Wednesday, August 3, 2016

განათების თანაფარდობები თქვენი ფოტოს წარმატებისათვის


პორტრეტის ეფექტურობას ხელს განათების პროპორცია უწყობს. მათემატიკურად პროპორცია ორი შეფარდების ტოლობაა.

განათების პროპორციის თანახმად, სინათლის დაცემა სახის განათებულ ან გაუნათებელ მხარეს უნდა გაზომოთ და შეადაროთ ის დაჩრდილულ მხარეს, რათა მივიღოთ განათების პროპორცია. რამდენად ზუსტად შეგიძლიათ ამის გაკეთება? სანამ თქვენ შეგიძლიათ ეს კამერის მზომით გააკეთოთ (მეტი სიზუსტით დააყენეთ spot meter), გაცილებით ადვილი და ზუსტია გამოიყენოთ პორტატული სინათლის მზომავი. კამერაში ჩამონტაჟებული მზომავი არის ამრეკლავი სტილის მზომავი, რომელიც სინათლეს გადასაღებ ობიექტზე  არ ზომავს. ხელის მზომავი არის შემთხვევითი მზომავი (თუმცა ის შეიძლება დამაგრდეს), რომელიც დაცემული სინათლის რაოდენობას უშუალოდ საგანზე ზომავს და უფრო მეტად ზუსტია.

ძირითადი ცნებები

იმისათვის, რომ თანაფარდობები ფოტოგრაფიაში სწორად გაზომოთ და გაიგოთ, საჭიროა გესმოდეთ რამოდენიმე რამ. პირველი ის, რომ განათება იზომება  f/stop - ებით, ანუ f/რიცხვით. კამერაზე დიაფრაგმა დააყენეთ 1/3 - ზე რიცხვების თანდათანობით ზრდით.  სრული რიცხვები დიაფრაგმისათვის არის: f1, f1.4, f2, f2.8, f4, f5.6, f8, f11, f16, f22, f32 და ა.შ. მარტივი გზა ყველა ამ რიცხვის დასამახსოვრებლად არის,ის რომ დავიმახსოვროთ მხოლოდ 1 და 1,4 და ყველა მომდევნო წყვილი, არის მათი გაორმაგებული (მომდევნო წყვილია 2 და 2,8).

ასევე საჭიროა გვესმოდეს, რომ ჩამკეტის სიჩქარე აგრეთვე წარმოადგენს ,,რიცხვებს“, სრულ რიცხვებთან ერთად: 1 წმ, ½ წმ, ¼, წმ, 1/8, 1/15, 1/30, 1/60, 1/125, 1/250, 1/500, 1/1000, და ა. შ. უფრო მარტივია დავიმახოვროთ, რომ  ისინი გაორმაგდა.

ძირითადი კონცეფცია,რომელიც უნდა გვესმოდეს არის ის, რომ თითოეული სრული რიცხვი ორმაგდება (ან ნახევრდება, დამოკიდებულია იმაზე,თუ რა მიმართულებით მიდიხართ შკალაზე). მაგ: თუ იღებთ  f4 -ზე და გინდათ გადაიღოთ  f5.6, დაგჭირდებათ სინათლის გაორმაგება რათა კიდევ ერთი რიცხვი მიიღოთ. თუ 2 რიცხვიანი განსხვავება გინდათ, მაშინ 2*2, ან  4 -ჯერ მეტი განათება. ანალოგიურად, 3 რიცხვი არის 2*2*2, ან 8 - ჯერ მეტი განათება და ასე.

რადგან ეს ვიცით შეგვიძლია გავერკვეთ, როგორ შევქმნათ და გავზომოთ თანაფარდობები. ფოტოების მომდევნო სერიაში გიჩვენებთ 4 განსხვავებულ თანაფარდობას და მათი მიღწევის გზებს.

1 : 1 თანაფარდობა



1:1 თანაფარდობა განათების დროსაც კი თანაფარდობა არ არის და არანაირი განსხვავება არაა არცერთ მხარეს. ეს არის ძალიან ბრტყელი განათება, რომელიც 2 განსხვავებული გზით მიიღწევა. პირველი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშუქით შევსება და მაშუქის სინათლე მთავარი სინათლის წყაროს,ან ფანჯრიდან შემომავალი შუქის მსგავსი გახადოთ. ამის მიღწევა,სანამ გარკვეული პრაქტიკა არ გაქვთ, ძნელია და შესაძლოა ბუნებრივი სინათლე მაშუქით ძალიან გააძლიეროთ. მეორე, შეგიძლიათ გამოიყენოთ რეფლექტორი. ამისათვის დაგჭირდებათ გადასაღებ ობიექტთან ძალიან ახლოს ყოფნა,რათა ვერ შეძლოთ მის სახეზე ჩრდილის დანახვა. ეს არის 1:1 თანაფარდობა – საკმაოდ ადვილად ხედავ და აღიარებ ვიზუალს.

