Saturday, January 17, 2015

ბექა და თორნიკე "მტკვარზე" - უცხოს არქივიდან

ბექა კუნდალინი ჩემი მეგობარია. უკვე ათი წელია ვიცნობთ ერთმანეთს, როცა გავიცანი ჯგუფ "ასტეროიდში" მღეროდა. ერთმანეთი კანუმ (ჩვენი საერთო მეგობარი) გაგვაცნო. მალე მეც ასტეროიდელი გავხდი. თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. რამდენიმე თვის წინ თბილისში წასვლა მომიწია ჩემი კომერციული საქმიანობიდან გამომდინარე. ფოტოების ვიღებდი ორი დღის მანძილზე. ამ ხნის განმავლობაში ბექასთან გავჩერდი. აღმოჩნდა, რომ იმ საღამოს ბექა კლუბ "მტკვარზე" უკრავდა. გამიხარდა, რადგან ბექას შემოქმედებას ლაივში მოვისმენდი. თუმცა ნანახმა (მოსმენილმა) მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო რაღაც ახალი და ძალიან უცხო მუსიკა. ელექტრონული ძალიან საინტერესო "ზვუკები" და მაგარი ვიზუალური გაფორმება, რომელსაც თორნიკე ხომასურიძე აკეთებდა. საღამოს გადაღებას ვგეგმავდი, თუმცა კამერა არც გამხსენებია, თავითფეხებამდე ბექას მუსიკაში გადავეშვი, ისევე როგორც მთელი იქ შეკრებილი მსმენელი. ვუსმენდი ბექას და ვაკვირდებოდი იქ შეკრებილ აუდიტორიას, სახეებზე რომ სრული სიამოვნება ეწერათ . იყო შეძახილები და მაგარი მუსიკით გამოწვეული ყიჟინა. ამ ყველაფრის შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ და რაზე მიგიწვდება ხელი. მინიმალურ პირობებშიც კი შეუძლია ადამიანმა შექმნას რაღაც ახალი და გამორჩეული. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ის რასაც ბექა ქმნის და უკრავს არის მსოფლიო დონის ძალიან თანამედროვე ელექტრონული მუსიკა. თუ გექნებათ საშუალება და გაიგებთ რომ ბექა კუნდალინი უკრავს აუცილებლად წადით. დამიჯერეთ ძალიან ისიამოვნებთ. ასევე ჩემთვის როგორც ფოტოგრაფისთვის ძალიან საინტერესო იყო თორნიკეს ლაივში გაკეთებული ვიზუალი, საინტერესო ფერებით და გრაფიკული ფიგურებით. ვისურვებდი რომ ამ ხალხის შემოქმედება გაცდეს "მტკვარს" და მთელი საქართველო ან თუნდაც მსოფლიო მოიცვას. იმედით, რომ მალე უფრო დიიდ დარბაზებსა და კლუბებში გადაღებულ ფოტოებს შემოგთავაზებთ, დროებით დაგემშვიდობებით და დაგიტოვებთ ჩემს არქივში შემორჩენილ რამდენიმე ფოტოს.








ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...