Sunday, September 24, 2017

5 რამ, რაც პირველი კამერის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ


1. რომელია საუკეთესო კამერა და ლინზა საწყისი ეტაპისათვის რომ შევიძინოთ?

  • ნიკონის ნებისმიერი
  • ქენონის ნებისმიერი
  • ნიკონი და ქენონი გადაჭარბებულია. პენტაქსი ის კამერაა, რომელსაც ყველა მაგარი დამწყები იყენებს
  • საუკეთესო იქნება ის, რის უფლებასაც მისცემ საკუთარ თავს

ერთხელ ფოტოგრაფი სემ ჰაკინსი ნიუ იორკში ელიტურ წვეულებზე წავიდა. შესასვლელთან მასპინძელმა უთხრა: ,,მიყვარს თქვენი ფოტოები - ისინი არაჩვეულებრივია; ფანტასტიური კამერა უნდა გქონდეთ". სემმა სადილის დასრულებამდე არაფერი თქვა, შემდეგ კი... ,,მშვენიერი სადილი იყო, ფანტასტიური ღუმელი უნდა გქონდეთ"

დაჯერება იმის, რომ კარგი კამერა კარგ ფოტოგრაფად გაქცევთ იგივეა, რაც იფიქროთ, რომ როჯერ ფედერერის ჩოგანით ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონი გახდებით. მე იგივე ჯინსები მაცვია რაც ჟიზელ ბანდჩენს, მაგრამ ისინი მე სუპერმოდელად არ მაქცევენ.

კარგი აპარატი დიდებულ ფოტოგრაფს არ გაგხდით ისევე, როგორც კარგი ლინზები, გასანათებელი ხელსაწყოები და სხვადასხვა აქსესუარები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თქვენს ფოტოებს მეტ სიმკვეთრეს შემატებენ და მის ხარისხს გააუმჯობესებენ. თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა დაიკარგოს ცუდი ექსპოზიციის გამო.

სწორედ ამიტომ, ტექნიკურად სრულყოფილი კამერა აუცილებლად არაჩვეულებრივ, ან თუნდაც კარგ ფოტოს არ ქმნის. კარგი ფოტო ემოციურ რეაქციას უნდა იწვევდეს და ამის მისაღწევად მხოლოდ კამერის და ლინზის შესაძლებლობები საჭირო არაა.

ყოველდღიურად ვაკვირდები ფოტოებს ინსტაგრამზე, 500px_ზე და ფლიკერზე. მათი 80% სმარტფონებით, ან საწყისი დონის კამერებით - კიტ ლინზებით არის გადაღებული. როდესაც ონლაინში ჩემს ფოტოებს ვაზიარებ, თითქმის ისეთივე დიდ გამოხმურებას ვიღებ აიფონით გადაღებულ ფოტოებზე, როგორსაც პროფესიონალური აპარატით გადაღებულზე. არასდროს ყოფილა ისტორიაში ამაზე უკეთესი დრო, ინტერნეტის მეშვეობით გაიცნონ და შეიყვარონ შენი ნამუშევრები.

2. რას იღებთ?


შეკითხვა რომელიც თქვენს თავს აუცილებლად უნდა დაუსვათ არის რისთვის გინდათ აპარატი? სად გამოიყენებთ და რამდენად ხშირად?


  1. კამერა მხოლოდ კვირა დღეს მჭირდება ეკლესიაში.
  2. ვაპირებ დოკუმენტურად ავსახო ჩემი მოგზაურობა ევერესტის მთაზე, გადავიღო როდეოს ბრძოლები, ან ჩემი მომდევნო წვეულება.
  3. წელიწადში სამოც ქორწილს გადავიღებ.
  4. ჯერ კიდევ ვსწავლობ, მაგრამ მიყვარს ფოტოების გადაღება ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას.

გეგმავთ კამერის წაღებას უხეშ, ცივ ადგილებში? ათასობით ფოტოს გადაიღებთ დღეში თუ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს? რისთვის გამოიყენებთ? - ეს პირველი შეკითხვაა, რომელიც აპარატის შეძენამდე უნდა განიხილოთ.

თუ თქვენი პასუხია #2, ან რაიმე მსგავსი, იფიქრეთ მძიმე, პროფესიონალურ ბოდიზე, რომელიც უხეში და ექსტრემალური ამინდის პირობებისათვის არის შექმნილი. შედარებით იაფმა და მსუბუქმა კამერამ შესაძლოა ასეთ პირობებს ვერ გაუძლოს, ან ელემენტებმა უმტყუნოს.

