1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. ამ დღეს ყველგან საბავშვო ზეიმები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება. ეს არის ერთ-ერთი ის დღე, როცა ბავშვი ყველაზე მეტად არის ყურადღების ცენტრში, როცა ბავშვი ბედნიერია. თუმცა გუშინდელ კონცერტზე, რომელიც თეატრში გაიმართა მე ეს ნაკლებად დავინახე.
კონცერტი ნადიკვრის პარკში იყო დაგეგმილი, თუმცა ამინდის გაუარესების გამო თეატრში გადაიტანეს. დაახლოვებით 1500-მდე ბავშვი და მათი გულშემატკივარი შეიკრიბა თეატრში, რომელიც სულ 800 კაციანია. ამან დიდი ალიაქოთი გამოიწვია და რომ არა, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი და კონცერტის ორგანიზატორი ქალბატონი ფიქრია ყუშიტაშვილი, რომელიც სცენიდან მწყემსავდა და მიუთითებდა ცარიელ ადგილებზე ალბად ეს ხალხი საერთოდ ვერ მოთავსდებოდა.
როგორც იქნა დაიწყო კონცერტი. სადაც ჯერ ბაღები, შემდეგ კი მუსიკალური და ცეკვის სტუდიები უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა ბაღების ნომრები დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. 2 საათის განმავლობაში, მე როგორც ფოტოგრაფს თითქმის არ დამინახავს ბუნებრივად მოქმედი, ბედნიერი ბავშვი, მხოლოდ ათასში ერთი თუ იქნებოდა, ბედნიერი იმით, რომ სცენაზე იდგა. მომეჩვენა, რომ ბავშვთა დაცვის კი არა ბავშვებზე ძალადობის დღე იყო. გამოდიოდნენ ნაძალადევად მორთულ-მოკაზმული, დაბნეული და შეშინებული ბავშვები სცენაზე. ცეკვავდნენ და მღეროდნენ, თუმცა ამაში ბუნებრიობა მე ნამდვილად ვერ დავინახე, არსად არ ჩანდა მათში ბავშვური სილაღე და სიხარული. ეს ყველაფერი ძალიან გავდა ახირებული მშობლების და მასწავლებლების დაკრულზე ნაცეკვსა და ნამღერს. სიმართლე გითხრათ გადაღების სურვილი სრულიად გამიქრა. ჩემი კომერციული საქმიანობიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ბაღს ფოტო და ვიდეო გადავუღე და ცოტა ხანს გარეთ გავედი მეგობრებთან ერთად. ვიცოდი, რომ ჩემი შვილის, ნინუცას საბალეტო ნომერი საღამოს 7-ზე ბაღების კონცერტის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. გადავწყვიტე ეს ნომერიც გადამეღო და თეატრში 7-ისთვის დავბრუნდი. თუმცა რად გინდა, პროგრამა თვალსა და ხელს შუა შეეცვალათ და აღმოჩნდა, რომ საბალეტო სკოლა, რომელშიც ჩემი შვილი დადის სულ ბოლოში გადაუყვანიათ. დინჯად ველოდი, თუმცა კულისებშივე შევატყვე, რომ არამხოლოდ ბავშვები, არამედ მათთან ერთად მათი მშობლებიც დაიტანჯნენ.
მუსიკალური ნომრები კი არა და არ თავდებოდა...
ერთ სტუდიას მეორე მოყვებოდა, მეორეს მესამე...
მე მესმის ამ სტუდიის ხელმძღვანელების, მესმის ბავშვების მშობლების, მესმის რომ უნდათ მათი შვილები სცენაზე იდგენენ, რომ კარგად წარმოჩინდნენ, მაგრამ ხომ არ შეიძლება ერთმა სტუდიამ 5-6 ნომერი გამოიტანოს? ხომ არ შეიძლება ერთმა ბავშვმა 2 ან სულაც სამი სიმღერა იმღეროს, თანაც სად? ცარიელ დარბაზში? როგორ ფიქრობთ მოეწონათ თქვენ შვილებს, სრულიად დაცარიელებულ დარბაზში სიმღერა? როცა ტაშის დამკვრელიც კი არავინ იყო. კონცერტის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ , დარბაზში კანტიკუნტად თუ იჯდა მაყურებელი. ვისმა შვილებმაც იმღერეს ან იცეკვეს ყველა გაიკრიფა. ბაღები წავიდნენ, სტუდიებიც ნელ-ნელა მიყვნენ. . .
