Monday, September 5, 2016

ექსპერტის 12 რჩევა ქალაქის ღამის ხედების გადაღებისათვის

ჯიმი მიკინტაერი მოგზაური ფოტოგრაფია. მისი ფოტოები ადგილობრივ და ეროვნულ ჟურნალებში იბეჭდება, მათ შორის BBC_ზე. იგი გვიზიარებს რჩევებს ქალაქის ხედების გადასაღებად ოქროს საათების დროს.


როგორ შევქმნათ გამაოგნებელი ოქროს საათი და ღამის ურბანული ხედებისთვის.

ხუთჯერ ავძვერით გორაკზე ღამის 4 საათზე. წინა ოთხმა დილამ მზის ღირსეული  ამოსვლა ჰონგ–კონგის ჰორიზონტზე ვერ გვიჩვენა. დაღლილები, მშივრები, მწერებისგან დაკბენილები – ასე ვისხედით და ველოდებოდით კიდევ ერთხელ იმ იმედით, რომ ფერადი სხივები გაივლიდა ღრუბლებში. ვეჭვობდით, რომ ოდესმე დავიჭერდით ამ ილუზიურ მზის ამოსვლას.

თუმცა ჩვენმა რწმენამ და შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო, როდესაც მკრთალმა ნარინჯისფერმა ნათებამ ღრუბლების მეშვეობით  ნელი სვლა დაიწყო. სწრაფად გადავიღეთ. 10 წუთის შემდეგ ის გაუჩინარდა. საათების და დღეების ლოდინად ნამდვილად ღირდა. შეხედეთ ფოტოს ქვემოთ, როგორ ნელა იღვიძებს ქალაქი...

და ეს მახსენებს, თუ როგორ მიყვარს ურბანული ხედების გადაღება. ეს არის ფოტო, რომელიც იმ დილით გადავიღე:


არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე დიდი ქალაქის ენერგია და ხმაური. ჩვენ შეგვიძლია სცენების და განწყობის ასეთი მრავალფეროვანი სპექტრი გადავიღოთ. წლების მანძილზე სიამოვნებით გადავიღე უმშვენიერესი ქალაქები სამხრეთ ამერიკაში, შეერთებულ შტატებში, ევროპასა და აზიაში.



წარმოგიდგენთ ქალაქის ხედების ღამის გადაღების და დამუშავების რამოდენიმე რჩევას.

1. გადაიღეთ დიაფრაგმის პრიორიტეტის რეჟიმით.

რადგან ჩვენ, როგორც ფოტოგრაფები, ვიზრდებით, აუცილებელია შევისწავლოთ სხვადასხვა გადაღების რეჟიმი, რასაც კამერა გვთავაზობს. ორი მთავარი რეჟიმი ნებისმიერი ფოტოგრაფისათვის არის დიაფრაგმის პრიორიტეტი და ხელით მართვის რეჟიმი. ქალაქის ხედის ღამის გადაღებისათვის დიაფრაგმის პრიორიტეტი ყველაზე ადვილი გამოსავალია. ძირითადად, კამერაში ყველაფრის კონტროლი შეგვიძლია გარდა ჩამკეტის სიჩქარისა. უზარმაზარია ავტო გადაღების უპირატესობა მაგრამ  დაბალი განათების პირობებში ავტო რეჟიმი ISO_ს მნიშვნელოვნად გაზრდის, მაშინ, როდესაც ჩამკეტის სიჩქარე დაბალი იქნება ამის გამო კი ჩვენ ძალიან ხმაურიანი ფოტოები გამოგვივა. აი  AP_ზე კი, შეგვიძლია ხელოვნურად შევინარჩუნოთ დაბალი ISO , ასევე შევინარჩუნოთ ოპტიმალური დიაფრაგმა და გავზარდოთ ჩამკეტის სიჩქარე დაბალი განათების კომპენსირებისათვის. ამ ყველაფრით, მკვეთრ, სუფთა ფოტოს მივიღებთ.