2:1 თანაფარდობა



როგორც რიცხვებიდან ჩანს, ეს არის თანაფარდობა, სადაც ერთი მხარე მეორეზე ორმაგად ძლიერია.

ასე რომ ამ ყველაფრის და  f/რიცხვების ცოდნით შეგვიძლია შევქმნათ ასეთი განათების თანაფარდობა.

შენიშვნა: ამ f/რიცხვებს ან დიაფრაგმას, ვახსენებ გაზომვის მიზნით,ისინი შესაძლოა თქვენს ლინზებზე ექსპოზიციისას არ გამოვიდეს. გაზომეთ როგორც აკეთებთ ხოლმე, რათა დაადგინოთ სწორი გადაღების ექსპოზიცია. გადაიღეთ საცდელად, გადახედეთ ჰისტოგრამას და დაარეგულირეთ შესაბამისად.

დააყენეთ სუბიექტი განათებულ ადგილას. გამოიყენეთ სინათლის მზომი, გაზომეთ დაცემული სინათლე სახის იმ მხარეს, რომელიც ყველაზე ახლოსაა განათების წყაროსთან (დავარქვათ highlight side, ანუ ძლიერგანათებული მხარე). ვთქვათ, ვზომავთ f8_ზე. (თანმიმდევრულობისათვის ჩამკეტის სიჩქარე იგივე შეინარჩუნეთ ორივე გაზომვისას.) შემდეგ დაამატეთ თქვენი რეფლექტორი და კვლავ გამოიყენეთ სინათლის მზომი, გაზომეთ დაცემული სინათლე სუბიექტის სახის იმ ნაწილზე, რომელიც ყველაზე შორსაა სინათლის წყაროდან (ამას ვუწოდოთ shadow side, ანუ დაჩრდილული მხარე).

შენიშვნა: თუ თქვენ ხელის მზომს იყენებთ, დარწმუნდით, რომ დაიცავთ მას საპირისპირო მიმართულებიდან დაცემული სინათლისგან . თუ თქვენ ზომავთ რეფლექტორთან მდებარე უახლოეს დაჩრდილულ მხარეს დაიცავით მზომი ისე, რომ მთავარი სინათლის წყარო არ დაეცეს მას.

თქვენ უნდა ცვალოთ რეფლექტორის მანძილი საგნისკენ, მანამ სანამ არ წაიკითხავთ ზომას f5.6, რომელიც არის პირველი რიცხვი, ან სინათლის რაოდენობის ნახევარი, როგორც  f8. ყურადღება მიაქციეთ, თუ წამიკითხველი გვეუბნება, რომ გამოვიყენოთ ღია დიაფრაგმა (f5.6), ნიშნავს, რომ განათება ნაკლებია. ეს გაძლევთ თქვენ 2:1 თანაფარდობას. შეისწავლეთ ზედა ფოტო და დააკვირდით კონტრასტის მერყეობას სინათლის მხარიდან ჩრდილის მხარამდე. დახვეწილია, მაგრამ მის დანახვას შეძლებთ.

4 : 1 თანაფარდობა



4:1 თანაფარდობა ბოლოა ორმაგებში. ასე რომ თუ 2:1 იყო 2_ჯერ მეტი სინათლე, ან 1 რიცხვი, რამდენი იქნება 4:1? 2*2, 4_ჯერ მეტი სინათლე, ან 2 რიცხვიანი განსხვავება სინათლიდან ჩრდილის მხარეს.

გასწავლით ხელმისაწვდომ განათებას და ყოველთვის გირჩევდით, იმუშაოთ ბუნებრივ განათებასთან, სანამ სტუდიურ განათებაზე გადახვალთ. განსაკუთრებით სანამ მაშუქს გამოიყენებთ. ხელმისაწვდომ, ან ბუნებრივ განათებასთან და რეფლექტორთან ერთად, გაცილებით მარტივია ისწავლო და პრაქტიკაში განახორციელო განათება, რადგან თქვენ შეძლებთ დაინახოთ რა მოხდება ცვლილებების დროს (WYSIWYG). მაშუქი რთულად პროგნოზირებადია, რადგან ფაქტიურად არ შეგიძლიათ დანახვა  თუ ფოტო არ გადაიღეთ.

