Saturday, January 17, 2015

ფოტო ტექნიკის შერჩევა-გამოწერა უცხოგრაფისგან

გამარჯობა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში კვირაში 3-4 მოთხოვნა მაინც შემოდის ჩემს გვერდზე თუ მობილურზე ფოტო ტექნიკის შეძენასა და კონსულტაციასთან დაკავშირებით. ზოგს იაფფასიანი კამერის ყიდვა უნდა. ზოგს ფასი არ ადარდებს, მთავარია "მაგარი" კამერა იყოს. ზოგს მხოლოდ ოჯახისთვის უნდა, ზოგს კიდევ სამოყვარულო დონეზე პატარა "შედევრების" შესაქმნელად. მოკლედ ნამდვილი ბუმია, ყველას უნდა კამერა და ფოტოგრაფობა. რაც მე პირადად ძალიან მახარებს. სწორედ ბაზარზე გაჩენილმა დიდმა მოთხოვნილებამ დამაწყებინა ფოტოგრაფიის კურსებიც. ამჟამად ორი ჯგუფია "პოლიგლოტის" სასწავლო ცენტრში და სულ მალე ახალი ჯგუფის მიღებასაც გამოვაცხადებთ.

ამჯერად მინდა კიდევ ერთი ახალი სერვისი შემოგთავაზოთ - ფოტო ტექნიკის შერჩევა კონსულტაციის გზით, გამოწერა და ჩამოტანა. მოგეხსენებათ ქართულ მარკეტებსა და მაღაზიებში ფოტო ტექნიკას საკმაოდ მაღალი ფასები აქვს და ხშირად იგივე კამერისა თუ კამერის აქსესუარების შეძენა amazon, ebay თუ B&H-ზე ორჯერ იაფი ჯდება. თუმცა ბევრ ადამიანს არ აქვს სათანადო წვდომა ინტერნეტთან, ან არ იცის როგორ და საიდან გამოიწეროს პროდუქცია, ისე რომ კმაყოფილი დარჩეს ფასითაც  და ნივთითაც. ზოგიერთმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა ისიც კი არ იცის როგორ შეარჩიოს კამერა. სწორედ ამ სირთულეების გადაჭრას გპირდებით მე, ჩემი გამოცდილებითა და ცოდნით. ჩემი იმ ინტერენეტ რესურსებთან წვდომით, რაზეც შეიძლება ბევრ თქვენთაგანს არ მიუწვდება დღესდღეობით ხელი. სერვისი არახალია, თუმცა კახეთის რეგიონში სპეციფიურად რომ ფოტო ტექნიკის გამოწერაზე მუშაობდეს ვინმე არ გამიგია. ასე რომ სიამოვნებით დაგეხმარებით და შეგაძენინებთ ნებისმიერი ფასის ფოტო ტექნიკას (კამერები, მაშუქები, ბატარეები, მეხსიერების ბარათები  და ა.შ) და დაინტერესების შემთხვევაში სამომავლოდ ფოტოგრაფიასაც გასწავლით. 

დამიკავშირდით - 598 00 52 00

მუდამ თქვენი,
უცხოგრაფი
:*

ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...