Wednesday, August 13, 2014

ყველაზე ხშირად დაშვებული ფოტო შეცდომები


ჭკვიანი ადამიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ. ბრძენი ადამიანები კი სხვებისაზე.ამ პოსტში განვიხილავთ იმ ძირითად შეცდომებს, რომლებსაც ფოტოგრაფები უშვებენ.


1. ნაადრევად დანებება

ადამიანების უმრავლესობა ასე იქცევა. ისინი აბანდებენ ფულს ფოტო ეკიპირებაში, სწავლობენ სპეც კურსებზე და სკოლებში. მოგზაურობენ საოცარ ადგილებში. მაგრამ როგორც კი მცირე დაღლას იგრძნობენ, ან მოშივდებათ ან მოიწყენენ - ნებდებიან. ხშირად ასეთი მოგზაურობის დროს ფოტოგრაფები არც კი ცდილობენ რაიმეს აღმოჩენას, პირიქით ფიქრობენ რომ პირველივე ფოტო რაც გადაიღეს - საუკეთესოა! გამოცდილება გვასწავლის, რომ საუკეთესო ფოტოებს გადაიღებთ მხოლოდ მას შემდეგ რაც შეისწავლით ყველა პერსპექტივას, რასაც კონკრეტული სცენა და ობიექტი გთავაზობთ.

საუკეთესო განათება არ ნიშნავს მხოლოდ სინათლეს მზის ჩასვლამდე. როცა გაიხსენებთ რომ ფეისბუქი სავსეა მილონობით ფოტოსურათით, ჯობია თავს ძალა დაატანოთ და გადაიღოთ ისეთი ფოტო რომელიც ჩვეულებრივი სურათებზე მაღლა დგას. ნაადრევად დანებება ძალიან ხშირი შეცდომაა და ის ბევრ ფოტოგრაფს სჩვევია. გამოიჩინეთ გადაღების დროს მეტი მოთმინება. თქვენ ეს აუცილებლად დაგიფასდებათ.



2. პორტრეტებისთვის ფართო კუთხიანი ლინზის გამოყენება

 ფართო კუთხიანი ლინზა მისაღებია თავისი მონაცემებით ყველა ფოტოგრაფისათვის. თუმცა მისმა გაწელილმა ეფექტმა შეიძლება პორტრეტი პირიქით გაგიფუჭოთ, განასაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან ახლოს ხართ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ თქვენი ობიექტის კარიკატურული გამოსახულება მოზუმეთ ის თქვენი ტელეფოტო ლინზით მაქსიმალურად. ასე პერსპექტივა გაბრტყელდება, რაც მოგცემთ უფრო მიმზიდველ პორტრეტებს.




3. არამყარი, გადღაბნილი ფოტოების გადაღება

ეს ალბათ ყველას მოგვსვლია. მეც პირადად დამიშვია ეს შეცდომა. ისეთ დაბალ ჩამკეტის სიჩქარეზე როგორიცაა 1/8 და 1/80 წამზე, კამერა აღბეჭდავს ყველა მის მოძრაობას. დამწყები ფოტოგრაფები ვერც კი აანალიზებენ, პროფესიონალები კი თავის თავში არიან დაჯერებულნი და არც კი ფიქრობენ აწიონ ISO. ხშირად კამერის მოძრაობა ფოტოზე გადადის. ბევრი ფოტო კონკურსი და ჟურნალი კი ასეთ გადღაბნილ ფოტოებს არ იღებენ. მთავარი ხერხი გადაიღოთ წმინდა ფოტოები, აუცილებელია კამერის მყარად გამაგრება. ამისათვის კი გამოიყენეთ შტატივი. ასევე თანამედროვე ლინზები ხშირად იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ამცირებენ კამერის რყევას. თანამედროვე კამერები კი კარგად მუშაობენ მაღალ ISO სენსიტიურობაზე (რაც თავისმხრივ იძლევა ჩამკეტის დაჩქარების საშუალებას). თავიდან რომ აიცილოთ ეს ხშირი შეცდომა დარწმუნდით რომ თქვენ ხართ მყარი როგორც ეს შესაძლებელია. არ შეშინდეთ გამოიყენეთ მაღალი ISO სიჩქარე თუ თქვენი ჩამკეტის სიჩქარე დაბალია. აუცილებლად მოსინჯეთ რაიმე წყარო რათა უფრო გაამაგროთ თქვენი DSLR კამერა.




