Wednesday, August 24, 2016

10 რჩევა ნემსიყლაპიას გადასაღებად

ნემსიყლაპიები და ქარიყლაპიები მომხიბლავი მწერები არიან, რომლებიც თავიანთი კაშკაშა ფერების და გასაოცარი ნიმუშების გამო განსაკუთრებით ფოტოგენურები შეიძლება იყვნენ. 

როგორც ნებისმიერი ტიპის გარეული ცხოველის, ისე ნემსიყლაპიების გადაღება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, რადგან ისინი ადვილად შინდებიან და ერთ ადგილას არ ჩერდებიან. თუმცა, ამ გასაოცარი მწერების დიდებული ფოტოების გადაღება შესაძლოა იმაზე ადვილიც აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. 

დასაწყისისათვის გთავაზობთ  10 რჩევას.




1. აირჩიეთ სწორი აღჭურვილობა

რადგან ისინი სხვა მწერებზე ოდნავ დიდები არიან, მათი გადაღება ნებისმიერი ტიპის კამერით შეიძლება, კომპაქტურიდან დაწყებული DSLR_ით დამთავრებული. მოცემული ფოტო გადაღებულია DSLR_ით, თუმცა  ბევრი პრინციპი იგივეა იმის მიუხედავად, თუ რა ტექნიკას იყენებთ.

კარგ ზუმობიექტივებს (100–400მმ) ნორმალური შედეგის მიღწევა შეუძლია, მაგრამ მაკროობიექტივებს აქვს უპირატესობა უზრუნველყოს უფრო ახლოს ფოკუსირება მაღალი გადიდებით. თუ ზუმობიექტივებს იყენებთ მოარგეთ დამატებითი მილი ობიექტივს, ეს საშუალებას მოგცემთ უფრო ახლოს დააფოკუსოთ და კარგ შედეგს მიაღწიოთ, ეს უფრო იაფი ვარიანტია, ვიდრე კარგი მაკროობიექტივის ყიდვა. თუმცა, თუ მწერების გადაღებას რეგულარულად გეგმავთ,მაკროობიექტივი შესაძლოა ღირებული ინვესტიცია აღმოჩნდეს, რადგან შეძლებთ გადაიღოთ  frame-filling ფოტოები კომფორტული სამუშაო დისტანციიდან ისე, რომ არ დააფრთხოთ ნემსიყლაპია. აქ მოცემულ უმრავლეს ფოტოებში გამოვიყენეთ მაკროობიექტივი: Sigma 150mm f/2.8

2. მოძებნეთ კარგი ადგილმდებარეობა

ზაფხულის თვეებში ნემსიყლაპიების პოვნა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას, სადაც წყალია. გარკვეული სახეობები შეიძლება შეგხვდეთ ეზოში, აუზთან, ზოგს კი მდინარესთან და რუებთან აღმოაჩენთ. მაგალითად, ქარიყლაპიები ხშირად უფრო სუსტი მწერები არიან და როგორც წესი წყლის ზედაპირთან ახლოს არიან, მაშინ როცა ნემსიყლაპიები წყლისგან საკმაოდ მოშორებით  დაფრინავენ.

ბევრად უფრო წარმატებული გადაღება გექნებათ, თუ სანამ გადასაღებად გახვალთ გარკვეულ დროს ადგილობრივი სახეობის ნემსიყლაპიების კვლევას და მათი სახლების შესწავლას დაუთმობთ.  მზად იყავით, რომ ცოტა დაისვრებით, რადგან  წყლის პირას მიწასთან ახლოს ყოფნა დაგჭირდებათ. ჩაიცვით შესაფერისი ტანსაცმელი და პატივი ეცით იმ გარემოს, რომელშიც მუშაობთ.

3. შეისწავლეთ მათი ქცევები

მას შემდეგ, რაც ნემსიყლაპიას შენიშნავთ, გარკვეული დრო მისი ქცევის შესწავლას დაუთმეთ. სწრაფად მიხვდებით სად დაფრინავს და სად უყვარს დასვენება: ზოგი მიწას არჩევს, ზოგს კი ბალახი, ან კლდე ურჩევნია.



ნემსიყლაპიას გადაღება ფრენის დროს, შესაძლოა საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდეს.  ასე რომ, დამწყებებს გირჩევდით გადაიღოთ მათი დასვენების კადრები. აღმოვაჩინე, რომ უკეთესია  უცქიროთ ადგილს, სადაც ისინი ჯდებიან, დაამაგროთ კამერა ახლოს და დაელოდოთ, ვიდრე ნემსიყლაპიები კამერას გარშემო ურბენდნენ. თუ დაინახავთ რომ იგი ჯოხზე ჩამოჯდა მიუახლოვდით ფრთხილად და თავი აარიდეთ მოულოდნელ მოძრაობებს. უნდა შეძლოთ საკმაო მანძილზე მიახლოება. თუმცა, თუ გაგიფრინდათ, დარჩით უცვლელად და კვლავაც დაელოდეთ რამოდენიმე წუთს. ის შეიძლება ისევ იმავე ადგილზე დაბრუნდეს. ამ სიტუაციის გასაღები -  მოთმინებაა.

