ლუის ჰაინის სახელი პირველად ორი წლის წინ გავიგე. კენეტ კოუბრეს წიგნში "ფოტოჟურნალისტიკა" ჰაინი მოხსენიებულია როგორც ფოტოჟურნალისტიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი. ჰაინს საქართველოში არც თუ ბევრი იცნობს. დღეს ინფორმაციას ვათვალიერებდი ჯორჯ ისთმანის "ფოტოგრაფიისა და ფირის საერთაშორისო მუზეუმის საიტზე" და აღმოვაჩინე რომ აგვისტოს 14–იდან 7 სექტემბრის ჩათვლით ნიუ იორკში ჯორჯ ისთმანის სახლში ამ დიდი ფოტოგრაფის გამოფენაა. ვინაიდან არც ისე ბევრ ჩვენთაგანს აქვს შანსი იქ მოხვდეს, ამ პოსტის მეშვეობით შევეცდები დავათვალიერო და აღმოვაჩინო 20–ე საუკუნის გამორჩეული ფოტოჟურნალისტი – ლუის ჰაინი.
ამერიკელი სოციოლოგი და ფოტოგრაფი ლუის ვიიკს ჰაინი (1874–1940) ფოტოკამერას – როგორც იარაღს, იყენებდა სოციალური რეფორმების განხორციელებისთვის. მისი ფოტოები იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლის წყალობითაც შეიცვალა ბავშვთა სამუშაო უფლებები ამერიკაში.
ჰაინმა თავისი კარიერა 1906 წელს the Russell Sage Foundation–ში დაიწყო. ის ფონდისათვის ქალაქ პიტსბურგის რკინის საამქროების დასახლების ცხოვრებას იღებდა. 1908 წელს გახდა National Child Labor Committee (NCLC)–ის ფოტოგრაფი. მომდევნო ათი წლის მანძილზე ჰაინი აქტიურად იღებდა იმ ბავშვების ცხოვრებას, რომლებიც სხვადასხვა საამქროებში მუშაობდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ ჰაინი ევროპაში ამერიკის წითელი ჯვრის მუშაობას აშუქებდა.
1920–1930–იან წლებში ჰაინმა გადაიღო " სამუშაო პორტრეტების" სერია, რომელიც გვაჩვენებდა ადამიანთა ჩართულობას თანამედროვე ინდუსტრიის მშენებლობაში. 1930 წელს ჰაინს ჩააბარეს The Empire State Building–ის მშენებლობის დოკუმენტირება. სწორედ აქ გადაიღო ჰაინმა მისი ყველაზე ცნობილი ფოტო.
დიდი დეპრესიის განმავლობაში ჰაინი დაუბრუნდა "წითელ ჯვარს" და გადაიღო გვალვით გამოწვეული შედეგები ამერიკის სამხრეთში. ის იყო Works Progress Administration–ის ფოტორედაქტორი ნაციონალური კვლევის პროექტში. პროექტის მიზანი იყო შეესწავლა ინდუსტრიალიზაციით გამოწვეული ცვლილებები და მათი ზეგავლენა მუშათა კლასზე.
ჰაინის სიცოცხლის ბოლო წლები აღსავსე იყო პროფესიული ბრძოლებით, რაც გამოწვეული იყო სახელმწიფოსა და კორპორატიული პატრონაჟის დაკარგვით. მალე ჰაინმა სახლიც დაკარგა და ბედის ამარა დარჩა. ის 1940 წლის 3 ნოემბერს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჰაინის ფოტოები დაცულია ეროვნული კონგრესის ბიბლიოთეკაში. ჯორჯ ისთმანის მუზეუმში წარმოდგენილია ჰაინის მიერ გადაღებული 150–მდე ორიგინალი ნაბეჭდი ფოტო და პოსტერები, რომლებიც მან 1905–1937 წლებში შექმნა. ფოტოები, რომლის დახმარებითაც იგი ცდილობდა წინ წამოეწია მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი სოციალური პრობლემები.
ამერიკელი სოციოლოგი და ფოტოგრაფი ლუის ვიიკს ჰაინი (1874–1940) ფოტოკამერას – როგორც იარაღს, იყენებდა სოციალური რეფორმების განხორციელებისთვის. მისი ფოტოები იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლის წყალობითაც შეიცვალა ბავშვთა სამუშაო უფლებები ამერიკაში.
ჰაინმა თავისი კარიერა 1906 წელს the Russell Sage Foundation–ში დაიწყო. ის ფონდისათვის ქალაქ პიტსბურგის რკინის საამქროების დასახლების ცხოვრებას იღებდა. 1908 წელს გახდა National Child Labor Committee (NCLC)–ის ფოტოგრაფი. მომდევნო ათი წლის მანძილზე ჰაინი აქტიურად იღებდა იმ ბავშვების ცხოვრებას, რომლებიც სხვადასხვა საამქროებში მუშაობდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ ჰაინი ევროპაში ამერიკის წითელი ჯვრის მუშაობას აშუქებდა.
1920–1930–იან წლებში ჰაინმა გადაიღო " სამუშაო პორტრეტების" სერია, რომელიც გვაჩვენებდა ადამიანთა ჩართულობას თანამედროვე ინდუსტრიის მშენებლობაში. 1930 წელს ჰაინს ჩააბარეს The Empire State Building–ის მშენებლობის დოკუმენტირება. სწორედ აქ გადაიღო ჰაინმა მისი ყველაზე ცნობილი ფოტო.
დიდი დეპრესიის განმავლობაში ჰაინი დაუბრუნდა "წითელ ჯვარს" და გადაიღო გვალვით გამოწვეული შედეგები ამერიკის სამხრეთში. ის იყო Works Progress Administration–ის ფოტორედაქტორი ნაციონალური კვლევის პროექტში. პროექტის მიზანი იყო შეესწავლა ინდუსტრიალიზაციით გამოწვეული ცვლილებები და მათი ზეგავლენა მუშათა კლასზე.
ჰაინის ფოტოები დაცულია ეროვნული კონგრესის ბიბლიოთეკაში. ჯორჯ ისთმანის მუზეუმში წარმოდგენილია ჰაინის მიერ გადაღებული 150–მდე ორიგინალი ნაბეჭდი ფოტო და პოსტერები, რომლებიც მან 1905–1937 წლებში შექმნა. ფოტოები, რომლის დახმარებითაც იგი ცდილობდა წინ წამოეწია მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი სოციალური პრობლემები.
თარგმანი: გიო ბეჟანიშვილი
საინტერესოაა :)) სად შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია ვნახო ამ პიროვნების და მისი ნამუშევრების შესახებ ? შეგიძლია ლინკი დადო ? :p
ReplyDeleteეს პოსტი შედგენილია ვიკიპედიის და სხვდასხვა ვებ-გვერდების ინფორმაციით - ჩაწერე გუგლში LEWIS HINE და ბევრი გვერდი ამოვა
ReplyDelete