თუ ყოველდღიურად, ან ყოველკვირეულად ათასობით ფოტოს გადაღებას გეგმავთ, უკეთესი იქნება თუ ინვესტიციას საშუალო დონის კამერაში ჩადებთ, რომელსაც მეტი კადრის გადაღება შეუძლია. იაფი კამერები ჩვეულებრივ ადის და კვდება 100 000 კადრის გადაღების შემდეგ, ასე რომ კიდევ რამდენიმე ასეულის დამატებით უფრო ხანგრძლივად გექნებათ ის.

ლინზების არჩევაზე გავლენას ახდენს აგრეთვე ის, თუ რას იღებთ. მაგ: თუ ბევრი პორტრეტის გადაღებას აპირებთ, მოდის და პორტრეტის ფოტოგრაფები გრძელ ფიქსირებულ ფოკუსურ ლინზებს, ან ზუმ ლინზებს იყენებენ. თუ ქორწილების გადაღებას აპირებთ, პროფესიონალები იმარაგებენ ფართო და გრძელ ლინზებს. თუ პეიზაჟების გადაღებას აპირებთ, უფრო ფართო ლინზები უნდა გამოიყენოთ და ბოლოს, თუ ბევრი საკვების და პროდუქტის გადაღებას გეგმავთ იფიქრეთ თქვენს ნაკრებს მაკრო ობიექტივი დაამატოთ.

3. რომელი ბრენდი ჯობია და რატომ?


კამერებთან მიმართებაში ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი არ არსებობს. თითქოს ნიკონი სხვა SLR ბრენდებზე მაღლა დგას, თუმცა  ყველა მათგანს თავისი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები აქვს.

ჩემი კარიერის პირველი 15 წელი ნიკონით გადაღებაში გავატარე, რადგან ჩემი ძმა და ჩემი პირველი მასწავლებელი იყენებდნენ მას. მე ჩემი ნიკონი მიყვარდა და არასდროს მიფიქრია მის შეცვლაზე. თავდაპირველად ვყიდულობდი მეორად ბოდებს და პრაიმ ლინზებს. მას შემდეგ, რაც საკმარისი ფული მოვაგროვე ახლის საყიდლად ნიკონის ერთგული დავრჩი. მოგვიანებით ციფრულზე გადასვლისას ისევ ნიკონის სიყვარული გავაგრძელე.

გადაწყვეტილება, გადავსულიყავი ქენონზე მივიღე მას შემდეგ, რაც ბაზარზე 2004-2005 წლებში წესიერი ნიკონის ნაკლებობა განვიცადე და იმავდროულად აღმოვაჩინე ქენონი 1DS MKII. გადავედი ქენონზე და შევიძინე ორი ახალი ბოდი, ახალი ლინზები, მაშუქები და აქსესუარები.

სწრაფად გავიდა ათი წელი და თქვენ შეგიძლიათ დაამტიცოთ, რომ ნიკონი ახლა უკეთეს ბოდებს უშვებს ვიდრე ქენონი და იგივე ქენონი აწარმოებს ოდნავ უკეთეს ლინზებს. უკეთესია, თუ უარესი, მე ქენონი ვარჩიე და ახლა ასე ვარ. მე ჯერ კიდევ ვიტანჯები კამერების სიხარბით, მაგრამ ეს ადამიანურია.

ჩემი რჩევაა შეამოწმოთ თითოეული კამერა, რომელიც იმ ფასად მოგდით რაც გათვალისწინებული გაქვთ. აღმოაჩენთ, რომ ზოგი კამერა გამოსაყენებლად სხვებზე მეტად კომფორტულია. აგრეთვე გაითვალისწინეთ გარანტია, ზოგადი გაყიდვების სერვისი და ის, თუ რამდენად ადვილი იქნება იმ ბრენდის შეკეთება, რომელსაც ეძებთ, თქვენ მახლობლად საჭიროების შემთხვევაში. ხარისხის კარგი ინდიკატორია ასევე ღირებულება ფასდაკლებამდე. საბოლოოდ, შეამოწმეთ კამერის მიმოხილვები და დისკუსიები ფორუმებზე იმ მოდელის შესახებ, რომელიც გსურთ. ფოტოგრაფიული საზოგადოება სრულ და გულუხვ ინფორმაციას მოგაწვდით.

4. ზომას მნიშვნელობა აქვს?


