Tuesday, February 7, 2017

საქორწინო ვიდეოს გადაღება

საქორწინო ვიდეოს საქართველოში უამრავი სტუდია თუ ინდივიდუალური ოპერატორი იღებს.

ყველას თავისი სტილი აქვს. სტატიაში რომელსაც ახლა კითხულობთ, გაგაცნობთ ჩვენს ვიდეო გადაღების სერვისს და ყველა იმ უპირატესობას რასაც ჩვენ გთავაზობთ.



ვიდეოს გადაღება ორი კამერით + დრონი (ციდან გადაღება):

ვიდეოს გადაღება ჩვენთან ორი კამერით მიმდინარეობს. რაც გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა მოვლენა (ხელისმოწერა, ვრისწერა, თაიგულის სროლა) სხვადასხვა კუთხიდან დავინახოთ. კუთხეების და ხედვის წერტილების მრავალფეროვნება კი საშუალებას გვაძლევს უფრო საინტერესო და დინამიური სანახავი გავხადოთ თქვენი ქორწილის ვიდეო.

ვიდეოს სტილი და ფორმატი:

ერთ-ერთი დიდი სხვაობა რასაც ჩვენ ვთვაზობთ დამკვეთებს - სამონტაო სტილია, რომელიც საშუალებას გვაძლევს საბოლოოდ საინტერესო ფორმატის ვიდეო მივიღოთ. 

ჩვენი ფორმატი 25-30 წუთს შეადგენს. 

ვიდეოს მახასიათებლებზე ბევრს არ მოგიყვებით. ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ჩვენი ფორმატის შემოკლებული ვერსიაა. ვიდეოდან ამოღებულია სუფრის ცერემონიები და სადღეგრძელოები. რომლებსაც დიდ ფორმატში ყოველთვის ვდებთ.





ვიდეოს გადაღების საფასური 800 ლარიდან იწყება და ის დამოკიდებულია ქორწილის ლოკაციაზე და მასშტაბებზე. 

ასევე სერვისში შედის 3 წუთიანი ვიდეო კლიპის დამზადება სოციალური ქსელისათვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე.

აქვე იხილეთ ინფორმაცია ფოტო და დოკუმენტური საქორწინო ვიდეო სერვისის  შესახებ:


შენიშვნა: ქორწილის ვიდეოს ე.წ. "შავი მასალა" არ გაიცემა კლიენტებზე.

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...