2. Bracket ექსპოზიცია - ძლიერი კონტრასტის სცენების დასაძლევად.

ქალაქის ხედებს შესაძლოა ხელოვნური განათების გამო სინათლის ექსტრემალურად ფართო დინამიური დიაპაზონი ჰქონდეს – პეიზაჟებზე ბევრად უფრო მეტი. ხშირად ფოტოს ყველაზე განათებულ და ყველაზე ჩაბნელებულ მხარეს შორის დიდი განსხვავებაა. ჩვენს კამერებს არ აქვს უნარი გადაიღოს ასეთი მაღალი კონტრასტის მქონე სცენები.

იმისათვის, რომ დაბალანსებული ფოტო შექმნათ, ზოგჯერ საჭიროა გადაიღოთ ერთი და იგივე სცენა მრავალი ექსპოზიციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ექსპოზიციისას შესაძლოა მიიღოთ გადანათებული, ან ჩამუქებული ადგილები. გადაღება მრავალი ექსპოზიციით ცნობილია, როგორც bracketing. თუ bracketing_ში ახალი ხართ, აკრიფეთ თქვენი კამერის სახელი და ‘Auto-Bracketing’ გუგლში, რათა შეამოწმოთ აქვს თუ არა მას auto-bracketing_ის შესაძლებლობა. (სადაც კამერა აკეთებს მას თქვენთვის).


ძირითად ექსპოზიციასთან ახლოს


4 bracketed ექსპოზიცია


საბოლოო ფოტო ექსპოზიციების შერევით luminosity masks_ით


ამ ფოტოსათვის მე 7 განსხვავებული ექსპოზიცია მოვსინჯე, მაგრამ მხოლოდ 4 გამოვიყენე. გამოიყენეთ luminosity masks, რათა მკვეთრი და ნათელი ფოტოები მიიღოთ.

ქალაქის განათება ძირითადი ექსპოზიციისას ხშირად გადანათებული იყო, ხოლო ხეები წინა პლანზე – ჩაბნელებული. მე სინათლის გასაკონტროლებლად ორი დაბალი ექსპოზიცია გამოვიყენე. აღსანიშნავია, რომ ბოლო ფოტოზე განათება საკმაოდ ნათელია და მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან არ გამემუქებინა, რადგან ისინი ნებისმიერ ქალაქის ხედის ღამის გადაღებაში მნიშვნელოვანი ელემენტია, რათა სცენას ლამაზი ენერგია შევმატოთ. საბოლოოდ, უფრო ნათელი ექსპოზიცია გამოვიყენე, რათა ზოგიერთი ნათელი დეტალი ისევ წინა პლანზე გამომეჩინა.

3. Manual ფოკუსი აუცილებელია.

ყველაზე თანამედროვე ობიექტივებში წარმოუდგენლად გაუმჯობესებულია ავტოფოკუსის სიჩქარე და სიმკვეთრე. მაგრამ ჩვენთვის, ვისაც დროის გამონახვა შეგვიძლია და არ ვწუხვართ სწრაფად მოძრავი ობიექტის გადაღებაზე, Manual ფოკუსი მეფეა. ეს რეჟიმი ყოველთვის უფრო მკვეთრ ფოტოს აწარმოებს, ვიდრე ავტოფოკუსი  და როდესაც სინათლე ქრება, ავტოფოკუსი მნიშვნელოვნად ნაკლებ–ეფექტური ხდება.

დამწყებები ხშირად ფიქრობენ, რომ Manual ფოკუსი ეფუძნება ხედმძებნის მიმოხილვას ფოკუსირებისას. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლებელია, ექსტრემალურად ძნელია წერტილოვანი ფოკუსი მოშორებით იყოს. ნაცვლად ამისა, ჩართეთ Live View და გადიდების ღილაკები რათა, ნახოთ ფოკუსის გარშემო ადგილი ახლოდან. შემდეგ ფრთხილად მოაბრუნეთ ფოკუსი.

4. გადაიღეთ და ფენებად დაყავით განსაცვიფრებელი სინათლის ბილიკები

სინათლის ბილიკები თქვენს ფოტოს შესანიშნავ განზომილებებს მატებს. ისინი აგრეთვე ძალიან ადვილი გადასაღები და დასამუშავებელია.


პირველ რიგში, გადაიღეთ ჩვეულებრივ, ეცადეთ მიიღოთ მკვეთრი გამოსახულება, მაგრამ არ იფიქროთ მანქანების ბილიკებზე.