ჩემი პირველი ციფრული ნიკონი 13 წლის წინ ვიყიდე და 14 000$ გადავიხადე მხოლოდ ბოდიში. მას ჰქონდა 256 მეგაბაიტიანი მეხსიერების ბარათები და იღებდა როუ ფაილებს დაახლოებით 6 მეგაბაიტი ზომის. ამ კამერით მე ათასობით პოსტერი, და ფოტო გადავიღე, გადავიღე ჟურნალებისთვის და სარეკლამო კომპანიებისთვის და არასდროს არავის უკითხავს ფაილების ზომა.

დღეს ჩემი აიფონი იღებს 8 მეგაბაიტიან ფოტოებს. ასე რომ ნიშნავს ეს იმას, რომ აიფონის კამერა უკეთესია? არა! მეგაპიქსელების რაოდენობა არ უნდა დათვალოთ. საქმე მეგაპიქსელების ხარისხში და სენსორის ზომაშია. უამრავი მეგაპიქსელის გადატანა პაწია სენსორზე გამოსახულების ხარისხს ამცირებს.

დღეს ბაზარზე სხვადასხვა კამერებში რამდენად დიდი ზომის სენსორებია? ტელეფონის კამერის სენსორი ტიკტაკის ზომისაა, კომპაქტური კამერის სენსორი M&M-ის, საწყისი დონის SLR-ების სენსორი საფოსტო მარკის  და პროფესიონალური კამერების სენსორი 35მმ-იანი ფილმის ჩარჩოს ზომისაა.

ასე რომ რამდენი მეგაპიქსელია საკმარისი და სენსორის რომელი ზომაა თქვენთვის საუკეთესო? პასუხი კვლავ იქამდე მიდის, თუ რა გვინდა გადავიღოთ.

თუ ისეთი ფოტოების გადაღებას გეგმავთ, რომლებიც საბოლოოდ ბილბორდებზე აღმოჩნდებიან, ან მართლაც დიდ კედელზე დაიბეჭდება, მაშინ სრულჩარჩოიანი სენსორი იძლევა RAW ფოტო ფაილებს, რომლებიც 20 მეგაბაიტზე მეტია და ეს იდეალურია. საწყისი დონის კამერები იძლევა საკმარისად დიდ ფაილებს რათა ბილბორდის ზომის ფოტოები შექმნათ. ისინი უბრალოდ ისე კარგად ვერ გამოიყურებიან, როგორც ბილბორდები.

თუ საშუალო ზომის A4 (8.5×11″), ან ცოტა პატარა ფოტოების დაბეჭდვას გეგმავთ, საწყისი დონის  და საშუალო დონის კამერა ნამდვილად კარგ შედეგს მოგცემთ.

და ბოლოს, თუ აპირებთ ხშირად გააზიაროთ ფოტოები სოციალურ ქსელში მოიშველიეთ სმარტფონი, ან კომპაქტური კამერა, თუმცა ნებისმიერი ზემოთ თქმულიც მშვენივრად შეასრულებს სამუშაოს.

5. ფიზიკური ზომა და წონა


დიდი კამერა უკეთ გაგრძნობინებთ თავს?

ამ ფაქტორს ხშირად არ ითვალისწინებენ, სანამ სახლში არ მივლენ, ყუთიდან ამოიღებენ და რამოდენიმეჯერ გამოიყენებენ. შესაძლოა ფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი, მძიმე  კამერა და ყველაზე გრძელი ლინზები გინდათ, მაგრამ 8 საათიანი მთის ლაშქრობიდან 4 საათში აზრს შეიცვლით.

მე ამჟამად 2 განსხვავებულ ბოდის ვიყენებ: 1DS MKIII და 5D MKIII. 1DSIII ორჯერ მეტს იწონის ვიდრე 5D MKIII და ბევრად ხარისხიან ფოტოებს იღებს, მაგრამ მოგზაურობისას მირჩევნია ხარისხი ცოტა ნაკლები იყოს, რადგან ვიცი, რომ თუ უფრო მსუბუქ კამერას წავიღებ, უფრო მეტ ფოტოს გადავიღებ.

კარგი კამერა თავს კომფორტულად უნდა გაგრძნობინებდეთ და იგი თქვენი სხეულის ნაწილი უნდა იყოს. შეამოწმეთ რამდენად ადვილი შესაცვლელია პარამეტრები ცალი ხელით, დამიჯერეთ, ეს რთული პროცესია.

რაიმე გამომრჩა რაც ცუდად გაგრძნობინებთ თავს? რაიმეს დაამატებდით, ან რაიმე შეკითხვა ხომ არ გაქვთ? გამიხარდება თქვენი კომენტარების წაკითხვა.


თარგმანი: ნინო კაპანაძე
წყარო: https://digital-photography-school.com/gear-envy-five-things-consider-buying-first-camera/




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...