Monday, February 13, 2017

ბოლო - ზარი და ბანკეტი - ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ's)

ბოლო - ზარისა და ბანკეტების თემაზე სტატია უკვე დავწერეთ, თუმცა ის უფრო სერვისების გაცნობას ეხებოდა და დეტალური შეკითხვებისთვის პასუხები მასში არ წერია.

შეკითხვები კი ბევრია.

შევეცდები ამ სტატიაში თავი მოვუყარო იმ შეკითხვებს რასაც ლიენტები გვწერენ ფეისბუქის გვერდზე ან პირადი შეხვედრებისას გვეკითხებიან.

რატომაა თქვენი ვიდეო ერთსაათიანი და არა 2 ან სულაც 3?

რეალურად ვიდეოს გადაღებისას მასალა ხშირად 3-4 საათის გროვდება, თუმცა გასული წლების გამოცდილებმა გვაჩვენა, რომ გრძელქრონომეტრაჟიან ვიდეოს ხალხი გადახვევებით უყურებს. მაყურებელი გრძელ და მოსაწყენ ვიდეოს აღარ უყურებს და უმრავლესობა არჩევს მოკლე და ხარისხიან ფაილს.


ჩვენ ამ მიზეზიდან გამომდინარე ვარჩევთ 3 საათიანი მასალიდან საუკეთესო და ყველაზე საინტერესო მომენტების ერთ საათამდე დაჯამებას.


რას ნიშნავს სამი კამერა და რატომაა ის საჭირო?

სამი ვიდეო კამერა სამი ვიდეო კამერაა. ხშირად სხვადასხვა სარეკლამო ფლაერებსა თუ განცხადებებში შეიძლება შევხვდეთ ფრაზას ორი კამერით გადაღება, რაც სატყუარას უფრო გავს. რადგან უმრავლეს შემთხვევაში იმ 2-დან მთავარ ვიდეო ფილმზე (1 საათიანი) მხოლოდ ერთი მუშაობს. რადგან მეორე კლიპს იღებს. გამოდის რომ თქვენს საბანკეტო ვიდეოს ერთი და არა ორი კამერა აშუქებს. 

ჩვენთან ასე არაა. სრულ ვიდეოზეც და კლიპზეც მუშაობს სამი ვიდეო ოპერატორი. მათში ფოტოგრაფი არცერთია. ფოტოგრაფი ცალკე მეოთხე ადამიანია. შესაბამისად უმრავლეს შემთხვევაში გვაქვს ერთი მომენტის სამი ან ოთხი (დრონით გადაღებული ციდან) სხვადასხვა კადრი, რაც უფრო საინტერესოს ხდის ვიდეოს.




დისკებს რამდენ ხანში მივიღებთ?

ოო, ეს ერთ-ერთი მტკივნეული თემაა. 

გასული წლების გამოცდილებამ გვაჩვენა რომ სამი კამერით გადაღებულ მასალას დიდი მუშაობა სჭირდება. მასალები პროგრამულად ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, დაიჭრას და სცენარულად დალაგდეს. (სულ მიყრით სადღეგრძელოები რომ არ იყოს ან სულ ცეკვები). რომ 1 საათი რასაც კლიენტი იბარებს, იყოს მართლაც ყურებადი და საუცხოო. 

გასულ წლებში ყოველთვის იდგა დისკების დროულად ჩაბარების პრობლემა. რამაც სიმართლე გითხრათ მხოლოდ ჩვენ სტუდიაზე არ გადაიარა და მსგავს დღეში ბევრი ჩვენი კოლეგა აღმოჩნდა. თუმცა იმ სტრესმა რასაც "დროში დაწვა" იწვევდა, მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე - დავიმატოთ ერთი მემონტაჟე და ფოტორედაქტორი.

რაც ნიშნავს პროცესის დაჩქარებას. უფრო სწორად ჩვეულ ტემპში მიყოლას. მთელი მუღამი იმაშია, რომ მემონტაჟე და ფოტორედაქტორი გადამღები გუნდის წევრები არ არიან. გადამღები გუნდი (4 - 5 ადამიანი) როცა გადაღებაზეა, ისინი სტუდიაში სხედან და ვიდეო თუ ფოტომასალებს ამუშავებენ. 

ანუ თქვენი ბოლო-ზარი 15 მაისს რომ იყოს თქვენი მასალების დამუშავება შემდეგი დღიდანვე დაიწყება, მიუხედვად იმისა, ჩვენ ძირითადი გუნდი 16-ში ბათუმში წავალთ გადასაღებად თუ ჩხოროწყუში. 

შესაბამისად როცა გასულ წელს თვენახევარში ვაბარებდით დისკებს, იმის წინა წელს კი ორთვენახევარში, წელს ვიდეო მასალები ერთ თვეში უკვე დისკებზე იქნება. ფოტოები კი 10 დღეში სოც. მედია გვერდებზე. 


რატომ უნდა გადავიხადოთ თქვენთან გადაღებაში ძვირი, როცა გადაღებას სხვა სტუდიები 10 და 20 პროცენრით იაფად გვთავაზობენ?

ყველას და ყოველთვის უნდა მაღალი ხარისხის პროდუქტის სწრაფად და იაფად მიღება. გვესმის დღევანდელი ეკონომიური მდგომარეობაც. მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ხარისხიან (ნამდვილად ხარისხიან) პროდუქტს იაფად ვერასოდეს იშოვით. ეს ყველაფერს ეხება, ტყავის ფეხსაცმლით დაწყებული ტექნიკით დამთავრებული. 