თუ საკმარისად იღბლიანი ხართ და იპოვით მას ჭამის დროს, შეძლებთ ახლოს მისვლას, რადგან ისინი საჭმელს უფრო მიაქცევენ ყურადღებას, ვიდრე თქვენ.

გარკვეული წარმატებისათვის სცადეთ წაიღოთ  ჯოხი, ან ლერწამი და განათავსეთ ის წყლის მახლობლად, თუ რამოდენიმე წყლის წვეთსაც დაამატებთ, ხელს შეუწყობთ ნემსიყლაპიების ჩამოჯდომას მასზე.

4. ადექით ადრე

ნემსიყლაპიები დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში უფრო მეტად აქტიურები არიან, რადგან  მზის სითბო სჭირდებათ გასათბობად, რომ იფრინონ. თუ შესაძლებელია, გირჩევდით დილით ადრე გასვლას, როდესაც ცოტა გრილა და მზის სინათლეც ისეთი მკაცრი არაა, როგორც შუადღეს. თქვენ ალბათ იმდენ ნემსიყლაპიას ვერ შეხვდებით, რამდენსაც ცოტა მოგვიანებით დღის განმავლობაში, მაგრამ ისინი, რომლებიც იქნებიან უფრო დიდხანს გაჩერდებიან ჯოხზე და საშუალებას მოგცემენ საკმარისად მიუახლოვდეთ. შესაძლოა იმდენად იღბლიანიც აღმოჩნდეთ, რომ ისინი დილის ნამით დაფარულები გადაიღოთ თუ მათ გასვლას დაასწრებთ.



5. აკონტროლეთ დიაფრაგმა მკვეთრ ფოტოზე.

სიმკვეთრე მაკროფოტოგრაფიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იმისათვის, რომ უზრუნველყოთ მკვეთრი ფოტოს მიღება გამოიყენეთ დიაფრაგმა, რათა აკონტროლოთ გამოსახულების სიღრმე. დაგჭირდებათ ფოკუსირება იმდენჯერ, რამდენჯერაც შესაძლებელია. დარწმუნდით, რომ კამერის სენსორი პარალელურია ნემსიყლაპიის სხეულთან, ეს საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ფართო დიაფრაგმა და გაბლაროთ ფონი მაშინ, როდესაც ნემსიყლაპია მთლიანად ფოკუსშია.

მიიღოთ ასეთი მკაფიო, გვერდითი ფოტო ყოველთვის შესაძლებელი არაა. ასეთ შემთხვევებში შეგიძლიათ ფოკუსური სიღრმე გაზარდოთ დიაფრაგმის შემცირებით. აღმოვაჩინე, რომ მოსახერხებელია დაიწყოთ f/5.6_ით, შემდეგ გადაიღეთ მთელი რიგი ფოტოები f/11_ით ან უფრო პატარათი, შეცვალეთ ჩამკეტის სიჩქარე და ISO შესაბამისად. თუმცა ყოველთვის უზრუნველყავით, რომ თვალები იყოს ფოკუსში და ისეთი მკვეთრი, როგორიც შესაძლებელია. ამის გარეშე თქვენი ფოტოები მწირი იქნება.

6. მიიღეთ სწორი ექსპოზიცია

სწორი ექსპოზიციის მიღება შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს, განსაკუთრებით, თუ მზის შუქზე იღებთ. თუ დილით ადრე, ან ცოტა ცივ პირობებში გადაიღებთ, უფრო რბილ და ერთნაირ განათებას მიიღებთ.

მაშინაც კი, როცა ისვენებს ნემსიყლაპიას შეუძლია განახორციელოს ისეთი სწრაფი მოძრაობები, როგორიცაა ფრთების ფართხუნი და ხელების ტრიალი. აქედან გამომდინარე, იმუშავეთ შედარებით სწრაფი ჩამკეტის სიჩქარით. გირჩევთ, გადაიღოთ ერთდროულად სამი, ან ოთხი ფოტო. შემდეგ, როდესაც გადახედავთ ამ ფოტოებს, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ერთი განსაკუთრებულად მკვეთრია დანარჩენებზე. შეგიძლიათ მცირედით გაზარდოთ ISO , რათა საშუალება მისცეთ უფრო სწრაფ ჩამკეტის სიჩქარეს და უფრო პატარა დიაფრაგმას, მაგრამ 400_ს არ უნდა აღემატებოდეს, რათა ფოტოს ხარისხი კარგი გამოვიდეს. იმ შემთხვევისათვის, თუ უფრო ნელი ჩამკეტის სიჩქარით აპირებთ გადაღებას, შესაძლოა შტატივი გამოგადგეთ, თუმცა ადგილები სადაც ნემსიყლაპიებს  შეხვდებით, შტატივისათვის მეგობრული არ არის. თუ გადაწყვეტთ ხელით გადაღებას, დარწმუნდით, რომ მყარად დგახართ, შეინარჩუნეთ სიზუსტე და უზრუნველყავით იმიჯსტაბილიზატორის ჩართვა (თუ შესაძლებელია).

