"მსოფლიო რბენა - Wings for Life" უკვე მესამედ ჩატარდა.
ღონისძიებას კვლავ კახეთმა და ლოპოტის ხეობამ უმასპინძლა. ამინდი ისევ შეუდარებელი იყო. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ამინდი სეტყვის საწინააღმდეგო "გრადების" დამსხურებაა, რადგან ამ დღეს ყოველთვის სულ კარგი ამინდია. თან რბენის პარალელურად წელს თელავში ძალიან ძლიერ იწვიმა , სავარაუდოდ ის ღრუბლები , რომელთაც აქ უნდა ეწვიმათ თელავისკენ გადადევნეს. ასეა თუ ისე ჩემს სინოპტიკოსურ - შერლოკურ ეჭვებს ისევ ჩემთვის დავიტოვებ და უშუალოდ ღონისძიებაზე მოგახსენებთ.
მომეწონა ის რომ როგორც ყოველთვის გასართობი მოედნები კარგად იყო მოწყობილი. მომეწონა სცენა და დიჯეი, რომელმაც ისეთი მაგარი სეტი დაუკრა რომ კამერა საერთოდ დავდე და ერთი საათი ბალახზე წამოგორებული ვუსმენდი.
მომეწონა ის რომ წელს 5000 ადამიანი იყო დარეგისტრირებული ანუ ყველაზე მეტი.
არ მომეწონა ის რომ სტარტის ხაზთან იყო არეულობა. არ ვიცი ვინ ან რატომ გადაწყვიტა შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სტარტის ხაზის წინ, მაგრამ ფაქტია რომ ეს ცუდად გამოუვიდათ. ანუ ნაწილი შეძვრა და ნაწილი კი ვინც ჩემნაირად იდგა და თავაზიანად ითხოვდა შესვლას, გარეთ დატოვეს. ზუსტად იგივე აკრედიტაციით იყვნენ სხვა ფოტოგრაფებიც და მედიის წარმომაადგენლები რაც მე მქონდა, მაგრამ ფაქტია რომ მე არ შემიშვეს. კითხვაზე - მაშ ისინი იქ რატომ არიან, პასუხი ასეთი იყო, ისინიც არ უნდა იყვნენ, გამოვიყვანთ ახლავე. მთლიანობაში სტარტის ხაზი საკმაოდ გაუმართავი იყო.
მომეწონა ორიგინალური ხელის თხოვნა, როდესაც ერთმა მონაწილემ მეორეს პირდაპირ ეთერში სთხოვა ხელი, თუმცა უადგილო ადგილას გადატყორცნილი "მედია ზონის" გამო, ვერ გადავიღე.
წელს გასულ წლებთან შედარებით მედიის წარმომადგენლები პიკაპებით გადაღების დროს უფრო შორს წაგვიყვანეს, თუმცა ბოლომდე არა, გამარჯვებულების გადაღების ექსკლუზივი აშკარად მათ ფოტოგრაფს ეკუთვნის მხოლოდ.
ნორმალური იყო კონცერტი, თუმცა ჩემი აზრით სცენის წინ წამოწოლილი და დაღლილი მონაწილეები, სულ სხვა მუსიკალურ განწყობაზე იყვნენ, ვიდრე როკის მოსმენა იყო, დასასრულს "მწვანე ოთახმა" მართლაც კარგი სეტი დაუკრა და ხალხიც ცოტა აცეკვდა. თუმცა გასულ წლებში უფრო კაი ლაივები იყო ჩემი პერსონალური შეფასებით, მახსოვს "ყველაზე" ბლომად ხალხი ცეკვავდა.
ივენთი შეღამებისას დასრულდა, სიმართლე გითხრათ ფოტოებზე თავი დიდად არ მომიკვლია. მითუფრო დაჯილდოვების ცერემონიალი არ გადამიღია. დანარჩენი კი იხილეთ ქვემოთ. ;)
0 comments:
Post a Comment