის დიზაინისა და ემოციის დიმანიკურ შედარებას.






 
ნიმუში და სტრუქტურა 

ნიმუში და სტრუქტურა გამოსახულებას გვერდიდან იზიდავს. სტრუქტურა გამოსახულების ფიზიკაა, რომელიც აუტიდორიას იპყრობს მათი შეხების შეგრძნების მიმზიდველობით. ნიმუში, ხშირად გაერთიანებული სტრუქტურასთან, ამატებს დეტალებს ფოტოსურათს, სხვა შემთხვევაში გულწრფელი სილამაზის გამეორება შეუმჩნეველი სუბიექტური მასალაა.

მინიმალიზმი და ნიმუში შეიძლება გაერთიანდეს ზომისა და რიცხვის აღსაწერად, რაც ამარაგებს ერთადერთი დიზაინის გამეორებით სენსორის მგრძნობელობის გადატვირთვას მარტივად. როდესაც გამოსახულებაში კონცენტრირებული ადგილები შეიზღუდება, ნიმუში შეიძლება იყოს როგორც დარღვევა დანარჩენი ლანდშაფტისთვის ან როგორც კონტრასტი ნეგატიური ადგილის აღსაწერად. 




სტრუქტურული ფოტოები ხშირად გამოსახავენ ურბანული გარემოს კლებას სასიამოვნოდ ჩახლართულ დეტალში.


ნეგატიური ადგილი
 

ნეგატიური ადილია ის, რაც არ არსებობს, რომელიც შეიძლება გაურკვეველი იყოს. ეს აძლევს სასუნთქ სივრცეს გამოსახულებას.

მაგალითისთვის, ერთი ღრუბლის გამოსახულება, შექმნილი ლურჯი ცის მიერ, არც არღვევს არც ამცირებს, მაგრამ ორივე გაცვლას ნიშნავს. მკაფიო კონტრასტი თავისუფალ და გადაჭარბებულ გარემოებებს შორის ნიშნავს, რომ ურბანული ლანდშაფტები შესანიშნავი გამაერთიანებელია ნეგატიური ადგილისთვის მინიმალისტურ ფოტოგრაფიაში. 






გეომეტრიული ნიმუში ამ ფოტოს მარჯვნივ არის კომპენსირება ნეგატიური ადგილის მარცხნივ. კავშირი აბალანსებს საერთო ფოტოს და ზრდის მკაფიო ყვითელ ზოლს შუაში.

დასკვა 

მინიმალიზმმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ბოლო წლებში, განსაკუთრებით ინტერიერის დიზაინსა და ფოტოგრაფიაში. ონლაინ კურატორობის სიუხვე ნიშნავს, რომ იარლიყებმა #მინიმალი და #მინიმალი_ სრულყოფა იპოვეს ახალი რედუქციული გამოსახულება. 


თუმცა, გამოსახულებების ჭარბი მოცულობა შეიძლება აღმოჩნდეს მინიმალიზმის პრინციპების საწინააღმდეგო, თანამედროვე ლანდშაფტის ევოლუცია აგრძელებს უხვი შესაძლებლობების შექმნას ფოტოგრაფიის არტისტებისთვის, რომლებიც ეძებენ საქმის ან უნარების გაუმჯობესებას კომპოზიციაში. 

როგორ იყენებთ მინიმალისტურ ფოტოგრაფიას გამოსახულებაში? გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარების ველში. 



თარგმანი: თამარ შოშიტაშვილი

წყარო: https://digital-photography-school.com/tips-minimalist-photography-urban-environment/






Thursday, October 26, 2017

კომპანია "მარანი" - ღია კარის დღე 2017


ადრეც ბევრჯერ დამიწერია და მითქვამს, რომ კომპანია "მარანი" ჩემი პირველი დამკვეთი იყო. ეს ისტორია ამ სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ.

გასულ კვირას უკვე მესამედ - ოთხი წლის განმავლობაში ვეწვიე მარანის ღია კარის დღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ინფო ტური ერთნაირ მარშუტს შეიცავს, ყოველწელს მხვდება რაღაც ახალი და საინტერესო. გასულ წლებთან შედარებით სულ უფრო და უფრო იზრდება და მატულობს მარანის ღვინის დარბაზები, კასრები და ა.შ.

გადაღების პარალელურად საუბარი მქონდა ერთ-ერთ თანამშრომელთან და ვიხსენებდი, თუ როგორი აფორიაქებული და ქაოტური ვიყავი ჩემს პირველ კომერციულ გადაღებაზე ოთხი წლის წინ. და მას შემდეგ რამდენი რამ შეიცვალა. რამდენი ვისწავლე და რამდენად განვვითარდი და ასე მგონია, როგორც მარანი ვითარდება წლიდანწლამდე, მეც მასთან ერთად ვიზრდები და ეს არის დღე როცა ჩვენ ისევდაისევ ვხვდებით ერთმანეთს, ნაცნობი მომღიმარი სახეებით, რათა გავიხსენოთ რა იყო და აღმოვაჩინოთ რა შეიცვალა.

მიყვარს "მარანი" და ყველაფერი, განსაკუთრებით კი ღვინო, რომელიც ყოველთვის საუკეთესოა.

წარმატებები მინდა ვუსურვო კომპანიას და დასახული გეგმების შესრულება. ვიცი საინტერესო ცვლილებები ელის "მარანს" და იმედს ვიტოვებ ამ ისტორიულ სახეცვლილებების ჟამთაღმწერელი მეც ვიქნები.




























































ავტორი და ფოტოგრაფი: გიო ბეჟანიშვილი
ფოტორედაქტორი : დავით კობიაშივლი



Related Posts Plugin for WordPress, Blogger...