ასე რომ, თუ ჩვენი მთავარი განათება  კვლავ f8ზეა, რა არის საჭირო, რომ ნათელმა და დაჩრდილულმა მხარემ მიაღწიოს 4:1_ს? მოდით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:  f8 > f5.6 > f4.  ამიტომ 2 რიცხვი ნაკლებია როგორც  f8  f4ზე და ამიტომ სასურველი ფარდობაა 4:1. კვლავ შეხედეთ  ფოტოს ზემოთ და დააკვირდით, თუ როგორ თანდათან მუქდება ჩრდილოვანი მხარე.

8:1 თანაფარდობა



ბოლო თანაფარდობაა 8:1. ეს არის 8_ჯერ მეტი განათება, ან 3 რიცხვი სახის ერთი მხრიდან მეორემდე. საკმაოდ დრამატულია და მეტი არაფერი. პრინტებს მაქსიმუმი განსხვავების ზღვარი აქვს 4-6 რიცხვი. ასე რომ, თუ გსურთ სახის ერთი მხარე იყოს სუფთა თეთრი, მეორე მხარე – ჩრდილები სუფთა შავი და არანაირი შუალედური ტონი მათ შორის, გირჩევთ 8:1ს, ან ქვედა თანაფარდობას.

ეს შეიძლება ცოტა მკაცრი აღმოჩნდეს. ჩრდილოვან მხარეს შავის დასამატებლად შესაძლოა  ცოტა მეტი მკაცრი განათება და შავი რეფლექტორი დაგჭირდეთ. ესეც, როგორც ადრე, გამოვთვალოთ იგივე გზით. თუ 4:1 არის 4_ჯერ მეტი სინათლე– 8:1 იქნება 8_ჯერ მეტი, ან 3 რიცხვი. ასე რომ, თუ განათებულ მხარეს ჯერ კიდევ  f8ზე ვართ, დაგვჭირდება ჩრდილის მხარე, რათა წავიკითხოთ: f8 > f5.6 > f4 > f2.8  და მივიღოთ 8:1 თანაფარდობა. ყურადღება მიაქციეთ, რამდენად ღრმადაა ჩრდილები 8:1 ფოტოზე. ეს უფრო დრამატულია, ვიდრე სხვები.

როგორ გამოვიყენოთ თანაფარდობა?

ახლა რაკი გაგვაჩნია ცოდნა თანაფარდობებზე, მოდით გამოვიყენოთ! როგორც ამ სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, თანაფარდობას შეუძლია თქვენს პორტრეტს წარმატება მოუტანოს, ან პირიქით. თუ კვლავ შეხედავთ 4 სამაგალითო ფოტოს, დაინახავთ თუ როგორ იცვლება განწყობა თანაფარდობასთან ერთად. ყურადღება მიაქციეთ, რომ უფრო მეტ თანაფარდობას, უფრო მეტი დრამა ახლავს, უფრო მეტი ძალაუფლების გრძნობა.  შედარებით დაბალი თანაფარდობები კი უფრო რბილი და უდანაშაულოა.

ზოგადად, უმეტესი პორტრეტებისათვის სადღაც 2:1ს და 4:1ს შორის თანაფარდობებია გამოყენებული. საკმარისია შექმნათ სახის მოდელირება, თუმცა არა ძალიან არამიმზიდველი ღრმა ჩრდილებით. მე პირადად, მომწონს 3:1, ან 4:1.

ბავშვისთვის, ან ჩვილისთვის ყველაზე ხშირად სასურველია ქვედა თანაფარდობა, თუმცა მოხუცი კოვბოისთვის, რომელსაც დანაოჭებული კანი და მოუწესრიგებელი ულვაში აქვს კარგი იქნება 4:1, ან 8:1. ის არის უხეში, მკაცრი და შეგიძლიათ გაზარდოთ კონტრასტი იმის მიხედვით, თუ როგორ შეესაბამება იგი მის ვიზუალს.

თუ სიძნელეებს წააწყდით, იმის გამო, რომ არ გაქვთ ხელის მზომი, არ შეწუხდეთ და მის საყიდლად არ გაიქცეთ. მე მხოლოდ ვვარაუდობ  თუ გეგმავთ, ან იღებთ სტუდიის განათებაში. ამის ნაცვლად, უბრალოდ ივარჯიშეთ დაინახოთ განსხვავება სხვადახვა თანაფარდობებს შორის (ამიტომ გთავაზობთ ბუნებრივ განათებას), და თუ ისინი სრულყოფილი არ არის, 4:1, ან 8:1, ან რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ ისწავლეთ გააცნობიეროთ, როდის არის თანაფარდობა ძალიან ძლიერი და როდის არის ძალიან სუსტი იმ ეფექტის შესაქმნელად, რაც გსურთ.

