Tuesday, November 15, 2016

6 რჩევა უკეთესი სახლის ინტერიერის და არქიტექტურული ფოტოების გადასაღებად

არქიტექტურული ფოტოგრაფია მოიცავს იმაზე მეტს, ვიდრე ექსტერიერი და უძრავი ქონებაა. იგი ყველანაირი სივრცის, შენობების და დეტალების გადაღებას მოიცავს შიგნით და გარეთ. 

ტორონტოელი არქიტექტურის ფოტოგრაფი ედვარდ იანგი გაგვიზიარებს რჩევებს არქიტექტურისა და ინტერიერის გადასაღებად დაწყებული დიზაინერთან თანამშრომლობით, დამთავრებული ფოტოების სიის შექმნით.



1. წინასწარ ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი პროექტის შესახებ, რათა უკეთესად მიხვდეთ რისი მიღება გსურთ. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მოამზადოთ ფოტოების სია და უზრუნველყოთ ყველა საჭირო მექანიზმის სამუშაო ადგილზე მიტანა.

2. თვალყური ადევნეთ დიზაინერს ბრიფინგის განმავლობაში, დაგეგმვის დროს, დამონტაჟების დროს. ამ ინფორმაციის ერთობლიობა დაგეხმარებათ გაარკვიოთ რაზე მოახდინოთ ფოკუსირება. ძალიან ადვილია დაიკარგოთ სივრცის სილამაზეში, ასე რომ მოამზადეთ ფოტოების სია, რათა გრაფიკიდან არ ამოვარდეთ.

3. თუ კომპოზიციას ფანჯარა, ან დისპლეის პანელი აქვს, გადაიღეთ ორი ფოტო და ერთად დადეთ პოსტში. ერთ ფოტოს ოთახისთვის შესაბამისი ექსპოზიცია ექნება და მეორე აჩვენებს, რომ სინათლე მოდის ფანჯრიდან ან დისპლეიდან.



4. ინტერიერის დიზაინერები ხშირად თავიანთ კლიენტებს ურჩევენ დახარჯონ უფრო მეტი თანხა ისეთ საგნებში, რომლებთანაც ხელით კონტაქტი ექნებათ. მაგ: სახელურები, ტექნიკა, ზედაპირი და ტექსტილი. გადაიღეთ ეს ყველაფერი წელის სიმაღლეზე, რათა დაიჭიროთ ყველაზე საინტერესო დეტალები.




5. ლოკაციაზე ყოველთვის ცოტა ადრე მიდით, რათა ექსტერიერი გადაიღოთ. ეს დროს გჩუქნით, რადგან გადაღების დასაწყებად სპეციალური წვდომა არ გჭირდებათ და თან დილის ოქროს საათებში ყველაფერი უკეთესად გამოიყურება. როდესაც ინტერიერის დიზაინერი მოვა გაისეირნეთ მასთან ერთად, რათა პროექტის შესახებ უფრო მეტი შეიტყოთ და განაახლოთ ფოტოების სია.

6. შექმენით ფოტოების სია. ყველა ფოტოს სია ლოკაციის უნიკალურობაზე უნდა იყოს მორგებული. სიები დიდებული რამაა გრაფიკში ყოფნისთვის, მაგრამ ხანდახან დართეთ ნება თავს გამოიკვლიოთ სივრცე და მეტად კრეატიულები იყოთ. როდესაც პირველად ვიღებ ოთახს ჩემი საყვარელი ნიმუშებია : ფართო, მჭიდრო, ვერტიკალური და ახლოს.

მაგალითები:

ფართო კადრი





დეტალური კადრი



მჭიდრო კადრი



ინტერიერის გადაღებისთვის საუკეთესო ლინზებია 14-24მმ და 24-70მმ. თითოეული კადრის გადაღების ხანგრძლივობა პროექტიდან პროექტამდე განსხვავებულია. ერთადერთი საერთო ისაა, რომ ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად, მითუმეტეს თუ სივრცე მრავალჯერად ექსპოზიციას მოითხოვს. 



თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო:https://iso.500px.com/how-to-take-photos-of-home-interiors-and-architecture/




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...