Saturday, June 11, 2016

12 მითი ფოტოგრაფიის და ფოტოგრაფების შესახებ

მითი #1: ,, არ ვაპირებ დღეს გადასაღებად გასვლას, რადგან ცუდი განათებაა“

ცუდი განათება არ არსებობს. თუ არის განათება ე.ი. არის იმის შესაძლებლობა, რომ საოცარი ფოტო შექმნათ. ასევე არ არსებობს მიზეზი, რომელიც ყოველი დღის ბოლოს შეზღუდავს თქვენს ოქროს საათებს. ყველაზე არასასურველი ამინდის პირობები შესანიშნავი საშუალებაა ყველაზე ლამაზი ფოტოების შესაქმნელად. ასე, რომ მიხედეთ საქმეს!


 მითი #2:  ,,საჭიროა ვატარო რამოდენიმე ლინზა ფოტოგასეირნებაზე, ყოველი შემთხვევისათვის...“

მშვენიერია, თუ არ გეზარებათ მთელი დღე ყველგან მძიმე აღჭურვილობა ატაროთ ,,ყოველი შემთხვევისათვის“. იმის გათვალისწინებით, თუ რას იღებთ, თქვენს თავს ერთი ლინზით დღეში თუ შეზღუდავთ, გაიუმჯობესებთ უნარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფიქსირებული ფოკუსური სიგრძის ობიექტივს გამოიყენებთ, როგორიცაა 50მმ. ეს უბრალო გადაწყვეტილება შეგანელებთ, დაგეხმარებათ დაინახოთ უკეთ და საშუალებას მოგცემთ კომპოზიცია უფრო მეტი ყურადღებით შეარჩიოთ.  ამასთან ერთად, არ დაკარგავთ გადაღების შანსს ლინზების შეცვლის დროს .



მითი #3: ,,1 ექსპოზიცია, 1000 ფოტო დღეში, ასე გავზრდი შანსს მყავდეს ბევრი მნახველი!“

კარგად ჟღერს იდეა ‘spray and pray’, მაგრამ იგი არ იძლევა გარანტიას იმისა, რომ დღის ბოლოს მეტი მნახველი გეყოლებათ. ამის ნაცვლად, წარმოიდგინეთ, რომ იღებთ ფილმს და დაუწესეთ ლიმიტი საკუთარ თავს: 24, ან 36 ექსპოზიცია დღეში. შეზღუდვის კრეატიულ ძალას, სულ მალე აღმოაჩენთ. გადაიღეთ განზრახვით, შესძინეთ თითოეულ ჩარჩოს რაოდენობა და დღის ბოლოს უამრავი მნახველი გეყოლებათ.


,,ცუდი განათება არ არსებობს. პეიზაჟების გადასაღებად ნისლიანი დღეები ჩემი საყვარელი დღეებია“ – ვალერი ჯარდინი

მითი #4: ,,ვერ გადავიღებ, შტატივი დამავიწყდა“

შტატივი საჭირო ინსტრუმენტია, მაგრამ შესაძლოა ცოტა მოსაბეზრებელიც გახდეს. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებთ, რომელიც შტატივს მოითხოვს, გათავისუფლდით და გადაიღეთ ხელით. საჭიროების შემთხვევაში, სხვა გზებიც არსებობს კამერის სიმყარისათვის, მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ კედელი, ან ლოდი. შტატივი, ნამდვილად სასარგებლო ნივთია, მაგრამ არის ერთი პრობლემა – ფოტოგრაფების ტენდენცია, მას შემდეგ, რაც ერთხელ დააყენებენ მას, ყველაფერს იღებენ ერთ დონეზე. იყავით კრეატიულები და გადაიღეთ საგანი განსხვავებული ხედებით. იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივ ან მრავალჯერად ექსპოზიციებს  იღებთ, ხანდახან გაითავისუფლეთ თავი შტატივისგან და მოსინჯეთ ახალი პერსპექტივები.


მითი #5: ,,შემოქმედებითი კრიზისი მაქვს, რაიმე ეგზოტიკურ ადგილას წასვლა მჭირდება“

კრიზისი ყველას ემუქრება. ერთი გამოსავალია ისწავლოთ არაჩვეულებრივის დანახვა ჩვეულებრივში, აღმოაჩინოთ ახალი კარგად ნაცნობში. გადით საკუთარ შემოგარენში და შეხედეთ მას ახლებურად. მიეცით საკუთარ თავს დავალება, როგორიცაა პროექტი ერთი ფოტო დღეში ერთი თვის, ან ერთი წლის მანძილზე. შექმენით თემა ფოტო გასეირნებისათვის და ეს განძის ძიებას დაემსგავსება. გადაიღეთ სხვა ფოტოგრაფებთან ერთად. მიეცით კამერა ბავშვს და დაინახავთ ახალ მსოფლიოს მათი თვალებით. მას შემდეგ, რაც გახვალთ და წარმოსახვას გამოიყენებთ, კრიზისისგან გათავისუფლდებით.




