Saturday, April 7, 2018

ფოტო ამბავი "ანარეკლი"




ერთ რამეს მივხვდი ამ ცხოვრებაში. იცით რას?!

იმას, რომ წყალია ერთ-ერთი იმათგანი, რაც ყველაზე მეტად მამშვიდებს.

აი, ამიტომ მიყვარს წყალთან შეხება, ზღვის ტალღების, ქუჩაში წვიმის შემდეგ გაჩენილი გუბეების, შადრევანის შხეფების მოძრაობისა და ზოგადად წყლის ყურება.

ეს ისეთივე თერაპიაა ჩემთვის, როგორც ნებისმიერი თქვენგანისთვის შეიძლება იყოს ხატვა, კითხვა და სხვა.

რამდენიმე თვეა, რაც ანარეკლების გადაღებით ვარ გატაცებული.

ხშირად მზის ჩასვლის დროს ფანჯრის მინაზე არეკლილ ხედს, მზიან, მშვიდ დღესა თუ წვიმის დროს გუბეში, წყალში არეკლილ მკვეთრ ანდა გაბლარულ გამოსახულებებს ვიღებ.

განსაკუთრებით კი წვიმის დროს ქუჩაში მიმავალი არა წინ, არამედ ქვემოთ ვიხედები და სველ ასფატზე ანარეკლებს ვაკვირდები.

თუ დღე მზიანი და მშვიდია ანარეკლი რბილი და ფერადია, ხოლო წვიმის შემდეგ ცივი და დრამატული.

მგონია, რომ დღეს ცოტა გესაუბრეთ, მაგრამ მინდა რომ თავად ფოტომ თქვას მეტი.

ამიტომ ამ ფოტო ამბავში გიტოვებთ წყალში არეკლილ გამოსახულებებს, რომლებიც ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ.

პ.ს. ბოლოს შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაგავიწყდეთ. ^_^












































































ავტორი:  თამარ შოშიტაშვილი




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...