- "ჩვენ ვირჩევთ ევროპას"!
- "ტოტალიტარიზმი კლავს"!
ამ მესიჯებით გორში 9 მაისს ახალ ბაღში აქცია-კონცერტი გაიმართა. აქცია გორის "ნიმდის" სკოლის ოთხი კურსდამთავრებულის მიერ იყო ორგანიზებული და მეც, როგორც ძველი ნიმდელი აქციას სიამოვნებით შევუერთდი.
გორში მეორედ ვიყავი.
ჩემი პირველი ვიზიტი სამხედრო ფორმითა და "კალაშნიკოვით" ხელში 2008 წლის 9 აგვისტოს შედგა, ამიტომ თქვენის ნებართვით საერთოდ არ გავიხსენებ "რეზერვისტული გმირობების" ამბებს და უშუალოდ აქციის შესახებ მოგახსენებთ.
მომეწონა ის რომ აქცია კარგად იყო დაანონსებული, მეც ფეისბუქის მეშვეობით შევიტყე და კონცერტის "ლაინაფს" რომ გადავხედე, თავიდანვე მოვინუსხე. სწორად იყო აქციის ადგილიც შერჩეული.
საღამოს 19:00 საათიდან ბევრმა ხალხმა იწყო მოსვლა. ძირითადად ახალგარზდები მოდიოდნენ. კონცერტის დასაწყისიდანვე საინტერესო მესიჯები გახმოვანდა. აქცია ერთგვარ კონტრაქციას წარმოადგენდა იმ ღონისძიების, რასაც ყოველ წელს სტალინის და რუსეთის მომხრეები მართავენ ხოლმე გორში.
კონცერტი დაიწყო და სულ მალე მივხვდი რომ "გორი მართლაც არაა წითელი". ჯგუფებმა: "კამუდოსი", "Loudspeakers", "Vanilla Cage" და "დაგდაგანმა" ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. პარკში მოსეირნე მიმოფანტული ხალხი უცბად შეკრიბეს სცენასთან და მართლაც კარგი ლაივები "მისცეს". განსაკუთრებით ბოლო ორმა ჯგუფმა. ნუ "დაგდაგანის" გამოსვლაზე ხომ საერთოდ ფურორი მოხდა. სიმართლე გითხრათ გორში თელავიდან მეც სწორედ მათ მოსასმენად წავედი. ორი-სამი სიმღერის შემდეგ სცენას იმდენი ხალხი მიაწყდა, პოლიციის კორდონის მობილიზება გახდა საჭირო, ახალგაზრდები ლამის პირდაპირ სცენაზე ასულიყვნენ და იქ გამოეხატათ ემოციები.
მთლიანობაში აქცია 2 თუ 3 საათს გაგრძელდა და საკმაოდ კარგი მუხტი დატოვა. ვფიქრობ ასეთი კონცერტები არამხოლოდ გორს, არამედ სხვა ქალაქებსაც, თუნდაც თელავს არ აწყენდა. იმედია, ორგანიზატორები კიდევ ბევრ საინტერესო აქციას შემოგვთავაზებენ, წარმატებები მინდა ვუსურვო მათ და ყველას ვინც თვლის რომ "ტოტალიტარიზმი კლავს!" და ვინც "ირჩევს ევროპას", თანაც მართლა! :*
<3
ავტორი: გიო ბეჟანიშვილი
0 comments:
Post a Comment