მითი #6: ,,უკეთეს ფოტოებს გადავიღებდი, თუ უკეთესი კამერა მექნებოდა“

მოკლედ, მე არ ვაპირებ ლექცია გიკითხოთ. მართალია, რომ უფრო ძვირიანი აღჭურვილობა, რომელსაც ოსტატურად ვიყენებთ, უკეთეს გამოსახულებას მიიღებს, ვიდრე იაფი კამერა. შეცდომაა კამერის განახლება, სანამ ძველის შესაძლებლობებს მთლიანად არ ამოწურავთ. დამიჯერეთ, ადვილია გვინდოდეს ახალი აღჭურვილობა, მაგრამ უმეტესი ჩვენგანი ჯერ კიდევ არ ავითარებს საკუთარ აღჭურვილობას. ინვესტირება განათლებაში, ფოტო სემინარებზე დასწრება, ან შვებულებაში წასვლა უკეთესია, ვიდრე დახარჯოთ ათასობით თანხა უახლესი მოდელის აღჭურვილობაზე. მშვენიერია, თუ ორივე ერთად შეგიძლიათ, მაგრამ ეს ყოველთვის აუცილებელი არაა. აგრეთვე, უამრავი ცუდი ფოტოა ძვირფასი აღჭურვილობით გადაღებული და რამოდენიმე გამაოგნებელი ფოტოა გადაღებული აიფონით...




მითი #7: ,,ძალიან ბებერი ვარ საიმისოდ, რომ ციფრული კამერის გამოყენება ვისწავლო“

თუ გაქვთ იმის ძალა, რომ დაიჭიროთ კამერა და დააწვეთ გადაღების ღილაკს, შეძლებთ ისწავლოთ ციფრული კამერის გამოყენება. ფოტოგრაფია უწყვეტი გატაცებაა. არასდროს არის დასაწყებად ძალიან ადრე, ან ძალიან გვიან!



მითი #8: ,, მე ვშოულობ ფულს ფოტოგრაფიით. ყველაფერი ვისწავლე ამ სამუშაოს შესახებ“.

არაფერი შეიძლება იყოს უფრო შორს სიმართლისაგან! მას შემდეგ, რაც იფიქრებთ, რომ ყველაფერი იცით, შეწყვეტთ ზრდას. ფოტოგრაფიის სამყარო იმდენად ამაღელვებელია და უსწრაფესი ტემპით ცვლადია, როგორც არასდროს. თქვენ რაც უნდა გააკეთოთ მხოლოდ ისაა, რომ არ ჩამორჩეთ უახლეს ტექნოლოგიებს და ფეხდაფეხ მისდიოთ მათ.

მითი # 9: ,,მე მჭირდება ათასობით ფოტო პორტფოლიოში, სანამ ჩემს ნამუშევრებს კლიენტებს ვაჩვენებ“

ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. მართალი და მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ არჩევანს გააკეთებთ, აჩვენეთ კლიენტებს მხოლოდ საუკეთესო ფოტოები.  მეტი ხარისხი, ნაკლები რაოდენობა – იხელმძღვანელეთ ამით.


მითი #10: ,,მომხიბვლელი სამსახურია იყო ფოტოგრაფი“

შესაძლოა ფილმებში ასეა, მაგრამ არა რეალურ ცხოვრებაში. ფოტოგრაფების უმრავლესობა თავდაპირველად ვერ აცნობიერებს რამდენად მძიმეა ეს სამუშაო, რათა თავისი გატაცებები აქციოს პროფესიად. უმეტესი ჩვენგანისათვის 80% ბიზნესია და 20% გატაცება. ეს ნებისმიერი ხელოვანისთვის სიმართლეს შეესაბამება, ასე რომ იყავით რეალისტები.



მითი #11: ,, მხოლოდ ნიჭია საჭირო, იმისათვის რომ იყოთ წარმატებული პროფესიონალი“

არ ჟღერს ლამაზად? ოდესმე გსმენიათ გამოთქმა ,,მშიერი ხელოვანი“? ნიჭი უდაოდ საჭირო რამაა, თუმცა სოლიდური ბიზნეს უნარები აგრეთვე მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული მომუშავე ფოტოგრაფი, ბიზნესი და მარკეტინგი განუყოფელი ნაწილია, მაგრამ თუ ეს თქვენი სუსტი მხარეა, დაიხმარეთ ან დაიქირავეთ ვინმე ამისათვის.

მითი #12: ,,პროფესიონალი ფოტოგრაფები მოყვარულებზე უკეთესები არიან“

მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი ფოტოგრაფი თავისი ნამუშევრებით შოულობს ფულს, არ ცდილობენ გააუმჯობესონ ისინი. წარმატებულ პროფესიონალს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შესთავაზოს ხარისხი და თანმიმდევრულობა. მე ყოველდღე ვნახულობ ე.წ. მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებიც ბევრად აღემატება ბევრი პროფესიონალის ფოტოებს. სინამდვილეში პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან რისკის ქვეშ, დაკარგონ საკუთარი გატაცება სამუშაოს გამო, თუ სამუშაო ხდება რუტინული შესაძლოა ამან ფოტოების ხარისხი დააგდოს. პროფესიონალი ფოტოგრაფებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დაუთმონ დრო პერსონალურ პროექტებს, რათა მათი გატაცება დარჩეს ცოცხალი.




ეს სია შესაძლოა გაგრძელდეს!  შეგიძლიათ დაამატოთ ერთი, ან ორი მითი კომენტარებში.


თარგმნა ნინო კაპანაძემ
http://digital-photography-school.com/12-myths-about-photography-and-photographers/

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...