Monday, January 19, 2015

მეხსიერების ბარათები: რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

გამარჯობა

მას მერე რაც სმარტფონებზე, მპ3 ფლეიერებზე, ფოტო და ვიდეო კამარებზე მოთხოვნა გაიზარდა უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა ციფრული მეხსიერების დაცვა და შენახვა. თითქმის ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც იღებს ფოტოს ან უკრავს მუსიკას მოითხოვს მეხსიერების ბარათებს, რომლებიც არქივისათვის დამატებით ადგილს გვთავაზობენ. უფრო ვრცლად რომ ვთქვათ, უმრავლესობა მათგანი იყენებს სხვადასხვა ფირმის SD (Secure Digital) ბარათებს. SD დღეს წარმოადგენს ყველაზე გაყიდვად ციფრულ მეხსერების ბარათს. ამ ტიპის ბარათების მთავარი განმასხვავებელი ნიშნებია: ფორმატი, ზომა და ხელმისაწვდომი სიჩქარე. ამიტომ მათი სწორად შერჩევა ხშირად ძალიან რთულია. სამივე ნიშანს აქვს თავისი მინიჭებული კლასი და თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი მეორე კლასის 1 GB  ბარათიდან დაწყებული 532 GB UHC-1 SDXC ბარათამდე.

მოდი განვიხილოთ ისინი.



ფიზიკური ფორმატი

პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ მეხსიერების ბარათის შეძენისას, არის ის, თუ სად აპირებთ მის გამოყენებას. სხვადასხვა კამერები და ტელეფონები სხვადასხვა ზომის ბარათებს იყენებენ.

სტანდარტულ SD ბარათი ყველაზე დიდი ზომისაა (32X24X2.1 HWD), იწონის 2 გრამს და გამოირჩევა წაკვეთილი კუთხით. უმრავლესი ციფრული კამერები სწორედ სტანდარტულ SD ბარათებს იყენებენ. მიუხედავად იმის რომ ისინი ყველაზე დიდ ბარათებად ითვლებიან,  ზომაში  მაინც პატარები და ჯუჯებია Compact Flash ბარათებთან შედარებით, რომლებსაც მაღალი დონის პროფესიონალები იყენებენ ისეთ კამერებში როგორიც მაგალითად Canon 1D Mark IV-ია. თუმცა უფრო პატარა ბარათებსაც შევხვდებით.

MINISD ბარათები დღესდღეობით ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი ბარათებია. მისი ზომაა 21.5 X 20 X 1.4 (HWD) და მხოლოდ 1 გრამს იწონის. ის SD ბარათების ნახევარი ზომისაა.

MicroSD ბარათები, რომლებსაც უმრავლესი ტელეფონები და სმარტფონები იყენებენ ყველაზე ლილიპუტებია (15 X 11 X1 მმ (HWD)) დაიწონიან მხოლოდ ნახევარ გრამს. იმისათვის რომ ერთი SD ბარათი მიიღოთ მოგიწევთ 9 მიკრო SD ბარათის შეერთება.

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ რომ, მიკრო SD ბარათები უფრო ძვირი ღირს ვიდრე იგივე ტევადობის და სიჩქარის კლასის სტანდარტული SD ბარათები.

ტევადობა

SD ბარათები გვთავაზობენ სხვადასხვა ტევადობის მეხსიერებას და სწორედ ეს ტევადობის რაოდენობა განსაზღვრავს ბარათების  ზომის კლასიფიკაციას. ერთი უცნაურობა: მიკრო SD ბარათები თქვენს სმარტფონებში სულაც არაა მიკრო SD-ები. ისინი მიკრო SDHC ბარათებია და იშიფრება როგორც: Secure Digital High Capacity. "სტანდარტული" SD ბარათები იტევენ მაქსიმუმ 2GB მეხსიერებას, რაც დამოკიდებულია მათ კლასიფიკაციასა და კონტროლერზე, რომელსაც იყენებს მხოლოდ SD მოწყობილობები. უმრავლესობა SD ბარათები, რომლებსაც თქვენ დღეს შეხვდებით ბაზარზე, ტექნიკურად SDHC ფორმატებია, რომლებიც იტევენ 4 GB-და 32 GB-მდე მეხსიერებას. ყველაზე დიდი კლასია SDXC ანუ Secure Digital Extended Capacity, რომლებსაც შეუძლიათ დაიტიონ 64 გიგაბაიტიდან 2 ტერებაიტამდე მეხსიერება. (თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი ბარათი არაა, რომელიც 2 ტერებაიტ მეხსიერებას გვთავაზობს, ყველაზე მაღალი ამდროისათვის 532 გიგაბაიტიანი ბარათებია.)