აქ გასათვალისწინებელია წარმოება, შექმნა. ანუ ჩვენი სერვისი რაიმეს ყიდვას და მერე გაყიდვას ხომ არ ეხება. ეს ნულიდან, არაფრიდან რაღაც საინტერესოს აწყობას უკავშირდება. 1001 ფაილიდან ერთის შეკვრას, სადაც ათასი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

მე მონტაჟზე გესაუბრებით და არა ე.წ. "მიწებებაზე". მათ შორის კი დიდი სხვაობაა. 








"მიწებება" ითვალისწინებს გადაღებული ფაილების ერთ პროგრამაში შეტანას და ერთმანეთზე მიბმას ზევიდან მუსიკის დადებას და ერთ ფაილად შეკვრას. ხშირად "მიმწებებლები", ვისაც მემონტაჟეებს ვერც დავარქმევდით ვიდეო ფაილს (მაგალითად ცეკვა) არც კი უყურებენ. პროგრამულად აჭრიან თავს და ბოლოს (სადაც კადრი გასასწორებელია) და პირდაპირ აწებებენ შემდეგ ფაილს. მსგავსი სამუშაო სტილით ბანკეტების აწყობა ერთ დღეშიცაა შესაძლებელი. მაგრამ ეს მონტაჟი არაა. მონტაჟი, ითვალისწინებს ფაილების შეტანას, დაპაპკავებას და კამერების დამთხვევას. გადაღებული 3 საათის სრულად ყურებას (3 კამერის ყურებას. 3X3 = 9 საათს). ნანახი მასალის დაჭრას, გადასაფარი  კადრების ამოღებას. სცენარის დაწერას. სცენარული თანმიმდევრობით ფაილების გადალაგებას და სამ  კანალზე "გადაკლიპვას".  კამერების გადანაწილებას ისე რომ ერთი  კამერის  კადრი დიდხანს არ დარჩეს და მაყურებელმა არ მოიწყინოს.

მე მაპატიეთ ასე დეტალურად რომ ვწერ, ვიცი ეს მოსაწყენი და ხშირად გაუგებარიცაა უბრალო დამკვეთისთვის, რომელსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვს: "სწრაფად და იაფად მიიღოს კარგი პროდუქტი". მაგრამ ეს შეუძლებელია. კარგი პროდუქტი კარგ შრომასაც მოითხოვს. 

შესაბამისად  კითხვას რომ შეჯამება გავუკეთო. ასე ვიტყოდი: სერვისი ძვირდება სწორედ იმ პროცესისა და მასზე მომუშავე ადამიანების ხარჯზე, რასაც ჩვენთან თქვენი საბანკეტო ვიდეო თუ ფოტო ფაილები გაივლიან. ამიტომ ვპასუხობ ამ კითხვას ასე ვრცლად.







რამდენი ხნით ადრე უნდა დაგჯავშნოთ და წინასწარ რამე თანხის გადახდა თუ მოგვიწევს?

წელს შეკვეთების მიღება ლამის ახალ წელს დავიწყეთ. გასული წლების გამოცდილებამ დამკვეთები (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) მიახვედრა, რომ რაც უფრო მალე დაიწყებენ სერვისების ძებნასა და დაკავებას, მით უფრო მშვიდად იქნებიან. გასულ წლებში ხშირი იყო შემთხვევა, როცა ყველა სტუდიაში ადგილი დაკავებული აღმოჩნდა და ზოგიერთი სკოლა იძულებული გახდა გადასაღებად არაპროფესიონალები დაექირავებინათ. 

წელს ფოტო-ვიდეო სერვისზე უჩვეულოდ დიდი მოთხოვნაა. ჩვენი სტუდია 10 კლასის გადაღებას გეგმავს. საიდანაც ნაწილი უკვე დაკავებულია. შესაბამისად რაც მალე დაჯავშნით - ათეულში მოხვედრის უფრო დიდი შანსია. 

რაც შეეხება წინასწარ გადასახადს ის მთლიანი თანხის 30% შეადგენს და გადახდილი უნდა იქნეს დაჯავშნისთანავე.

ბანკეტებს და ბოლო - ზარებს მხოლოდ კახეთში იღებთ?

არა გადაღებებზე გეოგრაფიული შეზღუდვა არ გვაქვს. 

ნებისმერ კუთხეში შეგვიძლია გადაღება. თუმცა ის სერვის - პაკეტები რაც წელს გვაქვს, უფრო ძვირდება, რადგან მას ტრანსპორტირებისა და განთავსების თანხა ემატება. ამიტომ დაწვრილებით დეტალებზე უმჯობესია პირადად მოგვწეროთ.


ბანკეტის დიზაინსა და გაფორმებაზეც მუშაობთ?

კი წელს ჩვენი სტუდია ექსკლუზიურად თანამშრომლობს "Toress Events"-თან, რომელიც სპეციალურად ჩვენი კლიენტებისთვის ამზადებს როგორც საბანკეტო დიზაინს, ისე ბოლო-ზარის გაფორმებას. დაწვრილებით დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სტატიის ბოლო ნაწილში.



ვფიქრობ ძირითად შეკითხვებს ამ სტატიით ვუპასუხე. 
თუმცა თუ დამატებითი კითხვა გექნებათ შეგვეხმიანეთ:

Instagram  ● Youtube  ● Pinterest ● Flickr ●
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...