და მაშინ როცა თქვენ უკვე სახლში დაბრუნებულები და თბილად მოკალათებულები იყავით, თქვენგან დაღლილი და გაქცეული მაყურებლებისგან დაცლილი დარბაზში, ზუსტად ცხრა საათზე, კონცერტის დაწყებიდან 4 საათის შემდეგ, ჩემი შვილის საბალეტო სკოლის ჯერიც მოვიდა. ბავშვებმა დაღლილ დაქანცულებმა, სრულიად ცარიელ დარბაზში იცეკვეს და კონცერტიც დასრულდა. კონცერიდან დაბრუნებულს, შვილმა გამომიცხადა, თელავში აღარ ვიცეკვებ, აქ მაინც არავინ მიკრავს ტაშს, თბილისში მირჩევია ცეკვაო.
გეკითხებით მე თქვენ, ღირს კი ასეთი კონცერტების გამართვა სადაც ბავშვი სიხარულის ნაცვლად ტანჯვას განიცდის? წარმატების და აპლოდისმენეტების ნაცვლად ცარიელი დარბაზი ან სულაც სავსე, მაგრამ ქაოსური პროცესი ხვდება? რა საჭიროა თითოეული ბაღიდან 3-4 ნომერი? ან სტუდიების გაუთავებელი სიმღერები. გამოიტანეთ ერთი და საუკეთესო, რომ არც მაყურებელი დაიღალოს და არც მშობელი, არც ფოტოგრაფი და არც კონცერტის ორგანიზატორი. მე მესმის ქალბატონი ფიქრიასი, რომელიც მედგრად იდგა კონცერტის ბოლომდე და უძლებდა ამ ყველაფერს. მე ვიცი, რომ ამხელა გადაპრანჭული კონცერტი არც მას, და არც არავის არ მოწონს. ფაქტია არც აარავინ დარჩენილა ბოლომდე. ვაღიარებ ვერც მე ვერ გავჩერდებოდი, რომ არა ჩემი შვილის ბოლო ნომერი.
ხოდა გეკითხებით, მაშ რატო ვტანჯავთ ბავშვებს და ჩვენც ვიტანჯავთ თავებს? რა გაუმაძღრობაა ამდენი ნომრები? რატო ვანერვიულებთ და ვამდურებთ ერთმანეთს კონცერტის დროს ნომრების გადანაცვლების გამო?
ვისაც ბევრი ნომრის ჩვენება უნდა აგერ ბატონო ათასი დარბაზია თელავში, ჩაატარეთ სოლო კონცერტები და დაწყნარებით გვაჩვენეთ თქვენი საყვარელი ბავშვების ნომრები. ბაღებმა ბაღებში გვაჩვენეთ ზეიმებზე ეს ლამაზი კაბები და კოსტუმები. ლაღი ბავშვები და ბედნიერი, არაგადაქანცული მშობლები.
ხომ შეიძლება ერთხელდასამუდამოდ რაღაცაზე შევთანხმდეთ?
ხომ შეიძლება ღონისძიებას ქონდეს წესიერი დასაწყისი და ღირსეული დასასრული?
სად გაგიგიათ 4 საათიანი კონცერტები? თანაც საბავშვო?
და ეს არაა კულტურის სამსახურის დანაშაული. ეს ჩვენი, მშობლების და მასწავლებლების ბრალია.
ვისწავლოთ რაციონალურად აზროვნება, ზომა და წონა. გავითავისოთ ერთმანეთის გასაჭირი.

სრულიად გეთანხმებით. და მარტო თელავში არ ხდება ასეთი ამბები...
ReplyDelete