რათქმაუნდა ბარათი რაც უფრო დიდია მით უკეთესია, მაგრამ თქვენ მის შეძენამდე კარგად უნდა შეამოწმოთ, შეუძლია კი თქვენს მოწყობილობას გამოიყენოს დიდი ფორმატის ბარათები. SD/ SDHC/SDXC კლასიფიკაცია მხოლოდ ბარათებისთვის კი არაა, არამედ მოწყობილობებისათვისაც. ძველ ციფრულ კამერებს ძეუძლიათ წაიკითხონ მხოლოდ SD ფორმატის ბარათები, ასევე ის კამერები, რომლებიც არ არიან SDXC ფორმატის მხარდამჭერები ვერ წაიკითხავენ 64 GB-იან ბარათებს. დღეს არსებული მოწყობილობების უმრავლესობა SDHC ფორმატისებია, თუმცა კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ისინი, სანამ მათთვის  SDHC ბარათს შეიძენდეთ. ასევე შეამოწმეთ თქვენი ახალი ტექნიკა თუ აქვს მას SDXC ბარათების მხარდაჭერა.

სიჩქარის კლასი

SD ბარათების კიდევ ერთი განმასხვავებელი თავისებურება სიჩქარეებია. თუ თქვენ Point-and-shoot  ციფრულ კამერას იყენებთ ან სტანდარტულ ჯიბის Camcorder-ს სიჩქარის კლასს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა თუ თქვენ მაღალი რეზოლუციის RAW ფაილებით მუშაობთ, მაშინ  გჭირდებათ ბარათი რომელსაც შეუძლია გადაიღოს ორი ან სამი კადრი ერთდროულად. SD ბარათები ძირითადად იყოფა მათი სიჩქარის კლასებით, რომელიც იწყება მეორე კლასიდან  (ყველაზე დაბალი) და ადის მეათე კლასამდე (ყველაზე სწრაფი). კიდევ ერთი სიჩქარე UHS class1-ია (Ultra High Speed), ის ყველაზე სწრაფი კატეგორიაა, თუმცა კამერების ნაწილი ამ ბარათს ვერ იყენებენ.

მეორე კლასის ბარათებით შესაძლებელია სტანდარტული გაფართოების ვიდეოების გადაღება, როცა კლას 4-ს და 6-ს შეუძლია მაღალი გაფართოების ვიდეოების ჩაწერა. კლას 10 არის შექმნილი HD ვიდეოების მისაღებად. სხვადსხვა მწარმოებლების სხვადასხვა კლასის ბარათებს აქვთ სხვადასხვა სიჩქარის დიაპაზონები. Sandisk-ის განმარტებით კლას 4-ს შეუძლია წაიკითხოს და ჩაწეროს 15 მეგაბაიტი წამში, მეექვსე კლასის 20-ის, და მეათე კლასის  ბარათებს 30-ის ზევით. სხვა პარამეტრები აქვს Kingston-ს, რომლის მეოთხე კლასს 4მბ, მეექვსე კლასს 20 მბ, ხოლო მეათე კლასის ბარათებს 40 მბ-ს და მეტის გადაწერის საშუალება აქვს.

დასკვნისთვის უნდა ავღნიშნოთ, რომ თუ თქვენი მიზანი HD ხარისხის ვიდეოების გადაღებაა ან ბევრ მაღალი ხარისხის ფოტოს იღებთ, შეიძინეთ მეათე კლასის ბარათები. ხოლო თუ გეგმავთ უბრალო ფოტოების გადაღებას, შეგიძლიათ მეოთხე ან მეექვსე კლასიც აირჩიოთ. ვინაიდან დღესდღეობით თითქმის ყველა კამერას აქვს HD ხარისხის ვიდეოების გადაღების ფუნქცია, მეორე კლასის ბარათები თითქმის გამოუყენებელია. მეხსიერების ბარათების ფასები კლასებისა და სიჩქარეების მიხედვით სხვადასხვაა. ამჟამად amazon.com-ზე SanDisk Ultra 32GB Class 10 SDHC 40მბ წამიანი ბარათი 16.99 დოლარი, SanDisk Extreme 32GB UHS-I/U3 SDHC 60მბ წამზე მაღალი 24.99 დოლარი, ხოლო SanDisk Extreme PRO 32GB UHS-1/U3 SDHC 95 წამზე მაღალი და 4K ულტრა HD-Ready - 39.95 დოლარი ღირს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სანამ შეიძენთ მეხსიერების ბარათს გადაამწმეთ თქვენი კამერის შესაძლებლობები.

http://www.pcmag.com/article2/0,2817,2388408,00.asp

თარგმნა გიორგი ბეჟანიშვილმა



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...