შემდეგ დაგვჭირდება ჩამკეტის სიჩქარის გაზრდა. ეს საშუალებას მოგვცემს ფართო სინათლის ბილიკები გადავიღოთ ხანგრძლივად. ამას მცირე დიაფრაგმის გამოყენებით შევძლებთ. ეცადეთ შექმნათ ჩამკეტის სიჩქარე დაახლოებით 25-30წამი.

შემდეგ კი გადაიღეთ იმდენი, რამდენიც გსურთ, მაგრამ გადაღების დრო ისე მოიქეცით, რომ იმდენი განათებული ბილიკი გადაიღოთ, რამდენიც შესაძლებელია. ბოლოს, შეგიძლიათ დაასრულოთ ცოტაოდენი იდეალური ექსპოზიციით.

6. სინათლის ბილიკის ექსპოზიცია გამოვიყენეთ, რათა შეგვექმნა ზემოთ ნაჩვენები ფოტო.


ფოტოშოპით ადვილადაა შესაძლებელი ფენებად დავალაგოთ ბილიკების ექსპოზიციები ძირითად ექსპოზიციას. გთავაზობთ ვიდეოს ამის საჩვენებლად.


5. გადაიღეთ მინის მიღმა

რაღაც მომენტში ყველა ურბანისტი ფოტოგრაფის წინაშე აღმოჩნდება გამოწვევა გადაიღოს მინის მიღმა. ზოგიერთი საუკეთესო ხედი მაღალი შენობებიდანაა, რომლებასაც მინით გარშემორტყმული ობსერვატორია აქვთ. სამწუხაროდ, მინა ხშირად ჭუჭყიანია და ამასთან ერთად ჩვენს ლინზებში ინტერიერის განათებას ასახავს, ეს კი გადანათებულ და რბილ ფოტოს ქმნის.

ამ გამოწვევის გადასალახად რამოდენიმე გზა არსებობს. პირველი, ვებრძოლოთ შიდა
განათებას. განათავსეთ ობიექტივი მინაზე იმდენად ახლოს, რამდენადაც შესაძლებელია და მის გარშემო ადგილი დაფარეთ მუქი ქსოვილით. ამისათვის შეგიძლიათ სპეციალური აღჭურვილობა შეიძინოთ, თუმცა ამ ფოტოზე მე უბრალოდ გამოვიყენე შარფი. შიდა განათებისაგან დასაცავად, ეს საკმარისი უნდა იყოს.

იმისათვის, რომ გადაღების დროს მინაზე ჭუჭყი არ გამოჩნდეს, დაგვჭირდება ერთი მარტივი მეთოდი – გამოვიყენოთ ფართო დიაფრაგმა (უფრო პატარა  F რიცხვები). პატარა დიაფრაგმა თქვენს ფოტოებზე  ჭუჭყს ლინზაზე, ან სენსორზე მტვერს, ყოველთვის შესამჩნევს ხდის. მაგრამ დიდი დიაფრაგმით, ლინზების მტვერი შესამჩნევი არაა. იგივე პრინციპი მოქმედებს ჭუჭყიან მინებზეც. სცადეთ განსხვავებული დიაფრაგმით გადაღება, სანამ თქვენი ფოტო ჭუჭყისგან არ გათავისუფლდება და საკმარისად მკვეთრი არ იქნება.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე მინას პატარა ჭუჭყის ლაქები ჰქონდა რომელიც  f/8_ზე შეუმჩნეველი გახდა.

გადაღებულია ჩიკაგოში, ფანჯრიდან, ჯონ ჰენკოკის ობსერვატორიაში.


6. ადრე მიდით გადაღების ადგილას.

ეს უდავოა. ნამდვილი ფოტოგრაფები ყოველთვის კარგ ადგილებს იკავებენ, ასე რომ კარგი იქნება, თუ ადრე მიხვალთ. მე ორი საათით ადრე მისვლისას, ყოველთვის სასურველ ადგილს ვიღებ.

ფოტოგრაფების გუნდი დილით, სიეტლის ხედის გადასაღებად.


