Wednesday, June 21, 2017

ბანკეტი 2017 - თელავის მეორე სკოლა







თელავის მეორე სკოლის გამოსაშვები საღამო ჩვენთვის, როგორც სტუდიისათვის დიდი გამოწვევა იყო. რადგან ამ ღონისძიებაზე არამხოლოდ გადაღება, არამედ მუსიკალური გამოფორმებაც ჩვენ თავზე ავიღეთ. 

დღე წვიმით დაიწყო და ის ის იყო უკვე ფოტოსესიის სხვა დღეზე გადატანა გადავწყვიტე, რომ წვიმაც შეწყდა და ნამდვილი "სამუშაო" განათება გამოვიდა. 

როგორი დრო გავატარეთ საბანკეტო წვეულებაზე, ამაზე აღარ დავწერ, რადგან ფოტოებში ყველაფერი ნათლად ჩანს. მე უფრო მეტად ის მახარებს, რომ კლასის ყველა მოსწავლესთან ძალიან დავმეგობრდით და მე როგორც რიგითმა თელაველმა ახალი მეგობრები შევიძინე საკუთარ ქალაქში. ადრეც ხშირად დამიწერია და ახლაც გავიმეორებ ფოტოგრაფია არ შეიძლება იყოს მხოლოდ კომერციის ან ხელოვნების ჩარჩოში, რადგან კამერა არის საშუალება (ინსტრუმენტი), რომელიც ხელს უწყობს ახალი კავშირების გაბმას და მეგობრობის ჩამოყალიბებას. აი სწორედ ეს კლასია ამის დიდი მაგალითი!






























































































ფოტოგრაფი: გიორგი ბეჟანიშვილი

ფოტორედაქტორი: დავით კობიაშვილი



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...