7. გამორთეთ ავტოფოკუსი

ყოველთვის უფრო მკაფიო გამოსახულებას მიიღებთ, თუ გამორთავთ ავტოფოკუსს და ხელით დააფოკუსებთ.

სასარგებლო (და იაფი) შეიძლება აღმოჩნდეს კიტის ნაკრები, როდესაც იღებთ დაბლა, მწოლიარე მდგომარეობაში, არსებობს მარჯვენა კუთხის სახედი, რომელიც ემაგრება კამერას და საშუალებას გაძლევთ უყუროთ მას, ვიდრე წამოწვეთ მიწაზე. ასევე შეგიძლიათ თქვენი კამერის ცოცხალი ხედვა გამოიყენოთ და დააზუმოთ დეტალზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ფოკუსი იმდენად ზუსტია, რამდენადაც შესაძლებელია.



8. ყურადღება მაიქციეთ ფონს

როდესაც ფოტოებს გადახედავთ, ყურადღება მიაქციეთ ფონს. იდეალურ შემთხვევაში კონტრასტული ფერების არაგადატვირთული ფონი ნემსიყლაპიასთან მიმართებაში მოგცემთ შესანიშნავ ფოტოს. თუმცა, ზოგიერთი ქარიყლაპია მიუახლოვდება წყლის ზედაპირის მცენარეულ საფარს და სუფთა ფონის შექმნა თითქმის შეუძლებელია. ფართო დიაფრაგმა დაგეხმარებათ ბლარის მიღებაში ნებისმიერ ყურადღების გადამტან დეტალზე. უფრო ფართო დიაფრაგმა აგრეთვე დაგეხმარებათ აწარმოოთ ფონზე სინათლეები, იგივე ბოკე, ეს დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე.

როდესაც გადასაღებ ადგილს შეარჩევთ, თუ შესაძლებელია, სცადეთ განათავსოთ ჯოხი რაც შეიძლება ნებისმიერი პოტენციური ყურადღების გადამტანი საგნისგან შორს, ეს დაგეხმარებათ სუფთა ფონის მიღებაში.

9. იფიქრეთ კომპოზიციაზე

როდესაც კომპოზიციაზე ფიქრობთ, ასეთი მომხიბლავი სუბიექტებით, თქვენ გაქვთ პარამეტრების ფართო სპექტრი, სცადეთ გადაიღოთ ნემსიყლაპია  სხვადასხვა კუთხეებით (ხშირად ეს გეხმარებათ სახეობის იდენტიფიცირებაში , როდესაც სახლში ხართ). არაა ყოველთვის აუცილებელი მთელი ნემსიყლაპია ჩანდეს ფოტოზე . თუ ექსტრემალურად ახლოს მისვლა შეგიძლიათ , სცადეთ გადიღოთ თვალები, ან ფრთის დეტალი.

გარდა ამისა, შეგიძლიათ გადაიღოთ იგი თავის მიმდებარე გარემოში. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს ოდნავ დიდ ნემსიყლაპიებზე და რადგან მწერი არ უნდა დომინირებდეს ამ ფოტოებზე მაკროლინზები შესაძლოა არ დაგჭირდეთ.



10. სცადეთ გადაიღოთ რაიმე ქცევა

ნემსიყლაპიები მოსვენების დროს დიდებულად გამოიყურებიან, მაგრამ სცადეთ გადაიღოთ რაიმე ქცევა უნიკალური ფოტოებისათვის. მაგ: ნემსიყლაპიების შეჯვარება შესაძლოა მოგვცეს ისეთი ფორმები, რომელიც გულს წააგავს (იხ. ზემოთ, მე_3ს დაბლა), ასე მივიღებთ სასიამოვნო სურათს. ან გამოწვევა იქნება, თუ ეცდებით გადაიღოთ მფრინავი ნემსიყლაპია. ამისათვის გირჩევთ გამოიყენოთ ტელეფოტო ლინზები 300–400მმ დაგრძელების მილით. დაუთმეთ რამოდენიმე წუთი იმის ყურებას, თუ როგორ მოძრაობს ნემსიყლაპია ერთსა და იმავე გზაზე. მას შემდეგ, რაც შეამჩნევთ მათ მფრინავებს დააფოკუსირეთ მათ დასასვენებელ ადგილზე და დაელოდეთ, რომ შევიდეს ჩარჩოში. ამ ტიპის გადაღებაში იღბალია საჭირო. მე შევეცადე ბევრ განსხვავებულ შემთხვევაში და ხშირად იგი იცვლიდა ფრენის ნიმუშებს თითქოს შემთხვევით. არ მოეშვათ – მოთმინება ველური ბუნების ფოტოგრაფიის გასაღებია. თქვენ მხოლოდ ისიამოვნეთ დაკვირვების პროცესში და გადაიღეთ ეს ამაღელვებელი მწერები.



 თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: http://digital-photography-school.com/10-tips-for-photographing-dragonflies/


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...