Thursday, July 3, 2014

როგორ გავიხალისოთ ზაფხული ფოტოგრაფიის დახმარებით

წყარო: http://digital-photography-school.com/how-to-make-the-most-of-your-summer/
ავტორი: Annie Tao


 უკვე გადაწყვიტეთ რა უნდა აკეთოთ ზაფხულის განმავლობაში? 

ამ სტატიაში შეხვდებით რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ საინტერესოდ გაატაროთ ზაფხული.

1. სასწაული შეიძლება ყველგან მოხდეს

ყველგან წაიღეთ თქვენი კამერა , არა მხოლოდ დიდი მოვლენების დროს, არამედ უბრალო შემთხვევებისას.  თქვენ ხომ წინასწარ არ იცით როდის გათამაშდება თქვენს თვალწინ საინტერესო და საოცარი სცენა ან მომენტი. ცისარტყელა მზის ჩასვლისას, თქვენი ბავშვი სასაცილოდ მიირთმევს მის პირველ ნაყინს, თქვენი მეგობარი ექსპრომტად იწყებს ცეკვას ქუჩაში და ა.შ.
ზოგჯერ ასეთი  „მცირე“ მოვლენები აღმოჩნდება ხოლმე ცხოვრებისეული სასწაულებრივი მომენტები. სწორედ ამიტომ, თქვენ და თქვენი კამერა მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოთ.

2. ყურადღებით მოეპყარი ფოტოაპარატს

უცნაურია არა, როგორ გვაცდუნებს ზაფხული. ბევრი ჩვენთაგანი ხშირად ინახავს კამერას სპეციალურ ჩანთაში თუ ცუდი ამინდისგან დამცავ ყუთებში, მაგრამ მოვა თუ არა ზაფხული მივაგდებთ ხოლმე კამერას არამყარ მინის მაგიდაზე ან დავატარებთ კისერზე დაკიდულს ექსტრემალურ სიტუაციებში. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ადამიანთა უმრავლესობა ტექნიკას სწორედ ზაფხულის განმავლობაში აზიანებს!
ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები და ყურადღებით მოეპყარით თქვენს კამერას:

- გაითვალისწინეთ შეიძინოთ სპეციალურად ზაფხულისა და მოგზაურობისათვის პატარა ჩანთა, რომელსაც ატარებთ ყველგან. ამით თქვენ დაზოგავთ ადგილსაც და თქვენს კამერასაც უკეთ დაიცავთ.
- მოაშორეთ კამერა წყალს.
- დაიცავით ის ქვიშისაგან სანაპიროზე. ქვიშას შეუძლია დააზიანოს ლინზა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფოკუსთან დაკავშირებული და სხვა პრობლემები.
- გაუფრთხილდით კამერის სენსორს.




















3. შენ ხარ არდადაგებზე და არა გადაღებაზე

არ წაიღო თან ყველაფერი რასაც ფლობ. ამოარჩიე ტექნიკიდან მხოლოდ ძირითადი ნაწილები, რაც ხშირად გამოგადგება.
თავისთავად რამდენს წაიღებ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იგრძნობ თავს კომფორტულად, სად მიდიხარ, რამხელა საბარგული გაქვს და რა სახის ფოტოების გადაღებას გეგმავ.
მე ვიცი, რომ მარტივად გამოსაყენებელი ნივთების ამორჩევა არის მოგზაურობის საუკეთესო წესი.

4. არ დაგავიწყდეთ ბატარეები და მეხსიერების ბარათები

არ იქნება ადვილი და შესაძლებელი შეიძინოთ ფოტო აქსესუარები, როდესაც ქალაქ გარეთ  ხართ გასული. ამიტომაც არ დაივიწყოთ ბატარიის დამტენი. სახლიდან გასვლის წინ კი ბატარიის დატენვა. არ დაელოდოთ სანამ ეკრანზე დაეწერება ბატარიის დაჯდომის გამაფრთხილებელი ნიშანი. ამის გამო თქვენ შეიძლება საუკეთესო კადრები გამოტოვოთ .
ასევე შეიძლება შეიძინოთ დიდი მოცულობის ან დამატებითი მეხსიერების ბარათი და გადაიღოთ ყველა ფოტო, რასაც კი გული გიკარნახებთ.




















5. გადაიღეთ, თითქოს ნადირობის სეზონია

ამ ციფრულ ერაში, თქვენ არასოდეს იანანებთ გადაიღოთ არდადეგების  ბევრი სურათი. თქვენ მხოლოდ ერთს ინანებთ, არ გადაიღოთ რაღაც ან საერთოდაც დაგავიწყდეთ კამერის თან წაღება.
თუ თქვენ ემზადებით მოგზაურობისათვის, მაშინ თქვენ უნდა გადაიღოთ ყველაფერი და თანაც თავისუფლად.

6. გამოტოვეთ სიტყვა „გაიღიმეთ“

როდესაც  ხალხს უღებთ ფოტოებს, შეეცადეთ თავიდან აირიდოთ ტრადიციული ფრაზა "გაიღიმეთ" ან "say cheese!".
არაფერია ცუდი იმაში, თუ უპირატესობას ანიჭებთ ისეთ ფოტოებს, სადაც ხალხი პირდაპირ კამერაში იყურება. უბრალოდ შეეცადეთ მოსინჯოთ სხვა მიდგომა.
აი რამოდენიმე რაღაც, რისი კეთებაც მე მიყვარს: კითხეთ თქვენს გადასაღებ ობიექტებს რაღაც, რითიც მიიპყრობთ მათ ყურადღებას. კითხვა რომელიც გამოიწვევს მათ სიცილს. მიეცით მათ ისეთი დავალება, რომ შეძლოთ მოქმედებების გადაღება. თუ იღებთ ჯგუფს, დაუსვით კითხვა რაც გამოიწვევს მათ ცქერას  ერთმანეთის  ან რაიმე საგნის მიმართ, რომელიც ასევე მოთავსებულია თქვენს ობიექტივში. ასე  თქვენ მიიღებთ გაცილებით უკეთეს ფოტოებს.











































7. გააზიარეთ გამოცდილება

მიუხედავად  იმის, რომ დღეს უკვე თითქმის ყველას აქვს ფოტო კამერა, ჩემი აზრია, რომ ყველა იღებს სხვადასხვა ფოტოებს. ასე რომ, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. დაიმატეთ ფოტოგრაფები სოციალურ ქსელებსა თუ ფოტო საიტებზე.

გაატარეთ დიდებული ზაფხული, გადაიღეთ ბედნიერად და არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ტანის ლოსიონი.

თარგმნა გიო ბეჟანიშვილმა

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...