Saturday, January 7, 2017

ფოტოპროექტის იდეები ახალი წლისათვის

დღესასწაულები დასრულდა: სასმელი დაილია და საჩუქრები გაიხსნა.

ზოგიერთმა თქვენგანმა ყავა დალია, კამერა აიღო და მოემზადა ახალი წლის ფოტო გამოწვევებისათვის.

ან შესაძლოა თქვენ ჯერ კიდევ საღამურებში გამოწყობილები ინსტაგრამზე ტვირთავთ საეჭვო შესახედაობის ფლოსტებს J



ჩვენ თქვენი ინსპირაციისა და მოტივაციისათვის საოცარი ფოტო პროექტები გვაქვს !!!

მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიური მცდელობა  სელფ-პორტრეტების და სოლარგრაფიის (ხანგრძლივი ექსპოზიციის ხელოვნება ).

ეს პროექტები პერსონალურად თქვენს ფოტოებს ერგება.

1. ფოტო იდეები სელფ–პორტრეტებისათვის

არის თუ არა სელფ–პორტრეტი თქვენი ყოველდღიური დაგეგმილი ჩვევა ყავის დალევასა და თმის დავარცხნას შორის? ან იქნებ გინდათ რაიმე ჩვევის დაწყება? აქ მოცემულია იმ ადამიანების ზოგიერთი გასაოცარი  მაგალითები, რომლებმაც სელფ–პორტრეტებში იექსპერიმენტეს.



გადაიღეთ სელფ–პორტრეტი ყოველდღე: ნოა კალინამ საკუთარი თავისთვის ფოტოების გადაღება 2000 წელს დაიწყო, როდესაც 19 წლის იყო და მას შემდეგ არ შეუწყვეტია.  იგი მათ თავის საიტზე ათავსებს.



დაალაგეთ ფენებად თქვენი სელფ–პორტრეტები:  ამ პროექტის თანახმად, ტიემენ რაპათიმ ბევრი პორტრეტი ფენებად დაალაგა ფოტოშოპში და 500 პორტრეტიდან ერთი ფოტო მიიღო.

2. საოჯახო ფოტო–პროექტი



წელიწადში ერთხელ თითოეულ ოჯახის წევრს გადაუღეთ ფოტო, როგორც თქვენი ოჯახის ზრდის გამოსახვის უნიკალური გზა,  ფოტოგრაფმა დიეგო გოლდბერგმა ასე გააკეთა. იგი თავისი ოჯახის წევრებს 1976 წლიდან უღებდა ფოტოებს ყოველ 17 ივნისს.

3. ყოველდღიური ფოტო იდეა კამერა–მორცხვისთვის

შესაძლოა თქვენ ხართ ფოტოგრაფი, რომლის პიროვნება გაუბედავი ციყვის მსგავსია – გიტაცებთ ფოტოგრაფია, მაგრამ როდესაც ვინმე ცდილობს გადაგიღოთ ფოტო, სწრაფად გარბიხართ და იმალებით. აქ მოცემულია ფოტო–პროექტები, რომლებიცთქვენი კომფორტის ზონაში ჯდება.
























გადაიღეთ ყოველდღიურად ფოტოები იქ, სადაც დგახართ:  ამ ფოტოჯგუფის ჰეშთაგია  #fromwhereistand! მიიღეთ გზავნილი ჰოლისგან. მან ეს ფოტოგადაღება ყოველდღიურ ჩვევად აქცია, იგი ფოტოებს თავის ბაღში ფინჯან ყავასთან ერთად იღებს.



ყოველდღიურად გადაიღეთ თქვენი საყვარელი ადგილის ფოტოები: გაქვთ რაიმე ამოჩემებული ადგილი, რომელსაც ყოველდღიურად სტუმრობთ, მაგ: ლანჩისთვის? გადაიღეთ ამ ადგილის ფოტოები, ან შექმენით დროის და სეზონების სერია, როგორც პოლ ოქტავიუსმა გააკეთა – ,,იგივე გორა, განსხვავებული დღე“. ამ საოცარ პროექტში ჩიკაგოს გორა გადაღებულია სხვადასხვა სეზონზე, როდესაც იგი სხვადასხვა ღონისძიებებს მასპინძლობს.

4. 365 აიფონოგრაფებისთვის



მოძრაობთ აიფონით ყველგან გადასაღებად თუ მხოლოდ ერთხელ  იღებთ ფოტოს შობაზე?

Get Photo365 – ეს აპლიკაცია სუპერ ადვილია, იგი მარტივად ინახავს თქვენს პირველ (ან მესამე) ფოტოს 365 პროექტში. იგი საშუალებას გაძლევთ პირდაპირ თქვენი კამერიდან გადაიღოთ ფოტოები და გექნებათ საშუალება თქვენი ყოველდღიური ფოტოები ყოველთვიურად ნახოთ ხოლმე.

5. DIY (გააკეთე თავად) პროექტი მომთმენებისათვის, ფილმ–ენთუზიასტებისთვის.



ზემოთ მოცემული ფოტო პროექტები პრაქტიკულად არასაკმარისია? კარგით, მაშინ გიწვევთ გადაიღოთ საკუთარი solargraph ამ წელს!

რა არის solar?

Solargraph ძირითადად არის ფოტო, რომელიც წარმოიქმნება კამერის ნახვრეტიდან და რომელიც შექმნილია ექვსთვიანი ექსპოზიციით. ილიას  გაკვეთილში გაეცანით დეტალებს, როგორ გააკეთოთ ეს თავად. https://inatarius.wordpress.com/2009/07/01/solargraph-building-guide/

გარდა ამ იდეებისა, უბრალოდ  გადაიღეთ თქვენი წელი



ეს ლამაზი ფოტო–კოლაჟი გადაღებულია კერინ სტეკის მიერ სერიით ,,თმის ისტორია“, სადაც დოკუმენტურად აღწერს მისი თმის ზრდის ისტორიას.

თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: http://content.photojojo.com/photo-technique/tips/photo-project-ideas-for-the-new-year/







0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...