Monday, January 30, 2017

თოვლიანი თელავი / Snowy Telavi ( VOL. 1)

სოციალურ ქსელებში ხშირად შევხვედრივარ დავას იმის შესახებ, თუ რომელ სეზონზეა თელავი ყველაზე ლამაზი და საოცარი ქალაქი.

პირადად მე როგორც ფოტოგრაფს თელავის გადაღება ყველაზე მეტად შემოდგომასა და ზამთარში მიყვარს.

 შემოდგომას იმიტომ რომ ფერების დიდი გამაა და ქუჩებს ეს მრავალფეროვნება უხდება. ზამთარში კი თელავი მთლიანად იცვლის ხასიათს და ფერს. იცვლის ტექსტურას და თეთრ, მოლურო საბანში ეხვევა. 

სწორედ ეს ახალი "სამოსი" და ხასიათი მიბიძგებს ხშირად ვიარო ქუჩებში და გადავიღო თოვლიანი თელავი. სტატიაში წარმოდგენილი ფოტოები სხვადასხვა დროსა და პერიოდშია გადაღებული. ნაწილი ფოტოების შეიძლება ნანახი გქონდეთ, მაგრამ დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება. ისინი აქამდე ჩემს არქივში "ცხოვრობდნენ".

მაშ ასე,თბილად ჩაიცვით და სახეტიალოდ მოემზადეთ.

კეთილი იყოს თქვენი თოვლიან თელავში მობრძანება!














































































თუ ფოტოები მოგეწონათ და მომავალშიც გსურთ იმოგზაუროთ თელავში - დატოვეთ თქვენი შეფასება (Review) ჩვენ ფეისბუქ გვერდზე.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი









2 comments:

  1. ჩემთვის ძალან საინტერესო რაკურით იღებს ფოტოებს ეს კაცი :)) სულ მაინტერესებდა ფიზიკურად თავად როგორ გამოიყურებოდა. თავისი ფოტებივთ საინტერესო აღმოჩნდა �������� ეს ფოტოებმა კი მართლა მამოგზაურა და მაგრძნობინა თელავი

    ReplyDelete
  2. მადლობა მიხარია რომ მოგეწონათ ფოტოები, გარეგნობაც :D

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...