2015 წლის 22 დეკემბერს მე და ტორესა მოსიმ ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია "როგორ მოვყვეთ ამბავი" ჩავატარეთ.
მისვლისთანავე გავვოცდი, დარბაზი სავსე იყო, ხალხი გველოდა.
ლექცია ტორესამ გახსნა და ისაუბრა თუ როგორ უნდა მოვყვეთ ამბავი და როგორ ავაგოთ სიუჟეტი მოთხრობასა თუ ბლოგში. შემდეგ მე ვისაუბრე ფოტოამბის აგებულებასა და ხასიათზე. ლექციის ბოლოს ახალგაზრდებმა კითხვები დაგვისვეს. მთლიანობაში უნივერსიტეტში საათნახევარი დავყავით და ძალიან კმაყოფილი დავრჩით. სტუდენტებსაც იგივე შევატყვე. იკითხეს, კიდევ როდის ჩამოხვალთო, გამიხარდა. ყოველთვის სიხარულით და მოტივირებული მივდივარ იქ სადაც ვიცი რომ მელიან.
საღამო არაჩვეულებრივ ჩაის სახლ "ფოე-ფოეში" გავაგრძელეთ მეგობრებთან ერთად. სამწუხაროდ ფოტოები არ გადაგვიღია, მხოლოდ თიკო დვალიშვილის გადაღებული ლექციის ფოტოები შემოგვრჩა.
მომდევნო დღეს იგივე თემაზე საუბარი ტელეკომპანია "რიონის" ეთერში, შუა დღის გადაცემაში გავაგრძელეთ. მთლიანობაში ვიზიტით ორივე ძალიან კმაყოფილები დავრჩით. გზადაგზა კიდევ ბევრ ახალ იდეაზე ვისაუბრეთ და მომავალი ტრენინგებიც განვიხილეთ. ერთი ძალინ მაგარი აქცია-ამბავი დავგეგმეთ და ამის შესახებ სულ მალე გაიგებთ ;)
მადლობა მაკა კაჭკაჭიშვილს, "ნეოფილების კლუბს" და "ქუთაისის ახალგზრდა სოციალისტებს" ჩვენი მასპინძლობისთვის ;)
მომავალ ლექციამდე და პოსტამდე ჩემო ქუთაისელებო :*
0 comments:
Post a Comment