Friday, August 1, 2014

ჩემი ძმა! ერთი აქეთაც გადაგვიღე რა!



ვინ არის ფოტოგრაფი? 

უფრო სწორად უმჯობესი იქნებოდა თუ კითხვას ასე დავსვავდით რა არის ფოტოგრაფია?

პასუხი რომ გრძელი გამოვა, ალბათ ხვდებით, ამიტომ პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადავალ.

ფოტოგრაფია ზოგისთვის ხელოვნების დარგია და ზოგისთვის კი შემოსავლის ერთადერთი წყარო.

მის ამ ორ ბუნებიანობას ხშირად ერთმანეთში ურევენ ადამიანები და მათდაუნებურად ფოტოხელოვანებს ფოტოხელოსნურად ექცევიან.

ხელოსნების არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, პირიქით  მეც კომერციული ფოტოგრაფი ვარ. ფოტოგრაფი, რომელსაც გამოიძახებ როცა დაგჭირდება (ნათლობა, ბანკეტი, ქორწილი) ისიც მოვა და მიუხედავად იმისა მოწონს თუ არა გადასაღები გარემო, ობიექტები თუ სიტუაცია, მაინც იღებს ფოტოებს. კომერციული მოგების გამო მუშაობს და სულაც არ ფიქრობს, რომ ის ამ დროს ხელოვნების ნიმუშს ქმნის. ხშირად ასეთი "ხელოსნობის" დროს მას სთხოვენ აქ და ამ ადამინებთან ერთად გადაუღოს სურათი მის დამქირავებელს. ისიც დგას და იღებს. გაგიგონიათ: "ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო"

:)

ახლა გავიცნოთ ფოტოგრაფიის არაკომერციული მხარე და ადამიანები, რომლებიც მუდამ მოჭუტული თვალებით და შეკრული შუბლით დადიან და დაეძებენ სასურველ კადრებს. ასეთებს ზოგჯერ "კადრების მანიაკებს" ეძახიან (კიდევ ათასი ეპითეტია). მათი მთავარი მიზანია ამათუიმ მოვლენის დროს ხალხში ხეტიალი და მათთვის სასურველი კადრის ძებნა. ეს კადრი როგორ გამოიყურება მხოლოდ მათ იციან. მათ გემოვნებაზე და სურვილზეა დამოკიდებული, რას და როდის გადაიღებენ. მე ისეთ ფოტოგრაფებსაც ვიცნობ, რომლებიც მიდიან დიდ მაშტაბურ ღონისძიებებზე და საერთოდ არ იღებენ სურათებს. მიზეზი კი ისაა, რომ ვერ დაინახეს მათთვის საინტერესო კადრი. ასეთი ხალხი თავისუფალი ხელოვანები არიან და სწორედ ამ თავისუფლებით (რომ არავინ ადგას თავზე და არ უთითებს) კაიფობენ. ასეთი კაიფის დროს საშუალება ეძლევათ ჩართონ კრეატივი და დაინახონ ის, რაც ხშირად კომერციულ ფოტოგრაფს გამორჩებოდა.

ახლა როცა ორივე სახის ფოტოგრაფიას გავეცანით, დროა ჩემი გასაჭირი შემოგჩივლოთ. გუშინ გახლდით ერთ-ერთ ღონისძიებაზე. რომელიც სახალხოდ გაიმნართა და დიდი მასაც ირეოდა. არ მისული მოვლენის შუაგულამდე, რომ დამინახეს ნაცნობ მეგობრებმა ფოტო აპარატით სრული შტურმი მომიწყეს: "აბა ჩემს დისშვილთან გადამიღე", "ჩემ ბრატებთან ჩამაკარტოჩკე", "მიდი ჩემი შვილიშვილი მღერის და კაი სურათი შენზეა ", " ჩემი ძმა! ერთი აქეთაც გადაგვიღე რა!", "უცხო აქეთ, უცხო იქით"!