ტურისტების გარეშე გადაღებული


7. კონდენციონერი გამორთული გქონდეთ.

ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. თუ ცხელ ქვეყანაში მოხვდებით, შესაძლოა დააიგნოროთ კიდეც ეს რჩევა. უმეტესწილად მშვენივრად იქნებით. თუმცა ხანდახან, თუ თქვენ კონდენციონერიან ოთახში გაატარებთ დროს და შემდეგ გადასაღებად გახვალთ, აღმოაჩენთ, რომ ლინზები დანისლულია. ეს მაშინ ხდება, როდესაც გრილი ლინზები სითბოში, ტენიან ადგილას ხვდება. ლინზების ნესტისგან გათავისუფლებას დიდი დრო მიაქვს.

რჩევები დამუშავებისათვის

რამოდენიმე რჩევა უკვე ვნახეთ, მაგრამ მოდით კიდევ რამოდენიმე მიმოვიხილოთ, რომელიც თქვენს ფოტოებს დაეხმარება რაღაც უფრო მეტის შეძენაში. ბუნებრივია, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგს მოსწონს, ფოტოები, რომლებიც ნამდვილად ბუნებრივია, ზოგს კი ცოტა მეტი ურჩევნია.

1. პერსპექტივის კორექცია და ბარელზე დამახინჯება Adobe Camera Raw.

ურბანულ ფოტოგრაფიაში ფოტოგრაფიაში, უმეტესად ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები ჭარბობს. იმის მიხედვით, თუ როგორ ავირჩევთ ამ ხაზებს, განსხვავებულ გრძნობას მივღებთ შედეგად. ხშირად პერსპექტივამ და ბარელზე დამახინჯებამ შესაძლოა გაზარდოს ფოტოს ხასიათი და ზოგჯერ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სცენაზე. თქვენი პრიორიტეტია თუ  როგორ ,,გააკეთებთ“ ფოტოს, მაგრამ ცოდნა იმისა, თუ რამდენად სწრაფად და ადვილად შეასწორებთ დამახინჯებას მნიშვნელოვანი უნარია.

შევხედოთ Adobe Camera Raw_ს, იგი სწრაფი, ადვილი და ეფექტური გზაა ჩვენი ფოტოების დასაკორექტირებლად. ეს პროცესი შესაძლოა გაკეთდეს Lightroom_შიც.

აქ არის ,,მდე“ ფოტო შესამჩნევი პერსპექტივის დამახინჯებით და ზოგიერთი ბარელის დამახინჯებით.



ეს იგივე ფოტოა პერსპექტივის შესწორებით:


გიჩვენებთ, როგორ გააკეთოთ ეს ACR_ში.

პირველ რიგში, გადაიტანეთ თქვენი RAW ფაილი ფოტოშოპში. ACR ავტომატურად გაიხსნება. კარგი რამ ACR_ის შესახებ ისაა, რომ თუ მრავალჯერადი ექსპოზიცია გაქვს შეგიძლია აირჩიო Select All ღილაკი მაღლა მარცხნივ და ნებისმიერი ცვლილება, რასაც შეიტანთ – ყველა ექსპოზიციაზე თანაბრად აისახება.

ეს ვიზუალური დემონსტრირებაა ნაბიჯ–ნაბიჯ. იხილეთ დანომრილი ტექსტები ქვემოთ.


ნაბიჯები დამახინჯების გამოსასწორებლად:

1. აირჩიეთ ლინზის კორექტირების ღილაკი

2. გადადით Manual_ზე

3. მონიშნეთ  Show Grid, ამით საშუალება გექნებათ გაზომოთ შენობის სისწორე.

4. სცადეთ თითოეული პარამეტრი რათა ნახოთ, რომელი უფრო უკეთეს შედეგს იძლევა. ამ ფოტოსათვის მე გამოვიყენე Auto.

5. დიდი სამუშაო იქნება შესასრულებელი პერსპექტივის დამახინჯების შესასწორებლად, მაგრამ შესაძლოა წყვილი სლაიდერის შეცვლა დაგჭირდეთ სამუშაოს დასასრულებლად. შემდეგ მე გავზარდე დამახინჯების სლაიდერი 12-ამდე, რათა ბარელის დამახინჯება მომეშორებინა.