4. შენობების ფოტოგრაფირება ძალიან ახლო მანძილიდან

იმისათვის რომ მიწვდეთ მაღალ შენობას, კამერას მაღლა წევთ. ეს კი იწვევს შენობის ვერტიკალური ხაზების ერთმანეთთან მიახლოვებას. ეს უფრო ნათლად ჩანს, თუ თქვენ იყენებთ ფართო კუთხიან ლინზას, რომელიც აუცილებელია, თუ შენობა დიდია თქვენ კი მის გვერდით დგახართ. იდეაში თქვენ გჭირდებათ პარალელური ხაზები, იმისათვის, რომ ფოტოზე შენობა ჩანდეს სიმეტრიულად. როგორ უნდა მივაღწიოთ ამას?თეორიულად თქვენ გესაჭიროვებათ რომ იდგეთ შენობის ცენტრალური ხაზის შუაში. ეს ძირითადად გვაძლევს კამერის იდეალურ პოზიციას. და თუ იქვე არაა საპირისპირო შენობის ფანჯრები ზუსტად ასეთ სწორ პიზიციაზე, მაშინ მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა. შეამციროთ კუთხე და წახვიდეთ შორს შენობისგან. ფართო კუთხიანი ლინზით გამოწვეული დეფორმაცია რომ შეამციროთ მოგიწევთ გამოიყენოთ ტელეფოტო ლინზა, ანუ ახლო გადაღების ნაცვლად შორიდან გადაღება. სამწუხაოდ ძალიან ხშირად ხეები და ლამპიონები შეგხვდებათ გზაში, ამიტომძალიან შორს წასვლაც არ ღირს. შეეცადოთ სწორად შეარჩიოთ პოზიცია, რათა თავიდან აუცილოთ დეფორმაციებიც და არასასურველი საგნებიც.



5. შეუმჩნეველი საგნები ფოტოზე.

ფოტოგრაფების უმრავლესობა არასოდეს იქნება კონკურსების გამარჯვებული, იმის გამო რასაც ისინი ცდილობენ გვაჩვენონ, მაგრამ ვერ გამოსდით. ეს ეხება სურათებს სადაც მთავარ საგანთან დაკავშირებით ბევრი შეცდომაა დაშვებული. განსხვავება იმაშია თუ ჩვენ როგორ აღვიქვავთ სამყაროს და კამერა როგორ ხედავ მას. კერძოდ, ჩვენ ვაანალიზებთ იმას თუ რას ვხვედავთ, ყურადღების ცენტრშიც ვაქცევთ იმას რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმას კი ვუარყოფთ რაც არ გვაინტერესებს. ამის გამოსასწორებლად რამოდენიმე გზა არსებობს. მთავარი და ყველაზე განვრცობილი გზაა მიხვიდეთ საგანთან ახლოს. ხშირად ადამიანებს სურთ გადაიღონ მთლიანი სცენა, შორიდან ყველაზე ფართო კუთხის გამოყენებით. ეს კი იწვევს მთავარი საგნის დაპატარავებას.  ვინაიდან ფოტოებს ძირითადად მცირე მონიტორებზე და კომპიუტერის ეკრანებზე ვათვალიერებთ ასეთ ფართო ფოტოებში ძალიან ბევრი ემოცია და ინფორმაცია იკარგება. ასეა, ცხოველებისა თუ ადამიანების ფოტოგრაფირებისას ხშირად ახლოს მისვლის შიში იჩენს თავს. არ შეცბეთ. მიდით ახლოს. ასევე, ჩაატარეთ ექსპერიმენტები რათა გამოყოთ თქვენი მთავარი საგანი საერთო მასიდან ფერისა და შუქ-ჩრდილებების მეშვეობით. ხშირად გადაამოწმეთ ფონიც. და რაც მთავარია დარწმუნდით, რომ ზუსტად იცით რას და რატომ იღებთ. სულ ესაა!

ეს იყო ხუთი ყველაზე ხშირად დაშვებული ფოტო შეცდომა. გადაამოწმეთ რომელს ჩადიოდით გაუთვიცნობიერებლად. კითხეთ მეგობრებს აზრი. გაითვალისწინეთ რჩევები,თუმცა მათთით მკაცრადაც ნუ იხელმძღვანელებთ. მხოლოდ თქვენ იცით როგორი ფოტოების გადაღებით ხართ ბედნიერი.

ავტორი: Ben Evans

თარგმნა გიორგი ბეჟანიშვილმა

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...