ავტორი: Scott Wyden Kivowitz
#1. კომფორტული
ფეხსაცმელები
ყველაფერი იწყება კომფორტული ფეხსაცმელებიდან, არ
აქვს მნიშვნელობა დიდიხანს ივლით თუ დიდხანს მოგიწევთ ერთ ადგილზე დგომა. ჩაიცვით კომფორტულად,
რათა გადაღებისას ხელი არ შეგიშალოთ თქვენმა ჩაცმულობამ.
#2. კაბელი დისტანციური
გადაღებისთვის
კაბელი დისტანციური გადაღებისთვის შეიძლება ჩაითვალოს
ერთ–ერთ საჭირო ნივთად, როცა ხანგრძლივი ექსპონირება ხდება. კამერების უმრავლესობას
ამათუიმ სცენის გაასაღებად არ გააჩნია ჩამკეტის 30 წამზე უფრო მაღალი დაყოვნება.
ერთხელ გარემოცული ვიყავი ფოტოგრაფებით, რომლებიც იყენებდნენ იაფფასიან უკაბელო დისტანციურ ფოტო გადამცემებს, რომლებიც გაფუჭდა პირველივე გამოყენების შემდეგ.
ასეთ შემთხვევებში ჩემი გეგმაა თან ვიქონიო კაბელი დისტანციური
გადაღებისთვის. მისი ღირსება იმაშია, რომ ის თხელია და მსუბუქი. ადვილად თავსდება ნებისმიერ
კამერის ჩანთაში ან ჯიბეში. კაბელს ტელეფონს
შეუერთებთ (აიფონს ან ანდროიდს) და ასე დაამყარებთ კავშირს თქვენს კამერასთან. თუ როგორ
გამოიყენოთ ეს საოცარი მოწყობილობა იხილეთ ვიდეოში:
#3. საკვები
მისი დავიწყება ყველაზე ადვილია. თქვენ იღვიძებთ დილით,
გამთენიისას ან გადაღებაზე გადიხართ სწორედ მაშინ როცა მზე უკვე ჩასვლაზეა, იმედოვნებთ
რომ დაიჭერთ მის ბოლო სხივებს. ჩქარობთ და ამიტომ გავიწყდებათ ჭამა. თუმცა როცა მიხვალთ გადასაღებ ტერიტორიაზე, აღმოაჩენთ,
რომ არაფერი გიჭამიათ. ამიტომ გირჩევთ ხშირად როცა ხანგრძლივ გადაღებაზე მიდიხართ თან
გაიყოლოთ მცირე საკვები, რომელიც სულ ადვილად მოთავსდება სპეციალურ კონტეინერში.
#4. ერთი ბოთლი
წყალი
იმ ადგილას სადაც გადაღებას გეგმავთ შეიძლება არ იყოს
მაღაზია, ან სულაც დაკეტილი იყოს (მითუფრო თუ ფოტოებს დილით გარიჟრაჟზე იღებთ). ამიტომ
გირჩევთ შეიძინოთ სპეციალური თერმო ბოთლი, რომელსაც ჩანთაში თავის ადგილს მიუჩენთ და
თან ატარებთ მუდამ.
#5. საწვიმარი
საწვიმარი არის ნივთი, რომელიც ხანგრძლივი ექსპოზიციის
დროს აუცილებლად გამოდგებათ. DSLR კამერების უმრავლესობა არაა წყალგაუმტარი
და ამიტომ წვიმიან ამინდში შეიძლება ფოტოაპარატი გააფუჭოთ. ასეთ დროს აუცილებელია თან
იქონიოთ საწვიმარი, რომელსაც ზემოდან გადააფარებთ თქვენს კამერას.
#6. ლინზის საწმენდი
გარდა საწვიმარის აუცილებელია თან იქონიოთ ლინზის საწმენდი.
მაშინ როცა ფოტოებს იღებთ ცივ და ასევე ცხელ ადგილებში, შეიძლება კამერა ოდნავ დაიორთქლოს.
ასევე წვიმისას მოხვდეს წვიმის წვეთები თქვენს ლინზის შუშაზე. ამიტომ თან იქონიეთ ლინზის სპეციალური საწმენდი.
#7. სიმძიმე შტატივისათვის
თითქმის ყველა შტატივს გააჩნია ცენტრი, რომელზეც შეიძლება
დაიკიდოს სიმძიმე. შტატივზე სიმძიმის დამაგრება აუცილებელია ხანგრძლივი ექსპოზიციისას.
თუ თქვენ შემთხვევით შეეხებით შტატივს ან ქარი გაატოკებს მას კადრი გაგიფუჭდებათ. ამიტომ
შტატივის გამაგრების მიზნით აუცილებელია მასზე სიმძიმის დაკიდება. მე არ გეუბნებით
თან ატაროთ რაიმე მძიმე საგანი. ხშირ შემთხვევაში შტატივის გასამაგრებლად გამოგადგებათ
ფოტოკამერის ჩანთაც, თუ შიგნით2–დან 4 კილოგრამამდე სიმძიმის ნივთები მაინც ალაგია.
#8. კამერის დამატებითი
ბატარეები
დამატებითი ბატარეების თან წაღება გამოცდილ ფოტოგრაფებსაც
კი ხშირად ავიწყდებათ. მუდამ გახსოვდეთ, რაც უფრო დიდია ექსპონირების დრო, მით მეტ
ენერგიას მოიხმარს თქვენი კამერა, შესაბამისად ბატარეებიც მალე ჯდება. გამოცდილება
გვასწავლის, რომ თან ვატაროთ მინიმუმ სამი ბატარეა. ერთი კამერაში და ორი დამატებითი
ჩანთაში.
#9. წითელი ლაზერი
გაგიკვირდათ ხომ? იფიქრებთ პრეზენტაციის გაკეთებას არ
ვგეგმავ ჩემი ათ წუთიანი ექსპონირებისას და ლაზერი რაში მჭირედებაო. მაგრამ წითელ ლაზერს
ნამდვილად შეუძლია თქვენი დახმარება. ეს დამოკიდებულია რამდენად ბნელა გარეთ და რამდენად
მუქია თქვენი ND ფილტრი. წითელი ლაზერი ბნელ გარემოში
ფოკუსის გასასწორებლად გამოიყენება. თუ თქვენ იცით რომ ხე არის შორ მანძილზე მიანათეთ
მას ლაზერით და მის წითელ წერტილზე გაასწორეთ ფოკუსი.
შეიძლება გაგიკვიდეთ რატომ გირჩევთ ლაზერს და არა სპეციალურ
განათებას. განათებაც კარგი იდეაა, მაგრამ ლაზერი უფრო მსუბუქია და ადვილად სატარებელი
როცა შორ მანძილზე მივემგზავრებით.
#10. მობილურის
დამტენი
თქვენი მობილურები მალე ჯდება. განსაკუთრებით მაშინ
თუ სხვადასხვა ფოტოაპლიკაციებს ვიყენებთ, რომლებიც გვეხმარებიან გადაღებისას. ამიტომ
გირჩევთ თან ატაროთ მობილურის ბატარეების დამტენი.
თარგმნა გიორგი ბეჟანიშვილმა
წყარო: http://digital-photography-school.com/11-accessories-long-exposure-photography/
0 comments:
Post a Comment