აი კიდევ ერთი მაგალითი თანაფარდობებზე სამუშაოდ. არცერთი მათგანი არ არის სწორი, ან არასწორი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მისაღებია? იფიქრეთ ამაზე ...



ჩემი პირველი გადაღება რეფლექტორის გარეშე. აღმოვაჩინე, რომ ჩრდილები მეტად მუქია და მთლიანად პორტრეტს აქვს ძალიან ბევრი კონტრასტი. ასე რომ მომდევნო გადაღებისათვის შევიძინე რეფლექტორი.


ეს მეორე ფოტოა, სადაც ვერცხლისფერი რეფლექტორი გამოვიყენე. მივხვდი, რომ თანაფარდობა თითქმის 1:1 უნდა იყოს, ან საერთოდ არ არსებობდეს თუ მინდა მეტი დრამა, ვიდრე პორტრეტზეა.



ბოლო ფოტოსათვის გამოვიყენე თეთრი რეფლექტორი და ცოტათი გავამყარე, რათა მიმეღო თანაფარდობა, რითაც კმაყოფილი ვიქნებოდი. ამის შემდეგ რამოდენიმე ფოტო კიდევ გადავიღე, გამოიყენეთ ეს პროცესი თანაფარდობების განსაზღვრაში.

თანაფარდობების გამოყენების რჩევები

თუ თანაფარდობის შექმნას ცდილობთ, პირველი, რაც დაგჭირდებათ არის ის ,რომ არ დასვათ სუბიექტი მზის გულზე. საუკეთესო რამ, რაც უნდა გამოიყენოთ არის ბუნებრივი განათება ფანჯრიდან არაპირდაპირი განათებით. თუ მზის სხივები პირდაპირ ეშვება დაამატეთ ფარდები, ან გაჭიმეთ თეთრი ზეწარი, მის განსამუხტად. თითქმის შეუძლებელი იქნება სინათლის კონტროლი კაშკაშა მზის დროს და ზოგადად არ არის სასურველი სუბიექტის სახეზე მოხვდეს იგი.

თუ დააპირებთ გადაღებას, რამოდენიმე საწყისი ეტაპია მოცემული ქვემოთ, მაგრამ გახსოვდეთ, არ არსებობს რაიმე ურყევი წესი, როგორ გააკეთოთ თანაფარდობა პორტრეტში. როგორც ყველაფერი ფოტოგრაფიაში, ესეც დამოკიდებულია მეთოდების და ,,წესების“ სწავლაზე და შემდეგ მათ გამოყენებაზე, როგორც რჩევები ექსპერიმენტში და კიდევ, იპოვეთ თქვენი სტილი. შეგიძლიათ აიღოთ 8:1 გლამურული ფილმის ვარსკვლავზე, ან 1:1 ქვანახშირის მუშაზე, თქვენი გადასაწყვეტია.

საწყისი  ეტაპები, როგორ გამოიყენოთ თანაფარდობები

  • ·          ჩვილებისთვის და პატარა ბავშვებისათვის გამოიყენეთ ისეთი დაბალი თანაფარდობა, როგორიცაა 1:1, ან 2:1. ნაწილობრივ იმიტომ, რომ სწრაფად მოძრაობენ და არადა საჭიროა  გავაჩეროთ ისინი განათებულ ადგილას, ამ სიტუაციაში უკიდურესად რთულია სახე სწორი მიმართულებით ქონდეთ. უფრო მეტი სინათლით კი საშუალება გვეძლევა კარგად გადავიღოთ ნებისმიერ პოზიციაში


  • ·         ქალებისათვის გამოიყენეთ სშუალო თანაფარდობა, როგორიცაა 2:1, ან 3:1.


  • ·         კაცებისათვის, ან ბიზნეს პორტრეტისთვის გამოიყენეთ მსუბუქად ძლიერი თანაფარდობა, როგორიცაა 4:1, ან 6:1 (და ნახევარი რიცხვები)


  • ·         ხელოვანებისთვის, ბრენდებისთვის ან ნებისმიერი რამისთვის, რისთვისაც მეტი დრამა გჭირდებათ გამოიყენეთ უფრო მაღალი თანაფარდობა.

თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: http://digital-photography-school.com/lighting-ratios-to-make-or-break-your-portrait/





0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...