მოკლედ გააზრებაც არ მაცადეს უცბად გამოჩნდა ათასი "მუშტარი". მუშტარი რა უფასო ფოტოს მსურველი. ვიცი, მესმის რომ  გიხარიათ როცა პროფესიონალ ფოტოგრაფს ხედავთ. თან თქვენი ახლობელია და ნუ ერთი სურათის გადაღება რა გახდა ხო? ან მერე იმის გადმოგზავნას რა უნდა - ერთი წუთის საქმეა, სულაც ფბ-ში ჩაგიგდებს და ეგაა! მაგრამ მოიცა.  ყველას რომ ფოტო გადაუღოს ამ კაცმა (20-30 ადამიანს)  მინიმუმ 20-30 ჯერ მაინც ხო უნდა მოადუნოს ყურადღება და გადმოიტანოს ის თქვენზე? ანუ მოწყდეს მოვლენის ეპიცენტრს, რა დროსაც შეიძლება ხელიდან გაუშვას კადრი. გარდა ამისა სურათს რომ გადაგიღებთ ყველას. ამ ფოტოებს შემდეგ ხომ უნდა დამუშავება და სათითაოდ დაბინავება. როგორ ფიქრობთ აქვს კი მას დრო სათითაოდ აგზავნოს სურათები? არ გადმოგიგზავნით და შემდეგ უყურადღებობაში ჩაუთვლით. ასეა ეს! შეიძლება შემეკამათოთ, მაინც არაფერს იღებდი და ერთი სურათი რა გახდაო? კარგად დაიმახსოვრეთ! როცა ფოტოგრაფი არაფერს იღებს, ესიგი არც არაფერია გადასაღები. ის ამ დროს სივრცეს ზვერავს. აკვირდება მოვლენებს. ეძებს საინტერესო ხედვის წერტილებს. გონებაში არჩევს სიმაღლეებს. ფიქრობს რა საფოკუსე მანძილიდან და რომელი ლინზით აიღოს ესა თუ ის კადრი. ესეიგი აზროვნებს, ანუ მუშაობს. კაცი მთელ გათვლებშია და თქვენ ამ დროს "ჩემი ძმა! ერთი აქეთაც გადაგვიღე რა!"

გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით შეხვალთ თონეში და კაცი პურს რო აკრავს დაადგებით თავზე და შეუჭამთ ტვინს: ასე ჩააკარი, ისე ჩააკარიო!. ან თქვენ თუ გესიამოვნებათ სამსახურში ვიღაც რომ დაგადგეთ თავზე და ჩაერიოს თქვენ საქმეში და დაგიწყოთ დარიგება? ამას უკეთ გაიგებს ის ადამიანი, ვისაც რაიმე ფორმით შეხება აქვს ხელოვნებასთან. სფეროსთან სადაც მნიშვნელოვანია  აზროვნება, კრეატივი.

და გუშინ სწორედ მაშინ როცა გამოჩნდა "საჩემო" კადრები, "თხოვნებმაც" იმატა და იმატა. იმატა და ის თავისუფალი სული, რაც ჩემს გონებაში მზად იყო ყველაზე მიუწვდომელ ადგილებზე აბობღებულიყო საუკეთესო კადრის გადასაღებად, დაჭკნა და გაქრა. ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და წამოვედი. სივრცე სადაც შემოქმედებითი აზროვნებისთვის ადგილი არაა ჩემთვის საინტერესო არ არის. გამონაკლის შემთხვევაში, როცა საქმე კომერციასთან გვაქს, კი ბატონო! ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება ძვირფასო ნაცნობ-მეგობრებო. სანამ მთხოვდეთ: გადაგიღოთ, დაგიმუშაოთ და გადმოგიგზავნოთ, მკითხეთ მინდა თუ არა ეს მე, მაქვს თუ არა ამისი დრო. ეს მარტო მე არ მეხება. სადაც ფოტოაპარატიან ადამიანს დაინახავთ, ნუ მიახტებით რა! ფოტოგრაფსაც აქვს თავისი მიზნები, იდეები, გეგმები და ნუ ჩაუშხამებთ. აცადეთ თქვენს მეგობარს იმუშაოს ლაღად, თუ რაიმე საინტერესოს დაინახავს თქვენში, ან თქვენს მიერ განვითარებულ სცენებში ის თვითონ გადაგიღებთ ფოტოს. და თუ მაინც ვერ მოხვდით მის ობიექტივში გული არ გაიტეხოთ, მომდევნო ჯერზე მოხვდებით.და თუ მაინცდამაინც თქვენი ლამაზი სახის უწყვეტი ფოტოგრაფირება გსურთ, დაიქირავეთ კომერციული ფოტოგრაფი, რომელიც ფულის სანაცვლოდ იმდენ ფოტოს გადაგიღებთ რამდენსაც დაუკვეთავთ.

იმედია გამიგეთ.
გკოცნით! :*
მომავალ პოსტამდე ;)

ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი



5 comments:

  1. არ თქვა რააა :( ლამის გრიმი გავიკეთო და კონსპირაციულად ვიარო ქუჩაში უკვე გადასაღებად)

    ReplyDelete
  2. როგორც ჩანს ეს გასაჭირი ყველასთვის საერთოა. არადა ხშირად მომისმენია ფოტოგრაფები აღარავის სჭირდება. ყველას ტელეფონში აქვს აპარატიო :))

    ReplyDelete
  3. saqartveloshi fotografebs ar afaseben

    ReplyDelete
  4. რთულია იქ მუშაობა როცა ვერ ხვდებიან რას ემსახურება შენი ნიჭი

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...