დღევანდელი ციფრული კამერები არის თანამედროვე ტექნოლოგიის საოცრებები.
ისინი საშუალებას აძლევენ ყველაზე გამოუცდელ ფოტოგრაფებსაც კი მიაღწიონ ფოტოხელოვნების იმ მდგომარეობას, რომელიც ათეული წლების წინ ხელმისაწვდომი მხოლოდ სუპერ კომპიუტერებისა და კვლევითი ინსტიტუტებისათვის იყო. იმ ფასების წყალობით, რომლებიც მუდმივად დაბლა და დაბლა ჩამოდის და საუკეთესოდ აღჭურვილი კამერებით, ფოტოგრაფიამ ყველგან შეაღწია. ყველას აქვს კამერა და შეუძლია ფოტოების გადაღება. თუმცა ზოგჯერ, თუ გსურთ განვითარდეთ როგორც ფოტოგრაფი, უმჯობესია არ გამოიყენოთ ყველაფერი რისი საშუალებაც აქვს თანამედროვე ფოტოკამრებს, არამედ პირიქით, დაუწესოთ თქვენ თავს ერთგვარი შეზღუდვებიც. ამ შეზღუდვების ფარგლებში, თქვენ ხშირად აღმოაჩენთ ახალ ფოტოგრაფიულ შესაძლებლობებს, რომელთა შესახებ არასოდეს გიფიქრიათ.
მეხსიერების ბარათები ძალიან იაფია. ამის გამო ხშირად
ვყიდულობთ ყველაზე დიდ ბარათებს, რომლებიც ათასობით სურათს იტევს. მათი მეშვეობით მშვიდად
ვართ გადაღებისას. მაგრამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ფოტოგრაფებმა დაიწყეს გადაღებების
დროს ფოტოების რაოდენობის შემცირება. ადრე თითოეულ ფირს შეეძლო დაეტია მხოლოდ 36 კადრი, მათი ფასი
კი ძალიან ძვირი იყო დღევანდელ სტანდარტებთან შედარებით. წარმოიდგინეთ, იხდით ათ ლარს
მეხსიერების ბარათში, რომელსაც მხოლოდ მცირე რაოდენობის ფოტოების დატევა შეუძლია და
თან ის ერთჯერადია! მიუხედავად ამისა, ჩვენს
წინამორბედებს შეეძლოთ გადაეღოთ საოცარი ფოტოები ასეთი ლიმიტის ფარგლებში. ეს შენც შეგიძლია!
ზუმ ლინზები არის საოცრებები. ისინი გვაძლევენ საშუალებას
მივიდეთ ახლოს ან მოცემული სცენის ფართო კუთხე ავიღოთ. წარმოიდგინეთ არ გქონდეთ საშუალება მოზუმოთ
ან პირიქით! თქვენ მოგიწევთ ფიზიკურად გადაადგილდეთ რათა ახლოს მიხვიდეთ საგანთან
რომელსაც იღებთ, რასაც დღესდღეობით ხალხი არაა მიჩვეული. თუმცა, ფოკუსური მანძილის
შეზღუდვით აღმოაჩენთ ახალ შესაძლებლობებს.
როცა თავს უფელებას აძლევ ისარგებლო მხოლოდ ერთი ფოკუსური
მანძილით, ის გაიძულებთ შეხედოთ სამყაროს განსხვავებული პერსპექტივით და დაინახოთ სურათის ახალი შესაძლებლობები. ავიღოთ
ასეთი მაგალითი: თქვენ ხართ გასული პარკში თქვენ ბავშვებთან ერთად. მაგრამ ნაცვლად
იმისა, რომ გადგეთ განზე და მოზუმოთ ისინი,
სცადეთ ჩაკეტოთ თქვენი ლინზა ერთ ფოკუსურ სიგრძეზე (მაგალითად 24მმ ან 35მმ) და ფიზიკური
გადაადგილების საშუალებით მიუახლოვდით მათ. სულ მალე აღმოაჩენთ ახალ პერსპექტივებს,
რომელთაც ვერ ხედავდით, რადგან დამოკიდებული იყავით მოზუმვაზე. ან თუ გიყვართ ლანდშაფტების ან არქიტექტურის
გადაღება ფართო კუთხით (18მმ), ეცადეთ დააყენოთ ფოკუსური მანძილი 55 მმ-ზე და ნახეთ
რა მოხდება.
სინამდვილე ისაა, რომ სურათები რომლებსაც თქვენ გადაიღებთ
იქნება აბსოლუტურად განსხვავებული ძველი ფოტოებისგან, მაგრამ თქვენ დაინახავთ სამყაროს
ახალი პერსპექტივით და იპოვით განსხვავებული ფოტოგრაფიული შესაძლებლობების ყველა სახეობას,
რომლებიც აქამდე არ გაგიანალიზებიათ. თუ ცდუნებამ შემოგიტიათ ამოაძრაოთ თქვენ ზუმი,
არ დანებდეთ - იმოძრავეთ თავად თქვენ. ეძებეთ გზა, იპოვოთ საუკეთესო კადრები ამ ლიმიტირებული
გარემოპირობების შესაბამისად.
ცხადია ფოკუსური მანძილის ლიმიტირებისათვის საუკეთესოა
თუ თქვენ შეიძენთ პრაიმ ლინზას. ამას მე დაბეჯითებით გირჩევთ. მისი საშუალებით თქვენ
არამარტო ისწავლით თქვენი შესაძლებლობების გაუმჯობესებას, არამედ მიიღებთ დამატებით
მოგებასაც გაცილებით ფართო დიაფრაგმის სახით, რაც თავის მხრივ ნიშნავს უკეთეს ფოტოებს
დაბალი განათებისას და ასევე ლამაზ ბლარ ფონებს.
რა იდეა დევს ამ სიტყვებში? იმის ნაცვლად რომ გადავიღოთ
რამოდენიმე საგანი (მაგალითად ხეები), ავიღოთ და ფოკუსირება მოვახდინოთ ერთ-ერთ მათგანზე.
შევისწავლოთ ის ყველა შესაძლო კუთხიდან და ვიპოვოთ გზები მისი საუკეთესო პოზიციის დაფიქსირებისათვის,
რომელიც დაკვირვების გარეშე არც ჩანდა. სცადეთ დაბრუნდეთ დღის სხვადასხვა მონაკვეთებში,
ან წელიწადის სხვადასხვა დროს და ნახეთ როგორ შეიცვალა ის. თქვენ შეიძლება გადაიღოთ
ასი ან ათასი მოსაწყენი სურათი, მაგრამ შეიძლება გადაღება დაასრულოთ ძვირფასი ფოტოებით,
რომლებსაც მანამდე ვერც კი წარმოიდგენდით თუ გადაიღებდით.
წყარო: http://digital-photography-school.com/three-exercises-to-limit-yourself-and-grow-as-a-photographer/
თარგმნა გიორგი ბეჟანიშვილმა
კარგი სტატიაა, გამოსადეგი.
ReplyDeleteმიხარია რომ მოგეწონა ;)
ReplyDelete