6. შემდეგ გავზარდე ვერტიკალი ოთხით, რამაც სასიამოვნოდ სწორი შენობა მომცა. 

სულ ეს არის! 

არ დაგავიწყდეთ დააწვეთ Sync Results ღილაკს, რათა დარწმუნდეთ რომ ცვლილება ყველა ექსპოზიციაზე აისახა.

2. ნაკლებად გააჯერეთ ფერებით და დაამატეთ ლურჯი ტონი, რათა შექმნათ ფუტურისტული განწყობა


ფოტოგრაფების უმეტესმა ნაწილმა იცის, რომ ფერების გარკვეული კომბინაცია ერთმანეთს ავსებს. ინტერნეტში სქემებიც არსებობს, რომელიც გვიჩვენებს, რომელი ფერები ეხამება ერთმანეთს. მე მიყვარს ფუტურისტული განწყობის შექმნა თანამედროვე ქალაქების გადაღებისას.

მე ნაკლებად გავაჯერე ფოტო სტანდარტული Hue/Saturation layer (1 ფოტოზე), და შემდეგ დავადე ლურჯი Photo Filter (2), ან გაზარდეთ ლურჯი Color Balance layer (3)_ის მეშვეობით.

ბუსანის ფუტურისტული ქალაქი, სამხრეთ კორეა:


3. შეახამეთ ოქროს საათები ქალაქის განათებასთან

ეს მე პირადად ძალიან მიყვარს. შეგვიძლია ძალიან ადვილად ღამის სცენის ქალაქის განათება ოქროს საათებს შევურიოთ და მეტი სიღრმე მივცეთ ფოტოს. ქვემოთ ნახავთ 2 ფოტოს, რომელსაც შევურევთ ერთმანეთს. ღამის ექსპოზიცია ოქროს საათებიდან 45 წუთის შემდეგაა გადაღებული, ოქროს საათის ფოტო ორი ხანგრძლივი ექსპოზიციის ნაზავია luminosity masks გამოყენებით. ფოტოების ქვემოთ ვიდეოა, სადაც გიჩვენებთ თუ როგორ კეთდება ეს.

ქალაქის განათება


ოქროს საათის სცენა


საბოლოო შერეული შედეგი





4. აურიეთ გიჟურად

იმის მიხედვით, თუ რამდენად კრეატიული გსურთ იყოთ, შეგიძლიათ შერევის პროცესი სრულიად ახალ დონეზე იყვანოთ, ისევე როგორც ეს განსაცვიფრებელი ფოტო ქვემოთ. ძირითად ექსპოზიციაზე დაყრდნობით ფოტოგრაფმა ხანგრძლივი ექსპოზიციის ცაში აურია ცალკე ექსპოზირებული მზე, კიდევ ერთი ექსპოზიცია ქალაქის განათების და  სინათლის ბილიკების ბევრი ექსპოზიცია.  ყველა ეს ექსპოზიცია ერთსა და იმავე სცენაზეა გადაღებული ერთსა და იმავე სივრცეში დაახლოებით ერთი საათის მანძლზე.



5. შექმენით ანარეკლები

ყალბი ანარეკლები ჯასტინ ბიბერს გავს, ან გიყვართ, ან გეჯავრებათ.


ანარეკლების შექმნა საკმაოდ მარტივი პროცესია. დაგჭირდებათ ფოტო, რომელსაც ქალაქის ხედის უკანა ხედი აქვს და რომელსაც დაბლა ბრტყელი საზღვარი აქვს. წყალი  წინა პლანზე არ დაგჭირდებათ.

ეს რჩევები ეხება ღამეს და ოქროს საათებს ურბანულ ფოტოგრაფიაში. გადაღების და დამუშავების შესაძლებლობები უამრავია, შეზღუდულია მხოლოდ ჩვენი წარმოდგენა და ცოდნა. იმედი მაქვს, რაიმე სასარგებლო ისწავლეთ, რაც დამუშავების პრცესში დაგეხმარებათ.


თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: https://iso.500px.com/cityscape-night-photography-tips/?utm_source=500px&utm_medium=social&utm_campaign=cityscape-night-photography-tips








0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...